პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კახა მოკლეს ამათ" - რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გარდაცვალებაზე?
"კახა მოკლეს ამათ" - რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გარდაცვალებაზე?

ექ­სპრე­ზი­დეტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ მი­ნის­ტრ კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე და გა­ნა­ცხა­და:

"ყვე­ლას გეს­მით, რომ ეს ბრალ­დე­ბე­ბი არის ისე­თი შე­თი­თხნი­ლი, რომ იმის იქით არა­ფე­რი არ­სე­ბობს. მე კარ­გად მეს­მის კახა ბენ­დუ­ქი­ძის, რო­მელ­საც შევ­ხვდი მის სიკ­ვდი­ლამ­დე 2 დღით ადრე ბრი­უ­სელ­ში და რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, რად­გან მას­ზე აღ­ძრუ­ლი იყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, სა­კუ­თარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თან­ხის გაფ­ლან­გვა­ზე.

კახა მოკ­ლეს ამათ, კახა ბენ­დუ­ქი­ძეს, გე­ნი­ა­ლურ ქარ­თველ რე­ფორ­მა­ტორს, ნიშ­ნავ­დნენ უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად და ვიცე-პრე­მი­ე­რად, ამის­თვის ჩა­ვე­დი, რომ ეს მეთ­ქვა. მისი სიკ­ვდი­ლი გა­ვი­გე მა­შინ, რო­დე­საც მი­ვე­დი აე­რო­პორ­ტში და აღარ ჩა­მო­ვი­და, ვუ­რე­კავ­დი და არ იღებ­და. მერე გა­ვი­და ნი­უ­სებ­ში, - კახა ბენ­დუ­ქი­ძე აღარ არის... თან ეუბ­ნე­ბოდ­ნენ პა­ტა­რა სა­კან­ში იქ­ნე­ბი, არაფ­რის უფ­ლე­ბა არ გექ­ნე­ბა, იქ­ნე­ბი ისეთ დი­ე­ტა­ზე, კუჭი გა­გის­კდე­ბა... რა­ღაც სა­ოც­რე­ბებს უყ­ვე­ბოდ­ნენ. კარ­გად ვიცი, სად იხარ­შე­ბა ეს სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბი, რო­მელ შუ­შის სა­სახ­ლე­ებ­ში... არ დაგ­ვა­ვი­წყდეს კახა ბენ­დუ­ქი­ძის მკვლე­ლო­ბა, მე ვიცი კარ­გად, რა­ტომ წა­ვი­და კახა ამ ცხოვ­რე­ბი­დან".

ცოდ­ნის ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ბენ­დუ­ქი­ძე 2014 წელს, 58 წლის ასაკ­ში, ლონ­დონ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზიც სწო­რედ გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ამოვიდა ყელში წამოძახება ტროლები, ბოტები. პენსიონერი ვარ, ბოტები ერთი ვიცი, მხოლოდ ბოსტანში მაცვია, ამოვალ დაღლილი, მარტო დასასვენებლად კი არა, მივუჯდები კლავიატურას, ჩემნაირი ათასობითაა, ვისაც ქვეყნის პულსზე უდევს ხელი და მისი წარმატება ძალას და სიხარულს მატებს, წარუმატებლობა კი საკუთარ ტკივილად მიაჩნია. რა ვქნათ, იმის უფლება მაინც დაგვიტოვეთ გავარჩიოთ თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, დავსვათ ტოლობის ნიშანი, ქვეყნის მომავალზე მაფიქრალ და ხელისუფლებაში მოსვლის მსურველთა გავეშებულ ქმედებებს შორის. ერთი მახარებს, ხალხი ბრბო აღარ არის, ხალხი ბრძენია და ვხედავ ვეღარც მოწოდებებით, ვეღარც მოსყიდული ტელევიზიებით ვეღარ აყრიან.

ლალუკა
0

ზოვეტინსტიტუტი რომ გააუქმა და დღეს ძროხებს პედიატრები მკურნალობენ ის თუ იცით

ავტორი:

"კახა მოკლეს ამათ" - რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გარდაცვალებაზე?

"კახა მოკლეს ამათ" - რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გარდაცვალებაზე?

ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაზე და განაცხადა:

"ყველას გესმით, რომ ეს ბრალდებები არის ისეთი შეთითხნილი, რომ იმის იქით არაფერი არსებობს. მე კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი მის სიკვდილამდე 2 დღით ადრე ბრიუსელში და რომელიც ძალიან ნერვიულობდა, რადგან მასზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, საკუთარ უნივერსიტეტში თანხის გაფლანგვაზე.

კახა მოკლეს ამათ, კახა ბენდუქიძეს, გენიალურ ქართველ რეფორმატორს, ნიშნავდნენ უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად, ამისთვის ჩავედი, რომ ეს მეთქვა. მისი სიკვდილი გავიგე მაშინ, როდესაც მივედი აეროპორტში და აღარ ჩამოვიდა, ვურეკავდი და არ იღებდა. მერე გავიდა ნიუსებში, - კახა ბენდუქიძე აღარ არის... თან ეუბნებოდნენ პატარა საკანში იქნები, არაფრის უფლება არ გექნება, იქნები ისეთ დიეტაზე, კუჭი გაგისკდება... რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. კარგად ვიცი, სად იხარშება ეს სიბინძურეები, რომელ შუშის სასახლეებში... არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა, მე ვიცი კარგად, რატომ წავიდა კახა ამ ცხოვრებიდან".

ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 2014 წელს, 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.