სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონსულტაციები მიმდინარეობს" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე  ჯანდაცვის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებზე?
"კონსულტაციები მიმდინარეობს" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე  ჯანდაცვის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებზე?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის შემ­ცვლელ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, მას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია თუ ვინ გა­ნი­ხი­ლე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად.

ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"რა თქმა უნდა, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუ მე მექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, გა­ვა­კე­თებ შე­სა­ბა­მის კო­მენ­ტარს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მი­მაჩ­ნია, რომ კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მისი მხრი­და­ნაც გა­დად­გმუ­ლი იყოს მშვი­დი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, ვი­ნა­ი­დან ჯან­დაც­ვა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მო­ი­თხოვს თა­ნა­ბა­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძი­სა და ნინა კო­ბა­ხი­ძის გან­ხილ­ვას, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ხში­რად ეს­წრე­ბა ჯან­დაც­ვის სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ვი­ნა­ი­დან მისი ბეგ­რა­უნ­დი არის სწო­რედ ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­დე­საც ის პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში C ჰე­პა­ტი­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. ამა­ში არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი. ვიც­ნობ ნინა კო­ბა­ხი­ძე­საც, ის ერთ- ერთი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს წლის ბო­ლოს და­ტო­ვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კონსულტაციები მიმდინარეობს" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე  ჯანდაცვის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებზე?

"კონსულტაციები მიმდინარეობს" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე  ჯანდაცვის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებზე?

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ მე მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრად არჩილ თალაკვაძისა და ნინა კობახიძის განხილვას, არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბეგრაუნდი არის სწორედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი. ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ- ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.