მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული - ეს უნდა იცოდეთ!
თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული - ეს უნდა იცოდეთ!

თუ გსურთ გქონ­დეთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი, კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა, ძლი­ე­რი თმა და ფრჩხი­ლი, ლა­მა­ზი კანი, არ შე­გა­წუ­ხოთ დეპ­რე­სი­ამ, ორ­გა­ნიზ­მში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე იყოს სტა­ბი­ლუ­რი, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა მი­ირ­თვათ თევ­ზი. ეს არის ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის სა­ბა­დოდ მიჩ­ნე­უ­ლი, მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და წყლის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

თევ­ზი რომ სა­სარ­გებ­ლოა ბევ­რმა იცის, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ის მა­ინც არ არის ისე­თი­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი საკ­ვე­ბი, რო­გორც ქათ­მის ან სა­ქონ­ლის ხორ­ცი. სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით კი მათ არა­თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, არა­მედ რიგ შემ­თხვე­ვა­ში უს­წრებს კი­დეც. უფრო დე­ტა­ლუ­რად, რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის თევ­ზი რის­თვის არის სა­სარ­გებ­ლო და ვის­თვის რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნეს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აგ­ვიხ­სნის.

„ოკე­ა­ნე“ 2003 წლი­დან არ­სე­ბობს ბა­ზარ­ზე და მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. იმი­სათ­ვის, რომ თევ­ზის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს, „ოკე­ა­ნე“ მოხ­მა­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბებს სთა­ვა­ზობს. რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ყო­ველ ხუთ­შა­ბათს "ნი­კო­რა­სა" და "ლიბ­რეს" სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში „ოკე­ა­ნეს დღეა“. ეს ნიშ­ნავს, რომ "ოკე­ა­ნეს" თევ­ზე­უ­ლის თით­ქმის სრულ ასორ­ტი­მენტზე, გარ­და კონ­სერ­ვა­ცი­ი­სა და გა­ყი­ნუ­ლი თევ­ზის სა­ხე­ო­ბე­ბი­სა 40% ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს.

მათ­თვის, ვი­საც სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ირ­თვას ორა­გუ­ლი. ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ომე­გა 3-ს შე­ი­ცავს. ომე­გა 3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვაა, რო­მე­ლიც იმუ­ნი­ტე­ტის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უწყობს ხელს. ის ხელს უშ­ლის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გა­ჩე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ თუ გსურთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი გქონ­დეთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ირ­თვათ ორა­გუ­ლი კვი­რა­ში 1-2-ჯერ. ხა­რის­ხი­ა­ნი და ჯან­მრთე­ლი ორა­გუ­ლის ხორ­ცი მკვეთ­რად წი­თე­ლია. ასე­თი თევ­ზი ოკე­ა­ნის ღია წყლებ­შია გაზ­რდი­ლი.

მათ­თვის, ვინც დი­ე­ტა­ზეა, სა­სურ­ვე­ლია კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ჩას­ვას კალ­მა­ხი. ეს არის თევ­ზი, რო­მე­ლიც და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან მდი­და­რია პრო­ტე­ი­ნე­ბით. გარ­და ამი­სა, კალ­მა­ხი შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით B და D ვი­ტა­მი­ნებს, იოდს.

კალ­მა­ხის ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი: წყა­ლი, სა­დაც ბი­ნად­რობს თევ­ზი და საკ­ვე­ბი, რომ­ლი­თაც იკ­ვე­ბე­ბა ის. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კალ­მა­ხი სან­დო რე­ა­ლი­ზა­ტო­რის­გან შე­ი­ძი­ნოთ.

მათ­თვის, ვინც დეპ­რე­სი­ის­კენ არის მიდ­რე­კი­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ირ­თვას თევ­ზის ის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს. ასე­თია ორა­გუ­ლი და ქა­შა­ყი. ორა­გუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქა­შა­ყის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა არ იცის. რე­ა­ლუ­რად კი ის სხვა ვი­ტა­მი­ნებ­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის D ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს, რაც ადა­მი­ანს ცუდ გან­წყო­ბა­სა და დეპ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქა­შა­ყი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სხვა­დას­ხვა სა­ნე­ლებ­ლე­ბით და მწვა­ნი­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ „ოკე­ა­ნის“ ქა­შა­ყის ფილე პრე­სერ­ვებ­ში, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბა სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და პას­ტე­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხდე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ბავ­შვე­ბის­თვის თევ­ზის მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 10 თვის ასა­კი­დან. სა­სურ­ვე­ლია პირ­ვე­ლი თევ­ზი იყოს ორა­გუ­ლი. ორა­გუ­ლი სხვა სა­ხე­ო­ბის თევ­ზებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე მეტი სა­ხე­ო­ბის ვი­ტა­მინ­სა და მი­ნე­რალს შე­ი­ცავს. ესე­ნია: მაგ­ნი­უ­მი, ქლო­რი, კალ­ცი­უ­მი, რკი­ნა, თუ­თია, ნი­კე­ლი, მო­ლიბ­დე­ნი, A, B1, B2, C, E, D და PP. ორა­გუ­ლის შე­ძე­ნი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­არ­კვი­ოთ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა და ხა­რის­ხი. მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა თუ გსურთ, უნდა მი­ირ­თვათ ორა­გუ­ლი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი საკ­ვე­ბით არის გაზ­რდი­ლი და ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა თუ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს სა­ჭი­რო სტან­დარ­ტე­ბი კარ­გად არის და­ცუ­ლი. ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლია.

მათ­თვის, ვინც ხში­რად არის სტრე­სულ გა­რე­მო­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი მი­ი­ღოს. ამ ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი ხელს უწყობს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, ამი­ტომ მათ, ვი­საც სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა და ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა უწევს, უნდა მი­ირ­თვან B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი და მათ შო­რის, თევ­ზი. მა­გა­ლი­თად, ქარ­სა­ლა (კილ­კა) შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით B1-სა და B2-ს. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ქარ­სა­ლას მთლი­ა­ნად ჭამა, რად­გან სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, რო­გორც თა­ვად თევ­ზის ხორ­ცი, ისე ხერ­ხე­მა­ლი, კუდი და კანი. ქარ­სა­ლას ხში­რად შე­ბო­ლილს მი­ირ­თმე­ვენ, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია მი­ი­ღოთ და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ან ცო­ცხა­ლი სა­ხით.

ავტორი:

თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული - ეს უნდა იცოდეთ!

თევზის რომელი სახეობა ვისთვისაა რეკომენდებული - ეს უნდა იცოდეთ!

თუ გსურთ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი, კარგი მხედველობა, ძლიერი თმა და ფრჩხილი, ლამაზი კანი, არ შეგაწუხოთ დეპრესიამ, ორგანიზმში ქოლესტერინის დონე იყოს სტაბილური, მაშინ აუცილებლად რეგულარულად უნდა მიირთვათ თევზი. ეს არის ვიტამინებისა და მინერალების საბადოდ მიჩნეული, მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტი, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება.

თევზი რომ სასარგებლოა ბევრმა იცის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ის მაინც არ არის ისეთივე პოპულარული საკვები, როგორც ქათმის ან საქონლის ხორცი. სასარგებლო თვისებებით კი მათ არათუ ჩამოუვარდება, არამედ რიგ შემთხვევაში უსწრებს კიდეც. უფრო დეტალურად, რომელი სახეობის თევზი რისთვის არის სასარგებლო და ვისთვის რომელი სახეობაა რეკომენდებული, „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანეს“ წარმომადგენელი აგვიხსნის.

„ოკეანე“ 2003 წლიდან არსებობს ბაზარზე და მომხმარებელს მაღალი ხარისხის თევზის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. იმისათვის, რომ თევზის სხვადასხვა სახეობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი იყოს, „ოკეანე“ მოხმარებელს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. რამდენიმე კვირაა, ყოველ ხუთშაბათს "ნიკორასა" და "ლიბრეს" სუპერმარკეტებში „ოკეანეს დღეა“. ეს ნიშნავს, რომ "ოკეანეს" თევზეულის თითქმის სრულ ასორტიმენტზე, გარდა კონსერვაციისა და გაყინული თევზის სახეობებისა 40% ფასდაკლება მოქმედებს.

მათთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად მიირთვას ორაგული. ის დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც იმუნიტეტის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ის ხელს უშლის ანთებითი პროცესების გაჩენასა და განვითარებას. ამიტომ თუ გსურთ ძლიერი იმუნიტეტი გქონდეთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ორაგული კვირაში 1-2-ჯერ. ხარისხიანი და ჯანმრთელი ორაგულის ხორცი მკვეთრად წითელია. ასეთი თევზი ოკეანის ღია წყლებშია გაზრდილი.

მათთვის, ვინც დიეტაზეა, სასურველია კვების რაციონში ჩასვას კალმახი. ეს არის თევზი, რომელიც დაბალკალორიულია და ამავდროულად, ძალიან მდიდარია პროტეინებით. გარდა ამისა, კალმახი შეიცავს დიდი რაოდენობით B და D ვიტამინებს, იოდს.

კალმახის ხარისხს განაპირობებს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: წყალი, სადაც ბინადრობს თევზი და საკვები, რომლითაც იკვებება ის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კალმახი სანდო რეალიზატორისგან შეიძინოთ.

მათთვის, ვინც დეპრესიისკენ არის მიდრეკილი, აუცილებელია მიირთვას თევზის ის სახეობა, რომელიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ასეთია ორაგული და ქაშაყი. ორაგულისგან განსხვავებით, ქაშაყის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის. რეალურად კი ის სხვა ვიტამინებთან ერთად განსაკუთრებული რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს, რაც ადამიანს ცუდ განწყობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია ქაშაყი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სანელებლებით და მწვანილებით. მაგალითად, შეიძლება შეიძინოთ „ოკეანის“ ქაშაყის ფილე პრესერვებში, რომლის დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

ბავშვებისთვის თევზის მიღება რეკომენდებულია 10 თვის ასაკიდან. სასურველია პირველი თევზი იყოს ორაგული. ორაგული სხვა სახეობის თევზებთან შედარებით ყველაზე მეტი სახეობის ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ესენია: მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E, D და PP. ორაგულის შეძენისას აუცილებელია, გაარკვიოთ მისი წარმომავლობა და ხარისხი. მაქსიმალური სარგებლის მიღება თუ გსურთ, უნდა მიირთვათ ორაგული, რომელიც ბუნებრივი საკვებით არის გაზრდილი და ტრანსპორტირებისა თუ რეალიზაციის დროს საჭირო სტანდარტები კარგად არის დაცული. ყველაზე სასარგებლო ნორვეგიული ორაგულია.

მათთვის, ვინც ხშირად არის სტრესულ გარემოში, მნიშვნელოვანია, რომ B ჯგუფის ვიტამინები მიიღოს. ამ ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულად ფუნქციონირებას, ამიტომ მათ, ვისაც სტრესულ გარემოში მუშაობა და ზოგადად, ცხოვრება უწევს, უნდა მიირთვან B ჯგუფის ვიტამინების შემცველი საკვები და მათ შორის, თევზი. მაგალითად, ქარსალა (კილკა) შეიცავს დიდი რაოდენობით B1-სა და B2-ს. რეკომენდებულია ქარსალას მთლიანად ჭამა, რადგან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, როგორც თავად თევზის ხორცი, ისე ხერხემალი, კუდი და კანი. ქარსალას ხშირად შებოლილს მიირთმევენ, თუმცა უმჯობესია მიიღოთ დამარილებული ან ცოცხალი სახით.