კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის უპატივცემულოდ ექცევა დედოფალს, ჰარი გამოიყენა... პრინცი ოდესმე ამას მიხვდება“ - დონალდ ტრამპი მეგან მარკლს ქმრით მანიპულირებაში სდებს ბრალს
"ის უპატივცემულოდ ექცევა დედოფალს, ჰარი გამოიყენა... პრინცი ოდესმე ამას მიხვდება“ - დონალდ ტრამპი მეგან მარკლს ქმრით მანიპულირებაში სდებს ბრალს

აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ახა­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­ი­ჯელ ფა­რაჟ­მა ჩა­წე­რა, დღეს სა­ღა­მოს GB News-ზე გა­და­ი­ცე­მა, თუმ­ცა მე­დი­ის­თვის გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ტრამპმა ისა­უბ­რა, უკვე ცნო­ბი­ლია.

აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სხვა­დას­ხვა თე­მებ­თან ერ­თად, ისა­უბ­რა დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­ზე და პრინც ჰა­რის მე­უღ­ლე, მე­გან მარ­კლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა.

მან სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­გა­ნი პრინ­ცი ჰა­რით მა­ნი­პუ­ლი­რებს.

დო­ნალდ ტრამ­პი ამ­ტკი­ცებს, რომ ბოლო წლებ­ში, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გის და ჰერ­ცო­გი­ნი­ას ქმე­დე­ბებ­მა, მო­ნარ­ქი "მწა­რედ აზა­რა­ლა."

"არ მომ­წონს მე­გა­ნი. პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე არ ვი­ყა­ვი მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ჰარი გა­მო­ი­ყე­ნა და პრინ­ცი ოდეს­მე მიხ­ვდე­ბა ამას. ვფიქ­რობ, პრინცს სა­მე­ფო ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გა­ნის გამო გა­უ­ფუჭ­და და ეს დე­დო­ფალს აზა­რა­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად.

ის უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ექ­ცე­ვა მთელ სა­მე­ფო ოჯახს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დე­დო­ფალს", - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

ისა­უბ­რა დე­დო­ფალ ელი­ზა­ბე­ტი­სად­მი სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და თქვა, რომ მას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ჩა­უ­ნერ­გეს დე­დო­ფალ ელი­ზა­ბე­ტი­სა და ზო­გა­დად, სა­მე­ფო ოჯა­ხი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა, რად­გან დე­და­მი­სი წარ­მო­შო­ბით შოტ­ლან­დი­ე­ლი იყო.

დო­ნალდ ტრამ­პი მე­გან მარ­კლის სა­ჯა­როდ კრი­ტი­კას არც წარ­სულ­ში ერი­დე­ბო­და. წლის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მარ­კლი დე­მოკ­რა­ტებს ხვდე­ბო­და და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში აპი­რებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ ამ­ბავს დო­ნალდ ტრამ­პი გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "თუ ეს ნამ­დვი­ლად მოხ­დე­ბა, მეც მო­მი­წევს კენ­ჭისყრა. სა­ერ­თოდ არ მომ­წონს ეს ადა­მი­ა­ნი. პრინც ჰა­რის წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ, მას ეს დას­ჭირ­დე­ბა", - ამ­ბობ­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი.

2019 წელს ტრამპმა მე­განს "სა­ძა­გე­ლიც“ კი უწო­და წარ­სულ­ში მისი გაკ­რი­ტი­კე­ბის­თვის.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიცა
2

თავიდანვე უარყოფითად განეწყო ამ აშარი ქალის მიმართ არამარტო სამეფო კარი არამედ მთელი მსოფლიო.უზნეო დედაკაცია მორალის და სირცხვილის გარეშე საკუთარი ოჯახიც კი ვერ იტანს . პირადად აფრთხილებდნენ ჰარის მაგრამ ამ საცოდავმა არავის არ დაუგდო ყური .მე მგონი ის უკვე დიდი ხანია ყველაფერს ნანობს

 

 

 

 

 

3

დედა ნახე პრინცი ისე გამონახე .. ბენტერა პრინცი...მართალს ამბობს დონალდი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ის უპატივცემულოდ ექცევა დედოფალს, ჰარი გამოიყენა... პრინცი ოდესმე ამას მიხვდება“ - დონალდ ტრამპი მეგან მარკლს ქმრით მანიპულირებაში სდებს ბრალს

"ის უპატივცემულოდ ექცევა დედოფალს, ჰარი გამოიყენა... პრინცი ოდესმე ამას მიხვდება“ - დონალდ ტრამპი მეგან მარკლს ქმრით მანიპულირებაში სდებს ბრალს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ნაიჯელ ფარაჟმა ჩაწერა, დღეს საღამოს GB News-ზე გადაიცემა, თუმცა მედიისთვის გარკვეული საკითხები, რომელთა შესახებაც ტრამპმა ისაუბრა, უკვე ცნობილია.

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა სხვადასხვა თემებთან ერთად, ისაუბრა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე და პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

მან სასექსის ჰერცოგინია დედოფალ ელისაბედის უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მეგანი პრინცი ჰარით მანიპულირებს.

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში, სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქმედებებმა, მონარქი "მწარედ აზარალა."

"არ მომწონს მეგანი. პირველი დღიდანვე არ ვიყავი მისი გულშემატკივარი. ჰარი გამოიყენა და პრინცი ოდესმე მიხვდება ამას. ვფიქრობ, პრინცს სამეფო ოჯახთან ურთიერთობა მეგანის გამო გაუფუჭდა და ეს დედოფალს აზარალებს ყველაზე მეტად.

ის უპატივცემულოდ ექცევა მთელ სამეფო ოჯახს, განსაკუთრებით კი დედოფალს", - აღნიშნა ტრამპმა.

ისაუბრა დედოფალ ელიზაბეტისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე და თქვა, რომ მას პატარაობიდანვე ჩაუნერგეს დედოფალ ელიზაბეტისა და ზოგადად, სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა, რადგან დედამისი წარმოშობით შოტლანდიელი იყო.

დონალდ ტრამპი მეგან მარკლის საჯაროდ კრიტიკას არც წარსულში ერიდებოდა. წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკლი დემოკრატებს ხვდებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას. ამ ამბავს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა: "თუ ეს ნამდვილად მოხდება, მეც მომიწევს კენჭისყრა. საერთოდ არ მომწონს ეს ადამიანი. პრინც ჰარის წარმატებებს ვუსურვებ, მას ეს დასჭირდება", - ამბობდა ექსპრეზიდენტი.

2019 წელს ტრამპმა მეგანს "საძაგელიც“ კი უწოდა წარსულში მისი გაკრიტიკებისთვის.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა