სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანელი მზარეული, ირანელი სტილისტი, სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები და ა.შ. - რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. პიჯაკების საქმეზე
ესპანელი მზარეული, ირანელი სტილისტი, სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები და ა.შ.  -  რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. პიჯაკების საქმეზე

2 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ე.წ. პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე იმარ­თე­ბა.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2014 წლის 13 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და მას დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის, კერ­ძოდ, 8.837.461 ლა­რის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას მეშ­ვე­ო­ბით, "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტის თან­ხის ხარ­ჯვა შე­ი­ნიღ­ბა, რო­გორც ფა­რუ­ლი ხარ­ჯი.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას შო­რის უკვე არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 2009 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2013 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მის­თვის და სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლო ფორ­მით გა­იფ­ლან­გა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლარი", - ვკი­თხუ­ლობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­შიც დაწ­ვრი­ლე­ბით არის ნათ­ქვა­მი, რაში და­ხარ­ჯეს თან­ხა.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია ამ საქ­მის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს სტა­ტი­ი­დან:

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბით, რო­მელ­თაც ადევს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო", სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს უკა­ნო­ნოდ და­ე­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ასე­ვე - მათი სტუმ­რე­ბის, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ მგზავ­რო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის, კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის, კვე­ბის, სწავ­ლის, სა­ჩუქ­რე­ბი­სა და სუ­ვე­ნი­რე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სხვა ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტომ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბის­თვის 20 მი­ლი­ო­ნი ლარი ისე­დაც გა­ი­ღო, მაგ­რამ რო­გორც უწყე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით კი­დევ 9 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა მისი პი­რა­დი და ახ­ლობ­ლე­ბის კომ­ფორ­ტის­თვის. მუხ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, გუ­ლის­ხმობს მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გვას და 7-დან 11 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • ეს­პა­ნე­ლი მზა­რე­უ­ლი

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ი­დუმ­ლო ხარ­ჯე­ბით ირ­კვე­ვა, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ეს­პა­ნე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და მზა­რე­უ­ლი სერ­ხიო კალ­დე­რონ ლა­ტა­სა. ის 2010-2011 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მზა­რე­ულს მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რად 7.500 დო­ლარს უხ­დიდ­ნენ. ამის გარ­და, მის­თვის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ თარ­ჯი­მა­ნი, რომ­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი გა­სამ­რჯე­ლო 3.410 ლარი იყო. მზა­რე­ულს ასე­ვე უხ­დიდ­ნენ სას­ტუმ­როს ხარჯს - ის სას­ტუმ­რო "კო­პა­ლა­ში" ცხოვ­რობ­და. შემ­დეგ და­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ქუ­ჩის #7-ში და ბი­ნის ქი­რას, კო­მუ­ნა­ლურ ხარჯს, კვე­ბას უნა­ზღა­უ­რებ­დნენ. მე­ტიც - სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯე­ტი­დან იხ­დიდ­ნენ მისი და მისი ქარ­თვე­ლი თარ­ჯიმ­ნის სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბის ხარჯსაც. ერთ-ერთი ასე­თი ხარ­ჯი სა­ხელ­მწი­ფოს 5.694 ლარი და­უჯ­და. და­ფი­ნანსდა ეს­პა­ნეთ­ში თარ­ჯი­მან სა­ლო­მე რა­მიშ­ვი­ლის მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯიც. ყო­ველ­თვი­ურ ხარ­ჯებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­ტა­კი იწე­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის გე­ნე­რალ-მა­ი­ორ თე­მურ ჯა­ნა­ში­ას სა­ხელ­ზე. სწო­რედ ის ადებ­და რე­ზო­ლუ­ცი­ას ბი­უ­ჯე­ტი­დან ამ თან­ხე­ბის ჩა­მო­წე­რას. ჩვენ ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა არა­ერ­თი ასე­თი პა­ტა­კი, რომ­ლებ­საც აქვს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო".

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ფა­რუ­ლი ხარ­ჯე­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად ჩემ­ზე რი­ცხუ­ლი თან­ხი­დან დღე­ის­თვის გა­ხარ­ჯუ­ლია 5.694 ლარი. რო­მელ­თა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი სიის მი­ხედ­ვით პა­ტაკს თან ერ­თვის. გთხოვთ თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბას სამ­სა­ხუ­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვა-ან­გა­რიშ­გე­ბის სამ­მარ­თვე­ლო­სად­მი გა­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის ჩა­მო­წე­რის თა­ო­ბა­ზე".

პა­ტაკს ხელს აწერს პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის დამ­ხმა­რე მო­სამ­სა­ხუ­რე თა­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძე (?!). პა­ტაკს თან ერ­თვის გა­დახ­დის ქვით­რე­ბი.

რო­გორც ჩანს, ოჯა­ხის დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის დამ­ხმა­რე მო­სამ­სა­ხუ­რე თა­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძის ან­გა­რიშ­ზე იყო გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, რო­მელ­საც ის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გან­კარ­გავ­და და შემ­დეგ თან­ხის ჩა­მო­წე­რას თე­მურ ჯა­ნა­ში­ას სთხოვ­და. სი­ხა­რუ­ლი­ძე ჯა­ნა­ში­ას გა­წე­უ­ლი ხარ­ჯის შე­სა­ხებ პა­ტაკს ყო­ველ­თვე აბა­რებ­და. ყვე­ლა ასეთ პა­ტაკს გა­დახ­დი­ლი ქვით­რე­ბის ნუს­ხა Aან ასე­თი ში­ნა­არ­სის დო­კუ­მენ­ტი ახ­ლავს: "ჩვენ, ქვე­მოთ ხე­ლის მომ­წე­რებ­მა, მო­ქა­ლა­ქე თა­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ­მა ეს­პა­ნელ­მა სერ­ხიო კალ­დე­რონ ლა­ტა­სამ შე­ვად­გი­ნეთ წი­ნამ­დე­ბა­რე აქტი იმა­ზე, რომ თა­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძემ თარ­ჯი­მან სა­ლო­მე რა­მიშ­ვი­ლის თან­დას­წრე­ბით სერ­ხიო ლა­ტა­სას გა­დას­ცა ოქ­ტომ­ბრის თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7.500 დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი თან­ხა ლარ­ში, 13.176 ლარი, რა­ზეც ხელს ვა­წერთ".

ეს­პა­ნე­ლი მზა­რე­უ­ლის­თვის 2010-2011 წლებ­ში სულ 191.643 ლარი გა­და­ი­ხა­დეს.

  • ირა­ნე­ლი სტი­ლის­ტი

რო­გორც მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, სა­ა­კაშ­ვილს სტი­ლის­ტი ირა­ნი­დან ჩა­მოჰ­ყავ­და. 1979 წლის 27 ივ­ლისს და­ბა­დე­ბუ­ლი ალი კა­მა­ლი ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქეა. გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ალი კა­მა­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი სტი­ლის­ტი იყო და წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის, ძი­რი­თა­დად, რჩე­ბო­და სას­ტუმ­რო "კო­პა­ლა­ში". დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე ის რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი - სას­ტუმ­რო, ბი­ლე­თე­ბი და სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა - 125.070 ლა­რია.

  • სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე ქა­ლე­ბი

საქ­მის მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2011 წლის 24 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და ბე­ლო­რუ­სი ახალ­გაზ­რდა ქალი კრის­ტი­ნა ვუ­სა­ვა. ორ დღე­ში, კერ­ძოდ, 27 აპ­რილს, თბი­ლისს ეწ­ვივ­ნენ მისი და და დე­დაც - ქსე­ნია და ნა­ტა­ლია ვუ­სა­ვე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დები ქსე­ნია და კრის­ტი­ნა ვუ­სა­ვე­ბი არი­ან სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, მო­დე­ლე­ბი, ეს­კორტგო­გო­ნე­ბი. მათ სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სამ­გზავ­რო ბი­ლე­თებ­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან 15.873 ლარი გა­და­ი­ხა­დეს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთაწმინდელი
0

სასაცილოა... ღმერთმა შეგარგოს, მიშა.

ირნია
0

სხვათაშორის, ეს პროცესი ძალიან კარგია. ჯერ ერთი ხალხი დაინახავს რა ფარსიცაა ჩვენი პროკურატურა და სასამართლო ბოლო საუკუნეა და მეორე, მიშას ციხეში ჩასმით ოცნებასაც საშიშროება შეექმნება რომ ანალოგიური ბრალდებებით გასამართლდეს როცა დაკარგავს მმართველობას. ორივე იმსახურებს ციხეში გვერდიგვერდ ჯდომას.. იმედია, საკუთარი მომავლის დაზღვევისთვის, ოცნება არ გაათეთრებს მიშას, რისი ნიშნებიც არის უკვე სასამართლოში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ესპანელი მზარეული, ირანელი სტილისტი, სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები და ა.შ. - რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. პიჯაკების საქმეზე

ესპანელი მზარეული, ირანელი სტილისტი, სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები და ა.შ.  -  რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. პიჯაკების საქმეზე

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 13 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, კერძოდ, 8.837.461 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხის ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯი.

"მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის საიდუმლო ფორმით გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც დაწვრილებით არის ნათქვამი, რაში დახარჯეს თანხა.

გაზეთ "კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოცემულია ამ საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი. გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:

პროკურატურის განცხადებით, განკარგულებებით, რომელთაც ადევს გრიფი "საიდუმლო", სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე - მათი სტუმრების, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება.

ადმინისტრაციამ და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 20 მილიონი ლარი ისედაც გაიღო, მაგრამ როგორც უწყებაში ამბობენ, ეს მიხეილ სააკაშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სამი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 9 მილიონი ლარი დაიხარჯა მისი პირადი და ახლობლების კომფორტისთვის. მუხლი, რომლის მიხედვით სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, გულისხმობს მითვისებასა და გაფლანგვას და 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ესპანელი მზარეული

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯებით ირკვევა, პრეზიდენტ სააკაშვილს ესპანეთიდან ჩამოყვანილი ჰყავდა მზარეული სერხიო კალდერონ ლატასა. ის 2010-2011 წლებში საქართველოში ცხოვრობდა და პრეზიდენტ სააკაშვილს ემსახურებოდა. მზარეულს მომსახურებისთვის ყოველთვიურად 7.500 დოლარს უხდიდნენ. ამის გარდა, მისთვის დაქირავებული ჰყავდათ თარჯიმანი, რომლის ყოველთვიური გასამრჯელო 3.410 ლარი იყო. მზარეულს ასევე უხდიდნენ სასტუმროს ხარჯს - ის სასტუმრო "კოპალაში" ცხოვრობდა. შემდეგ დაქირავებულ ბინაში გადაიყვანეს, ზუბალაშვილების ქუჩის #7-ში და ბინის ქირას, კომუნალურ ხარჯს, კვებას უნაზღაურებდნენ. მეტიც - სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იხდიდნენ მისი და მისი ქართველი თარჯიმნის საზღვარგარეთ მივლინების ხარჯსაც. ერთ-ერთი ასეთი ხარჯი სახელმწიფოს 5.694 ლარი დაუჯდა. დაფინანსდა ესპანეთში თარჯიმან სალომე რამიშვილის მივლინების ხარჯიც. ყოველთვიურ ხარჯებზე სპეციალური პატაკი იწერებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ თემურ ჯანაშიას სახელზე. სწორედ ის ადებდა რეზოლუციას ბიუჯეტიდან ამ თანხების ჩამოწერას. ჩვენ ხელში აღმოჩნდა არაერთი ასეთი პატაკი, რომლებსაც აქვს გრიფი "საიდუმლო".

"მოგახსენებთ, რომ გაუთვალისწინებელი ფარული ხარჯების ასანაზღაურებლად ჩემზე რიცხული თანხიდან დღეისთვის გახარჯულია 5.694 ლარი. რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტები სიის მიხედვით პატაკს თან ერთვის. გთხოვთ თქვენს განკარგულებას სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოსადმი გახარჯული თანხის ჩამოწერის თაობაზე".

პატაკს ხელს აწერს პრეზიდენტის ოჯახის დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე თამარ სიხარულიძე (?!). პატაკს თან ერთვის გადახდის ქვითრები.

როგორც ჩანს, ოჯახის დაცვის განყოფილების დამხმარე მოსამსახურე თამარ სიხარულიძის ანგარიშზე იყო გარკვეული თანხა, რომელსაც ის საჭიროებისამებრ განკარგავდა და შემდეგ თანხის ჩამოწერას თემურ ჯანაშიას სთხოვდა. სიხარულიძე ჯანაშიას გაწეული ხარჯის შესახებ პატაკს ყოველთვე აბარებდა. ყველა ასეთ პატაკს გადახდილი ქვითრების ნუსხა Aან ასეთი შინაარსის დოკუმენტი ახლავს: "ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერებმა, მოქალაქე თამარ სიხარულიძემ, საქართველოში სტუმრად მყოფმა ესპანელმა სერხიო კალდერონ ლატასამ შევადგინეთ წინამდებარე აქტი იმაზე, რომ თამარ სიხარულიძემ თარჯიმან სალომე რამიშვილის თანდასწრებით სერხიო ლატასას გადასცა ოქტომბრის თვის მომსახურების ღირებულება 7.500 დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში, 13.176 ლარი, რაზეც ხელს ვაწერთ".

ესპანელი მზარეულისთვის 2010-2011 წლებში სულ 191.643 ლარი გადაიხადეს.

  • ირანელი სტილისტი

როგორც მასალებით ირკვევა, სააკაშვილს სტილისტი ირანიდან ჩამოჰყავდა. 1979 წლის 27 ივლისს დაბადებული ალი კამალი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიების მტკიცებით, ალი კამალი სააკაშვილის პირადი სტილისტი იყო და წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა საქართველოში. ის, ძირითადად, რჩებოდა სასტუმრო "კოპალაში". დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე ის რამდენიმე დღე რჩებოდა საქართველოში. მის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი - სასტუმრო, ბილეთები და სხვა მომსახურება - 125.070 ლარია.

  • სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2011 წლის 24 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა ბელორუსი ახალგაზრდა ქალი კრისტინა ვუსავა. ორ დღეში, კერძოდ, 27 აპრილს, თბილისს ეწვივნენ მისი და და დედაც - ქსენია და ნატალია ვუსავები. გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ დები ქსენია და კრისტინა ვუსავები არიან სტრიპტიზის მოცეკვავეები, მოდელები, ესკორტგოგონები. მათ სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში ბიუჯეტიდან 15.873 ლარი გადაიხადეს. გააგრძელეთ კითხვა