სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაქცინაცია საქართველოში - შეცდომები, წახალისება, ნდობა და "კორონავირუსული პოლიტიკის" მოტივები
ვაქცინაცია საქართველოში - შეცდომები, წახალისება, ნდობა და "კორონავირუსული პოლიტიკის" მოტივები

ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის დი­ნა­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მთა­ვა­რი თემა ისევ კო­რო­ნა­ვირუს­სა და მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც აც­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ასე­ვე გარ­დაც­ვლილ­თა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ.

შე­საძ­ლოა, ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­აჩ­ნდეთ, თუმ­ცა იმა­ში, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მას­შტა­ბუ­რო­ბა­შია, ყვე­ლა თან­ხმდე­ბა. ამ მო­საზ­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ფაქ­ტე­ბიც მოწ­მობს...

სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლად აც­რი­ლი ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 34% -ია. ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლებ­ში აუც­რელ­თა რი­ცხვი 94,4%-ია, გარ­დაც­ვლი­ლებ­ში კი - 98.96%. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რს ამ­ბობს.

რო­გორც არ უნდა ვი­სა­უბ­როთ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს ამ სა­კი­თხში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი აკის­რია.

  • პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი

პან­დე­მი­ის სა­წყის პე­რი­ოდს, როცა საქ­მე მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, ერთი შე­ხე­დე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ეფექ­ტი­ა­ნად უმკლავ­დე­ბო­და, თუმ­ცა ცხა­დი იყო, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია თა­ვი­დან­ვე უნდა წარ­მარ­თუ­ლი­ყო.

ვაქ­ცი­ნის ირ­გვლივ ე.წ. ფე­იკ­ნი­უ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ჯერ კი­დევ მის შე­მო­ტა­ნამ­დეც და­ი­წყო, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გას­ცე­მო­და. თუნ­დაც სა­მარ­თლებ­რივ დო­ნე­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გარ­კვე­უ­ლი სას­ჯე­ლის შე­მო­ღე­ბა, რო­გორც ეს თუნ­დაც, საფ­რან­გეთ­ში მოხ­და.

გარ­და ამი­სა, პრო­ცე­სის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სწრა­ფად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, მა­გა­ლი­თად, დღემ­დე არ ვი­ცით, სრულ­ყო­ფი­ლად აც­რი­ლია თუ არა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე. ის ერთი დო­ზით აიც­რა, შემ­დეგ და­ე­მარ­თა კო­ვი­დინ­ფექ­ცია, რის შემ­დე­გაც გა­ვი­და ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი ვადა იმის­თვის, რომ ხე­ლა­ხალ აც­რა­ზე ეფიქ­რა...

იქ­მნე­ბო­და შთ­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი მხო­ლოდ სურ­ვილ­სა და კე­თილ ნე­ბას მი­ან­დეს და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მას­ში აქ­ტი­უ­რად არ ერე­ოდ­ნენ.

ამის შემ­დე­გი ეტა­პი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ველ ადა­მი­ა­ნებ­ში "ფა­ი­ზე­რის“ მი­მართ უფრო სან­დო აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ისი­ნი სწო­რედ სა­სურ­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნას ელოდ­ნენ. მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბით კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო და­ი­კარ­გა.

რა თქმა უნდა, დიდი სირ­თუ­ლე შექ­მნა "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შე­მო­ტა­ნის შემ­დეგ, ახალ­ცი­ხე­ში ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. ამ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავ­მა ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბი გა­ამ­ძაფ­რა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო იმის­თვის, რომ ტრა­გე­დი­ას მას­შტა­ბუ­რი შფო­თი არ მოჰ­ყო­ლო­და და მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბი ზუს­ტად გა­ნე­მარ­ტათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

  • შე­ზღუდ­ვე­ბი

რო­გორც იქნა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ "მწვა­ნე პას­პორ­ტის" კონ­ცეფ­ცია შე­ი­მუ­შა­ვა, ის 1-ლი დე­კემ­ბრი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში, თუმ­ცა ცხა­დია, რომ მას ჯერ მი­ნი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს:

1. მისი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლია;

2. ის შე­ე­ხე­ბა მა­თაც, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სი უკვე გა­და­ი­ტა­ნა (უკა­ნას­კნე­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში), რაც უფრო იმას ნიშ­ნავს, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ასე ეც­დე­ბი­ან, სა­სურ­ვე­ლი "ლე­გი­ტი­მა­ცია“ მი­ი­ღონ;

3. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი იყო სა­ჭი­რო. პირ­ველ რიგ­ში, არც გეგ­მა არ გვი­ხი­ლავს, რომ "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ სა­ჭი­რო­ე­ბა ეტა­პობ­რი­ვად გა­იზ­რდე­ბა.

აქვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პირ­ბა­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბას ვერ ეხ­მა­რე­ბა და მსგავ­სი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მარ­თე­ბუ­ლი არ იყო.

  • წა­ხა­ლი­სე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბას, ამ მე­თოდ­მა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მხო­ლოდ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­მარ­თლა (ისი­ნი ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფუ­ლად და­ნა­მატს იღე­ბენ), ამან აც­რის მსურ­ვე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის რი­ცხვი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და. ანა­ლო­გი­ურს ვერ ვი­ტყვით ლა­ტა­რი­ა­ზე, რო­მელ­მაც, პრაქ­ტი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი ვერ მოგ­ვცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ­თან ლა­ტა­რია შე­მო­ი­ღეს მა­შინ, რო­დე­საც და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სმა პრაქ­ტი­კამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, უშე­დე­გოდ ჩა­ი­ა­რა, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ არ იქნა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი?!

  • ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბი

ისე ხდე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე წინ დგე­ბა, მე­ტიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვი თავ­ყრი­ლო­ბის თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებ­და, თა­ვად გახ­და გრან­დი­ო­ზუ­ლი მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. გარ­და ამი­სა, იგი­ვე "მწვა­ნე პას­პორ­ტის" უფრო ადრე ამოქ­მე­დე­ბაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამომ­რჩვე­ლის ლო­ი­ა­ლო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად არ მოხ­და არჩვნე­ბამ­დე.

  • "სამი მუშ­კე­ტე­რი"

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გან­სა­ზღვრა­ვენ ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კას - სამ­წუ­ხა­როდ, ისე ჩანს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად მათ საკ­მა­რი­სი წონა არ აქვთ. აშ­კა­რაა, რომ პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე მათ მე­ტად უს­მენ­დნენ.

რა თქმა უნდა, ყვე­ლა ხე­დავს რომ "სამ მუშ­კე­ტე­რად“ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მო­ბენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე კი­დევ უფრო პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა ური­გო არ იქ­ნე­ბო­და.

  • ნდო­ბა

რა თქმა უნდა, ნდო­ბის სა­კი­თხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ, ეს ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბობს და ამას მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ, ეკ­ლე­სი­ას - ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მათი პო­ზი­ცია ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა. რა თქმა უნდა, მათი მხრი­დან აკ­რძალ­ვის მსგავ­სი მო­წო­დე­ბა არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა (ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გარ­და), თუმ­ცა უფრო თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვან­ზე იყო ხაზ­გას­მა და არა რა­ი­მე ფორ­მით წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე. არა­და ვხე­დავთ, რომ ეს საკ­მა­რი­სი არაა...

ასეა თუ ისე, დრო აღარ ით­მენს, გარ­დაც­ვლილ­თა დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ყვე­ლას თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის გა­აზ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საკ­მა­რი­სი რომ იყოს, მა­შინ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა არც სხვა სა­კი­თხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

ავ­ტო­რი: ღვთი­სა­ვარ ანა­თა­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
0

etkoba vinc avicerit davashavet. krtams umda davlodebodit.

 

misha
3

კრამიტას სტატისტიკა რომ მოგყავთ დადეთ ნამდვილი სტატისტიკა. ყველა ვინ თანხმდება კრამიტა, კუბოვიჩი, კულუმბეგოვი, ცერცვაძე და ნაციონალური მოძრაობა თავისი ტელევიზიებით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვაქცინაცია საქართველოში - შეცდომები, წახალისება, ნდობა და "კორონავირუსული პოლიტიკის" მოტივები

ვაქცინაცია საქართველოში - შეცდომები, წახალისება, ნდობა და "კორონავირუსული პოლიტიკის" მოტივები

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დინამიკის მიუხედავად, მთავარი თემა ისევ კორონავირუსსა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირდება. როგორც აცრილთა რაოდენობით, ასევე გარდაცვლილთა მაჩვენებლებით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ვართ.

შესაძლოა, ამ დარგის სპეციალისტებს გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გააჩნდეთ, თუმცა იმაში, რომ გამოსავალი ვაქცინაციის მასშტაბურობაშია, ყველა თანხმდება. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას ფაქტებიც მოწმობს...

საქართველოში სრულად აცრილი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 34% -ია. ჰოსპიტალიზებულებში აუცრელთა რიცხვი 94,4%-ია, გარდაცვლილებში კი - 98.96%. ეს მონაცემები საკმაოდ ბევრს ამბობს.

როგორც არ უნდა ვისაუბროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, სახელმწიფოს ამ საკითხში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

  • პირველი ნაბიჯები

პანდემიის საწყის პერიოდს, როცა საქმე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას შეეხებოდა, ერთი შეხედევით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანად უმკლავდებოდა, თუმცა ცხადი იყო, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის აქტიური კამპანია თავიდანვე უნდა წარმართულიყო.

ვაქცინის ირგვლივ ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელება ჯერ კიდევ მის შემოტანამდეც დაიწყო, რასაც შესაბამისი პასუხი აუცილებლად უნდა გასცემოდა. თუნდაც სამართლებრივ დონეზე შესაძლებელი იყო მსგავსი ინფორმაციისთვის გარკვეული სასჯელის შემოღება, როგორც ეს თუნდაც, საფრანგეთში მოხდა.

გარდა ამისა, პროცესის დაწყებისთანავე სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან მასში მონაწილეობა სწრაფად ვერ განხორციელდა, მაგალითად, დღემდე არ ვიცით, სრულყოფილად აცრილია თუ არა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ის ერთი დოზით აიცრა, შემდეგ დაემართა კოვიდინფექცია, რის შემდეგაც გავიდა ყველა გონივრული ვადა იმისთვის, რომ ხელახალ აცრაზე ეფიქრა...

იქმნებოდა შთბეჭდილება, რომ ვაქცინაციის პროცესის პირველი ეტაპი მხოლოდ სურვილსა და კეთილ ნებას მიანდეს და ინსტიტუციურად მასში აქტიურად არ ერეოდნენ.

ამის შემდეგი ეტაპი იყო ვაქცინაციის მსურველ ადამიანებში "ფაიზერის“ მიმართ უფრო სანდო აზრის ჩამოყალიბება. ისინი სწორედ სასურველი მედიკამენტის შემოტანას ელოდნენ. მისი დაგვიანებით კი მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა.

რა თქმა უნდა, დიდი სირთულე შექმნა "ასტრაზენეკას“ შემოტანის შემდეგ, ახალციხეში ექთნის გარდაცვალებამ. ამ სამწუხარო ამბავმა ანტივაქსერული განწყობები გაამძაფრა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ტრაგედიას მასშტაბური შფოთი არ მოჰყოლოდა და მომხდარის მიზეზები ზუსტად განემარტათ საზოგადოებისთვის.

  • შეზღუდვები

როგორც იქნა, საქართველოს მთავრობამ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია შეიმუშავა, ის 1-ლი დეკემბრიდან შევიდა ძალაში, თუმცა ცხადია, რომ მას ჯერ მინიმალური ეფექტი ექნება. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

1. მისი მოქმედების არეალი საკმაოდ შეზღუდულია;

2. ის შეეხება მათაც, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა (უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში), რაც უფრო იმას ნიშნავს, რომ ანტივაქსერები ასე ეცდებიან, სასურველი "ლეგიტიმაცია“ მიიღონ;

3. ამ მიმართულებით უფრო აქტიური ქმედებები იყო საჭირო. პირველ რიგში, არც გეგმა არ გვიხილავს, რომ "მწვანე პასპორტის“ საჭიროება ეტაპობრივად გაიზრდება.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირბადის გამოუყენებლობაზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმება მოსახლეობის შეგნების ამაღლებას ვერ ეხმარება და მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მართებული არ იყო.

  • წახალისება

რაც შეეხება წახალისებას, ამ მეთოდმა შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ პენსიონერების შემთხვევაში გაამართლა (ისინი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში, ფულად დანამატს იღებენ), ამან აცრის მსურველი პენსიონერების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. ანალოგიურს ვერ ვიტყვით ლატარიაზე, რომელმაც, პრაქტიკული შედეგები ვერ მოგვცა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ლატარია შემოიღეს მაშინ, როდესაც დასავლურ ქვეყნებში მსგავსმა პრაქტიკამ, ფაქტობრივად, უშედეგოდ ჩაიარა, გაურკვეველია, რატომ არ იქნა ეს გამოცდილება შესწავლილი და გაანალიზებული?!

  • ვაქცინაციის პოლიტიკური მოტივები

ისე ხდება, რომ არჩევნები და პოლიტიკური კონტექსტი ჯანმრთელობაზე წინ დგება, მეტიც, ხელისუფლება, რომელიც მასობრივი თავყრილობის თავშეკავებისკენ მოგვიწოდებდა, თავად გახდა გრანდიოზული მიტინგის ორგანიზატორი. გარდა ამისა, იგივე "მწვანე პასპორტის" უფრო ადრე ამოქმედებაც, დიდი ალბათობით, ამომრჩველის ლოიალობის მოსაპოვებლად არ მოხდა არჩვნებამდე.

  • "სამი მუშკეტერი"

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჯანდაცვის პოლიტიკას - სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად მათ საკმარისი წონა არ აქვთ. აშკარაა, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე მათ მეტად უსმენდნენ.

რა თქმა უნდა, ყველა ხედავს რომ "სამ მუშკეტერად“ მოხსენიებული ადამიანები ძალიან ბევრს შრომობენ და ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა გარკვეულ საკითხებზე კიდევ უფრო პრინციპული პოზიციის გამოხატვა ურიგო არ იქნებოდა.

  • ნდობა

რა თქმა უნდა, ნდობის საკითხი მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოსა და სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ, ეს ნაკლებად არსებობს და ამას მწარე გამოცდილება განაპირობებს. რაც შეეხება ყველაზე ავტორიტეტულ, ეკლესიას - ვაქცინაციაზე მათი პოზიცია ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან აკრძალვის მსგავსი მოწოდება არ გახმაურებულა (ცალკეული სასულიერო პირების გარდა), თუმცა უფრო თავისუფალ არჩევანზე იყო ხაზგასმა და არა რაიმე ფორმით წახალისებაზე. არადა ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არაა...

ასეა თუ ისე, დრო აღარ ითმენს, გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ყველას თავისი ფუნქციის გააზრება სჭირდება. მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობა საკმარისი რომ იყოს, მაშინ კანონის აღსრულება არც სხვა საკითხების შემთხვევაში იქნებოდა სავალდებულო.

ავტორი: ღვთისავარ ანათაძე