კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში, ვერ ვხედავ, მგონი, თვითონაც ასე ფიქრობს"- ბადრი ჯაფარიძე
"სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში, ვერ ვხედავ, მგონი, თვითონაც ასე ფიქრობს"- ბადრი ჯაფარიძე

"მე სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ ვხე­დავ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­ურ როლს მო­მა­ვალ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და მგო­ნი თვი­თო­ნაც, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი ამას ადას­ტუ­რებს" - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გა­და­ცე­მა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გას­ვლის შემ­დეგ გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა, სა­დაც რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, "ოც­ნე­ბა“ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე თა­ნახ­მა იყო ერთი პი­რო­ბით, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნას არ უნდა შე­ხე­ბო­და.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის თქმით, თუ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის და­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, გა­მო­დის, რომ "ოც­ნე­ბამ“ ოპო­ზი­ცია კი­დევ ერთხელ გა­ა­ცუ­რა.

"ჩვენ შევ­თან­ხმდით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი­დან. მათ მო­ი­თხო­ვეს შეხ­ვედ­რა, ამ შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და "ლელო“, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ფრაქ­ცია, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და "გირ­ჩის“ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. ეს იყო დე­მარ­შის შემ­დგომ, მათ თქვეს, რომ ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ამ ჩა­ნა­წერს რო­გორც არის და რაც მი­ვი­ღეთ პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოღონდ იმ პი­რო­ბით, თუ ამო­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის წე­სის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს თქვა "ოც­ნე­ბამ“ და იქ ეს­წრე­ბო­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, თქვეს, რომ ეს არის სუ­ლე­ლუ­რი შეს­წო­რე­ბა, სუ­ლე­ლუ­რი უწო­დეს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას. პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნეს, ან ეთან­ხმე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და უარს ამ­ბობთ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე. დავ­თან­ხმდით, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და, გა­მო­დის რომ გაგ­ვა­ცუ­რეს. ახლა უნ­დათ თქვან, რომ გა­გა­ცუ­რეთ კი­დევ ერთხელ. იქ და­გი­თან­ხმეთ. რა­ზეც ჩვენ შევ­თან­ხმდით კი­დევ ერთხელ ახლა ამის გა­და­ხედ­ვა უნ­დათ.

რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნას­თან სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს კავ­ში­რი არ აქვს. ჩა­ა­ტა­რონ, შევ­თან­ხმდეთ და გა­დავ­დოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ ნუ იქ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა, რომ კი­დევ ერთხელ მოგ­ვა­ტყუ­ონ. თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იტყვის, რომ არ ვი­ღებთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, მაგ­რამ ვა­ტა­რებთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს ამ სის­ტე­მით, მე პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ მხარს და­ვუ­ჭერ ასეთ და­მა­ტე­ბით შე­თან­ხმე­ბას.

ჩვენ მზად ვართ, ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია მო­ვახ­მა­როთ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას, მაგ­რამ არა­ნა­ირ სურ­ვილს არ ვხე­დავთ მე­ო­რე მხრი­დან. კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ მე არა­ვინ არ მჭირ­დე­ბა, მა­შინ რა­ტომ უკ­ვირს, რომ არა­ვინ არ სა­უბ­რობს მათ­თან კო­ა­ლი­ცი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? ეს სა­ვაჭ­რო საგ­ნად თუ გა­და­იქ­ცე­ვა, 5%-იანი, 4%-იანი ბა­რი­ე­რი, ჩვენ ამ ვაჭ­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვა­პი­რებთ. თუ იქ­ნე­ბა 5%, იყოს 5%. არ არის პრობ­ლე­მა, ჩვენ მოვ­ძებ­ნით გზებს იმი­სათ­ვის, რომ ეს გა­დავ­ლა­ხოთ და გა­ცი­ლე­ბით მეტი მი­ვი­ღოთ, მაგ­რამ თუკი ვთან­ხმდე­ბით ამ­დე­ნი სუ­ბი­ექ­ტი, სი­ტყვა თქვა და ახლა უნდა რომ ეს სი­ტყვა გა­ტე­ხოს“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
0

ეხლა რო ჩაგსვავენ კუტუზკაში ბატონო ბადრი მერე მიხვდები ვისი ადგილი სად არის!

ლანა
0

მიშამ ციხეს თავი დააღწიოს და პირველპირობაზე იტყვის უარს და ვინმეს წინ გაუშვებს? ამ სისულელის თვითონაც არ გჯერავთ და ხალხი გგონიათ ისეთი მიამიტი რომ ამას დაიჯერებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში, ვერ ვხედავ, მგონი, თვითონაც ასე ფიქრობს"- ბადრი ჯაფარიძე

"სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში, ვერ ვხედავ, მგონი, თვითონაც ასე ფიქრობს"- ბადრი ჯაფარიძე

"მე სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში და მგონი თვითონაც, ყოველ შემთხვევაში განცხადებები ამას ადასტურებს" - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ გადაცემაში "ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა, სადაც როგორც თავად ამბობს, "ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე თანახმა იყო ერთი პირობით, რომ ცვლილებები გენერალური პროკურორის დანიშვნას არ უნდა შეხებოდა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნება, გამოდის, რომ "ოცნებამ“ ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააცურა.

"ჩვენ შევთანხმდით "ქართულ ოცნებასთან“ მას შემდეგ, რაც ისინი გამოვიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან. მათ მოითხოვეს შეხვედრა, ამ შეხვედრას ესწრებოდა "ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქცია, ლევან იოსელიანი, "ნაციონალური მოძრაობა“ და "გირჩის“ წარმომადგენლობა. ეს იყო დემარშის შემდგომ, მათ თქვეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ჩანაწერს როგორც არის და რაც მივიღეთ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოღონდ იმ პირობით, თუ ამოღებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის შესახებ ცვლილებები. ეს თქვა "ოცნებამ“ და იქ ესწრებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, თქვეს, რომ ეს არის სულელური შესწორება, სულელური უწოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. პრაქტიკულად არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან ეთანხმებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პროპორციულ არჩევნებთან მიმართებაში და უარს ამბობთ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. დავთანხმდით, სხვა არჩევანი არ გვქონდა, გამოდის რომ გაგვაცურეს. ახლა უნდათ თქვან, რომ გაგაცურეთ კიდევ ერთხელ. იქ დაგითანხმეთ. რაზეც ჩვენ შევთანხმდით კიდევ ერთხელ ახლა ამის გადახედვა უნდათ.

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან საკონსტიტუციო ცვლილებებს კავშირი არ აქვს. ჩაატარონ, შევთანხმდეთ და გადავდოთ საკონსტიტუციო ცვლილებები პრობლემა არ არის, მაგრამ ნუ იქნება მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოგვატყუონ. თუ "ქართული ოცნება“ იტყვის, რომ არ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს ამ სისტემით, მე პირდაპირ გეტყვით, რომ მხარს დავუჭერ ასეთ დამატებით შეთანხმებას.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენი კომპეტენცია მოვახმაროთ პრობლემების გადაჭრას, მაგრამ არანაირ სურვილს არ ვხედავთ მეორე მხრიდან. კობახიძე ამბობს, რომ მე არავინ არ მჭირდება, მაშინ რატომ უკვირს, რომ არავინ არ საუბრობს მათთან კოალიციურ ურთიერთობაზე. ეს არის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება? ეს სავაჭრო საგნად თუ გადაიქცევა, 5%-იანი, 4%-იანი ბარიერი, ჩვენ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. თუ იქნება 5%, იყოს 5%. არ არის პრობლემა, ჩვენ მოვძებნით გზებს იმისათვის, რომ ეს გადავლახოთ და გაცილებით მეტი მივიღოთ, მაგრამ თუკი ვთანხმდებით ამდენი სუბიექტი, სიტყვა თქვა და ახლა უნდა რომ ეს სიტყვა გატეხოს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.