სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისაბედ კიკნაძე - ახალგაზრდა მოცეკვავე და ახალგაზრდა მასწავლებელი
ელისაბედ კიკნაძე - ახალგაზრდა მოცეკვავე და ახალგაზრდა მასწავლებელი

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე, ელი­სა­ბედ კიკ­ნა­ძე სა­მო­მავ­ლოდ სა­კუ­თა­რი სტუ­დი­ის გახ­სნა­ზე ოც­ნე­ბობს და გვჯე­რა, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებს კი­დეც, თუმ­ცა მა­ნამ­დე გა­და­წყვი­ტა, მას­წავ­ლებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვოს და თან, ერთი კე­თი­ლი საქ­მეც გა­ა­კე­თოს - სა­ნამ სა­კუ­თა­რი სივ­რცე ექ­ნე­ბა, მა­ნამ­დე ელი­სა­ბე­დი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ დღის ცენ­ტრში პა­ტა­რებს ცეკ­ვას ას­წავ­ლის. გარ­და ამი­სა, ის ურ­თი­ერ­თობს ბავ­შვებ­თან, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბელს სა­კუ­თარ ოც­ნე­ბებს უზი­ა­რე­ბენ. ჰოდა, ელი­სა­ბედ­მაც გა­და­წყვი­ტა, ბავ­შვებს უფრო მე­ტად და­ეხ­მა­როს და ამ პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხოვ­სოს ჩარ­თუ­ლო­ბა.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვრცლად ქვე­მოთ მო­გიყ­ვე­ბით. არც იმა­ზე სა­უბ­რით შე­გა­წყენთ თავს, თუ ვინ არის ელი­სა­ბე­დი. ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი მას უკვე ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს. ელი­სა­ბე­დი ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და. ამ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სწო­რედ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვი­დე­ობ­ლო­გის მეშ­ვე­ო­ბით აც­ნო­ბა.

-ელი­სა­ბედ , რო­გორც ვი­ცით, თქვენ­თან სი­ახ­ლე­ე­ბია: და­ი­წყეთ ვი­დე­ო­ბის ჩა­წე­რა, გვიყ­ვე­ბით თქვენს შე­სა­ხებ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ამის გა­კე­თე­ბა და რო­გო­რია გა­მოხ­მა­უ­რე­ბა?

-დიახ, რამ­დე­ნი­მე ვი­დეო უკვე დევს ჩემს გვერ­დზე. ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ჩემ­თვის უც­ნობ ბევრ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი ჩემ­და­მი და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, და­მემ­ყა­რე­ბი­ნა უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მე­გობ­რებ­თან. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, რად­გან ახა­ლი იყო. ნელ-ნელა ვხვდე­ბი,რომ გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

ასეთ აქ­ტი­უ­რო­ბას კი ნამ­დვი­ლად არ მო­ვე­ლო­დი. ბევ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და ზარი შე­მომ­დი­ო­და, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა.

მინ­და, სა­მო­მავ­ლოდ ჩემი ყვე­ლა სი­ახ­ლე თუ წა­მო­წყე­ბა ვი­დე­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემს მე­გობ­რებს.

-ბოლო ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აი­ტა­ცა, მოგ­ვი­ყე­ვით ერთ-ერთი დღის ცენ­ტრის შე­სა­ხებ. თუ შე­გიძ­ლი­ათ, უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით გვი­ამ­ბოთ?

-დიახ, ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დღის ცენ­ტრი, სა­დაც ბავ­შვე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სწავ­ლო­ბენ და და­დი­ან სხვა­დას­ხვა წრე­ზე იმის მი­ხედ­ვით, თუ ვის რისი ინ­ტე­რე­სი აქვს.

მე ცეკ­ვას ვას­წავ­ლი. ამის გარ­და, მათ­თან ვურ­თი­ერ­თბ. ვი­დე­ო­შიც აღ­ვნიშ­ნე და მინ­და, აქაც გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა იმ თბილ და მე­გობ­რულ გა­რე­მო­ზე, სა­დაც ეს ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან.

-რამ­დე­ნად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა თქვენ­თვის მას­წავ­ლებ­ლის როლ­ში ყოფ­ნა ?

-ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა და მო­ცეკ­ვა­ვე­ო­ბა ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა. მარ­ტი­ვი არ­ცერ­თი არაა. მთა­ვა­რია, მთე­ლი არ­სე­ბით გიყ­ვარ­დეს ის, რა­საც აკე­თებ. სა­ნამ, ცეკ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­კუთ­რი სივ­რცის შექ­მნა­ზე და­ვი­წყებ­დე მუ­შა­ო­ბას, მა­ნამ­დე მინ­და, მი­ვი­ღო ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი ზედ­მე­ტი სიმ­კაც­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამით შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ - ყვე­ლა მათ­განს სა­კუ­თა­რი მე­თო­დი აქვს. მე, რა თქმა უნდა, მომ­თხოვ­ნი ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ მინ­და, ჩემ­თან მოს­ვლა და ურ­თი­ერ­თო­ბა უხა­რო­დეთ. ასე­ვე, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ასა­კის ბავ­შვს სწავ­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

-რა სურ­ვი­ლე­ბი აქვთ ბავ­შვებს, რაზე ოც­ნე­ბო­ბენ?

-რო­დე­საც მათ ოც­ნე­ბებ­ზე ვის­მენ, ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ჩემი ბავ­შვო­ბა. მათ სურთ, გახ­დნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, მო­დე­ლე­ბი... მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც პრო­ფე­სი­ა­ზე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რამ­დე­ნად ბევ­რი რამ მინ­დო­და და მომ­წონ­და. ძა­ლი­ან მინ­და, ბავ­შვებს სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი ავუს­რუ­ლო და ვთხო­ვო ყვე­ლას, ვი­საც სურ­ვი­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, შე­ვუგ­რო­ვოთ და მი­ვუ­ტა­ნოთ სა­თა­მა­შო­ე­ბი, საკ­ვე­ბი და ტან­საც­მე­ლი.

-მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ...

-პირ­ველ რიგ­ში, მინ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ელი­სა­ბე­დი გა­ეც­ნო და შემ­დეგ გაც­ნო­ბოდ­ნენ ჩემს იდე­ებ­სა თუ წა­მო­წყე­ბებს.

ჩემი მი­ზა­ნი სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცის შექ­მნაა, რაც ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან იქ­ნე­ბა კავ­შირ­ში. ახლო მო­მა­ვალ­ში და­ვი­წყებ ამა­ზე მუ­შა­ო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, უკვე გაკრვე­უ­ლი შე­კი­თხვე­ბიც არ­სე­ბობს. მო­ლო­დი­ნიც რომ შე­სა­ბა­მი­სი იყოს, გე­ტყვით, რომ პი­რა­დად მე ცე­ვას მხო­ლოდ გო­გო­ნებს შე­ვას­წავ­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ელისაბედ კიკნაძე - ახალგაზრდა მოცეკვავე და ახალგაზრდა მასწავლებელი

ელისაბედ კიკნაძე - ახალგაზრდა მოცეკვავე და ახალგაზრდა მასწავლებელი

ახალგაზრდა მოცეკვავე, ელისაბედ კიკნაძე სამომავლოდ საკუთარი სტუდიის გახსნაზე ოცნებობს და გვჯერა, ამას აუცილებლად გააკეთებს კიდეც, თუმცა მანამდე გადაწყვიტა, მასწავლებლობის გამოცდილება დააგროვოს და თან, ერთი კეთილი საქმეც გააკეთოს - სანამ საკუთარი სივრცე ექნება, მანამდე ელისაბედი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში პატარებს ცეკვას ასწავლის. გარდა ამისა, ის ურთიერთობს ბავშვებთან, რომლებიც ახალგაზრდა მასწავლებელს საკუთარ ოცნებებს უზიარებენ. ჰოდა, ელისაბედმაც გადაწყვიტა, ბავშვებს უფრო მეტად დაეხმაროს და ამ პროცესში საზოგადოებას სთხოვსოს ჩართულობა.

ამ ყველაფერზე ვრცლად ქვემოთ მოგიყვებით. არც იმაზე საუბრით შეგაწყენთ თავს, თუ ვინ არის ელისაბედი. ჩვენი მკითხველი მას უკვე ძალიან კარგად იცნობს. ელისაბედი ბოლო დროს სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა. ამ სიახლეების შესახებაც საზოგადოებას სწორედ სოციალურ ქსელში, ვიდეობლოგის მეშვეობით აცნობა.

-ელისაბედ , როგორც ვიცით, თქვენთან სიახლეებია: დაიწყეთ ვიდეობის ჩაწერა, გვიყვებით თქვენს შესახებ. რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება და როგორია გამოხმაურება?

-დიახ, რამდენიმე ვიდეო უკვე დევს ჩემს გვერდზე. ამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ჩემი სოციალური ქსელები, ჩემთვის უცნობ ბევრ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი ჩემდამი და ჩემი საქმიანობის მიმართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამემყარებინა უშუალო კონტაქტი ჩემი სოციალური ქსელის მეგობრებთან. თავიდან ძალიან ვღელავდი, რადგან ახალი იყო. ნელ-ნელა ვხვდები,რომ გადაღების პროცესი სიამოვნებას მანიჭებს.

ასეთ აქტიურობას კი ნამდვილად არ მოველოდი. ბევრი შეტყობინება და ზარი შემომდიოდა, რაც ძალიან სასიხარულოა.

მინდა, სამომავლოდ ჩემი ყველა სიახლე თუ წამოწყება ვიდეოს საშუალებით გავუზიარო ჩემს მეგობრებს.

-ბოლო ვიდეოში, რომელიც საზოგადოებამ აიტაცა, მოგვიყევით ერთ-ერთი დღის ცენტრის შესახებ. თუ შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით გვიამბოთ?

-დიახ, ეს არის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი დღის ცენტრი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, სწავლობენ და დადიან სხვადასხვა წრეზე იმის მიხედვით, თუ ვის რისი ინტერესი აქვს.

მე ცეკვას ვასწავლი. ამის გარდა, მათთან ვურთიერთბ. ვიდეოშიც აღვნიშნე და მინდა, აქაც გავამახვილო ყურადღება იმ თბილ და მეგობრულ გარემოზე, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან.

-რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის მასწავლებლის როლში ყოფნა ?

-ქორეოგრაფობა და მოცეკვავეობა ორი განსხვავებული პროფესიაა. მარტივი არცერთი არაა. მთავარია, მთელი არსებით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. სანამ, ცეკვის მიმართულებით, საკუთრი სივრცის შექმნაზე დავიწყებდე მუშაობას, მანამდე მინდა, მივიღო ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. ცნობილია, რომ ქორეოგრაფები ზედმეტი სიმკაცრით გამოირჩევიან. ამით შეურაცხყოფას არავის ვაყენებ - ყველა მათგანს საკუთარი მეთოდი აქვს. მე, რა თქმა უნდა, მომთხოვნი ვიქნები, მაგრამ მინდა, ჩემთან მოსვლა და ურთიერთობა უხაროდეთ. ასევე, ვფიქრობ, რომ ყველა ასაკის ბავშვს სწავლების განსხვავებული მიდგომა სჭირდება.

-რა სურვილები აქვთ ბავშვებს, რაზე ოცნებობენ?

-როდესაც მათ ოცნებებზე ვისმენ, ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობა. მათ სურთ, გახდნენ მსახიობები, მოდელები... მახსენდება, როდესაც პროფესიაზე მეკითხებოდნენ, თუ რამდენად ბევრი რამ მინდოდა და მომწონდა. ძალიან მინდა, ბავშვებს საახალწლო სურვილები ავუსრულო და ვთხოვო ყველას, ვისაც სურვილი და საშუალება ექნება, შევუგროვოთ და მივუტანოთ სათამაშოები, საკვები და ტანსაცმელი.

-მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...

-პირველ რიგში, მინდოდა, საზოგადოებას ელისაბედი გაეცნო და შემდეგ გაცნობოდნენ ჩემს იდეებსა თუ წამოწყებებს.

ჩემი მიზანი საინტერესო და განსხვავებული სივრცის შექმნაა, რაც ჩემს საქმიანობასთან და ხელოვნებასთან იქნება კავშირში. ახლო მომავალში დავიწყებ ამაზე მუშაობას. საზოგადოების მხრიდან, უკვე გაკრვეული შეკითხვებიც არსებობს. მოლოდინიც რომ შესაბამისი იყოს, გეტყვით, რომ პირადად მე ცევას მხოლოდ გოგონებს შევასწავლი.

NS