მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, საგანიც უყვარდება და შესაბამისად, სწავლაც უადვილდება“ -  ინტერვიუ იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელთან მათემატიკაში
"თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, საგანიც უყვარდება და შესაბამისად, სწავლაც უადვილდება“ -  ინტერვიუ იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელთან მათემატიკაში

USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ეგი­დით, მიმ­დი­ნა­რე წელს, წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით „მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სი“ ჩა­ტარ­და. პირ­ვე­ლი სამი რე­გი­ო­ნის – კა­ხე­თის, შიდა ქარ­თლი­სა და იმე­რე­თის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად პროგ­რა­მას ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდმა გა­უ­წია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა და და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. დღეს, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და თა­ვად კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უკვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნულ­მა კონ­კურ­სმა“ მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ამ პრო­ფე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბას კი­დევ უფრო მე­ტად შე­უ­წყო ხელი. ამ­ჯე­რად გა­გაც­ნობთ იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს ქ. ხო­ნის N3 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან.

რას თვლის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და ელო­და თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის კონ­კურ­სში იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბის მო­პო­ვე­ბას - შო­რე­ნა ქავ­ზი­ნა­ძეს ის­ტო­რია.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მი­გე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის კონ­კურ­სში?

ყო­ველ­თვის მთე­ლი ჩემი მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კა­ში ვა­კე­თებ­დი სხვა­დას­ხვა მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­ექ­ტებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს. შარ­შან, მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­საა, საკ­მა­ოდ ბევ­რი პრო­ექ­ტი თუ აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. დი­რექ­ტორს ყო­ველ­თვის ვაც­ნობ­დი ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ თა­ვი­ან­თი ნა­მუ­შევ­რე­ბის სხვე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა, მით უმე­ტეს დი­რექ­ტო­რის­თვის.

დი­რექ­ტორ­მა და­მი­ბა­რა და მი­თხრა, მო­მე­ყა­რა ყვე­ლაფ­რის­თვის თავი და მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სში. ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა და სა­კონ­კურ­სოს ვე­რა­ფერს ვხე­დავ მეთ­ქი, მაგ­რამ მო­ძებ­ნე სუ­რა­თე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო... ვე­ღარ ვუ­თხა­რი უარი. ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა თუ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი. ის, რაც წარ­ვად­გი­ნე, ჩემი ყო­ველ­წლი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან ერთ-ერთი იყო. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემი და ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სა, და­ი­ნა­ხა ჩემი საქ­მი­სად­მი და ბავ­შვე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი.

რამ იმოქ­მე­და თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ გამ­ხდა­რი­ყა­ვით პე­და­გო­გი?

მე გა­ვი­ზარ­დე ხო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქუ­ტირ­ში. დედა მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. სულ ვხე­დავ­დი მის საყ­ვა­რელ საქ­მეს რო­გო­რი კრძალ­ვით, სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი სო­ფე­ლი პა­ტივს სცემ­და. დედა ჩემ­თვის იდე­ა­ლი იყო ყო­ველ­თვის და არის დღე­საც. ჩემი არ­ჩე­ვა­ნი თა­ვის­თა­ვად მოხ­და და ყვე­ლა­ფე­რი გად­მო­ვი­და თით­ქოს ტრა­დი­ცი­უ­ლად, მთე­ლი თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ცოდ­ნით.

რას ნიშ­ნავს იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი?

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მე მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, ვცდი­ლობ ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი­დან ცოდ­ნა თუ არა, რა­ღაც ერთი სი­ტყვა მა­ინც გა­ი­ტა­ნონ მოს­წავ­ლე­ებ­მა. ვცდი­ლობ, და­ვა­ნა­ხო ჩემი თა­ნად­გო­მა, სიყ­ვა­რუ­ლი, ზრუნ­ვა, რათა ამ რთულ ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი­ან­თი სათ­ქმე­ლი ცო­ტა­თი უფრო მტკი­ცედ და თა­მა­მად თქვან.

ორი­ო­დე თვის წინ შემ­ხვდა ჩემი პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლე, მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. დიდი მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და: პრო­ფე­სია თქვე­ნი და თქვე­ნი საგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით ავირ­ჩი­ეო, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა, რომ თქვენ­გან ადა­მი­ა­ნო­ბა ვის­წავ­ლე, რო­მე­ლიც დღემ­დე მომ­ყვე­ბაო. კლა­სე­ლე­ბი რომ ვიკ­რი­ბე­ბით, პირ­ვე­ლი თქვე­ნით ვი­წყებთ და ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავთ თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩვენ­და­მიო. არა­და, ამ კლასს 23 წლის წინ ვას­წავ­ლი­დი...

თქვენ სულ ამ­ბობთ, რომ სწავ­ლობთ ბავ­შვე­ბის­გან - რას გუ­ლის­ხმობთ?

ვცდი­ლობ, მათ­გან ვის­წავ­ლო რა და რო­გორ ვას­წავ­ლო. ისეთ კარგ და ლა­მაზ აზ­რებს მა­წო­დე­ბენ, მიკ­ვირს მე რო­გორ ვერ მო­ვი­ფიქ­რე თქო. ვცდი­ლობ, მათ იდე­ებს ხორც შე­ვას­ხა და უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო გაკ­ვე­თი­ლი. ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ რე­სურ­სებს, პრო­ექ­ტებს, კომ­პლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს. ეს საკ­მა­ოდ მოს­წონთ და უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ერთი აქ­ტი­ვო­ბა არ გვაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მე­ო­რეს მთხო­ვენ.

რო­გორ უნდა შე­აყ­ვა­როს მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­გა­ნი, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში მა­თე­მა­ტი­კა?

თუ ბავ­შვს მას­წავ­ლე­ბე­ლი უყ­ვარს, სა­გა­ნიც უყ­ვარ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლაც უად­ვილ­დე­ბა, ამი­ტომ დიდ როლს ვა­ნი­ჭებ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ვცდი­ლობ ვიყო სა­მარ­თლი­ა­ნიც, მომ­თხოვ­ნიც, მკაც­რიც. ვცდი­ლობ რაც შე­იძ­ლე­ბა ფრთხი­ლად, ცოტ-ცო­ტა­თი შე­ვა­პა­რო „რთუ­ლი“ მა­თე­მა­ტი­კა.

რა ეტყო­დით მას, ვინც გეგ­მავს მო­მა­ვალ­ში თქვე­ნი კო­ლე­გა, პე­და­გო­გი გახ­დეს?

იმას, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს და­ი­წყოს პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა, ვე­ტყვი, რომ წარ­მა­ტე­ბის პი­რა­მი­და, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის აგუ­რე­ბის­გან არის აშე­ნე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა იშ­რო­მო და შე­დე­გიც ყო­ველ­თვის და­ი­დე­ბა.

NS

ავტორი:

"თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, საგანიც უყვარდება და შესაბამისად, სწავლაც უადვილდება“ -  ინტერვიუ იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელთან მათემატიკაში

"თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, საგანიც უყვარდება და შესაბამისად, სწავლაც უადვილდება“ -  ინტერვიუ იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელთან მათემატიკაში

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეგიდით, მიმდინარე წელს, წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი“ ჩატარდა. პირველი სამი რეგიონის – კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად პროგრამას ფინანსური მხარდაჭერა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გაუწია. საქართველოში მოქმედი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მთავარი მიზანი სწორედ საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. დღეს, განათლების სპეციალისტები და თავად კონკურსის მონაწილეები უკვე აღნიშნავენ, რომ „მასწავლებელთა აღიარების რეგიონულმა კონკურსმა“ მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციასა და ამ პროფესიის მნიშვნელობის გააზრებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. ამჯერად გაგაცნობთ იმერეთის რეგიონის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელს ქ. ხონის N3 საჯარო სკოლიდან.

რას თვლის სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვნად და ელოდა თუ არა მასწავლებელთა აღიარების კონკურსში იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებლის წოდების მოპოვებას - შორენა ქავზინაძეს ისტორია.

რატომ გადაწყვიტეთ მიგეღოთ მონაწილეობა მასწავლებელთა აღიარების კონკურსში?

ყოველთვის მთელი ჩემი მუშაობის პრაქტიკაში ვაკეთებდი სხვადასხვა მრავალფეროვან პროექტებს, ღონისძიებებს. შარშან, მიუხედავად პანდემიისა და ონლაინ სწავლებისაა, საკმაოდ ბევრი პროექტი თუ აქტივობა განვახორციელე. დირექტორს ყოველთვის ვაცნობდი ამ აქტივობების შესახებ, რადგან ბავშვებს ძალიან მოსწონთ თავიანთი ნამუშევრების სხვებისთვის ჩვენება, მით უმეტეს დირექტორისთვის.

დირექტორმა დამიბარა და მითხრა, მომეყარა ყველაფრისთვის თავი და მიმეღო მონაწილეობა კონკურსში. ეს ჩემი ყოველდღიურობაა და საკონკურსოს ვერაფერს ვხედავ მეთქი, მაგრამ მოძებნე სურათები და აუცილებლად მიიღე მონაწილეობაო... ვეღარ ვუთხარი უარი. ნამდვილად არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი. ის, რაც წარვადგინე, ჩემი ყოველწლიური ნამუშევრებიდან ერთ-ერთი იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები ობიექტურად შეაფასა, დაინახა ჩემი საქმისადმი და ბავშვებისადმი დამოკიდებულება და სიყვარული.

რამ იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე, რომ გამხდარიყავით პედაგოგი?

მე გავიზარდე ხონის რაიონის სოფელ ქუტირში. დედა მასწავლებელი იყო. სულ ვხედავდი მის საყვარელ საქმეს როგორი კრძალვით, სიყვარულით და პატივისცემით ემსახურებოდა. შესაბამისად, მთელი სოფელი პატივს სცემდა. დედა ჩემთვის იდეალი იყო ყოველთვის და არის დღესაც. ჩემი არჩევანი თავისთავად მოხდა და ყველაფერი გადმოვიდა თითქოს ტრადიციულად, მთელი თავისი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და ცოდნით.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია, მე მიყვარს ჩემი საქმე, ვცდილობ ყველა გაკვეთილიდან ცოდნა თუ არა, რაღაც ერთი სიტყვა მაინც გაიტანონ მოსწავლეებმა. ვცდილობ, დავანახო ჩემი თანადგომა, სიყვარული, ზრუნვა, რათა ამ რთულ ცხოვრებაში თავიანთი სათქმელი ცოტათი უფრო მტკიცედ და თამამად თქვან.

ორიოდე თვის წინ შემხვდა ჩემი პირველი მოსწავლე, მარიამი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. დიდი მადლობა გადამიხადა: პროფესია თქვენი და თქვენი საგნის სიყვარულით ავირჩიეო, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა, რომ თქვენგან ადამიანობა ვისწავლე, რომელიც დღემდე მომყვებაო. კლასელები რომ ვიკრიბებით, პირველი თქვენით ვიწყებთ და ყოველთვის აღვნიშნავთ თქვენს დამოკიდებულებას ჩვენდამიო. არადა, ამ კლასს 23 წლის წინ ვასწავლიდი...

თქვენ სულ ამბობთ, რომ სწავლობთ ბავშვებისგან - რას გულისხმობთ?

ვცდილობ, მათგან ვისწავლო რა და როგორ ვასწავლო. ისეთ კარგ და ლამაზ აზრებს მაწოდებენ, მიკვირს მე როგორ ვერ მოვიფიქრე თქო. ვცდილობ, მათ იდეებს ხორც შევასხა და უფრო საინტერესო გავხადო გაკვეთილი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რესურსებს, პროექტებს, კომპლექსურ დავალებებს. ეს საკმაოდ მოსწონთ და უფრო მოტივირებულები არიან. ერთი აქტივობა არ გვაქვს დამთავრებული, მეორეს მთხოვენ.

როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა მოსწავლეს კონკრეტული საგანი, თქვენს შემთხვევაში მათემატიკა?

თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, საგანიც უყვარდება და შესაბამისად, სწავლაც უადვილდება, ამიტომ დიდ როლს ვანიჭებ ურთიერთობებს, ვცდილობ ვიყო სამართლიანიც, მომთხოვნიც, მკაცრიც. ვცდილობ რაც შეიძლება ფრთხილად, ცოტ-ცოტათი შევაპარო „რთული“ მათემატიკა.

რა ეტყოდით მას, ვინც გეგმავს მომავალში თქვენი კოლეგა, პედაგოგი გახდეს?

იმას, ვისაც სურვილი აქვს დაიწყოს პედაგოგიური მოღვაწეობა, ვეტყვი, რომ წარმატების პირამიდა, წარუმატებლობის აგურებისგან არის აშენებული. ძალიან ბევრი უნდა იშრომო და შედეგიც ყოველთვის დაიდება.

NS