მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ფილმის შესახებ საქართველოში თითქმის არ იციან" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან
"ამ ფილმის შესახებ საქართველოში თითქმის არ იციან" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან

"ყუ­ბა­ჩუ­რი სა­მა­ჯუ­რის სა­ი­დუმ­ლო" ნაკ­ლე­ბა­დც­ნო­ბი­ლი ფილ­მია, რომ­ლის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბამ თით­ქმის არ იცის, მათ შო­რის ქარ­თველ­მა კი­ნომ­ცოდ­ნე­ებ­მაც... ცოტა ხნის წინ ის­ტო­რი­კოს­მა სერ­გი ცენ­ტე­რა­ძემ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც მსა­ხი­ო­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზია, ფო­ტომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სერ­გი ცენ­ტე­რა­ძემ ფილ­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო:

- ეს ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია და­ღეს­ტან­ში1982 წელს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რია რა­ფა­ელ გას­პა­რი­ან­ცი. ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი და­ღეს­ტნე­ლი მწერ­ლის ახ­მედ ხან აბუ-ბა­ქა­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­თხრო­ბის "სა­მა­ჯუ­რი ძვირ­ფა­სი ქვე­ბით" მი­ხედ­ვით... ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. ეს გახ­ლავთ ლა­მა­ზი, ოდ­ნავ სევ­დი­ა­ნი ფილ­მი მთი­ელ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ღეს­ტნის ულა­მა­ზე­სი აუ­ლი­დან - ყუ­ბა­ჩი­დან არი­ან. აული ყუ­ბა­ჩი ოდით­გან გან­თქმუ­ლია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ი­უ­ვე­ლი­რო საქ­მეს ეწე­ვი­ან (ცნო­ბის­თვის ამ სოფ­ლი­და­ნაა ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნი ქალი ბა­ნა­ბა მა­გო­მე­დო­ვა , რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც უხ­ვა­დაა ფილმში).

აუ­ლის ყვე­ლა მშო­ბე­ლი ცდი­ლობს შთა­მო­მავ­ლო­ბას გა­დას­ცეს თა­ვი­სი ხე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო. ახალ­გაზ­რდა მუ­რადს ( ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი ) კი ურ­ჩევ­ნია ლექ­სე­ბი წე­როს და უს­მი­ნოს გან­თქმულ აშუღს და მო­ხე­ტი­ა­ლე პო­ეტს მუ­რადს, რომ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად მისი სა­ხე­ლიც უწო­დეს ფილ­მის მთა­ვარ გმირს. სა­ხალ­ხო პო­ე­ტის როლს ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებს ცნო­ბი­ლი ოსი მსა­ხი­ო­ბი ბიმ­ბო­ლათ ( ბიბო ) ვა­ტა­ე­ვი (ცალ­კე თე­მაა ამ მსა­ხი­ო­ბი­სა და ბა­ტო­ნი ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძის სა­ა­რა­კო მე­გობ­რო­ბის ამ­ბა­ვი )...

ფილმში ფი­გუ­რი­რებს ულა­მა­ზე­სი ყუ­ბა­ჩუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბით ნა­ჭე­დი სა­მა­ჯუ­რი. თა­ვის დრო­ზე ეს სა­მა­ჯუ­რი გან­კუთ­ვნი­ლი იყო ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის მშობ­ლე­ბი­სათ­ვის. სა­მა­ჯურს მათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მო­უ­ტა­ნია. სა­მა­გი­ე­როდ ეს სა­მა­ჯუ­რი იქ­ცე­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბად ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი­სათ­ვის, რო­მელ­თა ბედ­ნი­ე­რე­ბას წინ მთი­ელ­თა ადა­თწე­სე­ბი გა­და­ე­ღო­ბე­ბა...

ოდეს­ღაც მტრად მო­ე­კი­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს მუ­რა­დი­სა ( ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი ) და სა­ი­დას ( ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ) ოჯა­ხე­ბი. გა­ივ­ლის დრო და ახალ­გაზ­რდე­ბი მოს­კოვ­ში შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. სა­ბო­ლო­ოდ წყვილს მშვე­ლე­ლად ულა­მა­ზე­სი ყუ­ბა­ჩუ­რი სა­მა­ჯუ­რი და მო­ხუ­ცი მო­ხე­ტი­ა­ლე პო­ე­ტი მუ­რა­დი მო­ევ­ლი­ნე­ბა. ის პო­ე­ტი , რომ­ლის ლექ­სებ­საც წიგ­ნად გად­მოს­ცემს ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლის გმი­რი.

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე და ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი

- რას იტყო­დით ფილ­მის ხა­რისხზე?

- ფილ­მი სა­სი­ა­მოვ­ნოდ სა­ყუ­რე­ბე­ლია, ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით ნამ­დვი­ლად არ არის შე­დევ­რი, მაგ­რამ ამ ფილ­მის ნახ­ვა თუნ­დაც იმი­ტომ ღირს, რომ დატ­კბეთ ლი­კა­სა და ლე­ვა­ნის ეკ­რა­ნუ­ლი წყვი­ლის სი­ლა­მა­ზით. ამ ფილმში სა­ოც­რად ლა­მა­ზია ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, გან­სა­კუთ­რე­ბით ფილ­მის მე­ო­რე ნა­წილ­ში, როცა მოქ­მე­დე­ბა ულა­მა­ზეს აულ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ლიკა ყუ­ბა­ჩელ­თა სა­მოს­ში გახ­ლავთ გა­მო­წყო­ბი­ლი. ამ მო­მენ­ტებ­ში ლიკა შე­უ­და­რე­ბე­ლია და სა­წყე­ნია, რომ ქარ­თულ­მა კი­ნომ ეს სი­ლა­მა­ზე სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა.

- სა­ი­დან შე­ი­ტყვეთ ამ ფილ­მის შე­სა­ხებ?

- სხვა­თა შო­რის, ამ ფილ­მს რომ ვე­ძებ­დი, ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ იქ ლი­კას და ლე­ვანს ვი­ხი­ლავ­დი... მა­სა­ლებს ვე­ძებ­დი ბიმ­ბო­ლათ ვა­ტა­ევ­ზე და თე­მი­ნა ტუ­ვა­ე­ვა­ზე ( ნარ­გი­ზა ნატ­ვრის ხეში ) და ასე­თი სი­ურპრი­ზი დამ­ხვდა. თუმ­ცა ერთი ეპი­ზო­დი ლი­კა­სა და ლე­ვა­ნის ცეკ­ვის სცე­ნის ინ­ტერ­ნეტ­ში იყო, მაგ­რამ სა­ი­დან იყო ეს ეპი­ზო­დი არ ეწე­რა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
6

უშტერესი ფილმი! იუტტუბიზე დავს და ნახეტ

ვოოტ
19

ამაზე მეტი ანეკდოტი რაღა გინდათ - ვატაევს და ტუვაევს რომ დაეძებ გამალებული და გახვითქული, იმათ ნაკვალევზე რომ ქავჟარაძეს და უჩანეიშვილს გადაეყრები და საკუთარ მაძებარ თავს რომ შეუძახებ - ვაჰ, აქ რა მინდოდა და როგორ მოვხვდიო?!...

ავტორი:

"ამ ფილმის შესახებ საქართველოში თითქმის არ იციან" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან

"ამ ფილმის შესახებ საქართველოში თითქმის არ იციან" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან

"ყუბაჩური სამაჯურის საიდუმლო" ნაკლებადცნობილი ფილმია, რომლის შესახებ მოსახლეობამ თითქმის არ იცის, მათ შორის ქართველმა კინომცოდნეებმაც... ცოტა ხნის წინ ისტორიკოსმა სერგი ცენტერაძემ ლიკა ქავჟარაძის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მსახიობი განსაკუთრებულად ლამაზია, ფოტომ უამრავი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია.

სერგი ცენტერაძემ ფილმის შესახებ გვიამბო:

- ეს ფილმი გადაღებულია დაღესტანში1982 წელს. ფილმის რეჟისორია რაფაელ გასპარიანცი. ფილმი გადაღებულია ცნობილი დაღესტნელი მწერლის ახმედ ხან აბუ-ბაქარის ავტობიოგრაფიული მოთხრობის "სამაჯური ძვირფასი ქვებით" მიხედვით... ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან უჩანეიშვილი და ლიკა ქავჟარაძე. ეს გახლავთ ლამაზი, ოდნავ სევდიანი ფილმი მთიელ შეყვარებულებზე, რომლებიც დაღესტნის ულამაზესი აულიდან - ყუბაჩიდან არიან. აული ყუბაჩი ოდითგან განთქმულია ხელოვანი ადამიანებით, რომლებიც საიუველირო საქმეს ეწევიან (ცნობისთვის ამ სოფლიდანაა ცნობილი ხელოვანი ქალი ბანაბა მაგომედოვა , რომლის ნამუშევრებიც უხვადაა ფილმში).

აულის ყველა მშობელი ცდილობს შთამომავლობას გადასცეს თავისი ხელობის საიდუმლო. ახალგაზრდა მურადს ( ლევან უჩანეიშვილი ) კი ურჩევნია ლექსები წეროს და უსმინოს განთქმულ აშუღს და მოხეტიალე პოეტს მურადს, რომლის პატივსაცემად მისი სახელიც უწოდეს ფილმის მთავარ გმირს. სახალხო პოეტის როლს ბრწყინვალედ ასრულებს ცნობილი ოსი მსახიობი ბიმბოლათ ( ბიბო ) ვატაევი (ცალკე თემაა ამ მსახიობისა და ბატონი ზურა ქაფიანიძის საარაკო მეგობრობის ამბავი )...

ფილმში ფიგურირებს ულამაზესი ყუბაჩური ხელოვნებით ნაჭედი სამაჯური. თავის დროზე ეს სამაჯური განკუთვნილი იყო ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის მშობლებისათვის. სამაჯურს მათთვის ბედნიერება არ მოუტანია. სამაგიეროდ ეს სამაჯური იქცევა ბედნიერების გასაღებად ახალგაზრდა შეყვარებული წყვილისათვის, რომელთა ბედნიერებას წინ მთიელთა ადათწესები გადაეღობება...

ოდესღაც მტრად მოეკიდებიან ერთმანეთს მურადისა ( ლევან უჩანეიშვილი ) და საიდას ( ლიკა ქავჟარაძე ) ოჯახები. გაივლის დრო და ახალგაზრდები მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს. საბოლოოდ წყვილს მშველელად ულამაზესი ყუბაჩური სამაჯური და მოხუცი მოხეტიალე პოეტი მურადი მოევლინება. ის პოეტი , რომლის ლექსებსაც წიგნად გადმოსცემს ლევან უჩანეიშვილის გმირი.

ლიკა ქავჟარაძე და ლევან უჩანეიშვილი

- რას იტყოდით ფილმის ხარისხზე?

- ფილმი სასიამოვნოდ საყურებელია, ხარისხის თვალსაზრისით ნამდვილად არ არის შედევრი, მაგრამ ამ ფილმის ნახვა თუნდაც იმიტომ ღირს, რომ დატკბეთ ლიკასა და ლევანის ეკრანული წყვილის სილამაზით. ამ ფილმში საოცრად ლამაზია ლიკა ქავჟარაძე, განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილში, როცა მოქმედება ულამაზეს აულში მიმდინარეობს და ლიკა ყუბაჩელთა სამოსში გახლავთ გამოწყობილი. ამ მომენტებში ლიკა შეუდარებელია და საწყენია, რომ ქართულმა კინომ ეს სილამაზე სათანადოდ ვერ გამოიყენა.

- საიდან შეიტყვეთ ამ ფილმის შესახებ?

- სხვათა შორის, ამ ფილმს რომ ვეძებდი, ვერც წარმომედგინა, რომ იქ ლიკას და ლევანს ვიხილავდი... მასალებს ვეძებდი ბიმბოლათ ვატაევზე და თემინა ტუვაევაზე ( ნარგიზა ნატვრის ხეში ) და ასეთი სიურპრიზი დამხვდა. თუმცა ერთი ეპიზოდი ლიკასა და ლევანის ცეკვის სცენის ინტერნეტში იყო, მაგრამ საიდან იყო ეს ეპიზოდი არ ეწერა.