მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახიფათო ინფორმაციები მოვიდა ჩემამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ" - ლიზა იასკო
"სახიფათო ინფორმაციები მოვიდა ჩემამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ" - ლიზა იასკო

ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ჩე­მამ­დეც მო­ვი­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა სურთ, თუ ეს მოხ­დე­ბა, ნამ­დვი­ლი მკვლე­ლო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლა წე­სის მი­ხედ­ვით, თუ სა­ა­კაშ­ვილ­მა 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იშიმ­ში­ლა, სულ მცი­რე 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეს ჰოს­პი­ტალ­ში, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგსა და მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს.

ამას­თა­ნა­ვე, რა­დას დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­მო­უვ­ლინ­და ახა­ლი სიმპტო­მე­ბი და გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე დღე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მე­და­რე­ბი­ნა და მას­თან მე­სა­უბ­რა. თუმ­ცა გულ­წრფე­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ არ ვიცი, რა­ტომ ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი, რომ ის უკე­თე­სა­დაა, რად­გან დღეს და­ვი­ნა­ხე, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის უა­რე­სა­დაა- აქვს და­სი­ე­ბუ­ლი სახე, სხე­უ­ლი, აქვს გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მელ­საც აქვს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თი, ექი­მი არ ვარ, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის. აქვს მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ძა­ლი­ან და­ე­ცა ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი, თავს გრძნობს სუს­ტად და ვგრძნობ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, მას უკვე უჭირს და ესა­ჭი­რო­ე­ბა დას­ვე­ნე­ბა. რა თქმა უნდა, სა­წო­ლი­დან დგე­ბა, თუმ­ცა იქ ძა­ლი­ან ცოტა ად­გი­ლია იმის­თვის, რომ რა­ი­მე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ვფიქ­რობ, სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა შევ­ხე­დოთ სა­მე­დიც­ნო მაჩ­ვე­ნებ­ლებს და მო­ვუს­მი­ნოთ ექი­მე­ბის კონ­სი­ლი­უმს, მაგ­რამ მე არ მეს­მის, რა­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ პროგ­რე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პროგ­რე­სი ვერ და­ვი­ნა­ხე. თუ გა­სულ კვი­რას შე­ვა­და­რებთ, კი - პროგ­რე­სი არის, მაგ­რამ მას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ახა­ლი სიმპტო­მე­ბიც ჩნდე­ბა, რაც მე ძა­ლი­ან მაშ­ფო­თებს.

ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ჩე­მამ­დეც მო­ვი­და, რომ მისი გა­დაყ­ვა­ნა სურთ, თუ ეს მოხ­დე­ბა, ნამ­დვი­ლი მკვლე­ლო­ბაა, რად­გან ყვე­ლა წე­სის თა­ნახ­მად, შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ, თუ შიმ­ში­ლო­ბა 50 დღეს გაგ­რძელ­და, ეს უნდა გამ­რავ­ლდეს მი­ნი­მუმ 2-ზე და ეს არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში გა­ვი­და სულ რა­ღაც 2 კვი­რა და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი სა­უ­ბა­რიც კი არ უნდა იწყე­ბო­დეს, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი სუს­ტა­დაა, სა­ჭი­რო­ებს ჯან­მრთე­ლო­ბის მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს და მკურ­ნა­ლო­ბას,“- გა­ნა­ცხა­და ლიზა იას­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებს, რა­დას დე­პუ­ტა­ტის თქმით, ეს კვლავ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა.

„მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მა კვლავ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა და რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მალე მოხ­დე­ბა. თუმ­ცა მისი სი­ტყვე­ბია, რომ ხალ­ხი უნდა იყოს აქ­ტი­უ­რი და არ უნდა და­ნებ­დეს. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი მო­დის და გვეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ დროს დუნ­დე­ბი­ან, ასე­ვე ბევ­რი პრო­ტეს­ტია ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს აპა­ტიმ­რე­ბენ და ეს სა­ში­შია, მაგ­რამ ბრძო­ლა უნდა გაგ­რძელ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის და ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის,“- გა­ნა­ცხა­და ლიზა იას­კომ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიმონა!
2

მერე და გეცლიათ 100 დღე ეშიმშილა და ახლა 500 დღეს მოითხოვდით ჰოსპიტალში დარჩენას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! პირდაპირ "გენიოსია" ეს გოგო, სად პოულობს!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნონა
4

ეს იასკო ვის დაკარგვია? რა სტატუსტითაა ეს ქალი? ვის ასეა ლია ჭკუას? ვინ მისცა ამდენი უფლება? ეს უკვე თავხედობაში გადავიდა. რატომ გამოუშვი? ვინ გეხვეწებოდა? 

ავტორი:

"სახიფათო ინფორმაციები მოვიდა ჩემამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ" - ლიზა იასკო

"სახიფათო ინფორმაციები მოვიდა ჩემამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ" - ლიზა იასკო

ძალიან სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა წესის მიხედვით, თუ სააკაშვილმა 50 დღის განმავლობაში იშიმშილა, სულ მცირე 100 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰოსპიტალში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივ მონიტორინგსა და მკურნალობას საჭიროებს.

ამასთანავე, რადას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოუვლინდა ახალი სიმპტომები და გაუგებარია, რატომ ამბობენ ექიმები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

„მოხარული ვარ, რომ უკვე რამდენიმე დღე მქონდა შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემედარებინა და მასთან მესაუბრა. თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები, რომ ის უკეთესადაა, რადგან დღეს დავინახე, რომ სინამდვილეში, ის უარესადაა- აქვს დასიებული სახე, სხეული, აქვს გამონაყარი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ხასიათი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინი, თავს გრძნობს სუსტად და ვგრძნობ, რომ კომუნიკაციის რამდენიმე წუთის შემდეგ, მას უკვე უჭირს და ესაჭიროება დასვენება. რა თქმა უნდა, საწოლიდან დგება, თუმცა იქ ძალიან ცოტა ადგილია იმისთვის, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, სერიოზულად უნდა შევხედოთ სამედიცნო მაჩვენებლებს და მოვუსმინოთ ექიმების კონსილიუმს, მაგრამ მე არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ პროგრესი მიმდინარეობს, მე ამ დღეების განმავლობაში პროგრესი ვერ დავინახე. თუ გასულ კვირას შევადარებთ, კი - პროგრესი არის, მაგრამ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ახალი სიმპტომებიც ჩნდება, რაც მე ძალიან მაშფოთებს.

ძალიან სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა, რომ მისი გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, რადგან ყველა წესის თანახმად, შიმშილობის შემდეგ, თუ შიმშილობა 50 დღეს გაგრძელდა, ეს უნდა გამრავლდეს მინიმუმ 2-ზე და ეს არის რეაბილიტაციის პერიოდი. ჩვენ შემთხვევაში გავიდა სულ რაღაც 2 კვირა და არავითარ შემთხვევაში მსგავსი საუბარიც კი არ უნდა იწყებოდეს, იმიტომ, რომ ადამიანი სუსტადაა, საჭიროებს ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებს, რადას დეპუტატის თქმით, ეს კვლავ არის საქართველოში ცვლილებებისთვის ბრძოლა.

„მისი პოლიტიკური გეგმა კვლავ არის საქართველოში ცვლილებებისთვის ბრძოლა და რომ ეს ცვლილებები მალე მოხდება. თუმცა მისი სიტყვებია, რომ ხალხი უნდა იყოს აქტიური და არ უნდა დანებდეს. საახალწლო დღესასწაულები მოდის და გვესმის, რომ ადამიანები ამ დროს დუნდებიან, ასევე ბევრი პროტესტია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ და ეს საშიშია, მაგრამ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს სამართლიანობისთვის და ცვლილებებისთვის,“- განაცხადა ლიზა იასკომ.