პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება?" - მოსამართლე კოჭლამაზაშვილი გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლებაზე
"როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება?" - მოსამართლე კოჭლამაზაშვილი გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლებაზე

მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთ საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს, აცხა­დებს, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

რო­გორ „ტვ პირ­ვე­ლის“ „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ ეთერ­ში კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის არც ერთი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი არ ჰქონ­და.

„რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ ინა­ნოს კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა? არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში! დღეს რომ შე­მო­სუ­ლი­ყო ეს საქ­მე და ჩა­მე­ხე­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მი, ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი თუ მსჯავ­რდე­ბულს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი აქვს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ მას უარი უთხრას, რა უნდა ჩა­წე­როს ამ დროს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, არ მინ­და და არ გიშ­ვე­ბო? ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, მო­სა­მარ­თლემ მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბით უნდა ისარ­გებ­ლოს.

პრე­ზი­დენტს ნამ­დვი­ლად 2008 წლის გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და მათ­თვის სას­ჯე­ლი და არა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, მას რომ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ისი­ნი, პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აღარ სა­ჭი­რო­ებ­დნენ და აღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ.

ვი­ყა­ვი მო­რი­გე სა­სა­მარ­თლო­ში, ეს იყო შა­ბა­თი, ან კვი­რა დღე, შე­მო­ვი­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­დგი­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, მა­შინ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხს სა­სა­მარ­თლო წყვეტ­და, რო­გორც მახ­სოვს, სი­ა­ში, 22 ან 24 ადა­მი­ა­ნი იყო. ისიც მახ­სოვს, რომ მათი ვა­დე­ბის დათ­ვლას საკ­მა­ოდ დიდი დრო და­ვუთ­მე, რად­გან ყვე­ლა სა­თი­თა­ოდ უნდა და­მეთ­ვა­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია, დათ­ვლი­ლი მა­თაც ექ­ნე­ბო­დათ და ისე არა­ვინ შე­მო­ი­ტან­და, რომ იქ რამე ვა­დე­ბი დარ­ღვე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მე ჩემ წი­ლად ხომ უნდა გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც მან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, არ ეცნო, ვი­ნა­ი­დან იმ დროს, როცა აღ­ნიშ­ნულ პი­რებს სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა, ის მო­სა­მარ­თლე არ იყო.

„რა­ტომ არ მეც­ნო იცით? როცა ამ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ვი­და, პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში კი არა, აპე­ლა­ცი­ა­შიც კი სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვი მო­სა­მარ­თლე. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო თა­ვად საქ­მე, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი რა გვა­რის და სა­ხე­ლის მა­ტა­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ, რა­ტომ უნდა და­მე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი თვე­ე­ბი­სა თუ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ზო­გი­ერ­თი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისე აფა­სებს და იხ­სე­ნი­ე­ბენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თით­ქოს, კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ამას ისეთ უარ­ყო­ფით კონ­ტექტსში ამ­ბო­ბენ, თით­ქოს, აქ რა­ღაც უკა­ნო­ნო­ბას ხე­და­ვენ, ამ დროს, როცა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია და მო­სა­მარ­თლე მა­ინც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ამ­ბობს უარს, ჩემი აზ­რით, ეს არის უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ მი­ე­ცა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და მო­სა­მარ­თლე - არა.

„3 ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ, მე რო­გორც საქ­მის კურ­სში ვარ, პრო­კუ­რო­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გე­ბით და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბით, პრე­ზი­დენტს მსჯავ­რი და­ე­დო არა მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის - მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის­თვის, არა­მედ წი­ნას­წარ შე­პი­რე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის­თვის, რაც სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ მას და­ნა­შა­უ­ლად შე­უ­ფა­სა... მე მათ ხომ არ შევ­პი­რე­ბი­ვარ წი­ნას­წარ გა­თა­ვი­სუ­ფე­ბას, აქ ლა­პა­რა­კია, რომ იმ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს თით­ქოს, წი­ნას­წარ და­პირ­დნენ შე­წყა­ლე­ბას, მაგ­რამ მე ხომ არა­ვის დავ­პი­რე­ბი­ვარ წი­ნას­წარ გა­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე-მეთ­ქი“, - გა­ნა­ცხა­და კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნერაძური
1

კვალიფიციური მოსამართლეა

ნინო
1

კითხვა არ იცით. პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი, როგორც წინასწარ შეპირდაო. რომც ეცნო გვარებით რა უფლება აქვს მოსამართლეს შეწყალებული ან სასჯელგანახევრებული პატიმრობაში დატოვოს. განმარტებას მოსმენა უნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება?" - მოსამართლე კოჭლამაზაშვილი გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლებაზე

"როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება?" - მოსამართლე კოჭლამაზაშვილი გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლებაზე

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეს განიხილავს, აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლება კანონიერი გადაწყვეტილება იყო.

როგორ „ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში კოჭლამაზაშვილმა განმარტა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე უარის თქმის არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ ჰქონდა.

„როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არც ერთ შემთხვევაში! დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და ჩამეხედა კანონმდებლობაში, მაგალითად, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმი თუ მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას, რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში, არ მინდა და არ გიშვებო? ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია, მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა ისარგებლოს.

პრეზიდენტს ნამდვილად 2008 წლის განკარგულებით განახევრებული ჰქონდა მათთვის სასჯელი და არა გათავისუფლებული, ბუნებრივია, მას რომ გაეთავისუფლებინა ისინი, პირობით ვადამდე გათავისუფლებას აღარ საჭიროებდნენ და აღარ დაექვემდებარებოდნენ.

ვიყავი მორიგე სასამართლოში, ეს იყო შაბათი, ან კვირა დღე, შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარდგინება გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მაშინ მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს სასამართლო წყვეტდა, როგორც მახსოვს, სიაში, 22 ან 24 ადამიანი იყო. ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე, რადგან ყველა სათითაოდ უნდა დამეთვალა, ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ და ისე არავინ შემოიტანდა, რომ იქ რამე ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემ წილად ხომ უნდა გადამემოწმებინა“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, მსჯავრდებულები, რომელიც მან გაათავისუფლა, არ ეცნო, ვინაიდან იმ დროს, როცა აღნიშნულ პირებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, ის მოსამართლე არ იყო.

„რატომ არ მეცნო იცით? როცა ამ მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი გამოვიდა, პირველ ინსტანციაში კი არა, აპელაციაშიც კი საერთოდ არ ვიყავი მოსამართლე. გახმაურებული იყო თავად საქმე, მაგრამ კონკრეტული მსჯავრდებულები რა გვარის და სახელის მატარებლები იყვნენ, რატომ უნდა დამემახსოვრებინა გარკვეული თვეებისა თუ წლების განმავლობაში.

ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებას ისე აფასებს და იხსენიებენ ამ გადაწყვეტილებას, თითქოს, კოჭლამაზაშვილმა მსჯავრდებულები პირობით ვადამდე გაათავისუფლა და ამას ისეთ უარყოფით კონტექტსში ამბობენ, თითქოს, აქ რაღაც უკანონობას ხედავენ, ამ დროს, როცა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და მოსამართლე მაინც გათავისუფლებაზე ამბობს უარს, ჩემი აზრით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მან ასევე განმარტა, თუ რატომ მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და მოსამართლე - არა.

„3 ინსტანციის სასამართლომ, მე როგორც საქმის კურსში ვარ, პროკურორების ოფიციალური ბრიფინგებით და საჯარო გამოსვლებით, პრეზიდენტს მსჯავრი დაედო არა მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციისთვის - მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, არამედ წინასწარ შეპირებული შეწყალებისთვის, რაც სამი ინსტანციის სასამართლომ მას დანაშაულად შეუფასა... მე მათ ხომ არ შევპირებივარ წინასწარ გათავისუფებას, აქ ლაპარაკია, რომ იმ მსჯავრდებულებს თითქოს, წინასწარ დაპირდნენ შეწყალებას, მაგრამ მე ხომ არავის დავპირებივარ წინასწარ გაგათავისუფლებით პირობით ვადამდე ადრე-მეთქი“, - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.