სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაკო ისე დამძიმდა, იძულებულები იყვნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ... შვილის ნახვა ვერ შეძლო" - კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე იმსხვერპლა
"ბაკო ისე დამძიმდა, იძულებულები იყვნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ... შვილის ნახვა ვერ შეძლო" - კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე იმსხვერპლა

კორ­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ ორ­სულ­თა ტრა­გი­კულ რი­ცხვს კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­მა­ტა. ბაკო სა­ლა­ყა­ია ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლი იყო, რო­დე­საც და­ინ­ფი­ცირ­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ორ დღე­ში დამ­ძიმ­და და სა­კე­ის­რო კვე­თა გახ­და სა­ჭი­რო. ბა­კოს მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ბელა ზა­ქა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო, რომ სა­კე­ის­როს შემ­დეგ ქალი ისე გარ­და­იც­ვა­ლა, შვი­ლის ნახ­ვაც ვერ მო­ას­წრო.

ბელა ზა­ქა­ი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტი:

- ბაკო ფოთ­ში ცხოვ­რობ­და, ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლი იყო, კო­ვი­დი რომ შეხ­ვდა. ტემ­პე­რა­ტუ­რა რომ და­უ­ფიქ­სირ­და, მე­ო­რე დღეს­ვე გად­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ლე­ვან რა­ტი­ან­თან. რად­გან ორ­სუ­ლი იყო, პირ­ვე­ლი ორი დღე ძლი­ერ წამ­ლებს არ აძ­ლევ­დნენ, ექ­ვსი თვის ბავ­შვი ჰყავ­და მუ­ცელ­ში და აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ წა­ვი­დო­და პრო­ცე­სე­ბი. რომ ნა­ხეს, ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბო­და ვირუ­სი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. სხვა გზა, უბ­რა­ლოდ, არ იყო. იმ ორ დღე­ში იმ­დე­ნად მო­ე­დო ორ­გა­ნიზმს ვირუ­სი, რომ ფილ­ტვე­ბის 15 - ბა­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 24 ბა­ლამ­დე ავი­და. ამა­ზე მა­ღა­ლი აღარ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. მა­ნამ­დე უფრო კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, ოჯა­ხის წევ­რებ­საც ესა­უბ­რე­ბო­და. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს ეცად­ნენ ექი­მე­ბი, რომ გა­და­ერ­ჩი­ნათ. პი­რა­დად მე ლე­ვან რა­ტი­ან­საც ვე­სა­უბ­რე რამ­დენ­ჯერ­მე.

- ბელა, ბაკო აც­რი­ლი არ ყო­ფი­ლა?

- არა, სამ­წუ­ხა­როდ. ალერ­გი­უ­ლი იყო და კო­ვიდ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, წამ­ლებს რომ აძ­ლევ­დნენ, იმა­ზეც ალერ­გი­ას აძ­ლევ­და.

- ბა­კოს სხვა შვი­ლიც ჰყავ­და?

- დიახ, უფ­რო­სი გოგო ჰყავს. მე­ო­რეც გო­გო­ნაა, თვე­ზე მე­ტია ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში, ინ­კუ­ბა­ტორ­შია. სუნ­თქვის აპა­რა­ტი მოხ­სნეს და ბოთ­ლით ჭამს უკვე. თუმ­ცა ორი თვე კი­დევ უნდა დარ­ჩეს. სა­კე­ის­როს შემ­დეგ პირ­და­პირ ინ­კუ­ბა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, ბაკო ისე დამ­ძიმ­და, არ უნა­ხავს შვი­ლი.

ბაკო სა­ლა­ყა­ი­ა­ზე გვიყ­ვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი მზე­კო ჟვა­ნია:

- ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ბა­კო­ზე, ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, ბა­კო­საც და მის და დი­კა­საც, თუმ­ცა, ზრდას­რულ ასაკ­ში დავ­მე­გობ­რდით. სა­ო­ცა­რი გო­გო­ნე­ბი - მე­გობ­რუ­ლე­ბი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი. თუკი რა­მეს აკე­თებ­დნენ, ყო­ველ­თვის მთე­ლი გუ­ლით და ეს აშ­კა­რა იყო. მძი­მეა ბა­კო­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, აქ­ტი­უ­რი და სი­კე­თის კე­თე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი კარ­გი საქ­მე დავ­გეგ­მეთ ერ­თად, მაგ­რამ…

ერთი ის­ტო­რია მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შე­ექ­მნას წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო ბაკო სა­ლა­ყა­ია. მისი და დიკა საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. მა­შინ ზუგ­დი­დის მე­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში, როცა დიკა და­მი­კავ­შირ­და და რა­ღაც სა­კი­თხში დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა. ოჯა­ხი იყო, რო­მელ­საც რთულ პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით. დიკა ვერ ახერ­ხებ­და ჩა­მოს­ვლას და ბაკო ჩა­მო­ვი­და მის ოჯახ­თან ერ­თად.

ბაკო რამ­დე­ნი­მე წლის უნა­ხა­ვი მყავ­და, ისე­თი შეც­ვლი­ლი იყო, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით - ანა­თებ­და! ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და და ნელ-ნელა ახორ­ცი­ე­ლებ­და კი­დე­ვაც. მი­ვე­დით ოჯახ­ში, რო­მელ­საც ვეხ­მა­რე­ბო­დით და ერ­თმა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ფაქ­ტმა მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ეზო­ში ბავ­შვი იჯდა, რო­მე­ლიც არა­ვის იკა­რებ­და, არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, ასე 3-4 წლის იქ­ნე­ბო­და. ჩვე­ნი მის­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვნა­ხე, რომ ბაკო მი­სუ­ლი­ყო ამ ბავ­შვთან და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ემ­ყა­რე­ბი­ნა.

უფრო მე­ტიც, ბავ­შვი ისე სწრა­ფად და იმ­დენს ელა­პა­რა­კე­ბო­და, თან ბა­კოს მზის­ფერ თმებ­ზე ეფე­რე­ბო­და, - ლა­მა­ზი­აო. უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო ბაკო, გულ­ში იკ­რავ­და სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს, ეფე­რე­ბო­და, ესიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და… ძა­ლი­ან მიმ­ძიმს იმის გა­აზ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი და არ დამ­ხვდე­ბა ბაკო, ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ იმ გეგ­მებს, რომ­ლის ნა­წი­ლიც ერ­თად უნდა მოგ­ვეყ­ვა­ნა სის­რუ­ლე­ში… მძი­მეა, იმ­დე­ნად უნაკ­ლო ადა­მი­ა­ნი იყო, მი­ჭირს მას­ზე ლა­პა­რა­კი, მა­პა­ტი­ეთ…

  • და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრმა ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზის მეშ­ვი­დე გა­და­ხედ­ვის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და 2020 წლის 23 იან­ვრი­დან 2021 წლის 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდს. პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან 2021 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ აღი­რი­ცხა 85 345 ორ­სუ­ლი. მათ­გან COVID19-ით და­ინ­ფი­ცირ­და 7 338 ორ­სუ­ლი. ორ­სულ­თა ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 8.6% შე­ად­გი­ნა. ორ­სუ­ლებს შო­რის ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა შე­ად­გი­ნა 0.23%. მათი უმე­ტე­სო­ბა, 16 ორ­სუ­ლი, 2021 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
41

გაფრთხილებთ!!!

თავი დაანებეთ აუცრელი ადამიანების დახოცვას !!!

" არ არს დაფარული რომ არ გაცხადდეს " !!!

დგ
6

დ ავრჩები შენთვის მუდამ პატარა, თუმც შეგპარვია თმაში ჭაღარაე რთადერთი ხარ ვინც მე მატარა, გაბერილ მუცლით ცხრა თვე პატარად აბადებიდან მე შემასწავლა ენა ქართული, ტკბილი, ნარნარაა მაგს ვეცდები, რომ დაგიფასო ჩემო ლამაზო დედა

ღმერთმა გაანათლოს მშვენიერი ქალბატონი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბაკო ისე დამძიმდა, იძულებულები იყვნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ... შვილის ნახვა ვერ შეძლო" - კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე იმსხვერპლა

"ბაკო ისე დამძიმდა, იძულებულები იყვნენ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ... შვილის ნახვა ვერ შეძლო" - კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე იმსხვერპლა

კორნავირუსით გარდაცვლილ ორსულთა ტრაგიკულ რიცხვს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეემატა. ბაკო სალაყაია ექვსი თვის ორსული იყო, როდესაც დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ დღეში დამძიმდა და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. ბაკოს მეგობარი ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე ამბობს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ საკეისროს შემდეგ ქალი ისე გარდაიცვალა, შვილის ნახვაც ვერ მოასწრო.

ბელა ზაქაიძე ჟურნალისტი:

- ბაკო ფოთში ცხოვრობდა, ექვსი თვის ორსული იყო, კოვიდი რომ შეხვდა. ტემპერატურა რომ დაუფიქსირდა, მეორე დღესვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ლევან რატიანთან. რადგან ორსული იყო, პირველი ორი დღე ძლიერ წამლებს არ აძლევდნენ, ექვსი თვის ბავშვი ჰყავდა მუცელში და აკვირდებოდნენ, როგორ წავიდოდა პროცესები. რომ ნახეს, ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ვირუსი, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. სხვა გზა, უბრალოდ, არ იყო. იმ ორ დღეში იმდენად მოედო ორგანიზმს ვირუსი, რომ ფილტვების 15 - ბალიანი დაზიანებით შეიყვანეს და ეს მაჩვენებელი 24 ბალამდე ავიდა. ამაზე მაღალი აღარ არსებობს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საკეისრო კვეთის შემდეგ ძალიან დამძიმდა. მანამდე უფრო კონტაქტური იყო, ოჯახის წევრებსაც ესაუბრებოდა. რეანიმაციაში გადაიყვანეს და ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს ეცადნენ ექიმები, რომ გადაერჩინათ. პირადად მე ლევან რატიანსაც ვესაუბრე რამდენჯერმე.

- ბელა, ბაკო აცრილი არ ყოფილა?

- არა, სამწუხაროდ. ალერგიული იყო და კოვიდზე მკურნალობის პერიოდში, წამლებს რომ აძლევდნენ, იმაზეც ალერგიას აძლევდა.

- ბაკოს სხვა შვილიც ჰყავდა?

- დიახ, უფროსი გოგო ჰყავს. მეორეც გოგონაა, თვეზე მეტია ჟვანიას კლინიკაში, ინკუბატორშია. სუნთქვის აპარატი მოხსნეს და ბოთლით ჭამს უკვე. თუმცა ორი თვე კიდევ უნდა დარჩეს. საკეისროს შემდეგ პირდაპირ ინკუბატორში გადაიყვანეს ბავშვი, ბაკო ისე დამძიმდა, არ უნახავს შვილი.

ბაკო სალაყაიაზე გვიყვება ჟურნალისტი მზეკო ჟვანია:

- ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ბაკოზე, ბავშვობიდან ვიცნობ, ბაკოსაც და მის და დიკასაც, თუმცა, ზრდასრულ ასაკში დავმეგობრდით. საოცარი გოგონები - მეგობრულები, კეთილშობილები. თუკი რამეს აკეთებდნენ, ყოველთვის მთელი გულით და ეს აშკარა იყო. მძიმეა ბაკოზე წარსულში ლაპარაკი, სიცოცხლით სავსე, აქტიური და სიკეთის კეთებაზე ორიენტირებული იყო, ძალიან ბევრი გასაკეთებელი კარგი საქმე დავგეგმეთ ერთად, მაგრამ…

ერთი ისტორია მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნაწილობრივ მაინც შეექმნას წარმოდგენა, თუ როგორი ადამიანი იყო ბაკო სალაყაია. მისი და დიკა საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მაშინ ზუგდიდის მერიაში ვმუშაობდი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, როცა დიკა დამიკავშირდა და რაღაც საკითხში დახმარება მთხოვა. ოჯახი იყო, რომელსაც რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება, ორი მცირეწლოვანი ბავშვით. დიკა ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და ბაკო ჩამოვიდა მის ოჯახთან ერთად.

ბაკო რამდენიმე წლის უნახავი მყავდა, ისეთი შეცვლილი იყო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ანათებდა! ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი გეგმა ჰქონდა და ნელ-ნელა ახორციელებდა კიდევაც. მივედით ოჯახში, რომელსაც ვეხმარებოდით და ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ეზოში ბავშვი იჯდა, რომელიც არავის იკარებდა, არავის ეკონტაქტებოდა, ასე 3-4 წლის იქნებოდა. ჩვენი მისვლიდან რამდენიმე წუთში ვნახე, რომ ბაკო მისულიყო ამ ბავშვთან და ჩვეულებრივი კომუნიკაცია დაემყარებინა.

უფრო მეტიც, ბავშვი ისე სწრაფად და იმდენს ელაპარაკებოდა, თან ბაკოს მზისფერ თმებზე ეფერებოდა, - ლამაზიაო. უთბილესი ადამიანი იყო ბაკო, გულში იკრავდა სრულიად უცხო ადამიანებს, ეფერებოდა, ესიყვარულებოდა… ძალიან მიმძიმს იმის გააზრება, რომ საქართველოში დავბრუნდები და არ დამხვდება ბაკო, ვერ განვახორციელებთ იმ გეგმებს, რომლის ნაწილიც ერთად უნდა მოგვეყვანა სისრულეში… მძიმეა, იმდენად უნაკლო ადამიანი იყო, მიჭირს მასზე ლაპარაკი, მაპატიეთ…

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა ოქტომბრის ბოლოს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავდა 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს. პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე, საქართველოში სულ აღირიცხა 85 345 ორსული. მათგან COVID19-ით დაინფიცირდა 7 338 ორსული. ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელმა 8.6% შეადგინა. ორსულებს შორის ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგინა 0.23%. მათი უმეტესობა, 16 ორსული, 2021 წელს გარდაიცვალა.