პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას" - კახა კალაძე
"თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას" - კახა კალაძე

"ჩვენ ვცხოვ­რობთ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში და საგ­ნობ­რი­ვი ოპო­ნი­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ გვაძ­ლი­ე­რებს და გვაძ­ლევს სტი­მულს კი­დევ უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის", - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“დღეს, აქ, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც თბი­ლი­სე­ლებ­მა მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მარ­თვა გვან­დეს. მად­ლო­ბა ეკუთ­ვნით იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, ვინც სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის წი­ნა­შე პირ­ნათ­ლად მო­ი­ხა­და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი, მი­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე და და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, თუნ­დაც არა ჩვე­ნი, არა­მედ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, რად­გან ჩვენ ვცხოვ­რობთ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში და საგ­ნობ­რი­ვი ოპო­ნი­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ გვაძ­ლი­ე­რებს და გვაძ­ლევს სტი­მულს კი­დევ უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის.

მი­თუ­მე­ტეს, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ვსა­უბ­რობთ თბი­ლი­სის, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ზე და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, მმარ­თვე­ლი ძა­ლის, თუ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გა­ნურ­ჩევ­ლად სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, უბ­რა­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯოთ თბი­ლი­სის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

ჩემ­გან არა­ვის გეს­წავ­ლე­ბათ და ყვე­ლამ ვი­ცით რომ თბი­ლი­სი არ არის ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც უბ­რა­ლოდ - ცხოვ­რობ, მუ­შა­ობ და მდო­რედ მი­უყ­ვე­ბი ცხოვ­რე­ბას. თბი­ლი­სი არის ქა­ლა­ქი თა­ვი­სი მყა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ის­ტო­რი­ით და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი კო­ლო­რი­ტით. ალ­ბათ ყვე­ლა „ახალ­გაზ­რდა“ ქა­ლა­ქი რა­ღა­ცით ერ­თმა­ნეთს ჰგავს, ყვე­ლა ძვე­ლი ქა­ლა­ქი კი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სე­ბუ­რად,“- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლისს არამ­ხო­ლოდ ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი ის­ტო­რია და გა­სა­ო­ცა­რი კულ­ტუ­რუ­ლი თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, არა­მედ სწო­რედ მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა უბან­ში გა­ფან­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან.

"სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სძე­ნენ ამ სა­ო­ცარ ქა­ლაქს სი­ცო­ცხლეს და ჩვენ, ჩვე­ნი მხრივ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო გავ­ხა­დოთ სო­ცი­ა­ლუ­რად უფრო მე­ტად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, უფრო ჯან­სა­ღი, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე. „მეტი სი­ცო­ცხლე ყვე­ლა უბან­ში“ არაა უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბი, ან მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი. მწამს, რომ დღეს, მი­თუ­მე­ტეს, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის ფონ­ზე, სწო­რედ ეს თი­თო­ე­უ­ლი უბ­ნის, ამ უბ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით შექ­მნი­ლი ყვე­ლა სი­კე­თის თი­თო­ე­ულ ადა­მი­ა­ნამ­დე მი­ტა­ნა, უნდა იყოს ჩვე­ნი მი­ზა­ნიც და მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვიც. გულ­წრფე­ლად მინ­და მჯე­რო­დეს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის, სამ­წუ­ხა­როდ ხში­რად და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვა­დც კი, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბიც ეც­დე­ბი­ან, რომ სა­კუ­თა­რი აგუ­რი და­დონ ამ საქ­მე­ში.

შე­საძ­ლოა ამ­გვარ ერ­თი­ა­ნო­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ან, პატ­რი­ო­ტულ მიდ­გო­მას დღეს უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე ოდეს­მე, რად­გან არც ჩვენს ქვე­ყა­ნას, არც ჩვენს ხალ­ხს და არც თბი­ლისს და­სა­კარ­გი დრო აღარ აქვს! დღეს მე, რო­გორც ქა­ლაქს თბი­ლი­სის არ­ჩე­უ­ლი მერი, მოგ­მარ­თავთ თქვენ, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებს და გთხოვთ გა­ვერ­თი­ან­დეთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის, აქ მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის, აღმსა­რებ­ლო­ბის თუ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და იმის­თვის, რის­თვი­საც თბი­ლი­სე­ლებ­მა გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ნდო­ბა!”- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lalala
1

დაწერილ ტექსტებს რა სათნო სახით კითხულობს ხოლმე. მორჩება და მერე ნამდილი კახი გამოხტება ხოლმე:)))))))))))))))

keti
54

rac qanacxada kaladzem namdvilad simartle tkva da misaqebia aci ukve mokmedebaze qadasvlaa da asruleba tbilisi namdvilad kvelas titeul kveknis mokalakis sazrunavia mnisvneloba ar akvs vin visi partiis momxrea tu aris kvekana erti qvakvs da dedakalaki ukvdavi romelsac koveldqiuri zrunva cirdeba satutad 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას" - კახა კალაძე

"თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას" - კახა კალაძე

"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მოქალაქეებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“დღეს, აქ, თბილისის საკრებულოს შენობაში ვიმყოფებით ადამიანები, ვისაც თბილისელებმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ქალაქის მართვა გვანდეს. მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუნდაც არა ჩვენი, არამედ ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და საგნობრივი ოპონირება, პოლიტიკური პლურალიზმი მხოლოდ გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისათვის.

მითუმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ თბილისის, ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქალაქის საკრებულოზე და თითოეული ჩვენგანი, მმართველი ძალის, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, განურჩევლად საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა, უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ თბილისის საკეთილდღეოდ.

ჩემგან არავის გესწავლებათ და ყველამ ვიცით რომ თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ - ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას. თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიით და განუმეორებელი კოლორიტით. ალბათ ყველა „ახალგაზრდა“ ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, ყველა ძველი ქალაქი კი გამორჩეულია თავისებურად,“- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისს არამხოლოდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩაბუდებული ისტორია და გასაოცარი კულტურული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობა, არამედ სწორედ მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში გაფანტული ადამიანები ქმნიან.

"სწორედ ეს ადამიანები სძენენ ამ საოცარ ქალაქს სიცოცხლეს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვალდებულები ვართ, მათი საცხოვრებელი გარემო გავხადოთ სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი, უფრო ჯანსაღი, უფრო კომფორტული და სიცოცხლით სავსე. „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ არაა უბრალო სიტყვები, ან მხოლოდ საარჩევნო სლოგანი. მწამს, რომ დღეს, მითუმეტეს, მსოფლიო პანდემიის ფონზე, სწორედ ეს თითოეული უბნის, ამ უბნებში მცხოვრები თითოეული ადამიანის კეთილდღეობა, ქალაქის მასშტაბით შექმნილი ყველა სიკეთის თითოეულ ადამიანამდე მიტანა, უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და მთავარი საზრუნავიც. გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ ხშირად დაპირისპირების მიუხედავადც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში.

შესაძლოა ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს! დღეს მე, როგორც ქალაქს თბილისის არჩეული მერი, მოგმართავთ თქვენ, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და გთხოვთ გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა!”- განაცხადა კალაძემ.