სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ - დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?!" - ლევან იოსელიანი
"დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ - დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?!" - ლევან იოსელიანი

"ძა­ლი­ან დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო, რაც მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტე­ბის­გან მო­ვის­მი­ნეთ - და­ი­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, იუ­რის­ტე­ბი?! ძა­ლი­ან გთხოვთ, სულ ყვე­ლას, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი და რო­დე­საც კენ­ჭისყრა იქ­ნე­ბა გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა აღი­ა­რე­ბით, ვა­ღი­ა­როთ, რომ ეს ხალ­ხი არ იმ­სა­ხუ­რებს გან­წე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ უვა­დოდ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში" - ასე მი­მარ­თა ვიცე- სპი­კერ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, დე­პუ­ტა­ტებს.

იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტებ­მა, არა­მარ­ტო პრო­ფე­სი­ულ ნა­წილ­ში ვერ გა­არ­თვეს კი­თხვებს თავი, არა­მედ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ნა­წილ­შიც.

"ჩვენ წინა კვი­რას ვუს­მენ­დით მო­სა­მარ­თლე­თა კან­დი­და­ტებს. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყო, რაც ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­მა მო­ვის­მი­ნეთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც პრე­ტენ­ზია აქვთ, რომ იყ­ვნენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. ეს იმედ­გაც­რუ­ე­ბა არ არის მხო­ლოდ ჩვენ­ში, ჩვენ ვნა­ხეთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან ზო­გა­დად ამ პრო­ცე­სით, მაგ­რამ ერთი წუ­თით პრო­ცესს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ჩვენ ვნა­ხეთ კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად კი­თხვებს ვერ გა­არ­თვეს თავი არა­მარ­ტო პრო­ფე­სი­ულ ნა­წილ­ში, არა­მედ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ნა­წილ­შიც. ერთ-ერ­თმა თქვა, რომ 28 წლამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით, მერე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა სა­სა­მარ­თლო­ში და­რა­ჯად, შემ­დეგ კუ­რი­ე­რად და სულ მოკ­ლე ვა­და­ში გა­ი­კე­თა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რა და დღეს აქ არის კან­დი­და­ტად ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. კი­თხვა მაქვს - და­ი­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, იუ­რის­ტე­ბი?! სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა კი არ არის პრობ­ლე­მა, პრობ­ლე­მა ის არის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დენ კი­თხვის ნი­შანს ბა­დებს, რომ სა­ერ­თოდ არც უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო ამ კან­დი­და­ტის პარ­ლა­მენ­ტში ნო­მი­ნი­რე­ბა და გა­მოგ­ზავ­ნა. მე­ო­რე მო­სა­მარ­თლეა, რო­მელ­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი გია გვი­ჩი­ა­ნის და ნიკა ჩე­მი­ას საქ­მე­ზე. 11 წელი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ხდნენ ცი­ხე­ში და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, უკა­ნო­ნოდ. დღეს ეს მო­სა­მარ­თლე არის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უვა­დოდ და­ნიშ­ნუ­ლი და პრე­ტენ­ზია აქვს, რომ უნდა იყოს უზე­ნა­ეს­ში მა­ინც და მა­ინც. კი­დევ იგი­ვე კი­თხვა მაქვს - და­ი­ლია იუ­რის­ტე­ბი, რომ ასე­თი წარ­სუ­ლის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არ იყოს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტში?! და ბო­ლოს ვერც ერ­თმა მო­სა­მარ­თლემ, რომ­ლებ­საც ვუს­მენ­დით აგ­ვის­ტო­ში და ვერც ახლა, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ვერ გას­ცა პა­სუ­ხი იყო თუ არა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ზე­წო­ლა სა­სა­მარ­თლო­ზე, ყვე­ლა მათ­გან­მა თავი აა­რი­და ამ პა­სუხს და თქვა, რომ არა, ჩვენ­ზე არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლაო. ბო­დი­ში, მაგ­რამ თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე კარ­გად იყო მა­შინ, სა­ერ­თოდ რა­ტომ ვაკ­რი­ტი­კებთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ინ­დელ სა­სა­მარ­თლოს და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს?! მა­შინ არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა, არც სცოდ­ნი­ათ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და.

ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა აღი­ა­რე­ბით. მე გუ­შინ არ მო­მე­წო­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა არ და­ი­წყო აღი­ა­რე­ბით და იგი­ვე ხდე­ბა აქაც. უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ იმ დროს იმ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ისე­თი გა­დაც­დო­მე­ბი, რომ არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გან­წე­სე­ბას. ეს კან­დი­და­ტე­ბი შე­მოვ­ლენ აქ და ძა­ლი­ან გთხოვთ, სულ ყვე­ლას, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი და რო­დე­საც კენ­ჭისყრა იქ­ნე­ბა გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა აღი­ა­რე­ბით, ვა­ღი­ა­როთ, რომ ეს ხალ­ხი არ იმ­სა­ხუ­რებს გან­წე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ უვა­დოდ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ - დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?!" - ლევან იოსელიანი

"დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ - დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?!" - ლევან იოსელიანი

"ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ - დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?! ძალიან გთხოვთ, სულ ყველას, რომ გაითვალისწინოთ ყველაფერი და როდესაც კენჭისყრა იქნება გახსოვდეთ, რომ ყველაფერი იწყება აღიარებით, ვაღიაროთ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს განწესებული იყვნენ უვადოდ უზენაეს სასამართლოში" - ასე მიმართა ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატებს.

იოსელიანის განცხადებით, მოსამართლეთა კანდიდატებმა, არამარტო პროფესიულ ნაწილში ვერ გაართვეს კითხვებს თავი, არამედ კეთილსინდისიერების ნაწილშიც.

"ჩვენ წინა კვირას ვუსმენდით მოსამართლეთა კანდიდატებს. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რაც ყველა ჩვენთაგანმა მოვისმინეთ ამ ადამიანებისგან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ეს იმედგაცრუება არ არის მხოლოდ ჩვენში, ჩვენ ვნახეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომლებიც ასევე იმედგაცრუებულები არიან ზოგადად ამ პროცესით, მაგრამ ერთი წუთით პროცესს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვნახეთ კანდიდატები, რომლებმაც ელემენტარულად კითხვებს ვერ გაართვეს თავი არამარტო პროფესიულ ნაწილში, არამედ კეთილსინდისიერების ნაწილშიც. ერთ-ერთმა თქვა, რომ 28 წლამდე დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მერე დაიწყო მუშაობა სასამართლოში დარაჯად, შემდეგ კურიერად და სულ მოკლე ვადაში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა და დღეს აქ არის კანდიდატად ნომინირებული. კითხვა მაქვს - დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?! სოფლის მეურნეობაში მუშაობა კი არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი იმდენ კითხვის ნიშანს ბადებს, რომ საერთოდ არც უნდა განხილულიყო ამ კანდიდატის პარლამენტში ნომინირება და გამოგზავნა. მეორე მოსამართლეა, რომელსაც გადაწყვეტილება აქვს მიღებული გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმეზე. 11 წელი ეს ადამიანები ისხდნენ ციხეში და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, უკანონოდ. დღეს ეს მოსამართლე არის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული და პრეტენზია აქვს, რომ უნდა იყოს უზენაესში მაინც და მაინც. კიდევ იგივე კითხვა მაქვს - დაილია იურისტები, რომ ასეთი წარსულის მოსამართლეები არ იყოს გამოგზავნილი პარლამენტში?! და ბოლოს ვერც ერთმა მოსამართლემ, რომლებსაც ვუსმენდით აგვისტოში და ვერც ახლა, რომლებიც მუშაობდნენ წინა ხელისუფლების დროს, ვერ გასცა პასუხი იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა სასამართლოზე, ყველა მათგანმა თავი აარიდა ამ პასუხს და თქვა, რომ არა, ჩვენზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილაო. ბოდიში, მაგრამ თუ ყველაფერი ასე კარგად იყო მაშინ, საერთოდ რატომ ვაკრიტიკებთ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ სასამართლოს და ზურაბ ადეიშვილის სასამართლოს?! მაშინ არ ყოფილა არანაირი პრობლემა იმიტომ, რომ ამ ადამიანებზე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა, არც სცოდნიათ, რომ სასამართლოში რაიმე პრობლემები არსებობდა.

ყველაფერი იწყება აღიარებით. მე გუშინ არ მომეწონა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ დაიწყო აღიარებით და იგივე ხდება აქაც. უნდა ვაღიაროთ, რომ იმ დროს იმ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ისეთი გადაცდომები, რომ არ იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში განწესებას. ეს კანდიდატები შემოვლენ აქ და ძალიან გთხოვთ, სულ ყველას, რომ გაითვალისწინოთ ყველაფერი და როდესაც კენჭისყრა იქნება გახსოვდეთ, რომ ყველაფერი იწყება აღიარებით, ვაღიაროთ, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს განწესებული იყვნენ უვადოდ უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა იოსელიანმა.