მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამის კლუბის ცხელება" - რატომ აკრიტიკებენ ფინეთის პრემიერს, სანა მარინს კლუბში გართობის გამო? - "ის დაუდევრად მოიქცა"
"ღამის კლუბის ცხელება" - რატომ აკრიტიკებენ ფინეთის პრემიერს, სანა მარინს კლუბში გართობის გამო? - "ის დაუდევრად მოიქცა"

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სანა მა­რი­ნი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მას ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ღა­მის კლუბ­ში გარ­თო­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს.

საქ­მე ისაა, რომ პრე­მი­ე­რი, 36 წლის სანა, გა­სულ უქ­მე­ებ­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ჰელ­სინ­კის ერთ-ერთ ღა­მის კლუბს სტუმ­რობ­და.რო­გორც Politico წერს, სანა მა­რინს ფორ­მა­ლუ­რად არ და­ურ­ღვე­ვია პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი რა­ი­მე რე­გუ­ლა­ცია, მაგ­რამ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წა­სუ­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას "გულ­გრი­ლო­ბად" შე­ფას­და, რად­გა­ნაც კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან.

ფი­ნეთ­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ორ­ჯე­რა­დად აც­რილ პი­რებს არ უწევთ იზო­ლა­ცია მა­ში­ნაც კი, თუ არი­ან იმ ადა­მი­ა­ნის კონ­ტაქ­ტი, რო­მელ­საც კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სანა მა­რინს ფორ­მა­ლუ­რად ჰქონ­და უფ­ლე­ბა გა­სარ­თო­ბად წა­სუ­ლი­ყო.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­რი­ნი ვალ­დე­ბუ­ლი იყო ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­და­სუ­ლი­ყო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, სა­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­დას­ტურ­დე­ბო­და, რომ ის კო­რო­ნა­ვირუ­სით არ იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ოპო­ზი­ცია მი­იჩ­ნევს, რომ ფი­ნე­თის პრე­მი­ე­რი და­უ­დევ­რად მო­იქ­ცა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

"უფრო უკეთ უნდა შე­მე­ფა­სე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია და უკეთ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გარ­კვე­უ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ებ­ში. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ“, - გა­ნა­ცხა­და სანა მა­რინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
7

ამას რომ თავისი შვილების განათლება ბიუჯეტით დაეფინანსებინა და ბოტოქსები ეკეთებინა, გიულას გაპრავება აქაც უშველიდა?

Goga
2

ოდესმე ჩვენმა მაღალჩინოსნებმა ისწავლონ თავის მიქარვების აღიარება და მობიდიშება...

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ღამის კლუბის ცხელება" - რატომ აკრიტიკებენ ფინეთის პრემიერს, სანა მარინს კლუბში გართობის გამო? - "ის დაუდევრად მოიქცა"

"ღამის კლუბის ცხელება" - რატომ აკრიტიკებენ ფინეთის პრემიერს, სანა მარინს კლუბში გართობის გამო? - "ის დაუდევრად მოიქცა"

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი სკანდალში გაეხვა. მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და საზოგადოების ნაწილი მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში გართობის გამო აკრიტიკებს.

საქმე ისაა, რომ პრემიერი, 36 წლის სანა, გასულ უქმეებზე, მეგობრებთან ერთად, ჰელსინკის ერთ-ერთ ღამის კლუბს სტუმრობდა.როგორც Politico წერს, სანა მარინს ფორმალურად არ დაურღვევია პანდემიის გამო დაწესებული რაიმე რეგულაცია, მაგრამ მისი გადაწყვეტილება, წასულიყო საზოგადოების თავშეყრის ადგილას "გულგრილობად" შეფასდა, რადგანაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ფინეთში ამჟამად არსებული რეგულაციების მიხედვით, ორჯერადად აცრილ პირებს არ უწევთ იზოლაცია მაშინაც კი, თუ არიან იმ ადამიანის კონტაქტი, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანა მარინს ფორმალურად ჰქონდა უფლება გასართობად წასულიყო.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, მარინი ვალდებული იყო ნებაყოფლობით გადასულიყო თვითიზოლაციაში, სანამ ოფიციალურად არ დადასტურდებოდა, რომ ის კორონავირუსით არ იყო ინფიცირებული.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ფინეთის პრემიერი დაუდევრად მოიქცა და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

მოგვიანებით ქვეყნის პირველმა პირმა ბოდიში მოიხადა.

"უფრო უკეთ უნდა შემეფასებინა სიტუაცია და უკეთ ვყოფილიყავი გარკვეული ინსტრუქციებში. ძალიან ვწუხვარ“, - განაცხადა სანა მარინმა.