პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"7 ნოემბერს თუ ვიღაცამ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, რადგან ინფორმირებული იყო სააკაშვილი, ის იყო დამნაშავე?!" - გიორგი ბარამიძე
"7 ნოემბერს თუ ვიღაცამ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, რადგან ინფორმირებული იყო სააკაშვილი, ის იყო დამნაშავე?!" - გიორგი ბარამიძე

არ­სე­ბობს სად­მე ისე­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ­სე­ბობს სტე­ლი­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც რა­ღაც და­ნა­შა­ულს არ ჩა­ი­დენს?! - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არა თუ დამ­ნა­შა­ვე არ იყო, ის თა­ნა­მედ­რო­ვე, ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებ­და , - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არას­წო­რია, რომ კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა უნდა აგოს პა­სუ­ხი.

რო­გორც გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუკი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა, ასე­თი მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სხვა ძა­ლით უნდა ჩა­ნაც­ვლდეს.

"არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის ერ­თად აზელ­ვა. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში - ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში -არ არ­სე­ბობს, რომ და­ნა­შუ­ა­ლი არ მოხ­დეს. არ არ­სე­ბობს, რომ არა მარ­ტო რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ არ ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა ადა­მი­ან­მა არ ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი - პო­ლი­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბა ეს, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, პო­ლი­ტი­კო­სი. არ­სე­ბობს ისე­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ­სე­ბობ­დეს სტე­ლი­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც რა­ღაც და­ნა­შა­ულს არ ჩა­ი­დენს?! ვინც და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს, სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა თუ შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ის ადა­მი­ა­ნი უნდა და­ი­სა­ჯოს. ხოლო თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა და ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა დი­დია, იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ირ­ჩე­ვენ ხოლ­მე და მო­იყ­ვა­ნენ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თუმ­ცა, ის დამ­ნა­შა­ვე, ვინც კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და ხე­ლი­სუ­ფა­ლი, რო­მე­ლიც იმ დროს ქვე­ყა­ნას მარ­თავ­და, ერ­თმა­ნეთ­ში კი არ უნდა ავ­ზი­ლოთ და კი არ უნდა ვთქვათ, იმის გამო, რომ ვი­ღა­ცამ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი ან პრე­ზი­დენ­ტი ამის­თვის ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არა თუ დამ­ნა­შა­ვე არ იყო, ის აშე­ნებ­და თა­ნა­მედ­რო­ვე, ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს არ აშე­ნე­ბენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ან­გრე­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მეს, რა­ზეც ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ედა­ვე­ბა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რად­გან ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ვინ­მეს გა­დაც­დო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამ საქ­მე­ზე სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უნდა აგოს პა­სუ­ხი სა­მარ­თლებ­რი­ვად.

"ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზო­რით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს, ვინც ან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე არ იყო, ან ვინც პო­ლი­ცი­ე­ლი არ იყო, რო­მე­ლიც ამ აქ­ცი­ას შლი­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ყვე­ლა­ნი თვალს ვა­დევ­ნებ­დით ტე­ლე­ვი­ზი­ით და რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი, გა­უ­გე­ბა­რია. [პრე­ზი­დენტს] აბა რითი უნდა ედევ­ნე­ბი­ნა თვალ­ყუ­რი, იქ ხომ არ იყო პრე­ზი­დენ­ტი. ვინ თქვა რომ არ ჰქონ­და [სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი]. რად­გან ტე­ლე­ვი­ზო­რით ვა­დევ­ნებ­დი თვალს, ეს ნიშ­ნავს, ტე­ლე­ფო­ნით არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ვინ­მეს?! - არ ნიშ­ნავს. მე შე­იძ­ლე­ბა თვალს ვა­დევ­ნებ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ით და ამ დროს, ვი­საც მინ­და იმას ვუ­რე­კავ­დე. ერთი მე­ო­რეს რა­ტომ გა­მო­რი­ცხავს, არ მეს­მის. ვინ­მე სა­ღად­მყო­ფელს ჰგო­ნია, რომ პო­ლი­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა პრე­ზი­დენ­ტის დო­ნე­ზე ხდე­ბა?

ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, იყო პრე­ზი­დენ­ტი. მერე რა, რომ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო?! ამი­ტომ, იქ თუ ვი­ღა­ცამ რა­ღაც გა­დაც­დო­მა ჩა­ი­დი­ნა, რად­გან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო პრე­ზი­დენ­ტი, ის იყო დამ­ნა­შა­ვე?! ამას ვამ­ბობ, აზელ­ვა ხდე­ბა ყვე­ლაფ­რის. რო­გორ არ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, კაცი გა­დად­გა. აქ პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­მარ­თლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე, სა­დაც თვა­ლი არა­ვის­თვის არ ამო­უ­თხრი­ათ და არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა, დღეს მე­რამ­დე­ნე წელი გა­ვი­და პო­ლი­ცი­ე­ლიც კი არ არის დას­ჯი­ლი.

რო­მე­ლი დიქ­ტა­ტო­რი იცი­ან, რო­მე­ლიც გა­დად­გე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან?! რო­მე­ლი დიქ­ტა­ტო­რი იცი­ან, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ტი­ას მი­უ­ლო­ცავს ეგ­ზიტ­პო­ლის შემ­დეგ და და­ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას?!“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბარამიძე ბარაშკას
1

შე ბარაშკა, სვანეთში რომ ახვედი და ორი ათასი სპეცრაზმელით მთელი ოჯახი რომ გაანადგურე ეგეც გადაცდომა ან შეცდომა იყო?!.....

2004-ში გლდანში ეკლესია რომ დაარბიეთ და ძირს ათრევდით მყვდელს, ეკლესიას მანქანით კარები რომ შეუნგრიეთ ეგეც გადაცდომა-შეცდომა იყო?!...

შენ მემგონი მანიაკი ხარ და არ გინდა მაგის გაგება!... 

ბადრი
0

მე მგონი 7 ნოემბერი ბიძინამ, ღარიბაშვილმა კალაძემ და კობახიძემ მოაწყო. ეს რა უბედურებაა რომ ყველაფერი მიხაილ წამებულს და უნამუსოს რომ ბრალდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"7 ნოემბერს თუ ვიღაცამ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, რადგან ინფორმირებული იყო სააკაშვილი, ის იყო დამნაშავე?!" - გიორგი ბარამიძე

"7 ნოემბერს თუ ვიღაცამ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, რადგან ინფორმირებული იყო სააკაშვილი, ის იყო დამნაშავე?!" - გიორგი ბარამიძე

არსებობს სადმე ისეთი ქვეყანა, სადაც არსებობს სტელირული ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელიც რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს?! - მიხეილ სააკაშვილი არა თუ დამნაშავე არ იყო, ის თანამედროვე, ქართულ სახელმწიფოს აშენებდა , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, არასწორია, რომ კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა აგოს პასუხი.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, თუკი საზოგადოება კონკრეტული ხელისუფლებით უკმაყოფილოა, ასეთი მმართველი პოლიტიკური ძალა სხვა ძალით უნდა ჩანაცვლდეს.

"არ შეიძლება ყველაფრის ერთად აზელვა. ნებისმიერ ქვეყანაში - ამერიკაში, საქართველოში, შვეიცარიაში, ესპანეთში -არ არსებობს, რომ დანაშუალი არ მოხდეს. არ არსებობს, რომ არა მარტო რიგითმა მოქალაქემ არ ჩაიდინოს დანაშაული, არამედ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანმა არ ჩაიდინოს დანაშაული - პოლიციელი იქნება ეს, მაღალი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი. არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც არსებობდეს სტელირული ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელიც რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს?! ვინც დანაშაულს ჩაიდენს, საქართველოში იქნება თუ შვეიცარიაში, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს. ხოლო თუ ხელისუფლებაში ბევრი დანაშაული ხდება და ხალხის უკმაყოფილება დიდია, იმ ხელისუფლებას გადაირჩევენ ხოლმე და მოიყვანენ ახალ ხელისუფლებას, თუმცა, ის დამნაშავე, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ხელისუფალი, რომელიც იმ დროს ქვეყანას მართავდა, ერთმანეთში კი არ უნდა ავზილოთ და კი არ უნდა ვთქვათ, იმის გამო, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა, ქვეყნის პრემიერი ან პრეზიდენტი ამისთვის ციხეში უნდა იჯდეს - მიხეილ სააკაშვილი არა თუ დამნაშავე არ იყო, ის აშენებდა თანამედროვე, ქართულ სახელმწიფოს. დამნაშავეები სახელმწიფოს არ აშენებენ, დამნაშავეები სახელმწიფოს ანგრევენ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, რაზეც ასევე პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ედავება, ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ რადგან ექსპრეზიდენტი ვინმეს გადაცდომის შესახებ ინფორმირებული იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი სამართლებრივად.

"ყველა ადამიანი ტელევიზორით ადევნებდა თვალყურს, ვინც ან აქციის მონაწილე არ იყო, ან ვინც პოლიციელი არ იყო, რომელიც ამ აქციას შლიდა. დანარჩენები, ყველანი თვალს ვადევნებდით ტელევიზიით და რა არის ამაში გასაკვირი, გაუგებარია. [პრეზიდენტს] აბა რითი უნდა ედევნებინა თვალყური, იქ ხომ არ იყო პრეზიდენტი. ვინ თქვა რომ არ ჰქონდა [სატელეფონო საუბარი]. რადგან ტელევიზორით ვადევნებდი თვალს, ეს ნიშნავს, ტელეფონით არ ველაპარაკებოდი ვინმეს?! - არ ნიშნავს. მე შეიძლება თვალს ვადევნებდე ტელევიზიით და ამ დროს, ვისაც მინდა იმას ვურეკავდე. ერთი მეორეს რატომ გამორიცხავს, არ მესმის. ვინმე საღადმყოფელს ჰგონია, რომ პოლიციური ოპერაციის დაგეგმვა პრეზიდენტის დონეზე ხდება?

ინფორმირებული, რა თქმა უნდა, იყო პრეზიდენტი. მერე რა, რომ ინფორმირებული იყო?! ამიტომ, იქ თუ ვიღაცამ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, რადგან ინფორმირებული იყო პრეზიდენტი, ის იყო დამნაშავე?! ამას ვამბობ, აზელვა ხდება ყველაფრის. როგორ არ იღებს პასუხისმგებლობას, კაცი გადადგა. აქ პრეზიდენტის გასამართლებაზე ლაპარაკობენ 7 ნოემბრის საქმეზე, სადაც თვალი არავისთვის არ ამოუთხრიათ და არავინ დაღუპულა, დღეს მერამდენე წელი გავიდა პოლიციელიც კი არ არის დასჯილი.

რომელი დიქტატორი იციან, რომელიც გადადგება ნებაყოფლობით თანამდებობიდან?! რომელი დიქტატორი იციან, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მიულოცავს ეგზიტპოლის შემდეგ და დატოვებს თანამდებობას?!“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.