პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი - იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს!" - თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს
"ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი - იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს!" - თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს

"ირაკ­ლი ალა­სა­ნია არას­დროს კა­ცის მკვლე­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ თქვე­ნი გა­ლი­ა­ში მჯდო­მი ბე­ლა­დი, რო­მელ­საც ბრი­უ­სელ­ში იცავ­დით, კა­ცის მკვლე­ლი იყო და ახლა ცო­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს!" - ამ გან­ცხა­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს მი­მარ­თა.

წუ­ლუ­კი­ან­მა სა­მა­დაშ­ვილს მისი პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა შე­ახ­სე­ნა, რა­ზეც სა­მა­დაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ თა­ვად ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ის წევ­რი იყო.

“დღეს ფე­ი­კის სამ­ყა­რო­ში გვა­ცხოვ­რე­ბენ - ისი­ნი ყვი­რი­ან მუ­ზე­უმს ან­გრე­ვე­ნო, ვინც ან მუ­ზე­უმს ან­გრევ­და ან მუ­ზე­უ­მი რომ ინ­გრე­ო­და, ხმას არ იღებ­და. ისი­ნი ყვი­რი­ან, რომ თურ­მე ჩვენ ვი­ღა­ცას ვა­წა­მებთ, ვინც მარ­თლაც მწა­მე­ბე­ლი და გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ლი იყო. ეს არ არის სი­ძულ­ვი­ლის ენა - ის ვინც პა­ტი­მარს აუ­პა­ტი­უ­რებ­და, არის გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ლი! ის ვინც კლავ­და, არის მკვლე­ლი - ერთ-ერთი დღეს გა­ლი­ი­დან გვე­ლა­პა­რა­კე­ბა. ეს ალ­ბათ სი­ძულ­ვი­ლის ენაა, მაგ­რამ ამა­ში ვე­რა­ვი­თარ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე რო­მელ პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გენ­დით და ზე­მოთ რა­ტომ აი­ნაც­ვლეთ, ესეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით.

თა­ვის მხრივ, კულ­ტუ­რის მი­ნისტრს სა­მა­დაშ­ვილ­მა მო­უ­წო­და, “სა­კუ­თა­რი შხა­მი, ბოღ­მა და ცხოვ­რე­ბი­სად­მი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სხვა­გან გა­მო­ხა­ტოს, ხოლო პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვებს გას­ცეს პა­სუ­ხი“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალბო
1

მიაწექით ქალბატონო თეა, მთელ საქართველოს უყვარხართ და იმედი აქვს თქვენი

შუბლაძე
5

"აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში მფორთხავები ზიან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი - იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს!" - თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს

"ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი - იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს!" - თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს

"ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს!" - ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს მიმართა.

წულუკიანმა სამადაშვილს მისი პარტიული კუთვნილება შეახსენა, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ თავად ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო.

“დღეს ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ - ისინი ყვირიან მუზეუმს ანგრევენო, ვინც ან მუზეუმს ანგრევდა ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ისინი ყვირიან, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ეს არ არის სიძულვილის ენა - ის ვინც პატიმარს აუპატიურებდა, არის გამაუპატიურებელი! ის ვინც კლავდა, არის მკვლელი - ერთ-ერთი დღეს გალიიდან გველაპარაკება. ეს ალბათ სიძულვილის ენაა, მაგრამ ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ქალბატონო სალომე რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზემოთ რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა სალომე სამადაშვილის მისამართით.

თავის მხრივ, კულტურის მინისტრს სამადაშვილმა მოუწოდა, “საკუთარი შხამი, ბოღმა და ცხოვრებისადმი უკმაყოფილება სხვაგან გამოხატოს, ხოლო პარლამენტში დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი“.