საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ ფილერის გაკეთებამდე, ვისთვის არ შეიძლება მისი გამოყენება და რა რისკი შეიძლება ახლდეს პროცედურას - FDA-ის რეკომენდაციები
რა უნდა იცოდეთ ფილერის გაკეთებამდე, ვისთვის არ შეიძლება მისი გამოყენება და რა რისკი შეიძლება ახლდეს პროცედურას - FDA-ის რეკომენდაციები

სა­ხე­ზე ნა­ო­ჭე­ბის და ხა­ზე­ბის გას­წო­რე­ბა, ტუ­ჩე­ბის გა­დი­დე­ბა, ყვრი­მა­ლე­ბის შევ­სე­ბა, ან რა­ი­მე სხვა სა­ხის კო­რექ­ცია - თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მსგავს პრო­ცე­დუ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად მი­მარ­თავს.

კან­ში ფი­ლე­რე­ბის შეყ­ვა­ნა, წლე­ბის მა­ტე­ბის­გან, ან სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის და­მალ­ვა­ში და შეს­წო­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. მარ­თა­ლია, სი­ლა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს, მაგ­რამ სა­ნამ ამა თუ იმ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბას გა­და­წყვეტ­დეთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ უნდა იცო­დეთ რის­კე­ბი და ის, თუ რამ­დე­ნად დიდი მსხვერ­პლის გა­ღე­ბაა სა­ჭი­რო.

  • ამ სტა­ტი­ა­ში ფი­ლე­რის შე­სა­ხებ აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­გაც­ნობთ.

აშშ-ს სურ­სა­თის და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) ფი­ლე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და და­ად­გი­ნა, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ხის ფი­ლე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე­ბე­ლია და შე­საძ­ლოა, მწვა­ვე გარ­თუ­ლე­ბაც კი მოჰ­ყვეს.

რო­გორც FDA -ში აცხა­დე­ბენ, ფი­ლე­რე­ბის გა­კე­თე­ბა ყვე­ლას­თვის არაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად კი ფი­ლე­რის, ანუ შე­მავ­სებ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას არ ურ­ჩე­ვენ მას, ვი­საც სხვა­დას­ხვა ალერ­გია აწუ­ხებს.

FDA გირ­ჩევთ, რომ ფი­ლე­რის გა­სა­კე­თებ­ლად მი­მარ­თოთ პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რად ერ­კვე­ვა მის რა­ო­ბა­ში, გარ­თუ­ლე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­უძ­ლია და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბამ­დე გა­გაფრ­თხი­ლებთ რის­კე­ბის შე­სა­ხებ.

რა არის ფი­ლე­რი?

  • ფი­ლე­რე­ბი, ანუ შე­მავ­სებ­ლე­ბი გე­ლის სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე სუბსტან­ცი­აა, რო­მე­ლიც კან­ქვეშ შეჰ­ყავთ, ისი­ნი ან ზე­და­პი­რის და­სარ­ბი­ლებ­ლად, ან სი­სავ­სის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

რო­გორც კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­თაა დად­გე­ნი­ლი, FDA-ს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კა­ნის შე­მავ­სებ­ლე­ბის ეფექ­ტი დრო­ე­ბი­თია, რად­გან ისი­ნი ისე­თი მა­სა­ლის­გან მზად­დე­ბა, რომ­ლებ­საც სხე­უ­ლი სა­ბო­ლო­ოდ შლის და შე­ით­ვი­სებს, ამი­ტო­მაც პრო­ცე­დუ­რე­ბი გან­მე­ო­რე­ბით უნდა ჩა­ტარ­დეს იმის­თვის, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი შე­ნარ­ჩუნ­დეს.

რა შე­მად­გენ­ლო­ბი­საა დრო­ე­ბი­თი ფი­ლე­რი:

  • ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა.
  • კალ­ცი­უმ ჰიდ­რო­ქ­სი­ლა­პა­ტი­ტი - მი­ნე­რა­ლი, რო­მე­ლიც ძვლის მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია;
  • პოლი-L-ლაქ­ტუ­რი მჟა­ვა - ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი, სინ­თე­ტი­კუ­რი მა­სა­ლაა.

ფი­ლე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა 22 წლის შემ­დე­გაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი. მის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად ტეს­ტი­რე­ბა უნდა ჩა­უ­ტარ­დეს ალერ­გი­ა­ზე.

FDA-ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა სა­ხის ფი­ლე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა:

  • FDA-მ არ და­ამ­ტკი­ცა სი­ლი­კო­ნე­ბი, ან სხვა სა­ხის შე­მავ­სებ­ლე­ბის ინექ­ცია. გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მკერ­დში, დუნ­დუ­ლებ­ში, ან კუნ­თებს შო­რის ფი­ლე­რის გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის, ხან­გრძლი­ვი ტკი­ვი­ლი, ინ­ფექ­ცია, მუდ­მი­ვი ნა­წი­ბუ­რე­ბი, ან დე­ფორ­მა­ცია.
  • FDA-მ არ და­ამ­ტკი­ცა ნემ­სის არმ­ქო­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი კა­ნის შე­მავ­სებ­ლე­ბის ინექ­ცი­ის­თვის და ამ­გვა­რი აპა­რა­ტე­ბით ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვი­სა და შე­მავ­სებ­ლე­ბის შეყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გია. აცხა­დე­ბენ, რომ ხში­რად, ასე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, კანი, ტუ­ჩე­ბი, ან თვა­ლე­ბი ზი­ან­დე­ბა.
  • FDA ასე­ვე გვაფრ­თხი­ლებს, რომ უარი ვთქვათ იმ შე­მავ­სებ­ლებ­ზე, რომ­ლებ­ზეც პირ­და­პირ მიგ­ვიწ­ვდე­ბა ხელი. ეს შე­მავ­სებ­ლე­ბი არაა მათ მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, ქი­მი­კა­ტე­ბით და ინ­ფექ­ცი­უ­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბით იყოს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი.

FDA-ს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია შემ­დე­გი პრო­დუქ­ტე­ბი: Botox, Dysport, Xeomin და Jeuveau. ეს პრო­დუქ­ტე­ბი არ წარ­მო­ად­გენს კა­ნის შე­მავ­სებ­ლებს. ისი­ნი სა­ი­ნექ­ციო წამ­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც კუნ­თე­ბის და­ჭიმ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბენ, ამი­ტომ ნა­ო­ჭე­ბი იმ­დე­ნად აღარ ვლინ­დე­ბა.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$
1

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, მსოფლიო მოდის მამამთავრები ნამდვილ სილამაზეს ებრძვიან და სიმახინჯეს ამკვიდრებენ, ასევე ებრძვიან ოლიგარქები ცოდნასა და ნიჭიერებას...ამას ემსახურება ე.წ. განათლების რეფორმები.

კატერინა(ციცო)
2

ადამიანის ხორცი არ არის მთავარი, მთავარია შინაგანი სილამაზე, დამახინჯდა ახალგაზრდობა, ყველას ეტყობა დაბერვა თუ მიბერვა, დაიტოვეთ უფლისგან ბოძებული სხეულაი, ისწავლეთ, განვითარდით, მიიღეთ განათლება და იქნებით ყველაზე ლამაზი და ჯანმრთელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ ფილერის გაკეთებამდე, ვისთვის არ შეიძლება მისი გამოყენება და რა რისკი შეიძლება ახლდეს პროცედურას - FDA-ის რეკომენდაციები

რა უნდა იცოდეთ ფილერის გაკეთებამდე, ვისთვის არ შეიძლება მისი გამოყენება და რა რისკი შეიძლება ახლდეს პროცედურას - FDA-ის რეკომენდაციები

სახეზე ნაოჭების და ხაზების გასწორება, ტუჩების გადიდება, ყვრიმალების შევსება, ან რაიმე სხვა სახის კორექცია - თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მსგავს პროცედურებს საზოგადოების ნაწილი ხშირად მიმართავს.

კანში ფილერების შეყვანა, წლების მატებისგან, ან სხვადასხვა დაავადებისგან გამოწვეული ცვლილებების დამალვაში და შესწორებაში გვეხმარება. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ სანამ ამა თუ იმ პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტდეთ, აუცილებელია წინასწარ უნდა იცოდეთ რისკები და ის, თუ რამდენად დიდი მსხვერპლის გაღებაა საჭირო.

  • ამ სტატიაში ფილერის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის რეკომენდაციებს გაგაცნობთ.

აშშ-ს სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ფილერებთან დაკავშირებით სხვადასხვა კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ზოგიერთი სახის ფილერი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და შესაძლოა, მწვავე გართულებაც კი მოჰყვეს.

როგორც FDA -ში აცხადებენ, ფილერების გაკეთება ყველასთვის არაა მიზანშეწონილი. კონკრეტულად კი ფილერის, ანუ შემავსებლის გამოყენებას არ ურჩევენ მას, ვისაც სხვადასხვა ალერგია აწუხებს.

FDA გირჩევთ, რომ ფილერის გასაკეთებლად მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც იდეალურად ერკვევა მის რაობაში, გართულებებთან გამკლავება შეუძლია და ყველაზე მნიშვნელოვანი - პროცედურის ჩატარებამდე გაგაფრთხილებთ რისკების შესახებ.

რა არის ფილერი?

  • ფილერები, ანუ შემავსებლები გელის სტრუქტურის მქონე სუბსტანციაა, რომელიც კანქვეშ შეჰყავთ, ისინი ან ზედაპირის დასარბილებლად, ან სისავსის ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად გამოიყენება.

როგორც კლინიკური კვლევებითაა დადგენილი, FDA-ს მიერ დამტკიცებული კანის შემავსებლების ეფექტი დროებითია, რადგან ისინი ისეთი მასალისგან მზადდება, რომლებსაც სხეული საბოლოოდ შლის და შეითვისებს, ამიტომაც პროცედურები განმეორებით უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ სასურველი შედეგი შენარჩუნდეს.

რა შემადგენლობისაა დროებითი ფილერი:

  • ჰიალურონის მჟავა.
  • კალციუმ ჰიდროქსილაპატიტი - მინერალი, რომელიც ძვლის მთავარი შემადგენელი კომპონენტია;
  • პოლი-L-ლაქტური მჟავა - ბიოდეგრადირებადი, სინთეტიკური მასალაა.

ფილერების გამოყენება 22 წლის შემდეგაა ნებადართული. მის გამოყენებამდე ადამიანს აუცილებლად ტესტირება უნდა ჩაუტარდეს ალერგიაზე.

FDA-ში აცხადებენ, რომ ყველა სახის ფილერის გამოყენება არ შეიძლება:

  • FDA-მ არ დაამტკიცა სილიკონები, ან სხვა სახის შემავსებლების ინექცია. გვაფრთხილებენ, რომ მკერდში, დუნდულებში, ან კუნთებს შორის ფილერის გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, მათ შორის, ხანგრძლივი ტკივილი, ინფექცია, მუდმივი ნაწიბურები, ან დეფორმაცია.
  • FDA-მ არ დაამტკიცა ნემსის არმქონე მოწყობილობები კანის შემავსებლების ინექციისთვის და ამგვარი აპარატებით ჰიალურონის მჟავისა და შემავსებლების შეყვანის წინააღმდეგია. აცხადებენ, რომ ხშირად, ასეთი მოწყობილობების გამოყენების შედეგად, კანი, ტუჩები, ან თვალები ზიანდება.
  • FDA ასევე გვაფრთხილებს, რომ უარი ვთქვათ იმ შემავსებლებზე, რომლებზეც პირდაპირ მიგვიწვდება ხელი. ეს შემავსებლები არაა მათ მიერ დამტკიცებული და შესაძლოა, ქიმიკატებით და ინფექციური ორგანიზმებით იყოს დაბინძურებული.

FDA-ს მიერ დამტკიცებულია შემდეგი პროდუქტები: Botox, Dysport, Xeomin და Jeuveau. ეს პროდუქტები არ წარმოადგენს კანის შემავსებლებს. ისინი საინექციო წამლებია, რომლებიც კუნთების დაჭიმვის თავიდან ასაცილებლად მუშაობენ, ამიტომ ნაოჭები იმდენად აღარ ვლინდება.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა