მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას" - თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე
"აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას" - თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოვ­რი­ცხავ რა­ი­მე ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბას" - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, იმის შე­სა­ხებ, რომ მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მამ­დე მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა და "ხე­ლე­ბის ბრა­ხუ­ნი“ იყო და ის­მო­და ფრა­ზა "მონა არა­ვინ არ არის”, გა­ბუ­ნია ამ­ბობს: "არ მახ­სენ­დე­ბა, უარ­ვყოფ”.

“დღეს სამ­თავ­რო­ბო სხდო­მას მე ვეს­წრე­ბო­დი. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დღეს სხდო­მა­ზე გა­სა­ტა­ნი სა­კი­თხი არ ჰქო­ნია, ამ­დე­ნად, ჩემი დას­წრე­ბა საკ­მა­რი­სი იყო და მი­ნის­ტრის დას­წრე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ იყო”, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იყო თუ არა ტი­კა­რა­ძე­სა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ბუ­ნია ამ­ბობს, რომ “მწვა­ნე პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში რამ­დე­ნი­მე ხა­ნია არ­სე­ბობს”.

"და­პი­რის­პი­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა "მწვა­ნე პას­პორ­ტის" კონ­ცეფ­ცი­ას, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მსჯე­ლო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­შიც, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზეც და მი­ვი­ღეთ ეს ვერ­სია, რაც დღეს არის. ყვე­ლა­ფე­რი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­და­ხედ­ვას. ვფიქ­რობ, ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა”,- გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, გა­ბუ­ნი­ას თქმით, არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, შერ­ჩე­უ­ლია თუ არა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტუ­რა.

“ვფიქ­რობ, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ვე­ლო­დე­ბით ახა­ლი კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბას, რათა მას­თან ერ­თად და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბა”,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

;;;;
1

რა ლამაზი ყოფილა 

ავტორი:

"აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას" - თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე

"აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას" - თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე

"აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და "ხელების ბრახუნი“ იყო და ისმოდა ფრაზა "მონა არავინ არ არის”, გაბუნია ამბობს: "არ მახსენდება, უარვყოფ”.

“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, გაბუნია ამბობს, რომ “მწვანე პასპორტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სამედიცინო სფეროში რამდენიმე ხანია არსებობს”.

"დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება "მწვანე პასპორტის" კონცეფციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსჯელობა სამედიცინო წრეებშიც, საკოორდინაციო საბჭოზეც და მივიღეთ ეს ვერსია, რაც დღეს არის. ყველაფერი ექვემდებარება გადახედვას. ვფიქრობ, ექსპერტების მოსაზრებაზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, შერჩეულია თუ არა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურა.

“ვფიქრობ, კონსულტაციები მიმდინარეობს და ველოდებით ახალი კანდიდატის დასახელებას, რათა მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა”,- განაცხადა გაბუნიამ.