სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბის გარდა, ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა... მტრები არ ჰყოლია" - რას აცხადებს მოკლული ანასტასია შატალოვას დედა?
"ზურაბის გარდა, ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა... მტრები არ ჰყოლია" - რას აცხადებს მოკლული ანასტასია შატალოვას დედა?

მოკ­ლუ­ლი ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტი მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თის დად­გე­ნის მიზ­ნით და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა შა­ვა­ძე აცხა­დებს, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­მაც შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს, "თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი“.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მათ გა­მო­ძი­ე­ბა­ში საქ­მის მა­სა­ლე­ბი წა­რად­გი­ნეს, მათ შო­რის, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი ჩვე­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას ბავ­შვის მამა, ზუ­რაბ ბე­რი­ძე ქი­ლე­რით ემუქ­რე­ბო­და.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა სვეტ­ლა­ნამ ინ­ფორ­მა­ცია წა­რად­გი­ნა გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რაც სა­ეჭ­ვო ავ­ტო­მან­ქა­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. მისი გად­მო­ცე­მით, ეს არის ის ავ­ტო­მა­ქა­ნე­ბი ნომ­რე­ბის მი­თი­თე­ბით, რომ­ლე­ბიც ამ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვამ­დე დას­დევ­და და უთ­ვალ­თავ­ლებ­და ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა მა­ინც და მა­ინც დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას არ გა­მოთ­ქვამს, რაც ვფიქ­რობ, გო­ნივ­რულ ეჭვს აჩენს იმი­სას, რომ ვი­ღაც შე­საძ­ლოა, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია იმ თე­მით, რომ საქ­მე­ზე დამ­კვე­თის კუ­თხით ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არ დაგ­დინ­დეს“, - აცხა­დებს შა­ვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის ის მა­სა­ლე­ბი მი­ა­წო­და, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ბე­რი­ძის მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს უკავ­შირ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მან ვერც ამ კუ­თხით და­ი­ნა­ხა გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რაც კი­დევ უფრო უღ­რმა­ვებს ეჭ­ვებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ტენ­დენ­ცი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დის, სვეტ­ლა­ნა შა­ტა­ლო­ვას გან­ცხა­დე­ბით, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მტრე­ბი არ ჰყო­ლია.

"არ ვიცი რა მოხ­და და რა­ტომ მოკ­ლეს, მხო­ლოდ ის ვიცი, რომ ხში­რად მი­რე­კავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, უბ­რა­ლოდ, ზუ­რაბ­თან უნდა მო­ვაგ­ვა­რო სი­ტუ­ა­ცია, რომ ბავ­შვი არ წა­მარ­თვა­სო. ბო­ლოს აქ ჩა­მოვფრინ­დი, დავ­რჩი 23 სექ­ტემ­ბრი­დან 9 ოქ­ტომ­ბრამ­დე, სულ უკან იხე­დე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და მით­ვალ­თვა­ლე­ბე­ნო, ზუ­რა­ბის გარ­და, ვის შე­ეძ­ლო მის­თვის ეთ­ვალ­თვა­ლა, არ ვიცი, მტრე­ბი არ ყო­ლია. ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტია მის წი­ნა­აღ­მდეგ, ბავ­შვი მის სახ­ლშია, ის ძა­ლი­ან ბევრ დროს, ენერ­გი­ას და ფულს ხარ­ჯავ­და, რომ შვი­ლი მას დარ­ჩე­ნო­და, ახლა ეს ყვე­ლა პრობ­ლე­მა გა­და­წყვე­ტი­ლია. უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ ასე­ვე ძი­ძა­საც, როცა ის ბავ­შვთან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, მი­თხრეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და წი­ნას­წარ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რე­ბენ, სამი და­კა­ვე­ბუ­ლია, ისი­ნი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სწო­რედ მათ მოკ­ლეს ანას­ტა­სია“, - აცხა­დებს შა­ტა­ლო­ვას დედა.

ცნო­ბის­თვის, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე 18 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბექა ლა­ტა­რია, ბი­ძი­ნა ხა­სია და ლე­ვან რა­ჯა­ვი და­ა­კა­ვეს.

ბექა ლა­ტა­რი­ას ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

ბი­ძი­ნა ხა­სი­ას გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბას და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა.

ლე­ვან რა­ჯავს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბა.

სა­მი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ზურაბის გარდა, ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა... მტრები არ ჰყოლია" - რას აცხადებს მოკლული ანასტასია შატალოვას დედა?

"ზურაბის გარდა, ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა... მტრები არ ჰყოლია" - რას აცხადებს მოკლული ანასტასია შატალოვას დედა?

მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი და ადვოკატი მკვლელობის დამკვეთის დადგენის მიზნით დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, ცალკე წარმოებად დაწყებული გამოძიება, რომელმაც შატალოვას მკვლელობის დამკვეთი უნდა გამოავლინოს, "თაროზეა შემოდებული“.

ადვოკატის თქმით, მათ გამოძიებაში საქმის მასალები წარადგინეს, მათ შორის, ანასტასია შატალოვას სიცოცხლისდროინდელი ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მას ბავშვის მამა, ზურაბ ბერიძე ქილერით ემუქრებოდა.

"რამდენიმე დღის წინ, ანასტასია შატალოვას დედამ, ქალბატონმა სვეტლანამ ინფორმაცია წარადგინა გამოძიებაში, რაც საეჭვო ავტომანქანებს უკავშირდება. მისი გადმოცემით, ეს არის ის ავტომაქანები ნომრების მითითებით, რომლებიც ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე დასდევდა და უთვალთავლებდა ანასტასია შატალოვას. ამ მიმართულებით, გამოძიება მაინც და მაინც დიდ დაინტერესებას არ გამოთქვამს, რაც ვფიქრობ, გონივრულ ეჭვს აჩენს იმისას, რომ ვიღაც შესაძლოა, დაინტერესებულია იმ თემით, რომ საქმეზე დამკვეთის კუთხით ჭეშმარიტება არ დაგდინდეს“, - აცხადებს შავაძე.

მისივე თქმით, გამოძიებას სისხლის სამართლის ის მასალები მიაწოდა, რომელიც ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებს უკავშირდება. ადვოკატის განმარტებით, მან ვერც ამ კუთხით დაინახა გამოძიების მხრიდან დაინტერესება, რაც კიდევ უფრო უღრმავებს ეჭვებს, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს.

მოკლული ქალის დედის, სვეტლანა შატალოვას განცხადებით, ანასტასია შატალოვას მტრები არ ჰყოლია.

"არ ვიცი რა მოხდა და რატომ მოკლეს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ხშირად მირეკავდა და მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, ზურაბთან უნდა მოვაგვარო სიტუაცია, რომ ბავშვი არ წამართვასო. ბოლოს აქ ჩამოვფრინდი, დავრჩი 23 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე, სულ უკან იხედებოდა და მეუბნებოდა მითვალთვალებენო, ზურაბის გარდა, ვის შეეძლო მისთვის ეთვალთვალა, არ ვიცი, მტრები არ ყოლია. ძალიან ბევრი ფაქტია მის წინააღმდეგ, ბავშვი მის სახლშია, ის ძალიან ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავდა, რომ შვილი მას დარჩენოდა, ახლა ეს ყველა პრობლემა გადაწყვეტილია. უთვალთვალებდნენ ასევე ძიძასაც, როცა ის ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდა.

პოლიციაში ვიყავი, მითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, სამი დაკავებულია, ისინი ბრალს არ აღიარებენ, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ სწორედ მათ მოკლეს ანასტასია“, - აცხადებს შატალოვას დედა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობას და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.