მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციურმა პარტიებმა? დიმიტრი გელოვანებს რომ მოითხოვთ, უკაცრავად და, დიმიტრი გელოვანები თქვენ ხართ?" - ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას
"რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციურმა პარტიებმა?  დიმიტრი გელოვანებს რომ მოითხოვთ, უკაცრავად და, დიმიტრი გელოვანები თქვენ ხართ?" - ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას

"რით ვერ მო­გა­წო­ნეთ თავი? არა­ვინ რო­გორ არ მოგ­წონთ? ბო­დი­ში, რომ ბი­ძი­ნა­სა­ვით ბევ­რი ფული არ გვაქვს" - ასე მი­მარ­თა "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "ნი­უს­რუ­მი“ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა პარ­ტი­ე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, ხე­ლი­სუ­ფა­ლი იმ­დენს ბე­დავს, რამ­დენ­საც ხალ­ხი აბე­დი­ნებს.

"მივ­მარ­თავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, 2020 წელს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გქონ­დათ? მოდი, ჩა­მოვ­თვა­ლოთ 2020 წელს რამ­დე­ნი პარ­ტია იყო: პრო­ლე­ტა­რი შალ­ვა, ულტრა­ლი­ბე­რა­ლი ბო­კე­რია, ულტრაპ­რო­რუ­სუ­ლი ინაშ­ვი­ლი, ნაკ­ლე­ბად პრო­რუ­სუ­ლი ბურ­ჯა­ნა­ძე. ახალ­გაზ­რდა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და ამ­ბი­ცი­უ­რი ვა­შა­ძე. ვერ გა­ვი­გე, რით ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ თქვე­ნი მო­სა­წო­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, ხომ არ იცით? ხალ­ხის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა სახ­ლში დაჯ­და. რით ვერ მო­გა­წო­ნეთ თავი? არა­ვინ რო­გორ არ მოგ­წონთ? ბო­დი­ში, რომ ბი­ძი­ნა­სა­ვით ბევ­რი ფული არ გვაქვს. აქ არ არის მარ­ტო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, მიშა თუ ბი­ძი­ნა იმი­ტომ, რომ 2020 წელ­მა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი სპექტრის არ­ჩე­ვა­ნი მის­ცა. ახლა დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნებს ნუ მო­ი­თხო­ვენ პო­ლი­ტი­კა­ში, უკაც­რა­ვად და დი­მიტ­რი გე­ლო­ვა­ნე­ბი ხართ თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში?! რაც ხართ თქვენ, ის ვართ ჩვენ. რაც ერი, ის ბერი", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ამას­თან, მისი გან­მარ­ტე­ბით, თა­ვად რომ ჩარ­თუ­ლი­ყო მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი არ მო­წე­რე­ბო­და.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სებს აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტზე ხელი არ უნდა მო­ე­წე­რათ და არც "პარ­ლა­მენ­ტში შე­ლა­გე­ბუ­ლიყ­ვნენ“.

"რა თქმა უნდა არა, მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტმა დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. რო­დე­საც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თემა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს მი­ე­ბა, ეს იყო კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შეც­დო­მა, და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი“,-გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში ოპო­ზი­ცი­ას "პირ­ში წყა­ლი აქვს ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი“ და ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბის აღარ მო­ი­თხო­ვენ.

"გა­მო­ფხიზ­ლდეს ოპო­ზი­ცია. დრო­შებს რომ აფ­რი­ა­ლე­ბენ, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი? ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ოპო­ზი­ცი­ას სხვა საქ­მე არ აქვს, მაგ­რამ მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლას აღარ უნდა“,- გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კითხს, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, მან პა­სუ­ხი უკვე აგო, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

"ის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად და­მან­გრე­ვე­ლი იყო თუნ­დაც ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცემა, 7 ნო­ემ­ბერს გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, ეს ფაქ­ტია, გირ­გვლი­ან­ზე არა­ფერს ვამ­ბობ. ამა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხი აგო, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. მე არ შე­მიძ­ლია აზრი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ეს არ არის ის, რის გა­მოც სა­ა­კაშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა მი­უ­სა­ჯო. არ აქვთ არ­გუ­მენ­ტე­ბი, საქ­მე­ე­ბი არ არის ბო­ლომ­დე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი "პან­ღუ­რით არი­ან გა­საგ­დე­ბი“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინოს!
0

სად არის თქვენი თავმოყვარეობა? საკითხავი, აი ეს არის!

ლგ
50

მწარე სიმართლე "ბრძენ ერს"!!!!! ნინო შეკაზმე ცხენი!.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციურმა პარტიებმა? დიმიტრი გელოვანებს რომ მოითხოვთ, უკაცრავად და, დიმიტრი გელოვანები თქვენ ხართ?" - ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას

"რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციურმა პარტიებმა?  დიმიტრი გელოვანებს რომ მოითხოვთ, უკაცრავად და, დიმიტრი გელოვანები თქვენ ხართ?" - ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას

"რით ვერ მოგაწონეთ თავი? არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს" - ასე მიმართა "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“ ქართულ საზოგადოებას.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ პოლიტიკა პარტიებით მრავალფეროვანია და საზოგადოებას ხელისუფლების შესაცვლელად არჩევანი უნდა გაეკეთებინა.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფალი იმდენს ბედავს, რამდენსაც ხალხი აბედინებს.

"მივმართავ საზოგადოებას, 2020 წელს ალტერნატივა არ გქონდათ? მოდი, ჩამოვთვალოთ 2020 წელს რამდენი პარტია იყო: პროლეტარი შალვა, ულტრალიბერალი ბოკერია, ულტრაპრორუსული ინაშვილი, ნაკლებად პრორუსული ბურჯანაძე. ახალგაზრდა, მოტივირებული და ამბიციური ვაშაძე. ვერ გავიგე, რით ვერ აღმოაჩინეთ თქვენი მოსაწონი პოლიტიკური პარტია, ხომ არ იცით? ხალხის გარკვეული რაოდენობა სახლში დაჯდა. რით ვერ მოგაწონეთ თავი? არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, მიშა თუ ბიძინა იმიტომ, რომ 2020 წელმა ქართულ საზოგადოებას სრული სპექტრის არჩევანი მისცა. ახლა დიმიტრი გელოვანებს ნუ მოითხოვენ პოლიტიკაში, უკაცრავად და დიმიტრი გელოვანები ხართ თქვენ ცხოვრებაში?! რაც ხართ თქვენ, ის ვართ ჩვენ. რაც ერი, ის ბერი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, თავად რომ ჩართულიყო მედიაციის პროცესში, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოწერებოდა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, პოლიტიკოსებს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ უნდა მოეწერათ და არც "პარლამენტში შელაგებულიყვნენ“.

"რა თქმა უნდა არა, მიშელის დოკუმენტმა დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. როდესაც ვადამდელი არჩევნების თემა ადგილობრივ არჩევნებს მიება, ეს იყო კატასტროფული შეცდომა, დანაშაულის ტოლფასი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციას "პირში წყალი აქვს ჩაგუბებული“ და ვადამდელ არჩევნების აღარ მოითხოვენ.

"გამოფხიზლდეს ოპოზიცია. დროშებს რომ აფრიალებენ, რა არის გასაკეთებელი? ვადამდელი არჩევნები. ოპოზიციას სხვა საქმე არ აქვს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვადამდელი არჩევნები ყველას აღარ უნდა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ნინო ბურჯანაძის თქმით, მან პასუხი უკვე აგო, როდესაც თანამდებობა დატოვა.

"ის, რომ პოლიტიკურად დამანგრეველი იყო თუნდაც ვალერი გელაშვილის ცემა, 7 ნოემბერს გადადგმული ნაბიჯები, ეს ფაქტია, გირგვლიანზე არაფერს ვამბობ. ამაზე სააკაშვილმა პოლიტიკურად პასუხი აგო, როდესაც თანამდებობიდან გადადგა. მე არ შემიძლია აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც სააკაშვილს შეიძლება მიუსაჯო. არ აქვთ არგუმენტები, საქმეები არ არის ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წევრები "პანღურით არიან გასაგდები“.