პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარადოქსულია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას "მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული" - შოთა ბურჯანაძე
"პარადოქსულია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას "მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული" - შოთა ბურჯანაძე

"პა­რა­დოქ­სუ­ლი არის ის, რომ ობი­ექ­ტზე მიმ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას "მწვა­ნე ბა­რა­თის“ პი­რო­ბე­ბი, ხოლო დამ­ხვედ­რი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კრი­ტე­რი­უ­მებს. ვფიქ­რობ, რომ ეს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა და კო­რექ­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა, რად­გან ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და "რეს­ტო­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე შოთა ბურ­ჯა­ნა­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ გან­მარ­ტა, 1-ელი დე­კემ­ბრი­დან "მწვა­ნე ბა­რა­თის“ სტა­ტუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მთელ რიგ ობი­ექ­ტებ­ში და­იშ­ვე­ბი­ან, თუმ­ცა ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­მო­იწ­ვევს სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებს.

"ამ ეტაპ­ზე, 1-ელი დე­კემ­ბრი­დან "მწვა­ნე ბა­რა­თე­ბის“ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იქ­მნე­ბა გარ­კვე­ულ სფე­რო­ებ­ში და ამ სფე­რო­ებს წარ­მო­ად­გენს: კაფე-ბარი, რეს­ტო­რა­ნი, ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი, ასე­ვე მო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი კაფე-ბა­რე­ბი და ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი, კა­ზი­ნო­ე­ბი და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სფე­რო. აქ შემსვლე­ლი ადა­მი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს "მწვა­ნე ბა­რა­თის“ მფლო­ბე­ლო­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს ან იყო 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში PCR ტეს­ტის მფლო­ბე­ლი, ან სწრა­ფი ტეს­ტის, ან გქონ­დეს გა­და­ტა­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ან იყო ორ­ჯერ აც­რი­ლი. ეს არის ამ შემ­თხვე­ვა­ში "მწვა­ნე ბა­რა­თის“ მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­იშ­ვე­ბა ობი­ექ­ტზე. პა­რა­დოქ­სუ­ლი არის ის თემა, რომ მიმ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნი არის ვალ­დე­ბუ­ლი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ამ კრი­ტე­რი­უ­მებს, რა­ზეც ვი­სა­უბ­რე და ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­ხვედ­რი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, ამ კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ეს არის სრუ­ლი პა­რა­დოქ­სი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ჩვენ ამ რე­ა­ლო­ბა­ში ბევ­რი პა­რა­დოქ­სუ­ლი მო­მენ­ტი გვაქვს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა და კო­რექ­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, რომ ეს ვი­თა­რე­ბა ასე დარ­ჩეს“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ სა­ჭი­როა "მწვა­ნე ზო­ნე­ბის“ შექ­მნა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას, რო­გორც ობი­ექ­ტზე მიმ­სვლელ­თათ­ვის, ასე­ვე პერ­სო­ნა­ლის­თვი­საც და ასე­ვე მოხ­სნის იმ შე­ზღუდ­ვებს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად რეს­ტორ­ნე­ბის­თვის წვე­უ­ლე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვა.

"მწვა­ნე ზო­ნა­ში“ დამ­ხვედ­რიც, მიმ­სვლე­ლიც, უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კრი­ტე­რი­უ­მებს. ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იგი­ვე იქ­ნე­ბა, რაც სტუმ­რის შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტზე შეს­ვლი­სას "მწვა­ნე ბა­რა­თის“ მფლო­ბელს უნდა გა­აჩ­ნდეს. ეს, "უსაფრ­თხო ზო­ნის“ შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი დაჩ­ქარ­დეს, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პი­რო­ბა არის "მწვა­ნე ზო­ნე­ბის“ და "მწვა­ნე ბა­რა­თე­ბის“ შექ­მნის, მე­ო­რე ის, რომ ის შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნას, რა შე­ზღუდ­ვე­ბიც არ­სე­ბობს ამა თუ იმ სფე­როს­თვის და ეკო­ნო­მი­კა­ში ფული უფრო მე­ტად დატ­რი­ალ­დეს. მა­გა­ლი­თად, დღეს თუ რეს­ტო­რანს გა­აჩ­ნია პი­რო­ბი­თად შე­ზღუდ­ვა, რომ მას არ შე­უძ­ლია "ივენ­თის“, ქორ­წი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, "უსაფრ­თხო ზონა“ თუ შე­იქ­მნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მას უნდა ჰქონ­დეს ამის უფ­ლე­ბა, რომ ჩა­ა­ტა­როს ქორ­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და შოთა ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

Getanxmebit patono shota

ლიკა
1

არავითარი პარადოქსი. ძალზე სწორი მიდგომაა. თანამშრომლის მდგომარეობის კონტროლი სირთულეს არ წარმოადგენს და ის რაიმე სიმპტომის შემჩნევისას სამსახურში არ გამოცხადდება და პასუხისმგებლობას თავად დაწესებულება იღებს. რაც შეეხება გარედან შემსვლელს, მასზე არც ინფორმაცია არსებობს, ვინმე არც პასუხისმგებლობას იღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პარადოქსულია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას "მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული" - შოთა ბურჯანაძე

"პარადოქსულია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას "მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული" - შოთა ბურჯანაძე

"პარადოქსული არის ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას "მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ვფიქრობ, რომ ეს ვითარება შეიცვლება და კორექტირება მოხდება, რადგან ეს არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა "რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ "მთავარში“.

როგორც ბურჯანაძემ განმარტა, 1-ელი დეკემბრიდან "მწვანე ბარათის“ სტატუსის მქონე ადამიანები მთელ რიგ ობიექტებში დაიშვებიან, თუმცა ეს გარემოება გამოიწვევს სხვადასხვა პრობლემებს.

"ამ ეტაპზე, 1-ელი დეკემბრიდან "მწვანე ბარათების“ ვალდებულება იქმნება გარკვეულ სფეროებში და ამ სფეროებს წარმოადგენს: კაფე-ბარი, რესტორანი, ფიტნეს დარბაზები, ასევე მოლებში არსებული კაფე-ბარები და ფიტნეს დარბაზები, კაზინოები და აზარტული თამაშების სფერო. აქ შემსვლელი ადამიანი ვალდებულია, ემორჩილებოდეს "მწვანე ბარათის“ მფლობელობას, რაც გულისხმობს ან იყო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის მფლობელი, ან სწრაფი ტესტის, ან გქონდეს გადატანილი კორონავირუსი ან იყო ორჯერ აცრილი. ეს არის ამ შემთხვევაში "მწვანე ბარათის“ მატარებელი ადამიანი, რომელიც დაიშვება ობიექტზე. პარადოქსული არის ის თემა, რომ მიმსვლელი ადამიანი არის ვალდებული აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს, რაზეც ვისაუბრე და ამ შემთხვევაში დამხვედრი არ არის ვალდებული, ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ეს არის სრული პარადოქსი, წარმოუდგენელი ამბავი. ჩვენ ამ რეალობაში ბევრი პარადოქსული მომენტი გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიძლება და კორექტირება მოხდება. ეს არის წარმოუდგენელი, რომ ეს ვითარება ასე დარჩეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე დასძინა, რომ საჭიროა "მწვანე ზონების“ შექმნა, რაც განაპირობებს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას, როგორც ობიექტზე მიმსვლელთათვის, ასევე პერსონალისთვისაც და ასევე მოხსნის იმ შეზღუდვებს, როგორიც არის მაგალითად რესტორნებისთვის წვეულებების ჩატარების აკრძალვა.

"მწვანე ზონაში“ დამხვედრიც, მიმსვლელიც, უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები იგივე იქნება, რაც სტუმრის შემთხვევაში ობიექტზე შესვლისას "მწვანე ბარათის“ მფლობელს უნდა გააჩნდეს. ეს, "უსაფრთხო ზონის“ შექმნის აუცილებლობა განაპირობებს იმას, რომ გარკვეულწილად იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს, რაც ყველაზე მთავარი პირობა არის "მწვანე ზონების“ და "მწვანე ბარათების“ შექმნის, მეორე ის, რომ ის შეზღუდვები მოიხსნას, რა შეზღუდვებიც არსებობს ამა თუ იმ სფეროსთვის და ეკონომიკაში ფული უფრო მეტად დატრიალდეს. მაგალითად, დღეს თუ რესტორანს გააჩნია პირობითად შეზღუდვა, რომ მას არ შეუძლია "ივენთის“, ქორწილის ჩატარება, "უსაფრთხო ზონა“ თუ შეიქმნება, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს ამის უფლება, რომ ჩაატაროს ქორწილი“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.