სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი" - რას იხსენებს ჯაბა ჯანგირაშვილი?
"ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი" - რას იხსენებს ჯაბა ჯანგირაშვილი?

მინ­და ყველ­მა იცო­დეს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ეს რე­ა­გი­რე­ბა რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, არც მე ვიდ­გე­ბო­დი დღეს აქ, არც ზურა იქ­ნე­ბო­და ცო­ცხა­ლი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ფლო­ბა­ზეა ბრალ­დე­ბუ­ლი.

ჯან­გი­რაშ­ვი­ლის თქმით, ზვი­ა­და­უ­რი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა.

"მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ რაც იცის, იცის შეც­დო­მით. კონ­ფლიქ­ტი რა­ზეც მოხ­და, ჩემი პი­რა­დუ­ლი იყო. ზურა სულ შემ­თხვე­ვით მო­ვი­და, ზვი­ა­დი იყო ჩემი ძმა­კა­ცი და ჩემ­თან იყო, ერთი წუ­თის მო­სუ­ლი იყო ზურა, კონ­ფლიქ­ტი რომ და­ი­წყო. უსა­მარ­თლოდ ვი­ცე­მე და ამი­ტომ მჭირ­დე­ბო­და, ზურა შემ­თხვე­ვით მო­ვი­და, და­მი­რე­კა, სად ხარ, ზვი­ადს ვუ­რე­კავ და არ მპა­სუ­ხობ­სო და ვუ­თხა­რი სად ვი­ყა­ვი. მინ­და, ყველ­მა იცო­დეს, ზუ­რას, რომ ეს რე­ა­გი­რე­ბა არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, არც მე არ ვიდ­გე­ბო­დი დღეს აქ, არც ზურა იქ­ნე­ბო­და ცო­ცხა­ლი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და. მე მქონ­და ია­რა­ღი, გა­ფორ­მე­ბუ­ლი მქონ­და ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და მან­ქა­ნა­ში მქონ­და. ჩვენ მი­მართ გა­მიზ­ნუ­ლი სრო­ლა იყო, ყვე­ლას გვეს­რო­და“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­გი­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის მი­ზე­ზი უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო და ის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ჯან­გი­რაშ­ვი­ლის თქმით­ვე, ზვი­ა­და­უ­რე­ბი სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სის წილ­ში არ ყო­ფი­ლან.

"მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, ლა­პა­რა­კო­ბენ - ზვი­ა­და­უ­რე­ბი წილ­ში იყ­ვნე­ნო, არა­ფერ­ში არ ყო­ფი­ლან, ჩემს გვერ­დით იდ­გნენ", - გა­ნა­ცხა­და ჯან­გი­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 16 აგ­ვის­ტოს მოხ­და. ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­იჭ­რა 5 პირი, მათ შო­რის, 3 გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი იყო.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს, ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, ხოლო ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვილს ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
1

აბა რა! გადარჩით! თანაც ბეწვზე!ვაი,ვაი,ამას თუ გადარჩენა ქვია,მთელი ცხოვრება მკვლელის სახელით ცხოვრება.ამით დამთავრდა ზვიადაური,როგორც ოლიმპიური ჩემპიონი.ის ახლა სხვა სახელის მატარებელია,სამწუხაროდ.

კ ო მ ბ ლ ე
2

მე მგონი გმირობაზეც წარადგენენ, ამდენი ხალხი გადაარჩინაო. კიდევ კარგი ესროლა, თორემ თბილისამდე ვინც შეხვდებოდა ყველას მოკვლას აპირებდაო..

აუუუ რა გადარცენილები ვართ! მადლობა ზვიადაურს, მიეცით გორგასლის ორდენი და მთაწმინდაზე დაპირდით, ხუმრობა საქმეა 100 ათას ადამიანის გადარჩენა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი" - რას იხსენებს ჯაბა ჯანგირაშვილი?

"ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი" - რას იხსენებს ჯაბა ჯანგირაშვილი?

მინდა ყველმა იცოდეს, ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ გაეკეთებინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა, - ამის შესახებ წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჯაბა ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომელიც იარაღის უკანონოდ ფლობაზეა ბრალდებული.

ჯანგირაშვილის თქმით, ზვიადაური შემთხვევის ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.

"მთელმა საქართველომ რაც იცის, იცის შეცდომით. კონფლიქტი რაზეც მოხდა, ჩემი პირადული იყო. ზურა სულ შემთხვევით მოვიდა, ზვიადი იყო ჩემი ძმაკაცი და ჩემთან იყო, ერთი წუთის მოსული იყო ზურა, კონფლიქტი რომ დაიწყო. უსამართლოდ ვიცემე და ამიტომ მჭირდებოდა, ზურა შემთხვევით მოვიდა, დამირეკა, სად ხარ, ზვიადს ვურეკავ და არ მპასუხობსო და ვუთხარი სად ვიყავი. მინდა, ყველმა იცოდეს, ზურას, რომ ეს რეაგირება არ გაეკეთებინა, არც მე არ ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. მე მქონდა იარაღი, გაფორმებული მქონდა ტარების უფლებით და მანქანაში მქონდა. ჩვენ მიმართ გამიზნული სროლა იყო, ყველას გვესროდა“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის დაწყების მიზეზი უმნიშვნელო იყო და ის სამშენებლო მასალებს უკავშირდებოდა. ჯანგირაშვილის თქმითვე, ზვიადაურები სამშენებლო ბიზნესის წილში არ ყოფილან.

"მინდა ყველამ იცოდეს, ლაპარაკობენ - ზვიადაურები წილში იყვნენო, არაფერში არ ყოფილან, ჩემს გვერდით იდგნენ", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის, მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის, 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს იარაღის დაუდევრად შენახვას.