კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ კორუფციაში და ნეპოტიზმში" - როგორ პასუხობენ ექსპრემიერის გუნდში კალაძეს?
"გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ კორუფციაში და ნეპოტიზმში" - როგორ პასუხობენ ექსპრემიერის გუნდში კალაძეს?

გა­ხა­რია შე­იძ­ლე­ბა ბევრ რა­მე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლო, მაგ­რამ ვერ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ ვერც კო­რუფ­ცი­ა­ში, ვერც ნე­პო­ტიზ­მში, ვერც სხვა მავ­ნე პრაქ­ტი­კებ­ში - საბ­ჭო­თა კავ­შირს და კო­მუ­ნის­ტებს უყ­ვარ­დათ მსგავ­სი მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, სხვას აბ­რა­ლებ­დნენ იმას, რა­საც თა­ვად აკე­თებ­დნენ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა კახა ქე­მოკ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კახა კა­ლა­ძის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას.

ქე­მოკ­ლი­ძის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­ა­კე­თა კა­ლა­ძემ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა და “რა სა­ჭი­რო იყო ამის თქმა, მი­თუ­მე­ტეს არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე”.

"ვი­საც მას­თან უმუ­შა­ვია ან მას­თან შე­ხე­ბა ჰქო­ნია, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბით - ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი იყა­ვი თუ არა­ო­პო­ზი­ცი­ო­ნე­რი - ვინც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და მისი მუ­შა­ო­ბის სტილს იც­ნობს, ვერ­ცერ­თი ვერ მო­იყ­ვანს ერთ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლით­საც კი, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებს შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს. პი­რი­ქით - ის იყო პირ­და­პი­რი მტე­რი ქრო­ნიზ­მის, მე­გობ­რე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბის მი­ცე­მის, ნე­პო­ტიზ­მის და რაც მთა­ვა­რია კო­რუფ­ცი­ის - ის არას­დროს არა­ვის ანი­ჭებ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ პრი­ვი­ლე­გი­ას. არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნი იყო ოპო­ზი­ცი­ი­დან თუ მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი”,- გა­ნა­ცხა­და ქე­მოკ­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გა­დად თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს გუ­შინ­დელ სხდო­მას, რო­მელ­საც დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძეც ეს­წრე­ბო­და, ქე­მოკ­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, სხდო­მა­ზე “მას­კა­რა­დი და უკბი­ლო ხუმ­რო­ბე­ბი” იყო.

“ზო­გა­დად რომ შე­ვა­ფა­სო გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო, ვი­სურ­ვებ­დი, ბევ­რად უფრო ში­ნა­არ­სი­ა­ნი, ბევ­რად უფრო სო­ლი­დუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. საკ­რე­ბუ­ლო­ში გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რა არა­სო­ლი­დუ­რო­ბის ერთ-ერთი ეტა­ლო­ნი იყო. იმის ნაც­ვლად, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ტივს სცემ­დნენ ერ­თმა­ნეთს, კი­თხვას ას­მე­ვი­ნებ­დნენ, უს­მენ­დნენ (ეს მხო­ლოდ მმარ­თველ პარ­ტი­ას არა, ოპო­ზი­ცი­ა­საც ეხე­ბა), მი­ვი­ღეთ მას­კა­რა­დი და უკბი­ლო ხუმ­რო­ბე­ბი. ეს არის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, მათ შო­რის საკ­რე­ბუ­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ის­თვი­საც”,- გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, საკ­რე­ბუ­ლოს გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გე­ნელ გი­ორ­გი შა­რა­ში­ძეს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ “ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, ნე­პო­ტიზ­მზე და კო­რუფ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­უბ­რობ­დეს”. კა­ლა­ძემ შა­რა­ში­ძეს ურ­ჩია მო­ი­ძი­ოს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცი
0

არ ვიცი ჯილდა ,, im და მისთ ქოცები არიან თუ ვინც არიან, მაგრამ აბსოლუტურად ვეთანხმები.. გახარიას ცოდვები აქვს, მაგრამ კალაძე სამარცხვინოდ იქცევა. სრულიად გაუგებარია რატომ უნდა თქვა ასეთი რამ, როდესაც არაფერი საფუძველი საამისოდ არ გაქვს. ამას ვამბობ ნაცი

ჯილდა
2

ეს რა იკადრა , დაამტკიცოს , ჯერ ნარკომანიაო , ეხლა ქურდიაო , კარგი რა

ავტორი:

"გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ კორუფციაში და ნეპოტიზმში" - როგორ პასუხობენ ექსპრემიერის გუნდში კალაძეს?

"გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ კორუფციაში და ნეპოტიზმში" - როგორ პასუხობენ ექსპრემიერის გუნდში კალაძეს?

გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში - საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება, სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას.

ქემოკლიძისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება და “რა საჭირო იყო ამის თქმა, მითუმეტეს არგუმენტაციის გარეშე”.

"ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით - ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი - ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით - ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის - ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი”,- განაცხადა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება, ზოგადად თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომას, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა, ქემოკლიძის შეფასებით, სხდომაზე “მასკარადი და უკბილო ხუმრობები” იყო.

“ზოგადად რომ შევაფასო გუშინდელი საღამო, ვისურვებდი, ბევრად უფრო შინაარსიანი, ბევრად უფრო სოლიდური ყოფილიყო. საკრებულოში გუშინდელი შეხვედრა არასოლიდურობის ერთ-ერთი ეტალონი იყო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს, კითხვას ასმევინებდნენ, უსმენდნენ (ეს მხოლოდ მმართველ პარტიას არა, ოპოზიციასაც ეხება), მივიღეთ მასკარადი და უკბილო ხუმრობები. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის საკრებულოს რეპუტაციისთვისაც”,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელ გიორგი შარაშიძეს მიმართა და განაცხადა, რომ “ძალიან უხერხულია, მმართველობაზე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს”. კალაძემ შარაშიძეს ურჩია მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები.