პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიკარაძეს უთანხმოება ჰქონდა პრემიერთან... გადადგომა საბჭოური მემკვიდრეობაა, რომ სიმართლე ბოლომდე არ ითქვას" - დავით დარჩიაშვილი
"ტიკარაძეს უთანხმოება ჰქონდა პრემიერთან... გადადგომა საბჭოური მემკვიდრეობაა, რომ სიმართლე ბოლომდე არ ითქვას" - დავით დარჩიაშვილი

"გა­დად­გო­მა გარ­კვე­უ­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უც­ნა­ურ ფორ­მა­შია შე­ფუ­თუ­ლი: "პარ­ტი­ა­ში ვრჩე­ბი, ე.ი. ბი­ძი­ნას­თან ვრჩე­ბი, მაგ­რამ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან აღარ" - პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, არა­ფე­რი იმა­ლე­ბა და კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან ვი­ცით, რომ მას უთან­ხმო­ე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან" - ამის შე­სა­ხებ ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მიერ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

დარ­ჩი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე არ იქ­ნე­ბა უკა­ნას­კნე­ლი ვინც თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს.

"გა­დად­გო­მის ტრა­დი­ცია არ გვაქვს და ეს ერ­თგვა­რი საბ­ჭო­უ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, რომ სი­მარ­თლე ბო­ლომ­დე არ ით­ქვას. მის კონ­ფე­რენ­ცი­ას, რომ ვუ­ყუ­რებ­დი, უნდა ივა­რა­უ­დო გა­დად­გა, თუ ასე გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა არა­ფე­რი იმა­ლე­ბა და ვი­ცით კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან, რომ მას უთან­ხმო­ე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან. გა­დად­გო­მა გარ­კვე­უ­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უც­ნა­ურ ფორ­მა­შია შე­ფუ­თუ­ლი: "პარ­ტი­ა­ში ვრჩე­ბი, ე.ი. ბი­ძი­ნას­თან ვრჩე­ბი, მაგ­რამ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან აღარ" და გა­სა­გე­ბია, რომ არც უნდა დარ­ჩეს. სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ უნდა დარ­ჩეს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა ეს ისევ ბი­ზან­ტი­ურ - საბ­ჭო­უ­რი პო­ლი­ტი­კაა, რომ ამით ივა­ნიშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობს, რომ ცოტა ხან­ში სა­ერ­თო­დაც ამო­ატ­რი­ა­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას და თუ ვინ­მე წავა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წავა და არა ტი­კა­რა­ძე.

ყვე­ლა სფე­რო­ში და­წყე­ბუ­ლი კულ­ტუ­რი­დან დას­რუ­ლე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბით არის სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა. 30%-ზე მეტი ინფლა­ცია, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის ვერ მარ­თვა, კულ­ტუ­რა­ში რა ხდე­ბა ხე­დავთ - რა პერ­სო­ნა­ჟი არის მი­ნის­ტრად დას­მუ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, ხოდა ასე ქვე­ყა­ნა, რა თქმა უნდა ვერ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ჩვენ ამ კრი­ზი­სის კონ­კრე­ტულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს კი­დევ ვნა­ხავთ“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა სხვა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზეც ისა­უბ­რა, მათ შო­რის, გა­მო­ეხ­მა­უ­რა შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მომ­წე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი­სად­მი დღეს გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვას და აღ­ნიშ­ნა, რომ პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, გარ­კვე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა.

"მე ვე­ლო­დე­ბი პრინ­ცი­პულ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, მე ვე­ლო­დე­ბი კი­დევ ერთხელ გაფრ­თხი­ლე­ბას ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რომ და­ი­წყე­ბა სან­ქცი­ე­ბის ენა­ზე სა­უ­ბა­რი იმი­ტომ, რომ ეს პრინ­ცი­პი ჩა­დე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბა­შიც, ევ­რო­პის კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა­ში, რომ­ლის ნა­წი­ლიც ჩვენ ვართ, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მი­ვი­ღეთ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა და ეს აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე - იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბი პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო. იგი­ვე პრო­ცე­სებს ვე­ლო­დე­ბი ამე­რი­კა­ში და­გეგ­მილ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­მიტ­ზეც, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია მიწ­ვე­უ­ლი. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან და სრუ­ლი­ად დაბრმავ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და დევ­ნი­ან ოპო­ნენ­ტებს, რომ რამე არ შე­ერ­ყეს მათ მო­ნო­პო­ლი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, აი ამ დაბრმა­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, მა­ინც თვალს გა­ა­ხე­ლენ და ცოტა შორს გა­ხე­და­ვენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პერ­სპექ­ტი­ვას და არ გა­და­ა­ყო­ლე­ბენ პი­რად ბოღ­მას, პი­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს ქვეყ­ნის მო­მა­ვალს“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
007
0

ვაი შენს პატრონს,სკლეროზი დაგმართია

ლალუკა
0

მათ დროს ხსნიდნენ მინისტრებს და სასწავლებლად უშვებდნენ. ამაზე მეტი მარაზმი რა არის.

ავტორი:

"ტიკარაძეს უთანხმოება ჰქონდა პრემიერთან... გადადგომა საბჭოური მემკვიდრეობაა, რომ სიმართლე ბოლომდე არ ითქვას" - დავით დარჩიაშვილი

"ტიკარაძეს უთანხმოება ჰქონდა პრემიერთან... გადადგომა საბჭოური მემკვიდრეობაა, რომ სიმართლე ბოლომდე არ ითქვას" - დავით დარჩიაშვილი

"გადადგომა გარკვეული პრინციპულობის მატარებელი ნაბიჯია მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ფორმაშია შეფუთული: "პარტიაში ვრჩები, ე.ი. ბიძინასთან ვრჩები, მაგრამ ღარიბაშვილთან აღარ" - პატარა ქვეყანაა, არაფერი იმალება და კულუარებიდან ვიცით, რომ მას უთანხმოება აღმოაჩნდა პრემიერ-მინისტრთან" - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

დარჩიაშვილის შეფასებით, ეკატერინე ტიკარაძე არ იქნება უკანასკნელი ვინც თანამდებობას დატოვებს.

"გადადგომის ტრადიცია არ გვაქვს და ეს ერთგვარი საბჭოური მემკვიდრეობაა, რომ სიმართლე ბოლომდე არ ითქვას. მის კონფერენციას, რომ ვუყურებდი, უნდა ივარაუდო გადადგა, თუ ასე გადაწყვიტეს, მაგრამ პატარა ქვეყანაა არაფერი იმალება და ვიცით კულუარებიდან, რომ მას უთანხმოება აღმოაჩნდა პრემიერ-მინისტრთან. გადადგომა გარკვეული პრინციპულობის მატარებელი ნაბიჯია მიუხედავად იმისა, რომ უცნაურ ფორმაშია შეფუთული: "პარტიაში ვრჩები, ე.ი. ბიძინასთან ვრჩები, მაგრამ ღარიბაშვილთან აღარ" და გასაგებია, რომ არც უნდა დარჩეს. საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანი, პროფესიონალი არ უნდა დარჩეს ღარიბაშვილის მთავრობაში. შეიძლება ეს ისევ ბიზანტიურ - საბჭოური პოლიტიკაა, რომ ამით ივანიშვილი შეიძლება ფიქრობს, რომ ცოტა ხანში საერთოდაც ამოატრიალებს სიტუაციას და თუ ვინმე წავა, ღარიბაშვილი წავა და არა ტიკარაძე.

ყველა სფეროში დაწყებული კულტურიდან დასრულებული უსაფრთხოებით არის სრული კატასტროფა. 30%-ზე მეტი ინფლაცია, კოვიდპანდემიის ვერ მართვა, კულტურაში რა ხდება ხედავთ - რა პერსონაჟი არის მინისტრად დასმული, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა ეს არის პოლიტიკური რეპრესიების წარმოება, ხოდა ასე ქვეყანა, რა თქმა უნდა ვერ იფუნქციონირებს და ჩვენ ამ კრიზისის კონკრეტულ გამოვლინებებს კიდევ ვნახავთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გარდა ამისა, დავით დარჩიაშვილმა სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის, გამოეხმაურა შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საერთაშორისო პარტნიორებისადმი დღეს გაგზავნილ მიმართვას და აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო, გარკვეული სანქციები იქნება.

"მე ველოდები პრინციპულ გამოხმაურებებს, მე ველოდები კიდევ ერთხელ გაფრთხილებას ამ ხელისუფლების, რომ დაიწყება სანქციების ენაზე საუბარი იმიტომ, რომ ეს პრინციპი ჩადებულია აღმოსავლეთის პარტნიორობაშიც, ევროპის კავშირის პოლიტიკაში, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, რომლის წყალობითაც მივიღეთ ასოცირების შეთანხმება და ეს აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე - იქნება სანქციები პირობების შეუსრულებლობის გამო. იგივე პროცესებს ველოდები ამერიკაში დაგეგმილ დემოკრატიულ სამიტზეც, სადაც სალომე ზურაბიშვილია მიწვეული. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან და სრულიად დაბრმავდნენ ხელისუფლების სიყვარულით და დევნიან ოპონენტებს, რომ რამე არ შეერყეს მათ მონოპოლიას ხელისუფლებაში, აი ამ დაბრმავების პირობებში, მაინც თვალს გაახელენ და ცოტა შორს გახედავენ საკუთარი ქვეყნის პერსპექტივას და არ გადააყოლებენ პირად ბოღმას, პირად დამოკიდებულებებს ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.