სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები" - სამადაშვილი
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები" - სამადაშვილი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათ შო­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აზ­როვ­ნე­ბენ რო­გორც ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ვაჭ­რე­ბი და არა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბი, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რას ამ­ბობს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, რად­გან მას შე­უძ­ლია ხელი მო­ა­წე­როს შე­თან­ხმე­ბას და მე­ო­რე დღეს ის გა­მო­ა­ცხა­დოს არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნებს რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი შე­უძ­ლია და­ა­ყე­ნოს პირ­ველ ად­გილ­ზე პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ში, ასე არ იქ­ცე­ვა. ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ვაჭ­რო­ბა - ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის, რაც შე­უძ­ლია „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მისი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი დი­ა­პა­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­ერ­თოდ რას ამ­ბობს, არა­ვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რად­გან ის არის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­უძ­ლია ხელი მო­ა­წე­როს შე­თან­ხმე­ბას და მე­ო­რე დღეს გა­მო­ა­ცხა­დოს, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც მან ხელი მო­ა­წე­რა, სა­კუ­თა­რი პრე­ტენ­ზი­ით ძა­ლი­ან დიდ­მა მცოდ­ნემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თლის, თურ­მე იყო არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი. ასე რომ, კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვას არ აქვს არა­ნა­ი­რი ფასი, რას ამ­ბობს, არ აქვს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა, რომ ჩვენ პა­ტივს ვცემთ ჩვენს მიერ ხელ­მო­წე­რილ დო­კუ­მენტს, და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის პო­ზი­ცი­ას და და­ვი­ცავთ ყვე­ლა იმ პი­რო­ბას, რო­მე­ლიც გა­ვე­ცით, როცა ხელი მო­ვა­წე­რეთ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი არ უნდა შე­ე­ხოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, რაც აბ­სურ­დუ­ლია, რად­გან რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გამო არ დგე­ბა დღის წეს­რიგ­ში.

„ამი­ტომ აბ­სურ­დუ­ლია გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს შე­ამ­ცი­რებს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნას. გა­და­ხე­დეთ უახ­ლეს ის­ტო­რი­ას, ჩვენ პირ­ვე­ლად მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბამ და ოპო­ზი­ცი­ამ მხა­რი და­უ­ჭი­რეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ერთი და იგი­ვე ვერ­სი­ას. ამ­ხე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლის გაფ­ლან­გვა თუ სურს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მა­შინ, როცა სა­უ­ბა­რია პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე, ეს იქ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი შეც­დო­მა და ამას მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­დან, ასე­ვე და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან,“ - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
0

ხოჰ , ნაცობას ხომ თაფლი გადმოგდით პირიდან . მარტო უგულავას ლაზღანდარობა ფარავს ყველას რატრატს.

ნინა
0

სამადაშვილი მეგონა ბევრად უფრო მოაზროვნე ადამიანი. მისთვის თუ მისაღებია დღეს რასაც ოპოზიცია აკეთებს , რომელიც გადაიქცა ცირკის ჯამბაზად , მაშინ მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. მისთვის თუ მისაღები ა მიშას ოინები რაც მას აქვს ჩადენილი, მაშინ მას პოლიტიკაში არაფერი ე საქმება. პოლიტიკოსი მართალ საქმეს უნდა ემსახურებოდეს და ქვეყნის დანგრევას და რყევას არ უნდა ემხრობოდეს.

ავტორი:

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები" - სამადაშვილი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები" - სამადაშვილი

"ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე აზროვნებენ როგორც იაფფასიანი ვაჭრები და არა როგორც სახელმწიფო მოღვაწეები, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, რას ამბობს ირაკლი კობახიძე მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მას შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებას და მეორე დღეს ის გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად.

"ადამიანი, რომელიც აზროვნებს როგორც სახელმწიფო მოღვაწე, როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები შეუძლია დააყენოს პირველ ადგილზე პოლიტიკურ დღის წესრიგში, ასე არ იქცევა. იაფფასიანი ვაჭრობა - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მისი ინტელექტუალური და მორალური დიაპაზონიდან გამომდინარე და ირაკლი კობახიძე საერთოდ რას ამბობს, არავისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის არის ადამიანი, ვისაც შეუძლია ხელი მოაწეროს შეთანხმებას და მეორე დღეს გამოაცხადოს, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც მან ხელი მოაწერა, საკუთარი პრეტენზიით ძალიან დიდმა მცოდნემ საკონსტიტუციო სამართლის, თურმე იყო არაკონსტიტუციური. ასე რომ, კობახიძის სიტყვას არ აქვს არანაირი ფასი, რას ამბობს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, დასავლელი პარტნიორების პოზიციას და დავიცავთ ყველა იმ პირობას, რომელიც გავეცით, როცა ხელი მოვაწერეთ მიშელის შეთანხმებას,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა შეეხოს რიგგარეშე არჩევნებს, რაც აბსურდულია, რადგან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებების გამო არ დგება დღის წესრიგში.

„ამიტომ აბსურდულია განცხადება, რომ ეს შეამცირებს ვადამდელი არჩევნების პოლიტიკურ მოთხოვნას. გადახედეთ უახლეს ისტორიას, ჩვენ პირველად მოვახერხეთ, რომ უმრავლესობამ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი და იგივე ვერსიას. ამხელა პოლიტიკური კაპიტალის გაფლანგვა თუ სურს „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როცა საუბარია პოლარიზაციის შემცირების საჭიროებაზე, ეს იქნება უმძიმესი შეცდომა და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება როგორც ქვეყნის პოლიტიკური სპექტრიდან, ასევე დასავლელი პარტნიორებისგან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.