მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთხარი შენს უფროსობას. ვიდრე გვიანი არ არის, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ..." -  გროზნო, 1994 წლის 31 დეკემბერი: ერთი საბედისწერო დიალოგის ისტორია
"უთხარი შენს უფროსობას. ვიდრე გვიანი არ არის, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ..." -  გროზნო, 1994 წლის 31 დეკემბერი: ერთი  საბედისწერო დიალოგის ისტორია

1994 წლის 31 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის არ­მია, რო­მე­ლიც ჩვენს მე­ზო­ბელ ჩეჩ­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ გროზ­ნოს­თან გან­ლაგ­და შტურ­მის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ოპე­რა­ცი­ით, რომ­ლის და­გეგ­მვა­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რუ­სე­თის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ბო­რის ელ­ცი­ნის­თვის სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­დნენ.

სა­მე­თა­უ­რო შტაბ­ში ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იყო და­სა­ხუ­ლი - გროზ­ნო­ში შეს­ვლა და "წეს­რი­გის“ დამ­ყა­რე­ბა. გათ­ვლა იყო სწრაფ, ელ­ვი­სე­ბურ შე­ტე­ვა­ზე, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ის ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ოპე­რა­ცი­ას გეგ­მავ­დნენ, იხ­სე­ნებ­დნენ იმ ტრა­გი­კულ ზო­მებს, რაც გა­ტარ­და ალმა-ატა­ში (1986), თბი­ლის­ში (1989 წლის 9 აპ­რი­ლი), ბა­ქო­ში (1990 წლის იან­ვა­რი), ვილ­ნი­უს­ში (1991) და კი­დევ სხვა ქა­ლა­ქებ­ში, მათ შო­რის მოს­კოვ­შიც. რო­გორც წესი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მცი­რე იყო, და­ნა­კარ­გი კი მი­ნი­მა­ლუ­რი. ასე რომ, გროზ­ნოს აღე­ბა უფრო მი­მარ­თუ­ლი იყო მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის შე­სა­ში­ნებ­ლად, ვიდ­რე ქა­ლა­ქის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შტურ­მით ასა­ღე­ბად.

სპე­ცო­პე­რა­ცია იმ­დე­ნად პრი­მი­ტი­უ­ლად, მსუ­ბუ­ქად და ზე­რე­ლედ და­ი­გეგ­მა, რომ არ მოხ­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ძა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა. მე­ტიც, ჯა­რის­კა­ცებს ქა­ლა­ქის დე­ტა­ლუ­რი რუ­კე­ბიც კი არ ჰქონ­დათ.

1994 წლის 31 დე­კემ­ბერს, გროზ­ნო­ში "მა­ი­კო­პის" 131-ე ბრი­გა­და და 81-ე მო­ტომსრო­ლელ­თა პოლ­კი შე­ვი­და. რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან თავ­მოყ­რილ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა გროზ­ნოს სარ­კი­ნიგ­ზო სად­გუ­რამ­დე ისე გა­ი­ა­რეს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არც შეხ­ვედ­რი­ათ. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი ჩიხ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სებს ჩეჩ­ნებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დათ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის უმარ­ტი­ვე­სი სა­მიზ­ნე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბის გა­მო­უც­დე­ლი მძღო­ლე­ბი და­იბ­ნენ, ვე­რა­ნა­ი­რად გა­აღ­წი­ეს გროზ­ნოს ქუ­ჩე­ბი­დან და ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ფეთ­ქდე­ბოდ­ნენ. ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ოჯა­ხებ­თან ერ­თად სა­ა­ხალ­წლო მა­გი­დას­თან უნდა მსხდა­რიყ­ვნენ და სურ­ვი­ლი ჩა­ეთ­ქვათ, სი­ცი­ვე­ში, ყინ­ვა­ში და სის­ხლში ამოს­ვრი­ლე­ბი მხო­ლოდ იმას ნატ­რუ­ლობ­დნენ, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

რუსი რა­დის­ტი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. ზუს­ტად ამ დროს შედ­გა ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ა­ლო­გი ჩე­ჩენ "ბო­ე­ვიკ" ალი ადა­ევ­სა და რუს ოფი­ცერს შო­რის. ეს დი­ა­ლო­გი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­სა­ჯა­როვ­და:

- [ადა­ე­ვი] ალიკ, მოდი, იქ­ნებ, ვიდ­რე გვი­ა­ნი არ არის, გა­იყ­ვა­ნოთ უკან ბი­ჭე­ბი? ალიკ, არ გა­ა­კე­თო ეს, არ გინ­და. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ალიკ, შენ და­ი­ღუ­პე­ბი, მეც და­ვი­ღუ­პე­ბი. ამით ვინ მო­ი­გებს? სწო­რად გა­ი­გე, ჩვე­ნი სიკ­ვდი­ლით ვინ მო­ი­გებს? თუ რუ­სე­თი რა­მით უკ­მა­ყო­ფი­ლოა, ეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე უნდა გა­და­წყდეს და არა ია­რა­ღით. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი...

- [რუსი ოფი­ცე­რი] მო­ი­ცა­დე, მე... კი­დევ ერთხელ მი­თხა­რი, რა გქვია?

- [ადა­ე­ვი] მოდი, გა­ა­კე­თე ასე. მი­ე­ცი ბრძა­ნე­ბა. უთხა­რი შენ უფ­რო­სო­ბას. ვიდ­რე გვი­ა­ნი არ არის, ვიდ­რე ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი დაგ­რჩათ ხალ­ხი, გა­დით ქა­ლა­ქი­დან. წა­დით, ალიკ! მოდი, მერე ჩა­მო­დი, ჩა­მო­დი ჩემ­თან სტუმ­რად. სახ­ლში მოხ­ვალ, სტუ­მა­რი იქ­ნე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვექ­ნე­ბა. ალიკ, ვხე­დავ, კარ­გი ბიჭი ხარ. ჩვენ თუ ომში შევ­ხვდე­ბით, მე ვერ და­გინ­დობ, ისე­ვე, რო­გორც შენ მე ვერ და­მინ­დობ, გეს­მის? არ ჯო­ბია სტუმ­რად მოხ­ვი­დე? გა­იყ­ვა­ნე ბი­ჭე­ბი, არ გინ­და. შე­ი­ცო­დე მათი დე­დე­ბი, თვი­თონ ბი­ჭე­ბი შე­ი­ცო­დე. გა­იყ­ვა­ნე ისი­ნი, მი­ე­ცი ბრძა­ნე­ბა!

- [რუსი ოფი­ცე­რი] არც ისე­თი დიდი უფ­რო­სი ვარ, რომ მსგავ­სი ბრძა­ნე­ბე­ბი მე გავ­ცე.

- [ადა­ე­ვი] სწო­რად გა­მი­გე, მე, მა­გა­ლი­თად, აი მთე­ლი გუ­ლით, ვნატ­რობ, რომ ცო­ცხა­ლი იყო. მაგ­რამ წადი! სხვე­ბი არ მი­დი­ან? შენ წადი. ისი­ნი წა­იყ­ვა­ნე, ვინც და­გი­ჯე­რე­ბენ. ერთი კვი­რის მერე... [რა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბა]... შე­ას­რუ­ლე­ბენ [რა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბა]...

- [რუსი ოფი­ცე­რი] მე არ მაქვს ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი. ბრძა­ნე­ბა მომ­ცეს და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად შე­ვას­რუ­ლებ.

ოფი­ცერ­მა არ გა­იწ­ვია ჯა­რის­კა­ცე­ბი... 700 შე­სუ­ლი ქვე­ი­თი­დან ცო­ცხა­ლი 250 გა­მო­ვი­და, 450 ადა­მი­ა­ნი კი გროზ­ნოს ქუ­ჩებ­ში სა­მუ­და­მოდ და­ე­ცა. სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით 100-200 ჯავ­შან­ტექ­ნი­კი­დან კი მხო­ლოდ 15 - მდე გა­დარ­ჩა.

ალი ადა­ე­ვი, იგი­ვე "ლამ­ბა­და“, იმ ბრძო­ლა­ში ტან­კის ჭურვმა იმ­სხვერ­პლა. რუსი ოფი­ცე­რის ბედი კი დღემ­დე უც­ნო­ბია.

ცნო­ბი­ლია, რომ ადა­ე­ვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იჩ­ქე­რი­ის მომ­ხრე იყო. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვინც შა­მილ ბა­სა­ე­ვის ჯგუფს შე­უ­ერ­თდა. საბ­რძო­ლო მოქმდე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი 1994 წლის ნო­ემ­ბრი­დან იღებ­და.

გროზ­ნოს შტურ­მი კი 6 მარ­ტამ­დე გაგ­რძელ­და. როცა შა­მილ ბა­სა­ე­ვის ამა­ლამ ქა­ლა­ქის უკა­ნას­კნე­ლი რა­ი­ო­ნი და­ტო­ვა, გროზ­ნოს დიდი ნა­წი­ლი სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო.

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
6

რომელი ქართველის სისხლის მსელი იყო არაქართველი: სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი, შევარდნაძე, ჭანტურია, ბარამიძე, ბობოხიძე, ძმები ხაინდრავები, ძმები რურუები თუ ბოკერია?

 

მაგ ჩეჩნების ნაწილმა მოინანია რაც ჩაიდინეს (გელაევი და მისი ჯგუფი რაც ვიცი) და ამ ვაიქართველებს არასდროს მოუნანიებიათ!

Zlatan straianovich
11

Grozno ulamazesi qalaqi iyo, dzalian vwuxvar rom ganadgurda. Groznoshi 1986 wels viyavi, mashin 14 wlis viyavi. 1993 wels Bosniashi qalaq mostarshi Omis dros xorvatebis poziciebze videqi bosnieLebs veomebodit xorvatebi. Dzalian bevri cremli da sisxli vnaxe. Gmerto yvelas mshvidoba mieci

ავტორი:

"უთხარი შენს უფროსობას. ვიდრე გვიანი არ არის, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ..." -  გროზნო, 1994 წლის 31 დეკემბერი: ერთი საბედისწერო დიალოგის ისტორია

"უთხარი შენს უფროსობას. ვიდრე გვიანი არ არის, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ..." -  გროზნო, 1994 წლის 31 დეკემბერი: ერთი  საბედისწერო დიალოგის ისტორია

1994 წლის 31 დეკემბერს რუსეთის არმია, რომელიც ჩვენს მეზობელ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსთან განლაგდა შტურმისთვის ემზადებოდა. ოპერაციით, რომლის დაგეგმვაშიც პოლიტიკური მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის, ბორის ელცინისთვის საახალწლო საჩუქრის გაკეთებას აპირებდნენ.

სამეთაურო შტაბში ერთადერთი მიზანი იყო დასახული - გროზნოში შესვლა და "წესრიგის“ დამყარება. გათვლა იყო სწრაფ, ელვისებურ შეტევაზე, რომელიც სულ რამდენიმე საათი უნდა გაგრძელებულიყო.

ის ჩინოსნები, რომლებიც ამ ოპერაციას გეგმავდნენ, იხსენებდნენ იმ ტრაგიკულ ზომებს, რაც გატარდა ალმა-ატაში (1986), თბილისში (1989 წლის 9 აპრილი), ბაქოში (1990 წლის იანვარი), ვილნიუსში (1991) და კიდევ სხვა ქალაქებში, მათ შორის მოსკოვშიც. როგორც წესი, წინააღმდეგობა მცირე იყო, დანაკარგი კი მინიმალური. ასე რომ, გროზნოს აღება უფრო მიმართული იყო მეამბოხეების შესაშინებლად, ვიდრე ქალაქის სრულმასშტაბიანი შტურმით ასაღებად.

სპეცოპერაცია იმდენად პრიმიტიულად, მსუბუქად და ზერელედ დაიგეგმა, რომ არ მოხდა მოწინააღმდეგის ძალების შეფასება. მეტიც, ჯარისკაცებს ქალაქის დეტალური რუკებიც კი არ ჰქონდათ.

1994 წლის 31 დეკემბერს, გროზნოში "მაიკოპის" 131-ე ბრიგადა და 81-ე მოტომსროლელთა პოლკი შევიდა. რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან თავმოყრილმა ჯარისკაცებმა გროზნოს სარკინიგზო სადგურამდე ისე გაიარეს, რომ წინააღმდეგობა არც შეხვედრიათ. თუმცა როგორც გაირკვა, ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ჩეჩნებზე სერიოზული ტექნიკური უპირატესობა ჰქონდათ, მოწინააღმდეგისთვის უმარტივესი სამიზნეები აღმოჩნდნენ. ქვეითთა საბრძოლო მანქანების გამოუცდელი მძღოლები დაიბნენ, ვერანაირად გააღწიეს გროზნოს ქუჩებიდან და ერთიმეორის მიყოლებით ფეთქდებოდნენ. ბიჭები, რომლებიც ახლა ოჯახებთან ერთად საახალწლო მაგიდასთან უნდა მსხდარიყვნენ და სურვილი ჩაეთქვათ, სიცივეში, ყინვაში და სისხლში ამოსვრილები მხოლოდ იმას ნატრულობდნენ, რომ გადარჩენილიყვნენ.

რუსი რადისტი დახმარებას ითხოვდა. ზუსტად ამ დროს შედგა ლეგენდარული დიალოგი ჩეჩენ "ბოევიკ" ალი ადაევსა და რუს ოფიცერს შორის. ეს დიალოგი ომის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდა:

- [ადაევი] ალიკ, მოდი, იქნებ, ვიდრე გვიანი არ არის, გაიყვანოთ უკან ბიჭები? ალიკ, არ გააკეთო ეს, არ გინდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ალიკ, შენ დაიღუპები, მეც დავიღუპები. ამით ვინ მოიგებს? სწორად გაიგე, ჩვენი სიკვდილით ვინ მოიგებს? თუ რუსეთი რამით უკმაყოფილოა, ეს პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს და არა იარაღით. პოლიტიკოსები...

- [რუსი ოფიცერი] მოიცადე, მე... კიდევ ერთხელ მითხარი, რა გქვია?

- [ადაევი] მოდი, გააკეთე ასე. მიეცი ბრძანება. უთხარი შენ უფროსობას. ვიდრე გვიანი არ არის, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი დაგრჩათ ხალხი, გადით ქალაქიდან. წადით, ალიკ! მოდი, მერე ჩამოდი, ჩამოდი ჩემთან სტუმრად. სახლში მოხვალ, სტუმარი იქნები. ყველაფერი კარგად გვექნება. ალიკ, ვხედავ, კარგი ბიჭი ხარ. ჩვენ თუ ომში შევხვდებით, მე ვერ დაგინდობ, ისევე, როგორც შენ მე ვერ დამინდობ, გესმის? არ ჯობია სტუმრად მოხვიდე? გაიყვანე ბიჭები, არ გინდა. შეიცოდე მათი დედები, თვითონ ბიჭები შეიცოდე. გაიყვანე ისინი, მიეცი ბრძანება!

- [რუსი ოფიცერი] არც ისეთი დიდი უფროსი ვარ, რომ მსგავსი ბრძანებები მე გავცე.

- [ადაევი] სწორად გამიგე, მე, მაგალითად, აი მთელი გულით, ვნატრობ, რომ ცოცხალი იყო. მაგრამ წადი! სხვები არ მიდიან? შენ წადი. ისინი წაიყვანე, ვინც დაგიჯერებენ. ერთი კვირის მერე... [რაციის შეფერხება]... შეასრულებენ [რაციის შეფერხება]...

- [რუსი ოფიცერი] მე არ მაქვს ასეთი არჩევანი. ბრძანება მომცეს და ნებისმიერ ფასად შევასრულებ.

ოფიცერმა არ გაიწვია ჯარისკაცები... 700 შესული ქვეითიდან ცოცხალი 250 გამოვიდა, 450 ადამიანი კი გროზნოს ქუჩებში სამუდამოდ დაეცა. სხვადასხვა ცნობების მიხედვით 100-200 ჯავშანტექნიკიდან კი მხოლოდ 15 - მდე გადარჩა.

ალი ადაევი, იგივე "ლამბადა“, იმ ბრძოლაში ტანკის ჭურვმა იმსხვერპლა. რუსი ოფიცერის ბედი კი დღემდე უცნობია.

ცნობილია, რომ ადაევი დამოუკიდებელი იჩქერიის მომხრე იყო. ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც შამილ ბასაევის ჯგუფს შეუერთდა. საბრძოლო მოქმდებებში მონაწილეობას კი 1994 წლის ნოემბრიდან იღებდა.

გროზნოს შტურმი კი 6 მარტამდე გაგრძელდა. როცა შამილ ბასაევის ამალამ ქალაქის უკანასკნელი რაიონი დატოვა, გროზნოს დიდი ნაწილი სრულად განადგურებული იყო.

მოამზადა ანრი კურტანიძემ