სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს - ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში შიში ჭარბობს" - ვლადიმერ ზელენსკი
"რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს - ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში შიში ჭარბობს" - ვლადიმერ ზელენსკი

რის­თვის იყე­ნე­ბენ ჩვენს სა­ზღვარ­თან შეკ­რე­ბილ ჯარს? ეს არის პო­ტენ­ცი­ა­ლი შან­ტა­ჟის­თვის და პირ­ველ რიგ­ში, და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თუ რუ­სუ­ლი ჯა­რის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა, შან­ტა­ჟი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს მზა­დე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს და შე­საძ­ლოა, მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის , - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ La Repubblica-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რის­თვის.

„უკ­რა­ი­ნა ვე­რა­ფერს ხე­დავს გა­საკ­ვირს იმა­ში, რაც ჩვენს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრებ­ზე ხდე­ბა. რუ­სეთ­მა ეს ომი 2014 წელს და­ი­წყო და მას შემ­დეგ ჩვენ მზად ვართ ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ევ­რო­პის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ამ ბოლო დროს ხელი შეგ­ვი­შა­ლა ნა­ტოს-გან დრო­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ან­ტის­ნა­ი­პე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის მი­ღე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად თავ­დაც­ვის ია­რა­ღია. ომის მერ­ვე წელს არ გვაქვს ამის უფ­ლე­ბა? ცხა­დია გვაქვს. ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც იცავს თავს აგ­რე­სი­ის­გან, უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოს ასე­თი თავ­დაც­ვის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი. მაგ­რამ ზო­გი­ერთ დე­და­ქა­ლაქ­ში კვლავ შიში ჭარ­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას გა­და­წყვეტს, არის თუ არა უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია მზად მათ და­უ­პი­რის­პირ­დეს, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ უპა­სუ­ხა, რომ უკ­რა­ი­ნა ყო­ველ­თვის და­ი­ცავს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ას და ხალ­ხს.

„ჩვენ და­ვი­ცავთ ჩვენს მი­წას და ჩვენს ხალ­ხს ყვე­ლა ვი­თა­რე­ბა­ში და ყო­ველ­გვა­რი ხელ­ყო­ფის­გან. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არა­სო­დეს იტყვი­ან უარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი „ძა­ლი­ან მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბის“ შე­სა­ხებ მუ­ქა­რა მოს­კო­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლად საკ­მა­რი­სი, ზე­ლენ­სკიმ უპა­სუ­ხა, რომ ბა­ი­დენ-პუ­ტი­ნის დი­ა­ლო­გის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან სამ­ხედ­რო ჯგუ­ფის შემ­ცი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა.

„ამე­რი­კელ და რუს ლი­დე­რებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ ჩვენს სა­ზღვრებ­თან სამ­ხედ­რო ჯგუ­ფის შემ­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა. უფრო მე­ტიც, ეს­კა­ლა­ცი­ის კი­დევ ერთი სივ­რცე არ­სე­ბობს - აზო­ვის ზღვა­ში. რო­დე­საც ეს სი­ტუ­ა­ცია შეც­ვლას და­ი­წყებს, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ არ­გუ­მენ­ტე­ბი და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

aleko
0

მართალი ხარ ჯიგარო.

ავტორი:

"რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს - ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში შიში ჭარბობს" - ვლადიმერ ზელენსკი

"რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს - ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში შიში ჭარბობს" - ვლადიმერ ზელენსკი

რისთვის იყენებენ ჩვენს საზღვართან შეკრებილ ჯარს? ეს არის პოტენციალი შანტაჟისთვის და პირველ რიგში, დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ. თუ რუსული ჯარის რაოდენობა გაიზრდება, შანტაჟი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც შეიძლება ეწოდოს მზადება ჩვენი სახელმწიფოს და შესაძლოა, მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოებისთვის , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის.

„უკრაინა ვერაფერს ხედავს გასაკვირს იმაში, რაც ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე ხდება. რუსეთმა ეს ომი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. სამწუხაროდ, ეს არ შეიძლება ითქვას ევროპის ყველა ქვეყანაზე. მაგალითად, გერმანიამ ბოლო დროს ხელი შეგვიშალა ნატოს-გან დრონების საწინააღმდეგო და ანტისნაიპერული სისტემების მიღებაში, რომლებიც ექსკლუზიურად თავდაცვის იარაღია. ომის მერვე წელს არ გვაქვს ამის უფლება? ცხადია გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება შეიძინოს ასეთი თავდაცვის ინსტრუმენტები. მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში კვლავ შიში ჭარბობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, არის თუ არა უკრაინული არმია მზად მათ დაუპირისპირდეს, ვლადიმერ ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საკუთარ ტერიტორიას და ხალხს.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს ყველა ვითარებაში და ყოველგვარი ხელყოფისგან. უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს თავისუფლებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაჟღერებული „ძალიან მკაცრი ეკონომიკური სანქციების“ შესახებ მუქარა მოსკოვის შესაჩერებლად საკმარისი, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ბაიდენ-პუტინის დიალოგის შემდეგ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ჯგუფის შემცირება არ მომხდარა.

„ამერიკელ და რუს ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენს საზღვრებთან სამხედრო ჯგუფის შემცირება არ ხდება. უფრო მეტიც, ესკალაციის კიდევ ერთი სივრცე არსებობს - აზოვის ზღვაში. როდესაც ეს სიტუაცია შეცვლას დაიწყებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგუმენტები დამაჯერებლად ჟღერს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.