პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივი „ბიბლუსისგან“ – მალე, მკითხველი „სამოსელი პირველის“ ლიმიტირებულ გამოცემას  იხილავს
ექსკლუზივი „ბიბლუსისგან“ – მალე, მკითხველი „სამოსელი პირველის“ ლიმიტირებულ გამოცემას  იხილავს

არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­კი­თხვის შემ­დეგ მა­ლე­ვე გა­ვი­წყდე­ბა და არ­სე­ბობს ისე­თი წიგ­ნე­ბიც, რო­მელ­თა და­ვი­წყე­ბა უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია! სწო­რედ ასე­თი წიგ­ნია „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი“.

"ხდე­ბა ხან­და­ხან ისე­თი ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ტყუ­ი­ლია... ისიც შე­იძ­ლე­ბა, ტყუ­ი­ლი რომ მარ­თა­ლი იყოს"

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის რო­მა­ნი „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი“ პირ­ვე­ლად, 1975 წელს გა­მო­ი­ცა. ამ­ბა­ვი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი ბი­ჭის - დო­მე­ნი­კოს შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, რო­მელ­ზეც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი კა­ცის - ლტოლ­ვი­ლის ნა­ამ­ბობ­მა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სა­ძებ­ნე­ლად, „ლა­მაზ ქა­ლაქ­ში“ გა­ე­შუ­რა.

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი მწე­რა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მრა­ვალ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი, მათ­ზე იღებ­დნენ ცნო­ბილ კი­ნო­ფილ­მებს, დგამ­დნენ სპექ­ტაკ­ლებს. დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი 2021 წლის 3 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა. მწე­რალ­მა „ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „საბა“ აიღო.

მათ, ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბა, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად, სპე­ცი­ა­ლუ­რი დაკ­ვე­თით „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის“ ახალ ლი­მი­ტი­რე­ბულ გა­მო­ცე­მას შეს­თა­ვა­ზებს, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი მხო­ლოდ „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში იქ­ნე­ბა.

ტი­რა­ჟი მხო­ლოდ 5000 წიგნს მო­ი­ცავს. ყო­ვე­ლი წიგ­ნი და­ნომ­რი­ლია და მას­ზე უნი­კა­ლუ­რი კო­დია და­ტა­ნი­ლი. აქვს ხა­ვერ­დო­ვა­ნი და მო­ოქ­რო­ვი­ლი ყდა, დამ­ცა­ვი გა­რე­კა­ნით.

ასე­ვე, წიგნს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლი წიგ­ნის მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი, სა­მახ­სოვ­რო ჩა­ნა­წე­რის გა­სა­კე­თებ­ლად. ამ მხრივ, „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის“ ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა იდე­ა­ლუ­რი და ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა!

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ „სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი“ ექ­სკლუ­ზი­ვე­ბის სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლად - „ბიბ­ლუ­სის“ დაკ­ვე­თით და­ი­ბეჭ­და და ამ დი­ზა­ი­ნით ტი­რა­ჟი აღარ გა­ნახ­ლდე­ბა.

წიგ­ნის შე­ძე­ნას 6 დე­კემ­ბრი­დან, „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში შეძ­ლებთ. სამი დღით ადრე კი, წიგ­ნე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად მხო­ლოდ ინო­ვა­ცი­ურ სა­ვაჭ­რო სივ­რცე -„მულ­ტი­ში“ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. (📍 ჭავ­ჭა­ვა­ძის N74/76, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რედ, ვა­კის პარ­კის შე­სას­ვლელ­თან ).

ექ­სკლუ­ზი­ვე­ბის სე­რი­ის ფარ­გლებ­ში, ბევ­რი სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის ხილ­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ავტორი:

ექსკლუზივი „ბიბლუსისგან“ – მალე, მკითხველი „სამოსელი პირველის“ ლიმიტირებულ გამოცემას  იხილავს

ექსკლუზივი „ბიბლუსისგან“ – მალე, მკითხველი „სამოსელი პირველის“ ლიმიტირებულ გამოცემას  იხილავს

არსებობს წიგნები, რომლებიც წაკითხვის შემდეგ მალევე გავიწყდება და არსებობს ისეთი წიგნებიც, რომელთა დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია! სწორედ ასეთი წიგნია „სამოსელი პირველი“.

"ხდება ხანდახან ისეთი ნამდვილი ამბებიც, რომლებიც ტყუილია... ისიც შეიძლება, ტყუილი რომ მართალი იყოს"

გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ პირველად, 1975 წელს გამოიცა. ამბავი თავგადასავლების მაძიებელი ბიჭის - დომენიკოს შესახებ გვიყვება, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა და თავგადასავლების საძებნელად, „ლამაზ ქალაქში“ გაეშურა.

გურამ დოჩანაშვილი ქართველი კლასიკოსი მწერალი და თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. მისი შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მათზე იღებდნენ ცნობილ კინოფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს. დოჩანაშვილი 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა. მწერალმა „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ლიტერატურული პრემია „საბა“ აიღო.

მათ, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს დოჩანაშვილი და მისი შემოქმედება, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ექსკლუზიურად, სპეციალური დაკვეთით „სამოსელი პირველის“ ახალ ლიმიტირებულ გამოცემას შესთავაზებს, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ „ბიბლუსის“ ქსელში იქნება.

ტირაჟი მხოლოდ 5000 წიგნს მოიცავს. ყოველი წიგნი დანომრილია და მასზე უნიკალური კოდია დატანილი. აქვს ხავერდოვანი და მოოქროვილი ყდა, დამცავი გარეკანით.

ასევე, წიგნს აქვს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი წიგნის მფლობელის სახელის ან სპეციალური, სამახსოვრო ჩანაწერის გასაკეთებლად. ამ მხრივ, „სამოსელი პირველის“ ლიმიტირებული გამოცემა იდეალური და ძალიან ამაღელვებელი საჩუქარი იქნება!

გაითვალისწინეთ, რომ „სამოსელი პირველი“ ექსკლუზივების სერიის პირველი წიგნია, რომელიც ლიმიტირებულად - „ბიბლუსის“ დაკვეთით დაიბეჭდა და ამ დიზაინით ტირაჟი აღარ განახლდება.

წიგნის შეძენას 6 დეკემბრიდან, „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში შეძლებთ. სამი დღით ადრე კი, წიგნები ექსკლუზიურად მხოლოდ ინოვაციურ სავაჭრო სივრცე -„მულტიში“ იქნება წარმოდგენილი. (📍 ჭავჭავაძის N74/76, ფალიაშვილის ქუჩის მოპირდაპირედ, ვაკის პარკის შესასვლელთან ).

ექსკლუზივების სერიის ფარგლებში, ბევრი სხვა საინტერესო მწერლის ნაწარმოების ხილვა იქნება შესაძლებელი.