საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული ამ დროისთვის ქვეყანაში? - ამირან გამყრელიძის განმარტება
რამდენი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული ამ დროისთვის ქვეყანაში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა "ბუს­ტერს“ ენი­ჭე­ბა დღეს, როცა ახა­ლი შტა­მი, ე. წ . ომიკ­რო­ნი გახ­და" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ომიკ­რო­ნი" სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და გა­დამ­დებ­ლო­ბაც მეტი აქვს.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ფა­ი­ზე­რის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვით ირ­კვე­ვა, რომ "ფა­ი­ზე­რის“ აც­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით "ბუს­ტე­რის“ გა­კე­თე­ბის შემ­დგომ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ან­ტის­ხე­უ­ლებს აქვს მა­ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი "ომიკ­რო­ნის“ შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვით დად­გინ­და ის, რომ და­ა­ვა­დე­ბის ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნა 5-6 თვე გრძელ­დე­ბა, იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც იყოს და აც­რის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დიც, ამი­ტომ "ბუს­ტე­რი“ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ ხდე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით უკვე შე­მო­ვი­ღეთ "ბუს­ტე­რი“. დღე­ვან­დე­ლი რი­ცხვით სა­დღაც 6 000-მდე "ბუს­ტე­რია“ გა­კე­თე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და თან­და­თან უფრო მეტი მო­მარ­თვაა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა "ბუს­ტერს“ ენი­ჭე­ბა დღეს, როცა ახა­ლი შტა­მი გახ­და ე. წ ომიკ­რო­ნი, რო­მე­ლიც გაჩ­ნდა აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში. ვი­ცით ის, რომ "ომიკ­რო­ნი“ უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, გა­დამ­დებ­ლო­ბა მეტი აქვს, უფრო ახალ­გაზ­რდა ასაკს აზი­ა­ნებს, მაგ­რამ მეტი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა არა აქვს. უფრო რთუ­ლად არ მი­დის და­ა­ვა­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბა არ არის.

გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა "ფა­ი­ზე­რის“ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა "ომიკ­რო­ნის“ შტამ­თან "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნის დამ­ცვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნად აქვს "ფა­ი­ზე­რის“ აც­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით "ბუს­ტე­რის“ გა­კე­თე­ბის შემ­დგომ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ან­ტის­ხე­უ­ლებს მა­ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი ამ "ომიკ­რო­ნის“ შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ა­დას­ტუ­რა - დიახ , უნდა გა­კეთ­დეს "ბუს­ტე­რი“. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად ვი­ყე­ნებთ "სი­ნო­ფარ­მის“ და "ფა­ი­ზე­რის“ "ბუს­ტერს“, უფრო მე­ტია გა­კე­თე­ბუ­ლი "ფა­ი­ზე­რი“ და ამი­ტომ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ვინც ორ­ჯერ არის აც­რი­ლი, მე­სა­მე აცრა სა­ჭი­როა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქით, "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

""ომიკ­რო­ნის“ შემ­თვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, არც სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა. ჩვენ ვა­დევ­ნებთ თვალს. სა­ეჭ­ვო არის რამ­დე­ნი­მე ნი­შა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რივ "პი­სი­არ“ ტეს­ტი­რე­ბის დროს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ეჭვი მი­ი­ტა­ნოთ არის თუ არა ჩვენ ამის პრო­ტო­კო­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს, მი­ცე­მუ­ლია აქ ეს ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, რო­დის შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ტა­ნოს ეჭვი, შე­სა­ბა­მი­სად ეს ნი­მუ­შე­ბი იგ­ზავ­ნე­ბა ჩვენ­თან, რომ ჩა­ტარ­დეს ამ ნი­მუ­შის სეკ­ვე­ნი­რე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
5

საცოდავი არსება ხარ

777
3

მოუსმინეთ ევროპარლამენტის დეპუტატის, კრისტინ ანდერსონის გამოსვლას პარლამენტში ბრიუსელში ამა წლის 28 ოქტომბერს და ყველაფერს გაიგებთ რაც ხდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რამდენი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული ამ დროისთვის ქვეყანაში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

რამდენი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული ამ დროისთვის ქვეყანაში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

"განსაკუთრებული მნიშვნელობა "ბუსტერს“ ენიჭება დღეს, როცა ახალი შტამი, ე. წ . ომიკრონი გახდა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, "ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება და გადამდებლობაც მეტი აქვს.

გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ "ფაიზერის“ აცრის, განსაკუთრებით "ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვს მანეიტრალიზებელი თვისებები "ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით.

,,ძალიან ბევრი კვლევით დადგინდა ის, რომ დაავადების ინფექციის გადატანა 5-6 თვე გრძელდება, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მეტიც იყოს და აცრის შემდგომი პერიოდიც, ამიტომ "ბუსტერი“ გახდა აუცილებელი. სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ხდება აუცილებელი. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ "ბუსტერი“. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე "ბუსტერია“ გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში და თანდათან უფრო მეტი მომართვაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა "ბუსტერს“ ენიჭება დღეს, როცა ახალი შტამი გახდა ე. წ ომიკრონი, რომელიც გაჩნდა აფრიკის ქვეყნებში. ვიცით ის, რომ "ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ მეტი აგრესიულობა არა აქვს. უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება არ არის.

გუშინ გამოქვეყნდა "ფაიზერის“ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა "ომიკრონის“ შტამთან "ფაიზერის" ვაქცინის დამცველუნარიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს "ფაიზერის“ აცრის, განსაკუთრებით "ბუსტერის“ გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები ამ "ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით და დაადასტურა - დიახ , უნდა გაკეთდეს "ბუსტერი“. ჩვენ საქართველოში ძირითადად ვიყენებთ "სინოფარმის“ და "ფაიზერის“ "ბუსტერს“, უფრო მეტია გაკეთებული "ფაიზერი“ და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქით, "ომიკრონის" შემთხვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

,,"ომიკრონის“ შემთვევები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, არც საეჭვო შემთხვევა ყოფილა. ჩვენ ვადევნებთ თვალს. საეჭვო არის რამდენიმე ნიშანი, ჩვეულებრივ "პისიარ“ ტესტირების დროს, სადაც შეიძლება ეჭვი მიიტანოთ არის თუ არა ჩვენ ამის პროტოკოლი გაკეთებული აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მიცემულია აქ ეს ყველა ლაბორატორიას, როდის შეიძლება მიიტანოს ეჭვი, შესაბამისად ეს ნიმუშები იგზავნება ჩვენთან, რომ ჩატარდეს ამ ნიმუშის სეკვენირება, ჯერჯერობით არ არის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.