პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და საქმის გარჩევა დაუწყიათ... 10-მდე ჭრილობა მიაყენეს" - რას ჰყვებიან სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე?
"დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და საქმის გარჩევა დაუწყიათ... 10-მდე ჭრილობა მიაყენეს" - რას ჰყვებიან სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე?

სან­ზო­ნა­ში 15 წლის ბიჭი მოკ­ლეს. AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი დათო კ-ს მე­ზო­ბელ­მა უამ­ბო, რომ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­გო­ნა გახ­და.

"დათო და დე­და­მი­სი გო­რი­დან არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი და სან­ზო­ნა­ში, ლი­ახ­ვის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. დე­დას იქვე მა­ღა­ზია ჰქონ­და და მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ზარ­დი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან 10-მდე ახალ­გაზ­რდა მი­სუ­ლა, დათო მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ და 207-ე სკო­ლის მახ­ლობ­ლად საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყი­ათ.

გარ­ჩე­ვას ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც მკვლელ­მა და­თოს და­ნით 10-მდე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გარ­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 10-მდე ახალ­გაზ­რდა. რო­გორც ვი­ცით, მკვლე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია" - გვიყ­ვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი.

მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს ღრმა­ღე­ლის და­სახ­ლე­ბის ერთ-ერთ კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­მა მაკა კობ­რა­ვა. რო­გორც ის ამ­ბობს, ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა, რის შემ­დე­გაც ფან­ჯრი­დან გა­ი­ხე­და და და­ი­ნა­ხა, რომ ბევ­რი ბავ­შვი მირ­ბო­და.

ასევე დაგაინტერესებთ
21:50 / 04-12-2021

მკვლელობა თბილისში - მოკლულია 17 წლის ბიჭი

"ზე­მო­დან ბავ­შვებ­მა ჩა­მო­ირ­ბი­ნეს, რად­გან ბი­ჭე­ბის ხმა იყოს ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი, მი­ნი­მუმ 10-15 ბავ­შვი იყო და სა­დაც დაჭ­რი­ლი ბავ­შვი იყო, იქ მი­ირ­ბი­ნეს. ერთი ყვი­რო­და - სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლაო.

ჩხუ­ბი აქ არ მომ­ხდა­რა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ სხვა­გან მოხ­და და აქ ჩა­მო­ირ­ბი­ნეს. არ­ცერ­თი ნაც­ნო­ბი არ იყო, ამ უბ­ნის ბავ­შვე­ბი არ იყ­ვნენ. წაქ­ცე­უ­ლი ბავ­შვი წელს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი იყო, ალ­ბათ ჭრი­ლო­ბას და­ხე­დეს. სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია მალე მო­ვი­და, მაგ­რამ სა­ნამ სასრწა­ფო მო­ვი­დო­და მე­ზო­ბელ­მა ჯიპ­ში ჩა­ის­ვა და პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და კობ­რა­ვამ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ი. წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ვ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ნის ფაქ­ტზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ლ.ი.-მ, მიმ­დი­ნა­რე წლის 4 დე­კემ­ბერს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 2006 წელს და­ბა­დე­ბულ დ.კ.-ს ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ლ.ი.-სთან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი პ.ვ. რო­მე­ლიც შე­ეს­წრო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულს და არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად დ.კ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით და 376- ე მუხ­ლის მე- 3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mavne
0

Meramdened unda moxdes mkvleloba?aravin darcha mosallavi axlaa isev mkvlelebi tu moklavt ertmanets ar grcxveniat gogos gamo biji rogor unda mokla ?sinagan saqmeta saministro mixede tavis droze kriminals sanam ar mogakitxa da shen tavze ar iwvnie

თამუნა
0

ვუსამძიმრებ ოჯახს ...უმკაცრესად უნდა დაისაჯონ მკვლელები, რომ სხვებისთვის მაგალითი იყოს ... და არა ისე მკვლელი ზვიადაური, რომ გარეთ დადის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და საქმის გარჩევა დაუწყიათ... 10-მდე ჭრილობა მიაყენეს" - რას ჰყვებიან სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე?

"დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და საქმის გარჩევა დაუწყიათ... 10-მდე ჭრილობა მიაყენეს" - რას ჰყვებიან სანზონაში მომხდარ მკვლელობაზე?

სანზონაში 15 წლის ბიჭი მოკლეს. AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი დათო კ-ს მეზობელმა უამბო, რომ მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, გოგონა გახდა.

"დათო და დედამისი გორიდან არიან ჩამოსულები და სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა. მასთან 10-მდე ახალგაზრდა მისულა, დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და 207-ე სკოლის მახლობლად საქმის გარჩევა დაუწყიათ.

გარჩევას ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა, რის შემდეგაც მკვლელმა დათოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაინახეს, როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან 10-მდე ახალგაზრდა. როგორც ვიცით, მკვლელი იდენტიფიცირებულია" - გვიყვება გარდაცვლილის მეზობელი.

მომხდარის დეტალებს იხსენებს ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავა. როგორც ის ამბობს, ხმაური გაიგონა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ბევრი ბავშვი მირბოდა.

"ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყოს ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი იყო და სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მიირბინეს. ერთი ყვიროდა - სისხლისგან დაიცალაო.

ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო, ალბათ ჭრილობას დახედეს. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ სანამ სასრწაფო მოვიდოდა მეზობელმა ჯიპში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“,- განაცხადა კობრავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, დაკავებულია 2 პირი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს. მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს" - ნათქვამია განცხადებაში.