მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა... თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“ - არჩილ თალაკვაძე
"დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა... თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“ - არჩილ თალაკვაძე

"არა­ვი­თა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არის გუნდში - თუ ვინ იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი, ამ გა­და­წყევ­ტი­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს" - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მიერ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვას.

თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი.

"და­პი­რის­პი­რე­ბა არის ჰა­ე­რი­დან მო­ტა­ნი­ლი თემა ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ, რო­მელ­საც სა­კი­თხე­ბი და დღის წეს­რი­გი ამო­წუ­რუ­ლი აქვთ, ან უბ­რა­ლოდ იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თე­ბენ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებს დღეს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვი­თა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არის გუნდში და ბრი­ფინ­გმაც, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რა მი­ნის­ტრმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვიდ გა­რე­მო­ში იქნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

მე მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ქალ­ბა­ტონ ეკა­ტე­რი­ნეს შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე მინ­და გი­თხრათ, რომ ახა­ლი მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რა შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნა და კან­დი­და­ტუ­რა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მისი პრე­რო­გა­ტი­ვა გახ­ლავთ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ის გა­აც­ნობს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მეს­მის, რომ თქვენ გინ­დათ, რომ გა­უს­წროთ მოვ­ლე­ნებს და პირ­ვე­ლებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, ეს გა­და­წყდე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით, გა­და­წყვე­ი­ლე­ბას მი­ი­ღებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, ამ ამო­ცა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი, თუ ვინ იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს პრე­მი­ე­რი“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა... თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“ - არჩილ თალაკვაძე

"დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა... თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“ - არჩილ თალაკვაძე

"არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში - თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყევტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისა და თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.

თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრად ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული.

"დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ამოწურული აქვთ, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს.

რასაკვირველია, არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში და ბრიფინგმაც, რომელიც ჩაატარა მინისტრმა დაგვანახა, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

მე მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ეკატერინეს შემდეგ საქმიანობაში, ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურა შიდა პოლიტიკური კონსულტაციებით იქნება შერჩეული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრის დანიშვნა და კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მისი პრეროგატივა გახლავთ. შესაბამისად, საზოგადოებასაც ის გააცნობს ამ გადაწყვეტილებას. მესმის, რომ თქვენ გინდათ, რომ გაუსწროთ მოვლენებს და პირველებმა შეატყობინოთ საზოგადოებას თუ რა გადაწყვეტილებები განიხილება, მაგრამ როგორც გითხარით, ეს გადაწყდება კონსულტაციებით, გადაწყვეილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოცემულობაში, ამ ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული, თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“, - განაცხადა თალაკვაძემ.