პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოაო, მეკაიფებით?" - კახა კალაძე ლილე ლიპარტელიანს
"ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოაო, მეკაიფებით?" - კახა კალაძე ლილე ლიპარტელიანს

"ქალ­ბა­ტო­ნო ლილე, ცოტა არა­კო­რექ­ტუ­ლი შე­კი­თხვა მაქვს - მე­კა­ი­ფე­ბით?" - ასე მი­მარ­თა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ, ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ ლილე ლი­პარ­ტე­ლი­ანს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რეპ­ლი­კა, სი­ძულ­ვი­ლის ენას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ლე­მი­კას მოჰ­ყვა.

"ბა­ტო­ნო, კახი სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით და თქვე­ნი ლექ­სი­კით გა­მოჩ­ნდა ვინ ვის ეკა­ი­ფე­ბა და კარ­გით რა, ბა­ტო­ნო კახი, რა გჭირთ ტო“, - უპა­სუ­ხა ლილე ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა.

კა­მა­თის დროს დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლო უწო­და.

"ქალ­ბა­ტო­ნი ლილე გა­მო­დის და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი პარ­ტი­ის მხრი­დან სი­ძულ­ვი­ლის ენა არის ძა­ლი­ან უცხო, არას­დროს გაგ­ვი­კე­თე­ბია, არას­დროს გვი­კად­რი­აო. ბიჭო, თქვე და­ლოც­ვი­ლე­ბო, 2012 წლამ­დე, რა­საც ქარ­თველ ხალ­ხს კად­რე­ბით, რა­საც აკე­თებ­დით, იყა­ვით ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლო, აუ­ბე­დუ­რებ­დით, ანად­გუ­რებ­დით ოჯა­ხებს, 10 ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი გყავ­დათ. ათა­სო­ბით ბიზ­ნეს­მენს ყო­ველ ღამე ცი­ხე­ებ­ში აფორ­მე­ბი­ნებ­დით ბიზ­ნესს, ოჯა­ხებს აუ­ბე­დუ­რებ­დით, ახალ­გაზ­რდებს ანად­გუ­რებ­დით, რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ სა­ერ­თოდ“, - მი­მარ­თა კა­ლა­ძემ ლი­პარ­ტე­ლი­ანს.

კა­ლა­ძის თქმით, მათ ყვე­ლა­ნა­ი­რი ზღვა­რი წა­შა­ლეს და წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თეს და არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მი­ი­ღეს პა­სუ­ხი, ისი­ნი არი­ან უმ­ცი­რე­სო­ბა­ში და ყო­ველ­თვის ასე გაგ­რძელ­დე­ბა.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან გექ­ნე­ბათ ყო­ველ­თვის პა­სუ­ხი: "არა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maiam
0

Არ მიმაჩნია სწორი ასეთი საუბრის ტონი მთავრობაში მყოფი პირებისთვის. Კულტურა ყველგან საჭიროა თქვენ ათასობით ადამიანი გისმენთ და გიყურებთ მათ შორის ბავშვები

სამტრედიელი სამტრედიელს
1

არა, ტო, რა სიძულვილი, მარტო ჟარგონით გვეკაიფე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოაო, მეკაიფებით?" - კახა კალაძე ლილე ლიპარტელიანს

"ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოაო, მეკაიფებით?" - კახა კალაძე ლილე ლიპარტელიანს

"ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?" - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლილე ლიპარტელიანს.

აღნიშნული რეპლიკა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ პოლემიკას მოჰყვა.

"ბატონო, კახი სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგით რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, - უპასუხა ლილე ლიპარტელიანმა.

კამათის დროს დედაქალაქის მერმა "ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტების სიმბოლო უწოდა.

"ქალბატონი ლილე გამოდის და გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა არის ძალიან უცხო, არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო. ბიჭო, თქვე დალოცვილებო, 2012 წლამდე, რასაც ქართველ ხალხს კადრებით, რასაც აკეთებდით, იყავით ბოროტების სიმბოლო, აუბედურებდით, ანადგურებდით ოჯახებს, 10 ათასობით ადამიანი დაკავებული გყავდათ. ათასობით ბიზნესმენს ყოველ ღამე ციხეებში აფორმებინებდით ბიზნესს, ოჯახებს აუბედურებდით, ახალგაზრდებს ანადგურებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ“, - მიმართა კალაძემ ლიპარტელიანს.

კალაძის თქმით, მათ ყველანაირი ზღვარი წაშალეს და წითელი ხაზი გადაკვეთეს და არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან მიიღეს პასუხი, ისინი არიან უმცირესობაში და ყოველთვის ასე გაგრძელდება.

"ქართველი ხალხისგან გექნებათ ყოველთვის პასუხი: "არა“, - განაცხადა კალაძემ.