მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 9 წელი აქვს მისჯილი და ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოთი ათავისუფლებენ" - ანა დოლიძე
"ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 9 წელი აქვს მისჯილი და ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოთი ათავისუფლებენ" - ანა დოლიძე

პარ­ტია "ხალ­ხის­თვის“ ლი­დე­რის ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო და ზო­გა­დად სა­ხელ­მწი­ფო სე­ლექ­ცი­უ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. რო­გორც დო­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ამის თქმის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა ის, რომ სა­სა­მარ­თლო, ერთი მხრივ, გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ, თუმ­ცა "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ“ პა­ტი­მარს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს, მე­ო­რე მხრივ, კი 9 წელი აქვს მის­ჯი­ლი ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს, "აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ანს, რომ­ლის ბან­კში შეჭ­რას არც მსხვერ­პლი და არც ძარ­ცვა არ მოჰ­ყო­ლია“.

"ზვი­ა­და­უ­რის გა­მოშ­ვე­ბა მინ­და წა­მოვ­წიო, ეს რას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შია - შუ­რის­ძი­ე­ბით მკვლე­ლო­ბა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, სა­ო­ცა­რი შემ­თხვე­ვა, ეს ადა­მი­ა­ნი გი­რა­ოს ფა­სად გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დე­დას უნდა შევ­ხვდე ახლა, ხომ გახ­სოვთ, ბან­კში რომ შე­ვარ­და, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით რომ არის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. შე­ვა­და­როთ - მსხვერ­პლი არ დამ­დგა­რა, ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, არა­ვინ არ გა­უ­ძარ­ცვავს, უბ­რა­ლოდ, გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და თვი­თონ ჩა­ბარ­და. ამ ადა­მი­ანს 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი და მე­ო­რე ხე­ლით, მე­ო­რე მო­სა­მარ­თლე ზვი­ა­და­ურს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შია, გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ ათა­ვი­სუფ­ლებს. რას ნიშ­ნავს ეს? ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლო, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო არ არის ყვე­ლას­თვის, სე­ლექ­ცი­უ­რად არის. აქეთ გყავს პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი, მას ვუშ­ვებ, ფული გა­და­ი­ხა­და, ჩა­ა­წყო, და ვა­ლე­ბუ­ლია "ოც­ნე­ბა“ მის­გან თუ ა.შ. არის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გა­რე­მო­ე­ბებ­ში, მაგ­რამ უპატ­რო­ნოა, ის ზის 9 წელი“, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

მან ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­ლო­დოთ სხვა­დას­ხვა ტი­პის ელე­მენ­ტებს მის­გან, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი არის და რჩე­ბა აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კო­სად და მუ­შა­ობს სა­კუ­თარ ელექ­ტო­რატ­ზე.

"არის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი ამ თე­მა­ზე, თან მის პი­როვ­ნე­ბას რომ ვიც­ნობთ. პრობ­ლე­მა სწო­რედ იმა­შია, ჩვენ, რო­გორც ერი რომ გა­ვი­ზარ­დოთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის­ტო­რი­ულ ჭრილ­ში შევ­ძლოთ ხალ­ხის შე­ფა­სე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ლი­დე­რე­ბის შე­ფა­სე­ბა, რა­საც დღეს ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ, იმი­ტომ, რომ ემო­ცი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის და ემო­ცი­უ­რი მუხ­ტის დონე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­ცეს­თან მი­მარ­თე­ბით. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­ლო­დოთ სხვა­დას­ხვა ტი­პის ელე­მენ­ტებს, იმი­ტომ, რომ ის არის და რჩე­ბა აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კო­სად და მუ­შა­ობს სა­კუ­თარ ელექ­ტო­რატ­ზე და სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მო­ქა­ლა­ქე არ არის, აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად რჩე­ბა, მაგ­რამ მო­დით დავ­სვათ კი­თხვა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეს კარ­გია თუ ცუდი? - ის პრო­ცე­სი, რაც ხდე­ბა, ცალ­სა­ხად ძა­ლი­ან ცუ­დია, იმი­ტომ, რომ უკე­თე­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ამ პრო­ცე­სი­დან რა გა­მო­აქვს?!“- გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

ანა დოლიძე, მიზანმიმართული შევარდნა და შემთხვევა აფექტურ მდგომარეობაში,ერთიდაიგივეა?, მოკლულ ძმას რომ დაინახავს აფექტში მყოფი მკვლელს არ ესვრის? ვის ეყოფა მოთმინება ძალიან საინტერესოა . მიკერძოებული და უცოდინარი იურისტიც ხარ და შენს დაბნეულ აზრებს უკულტუროდ ახვევ საზოგადოებას.

ლიზი
0

ზვიადაურს ღირსება, რომ ქონოდა ციხეში იჯდებოდა, მაგრამ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 9 წელი აქვს მისჯილი და ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოთი ათავისუფლებენ" - ანა დოლიძე

"ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 9 წელი აქვს მისჯილი და ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოთი ათავისუფლებენ" - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად სახელმწიფო სელექციურობით ხასიათდება. როგორც დოლიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა "პრივილეგირებულ“ პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ, კი 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, "აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია“.

"ზვიადაურის გამოშვება მინდა წამოვწიო, ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია - შურისძიებით მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით, საოცარი შემთხვევა, ეს ადამიანი გირაოს ფასად გათავისუფლდა. ლევან ზურაბიშვილის დედას უნდა შევხვდე ახლა, ხომ გახსოვთ, ბანკში რომ შევარდა, აზარტული თამაშებით რომ არის დაზარალებული. შევადაროთ - მსხვერპლი არ დამდგარა, ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არავინ არ გაუძარცვავს, უბრალოდ, განცხადებები გააკეთა და თვითონ ჩაბარდა. ამ ადამიანს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მეორე ხელით, მეორე მოსამართლე ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს. რას ნიშნავს ეს? ჩვენი სასამართლო, ჩვენი სახელმწიფო არ არის ყველასთვის, სელექციურად არის. აქეთ გყავს პრივილეგირებული ბრალდებული, მას ვუშვებ, ფული გადაიხადა, ჩააწყო, და ვალებულია "ოცნება“ მისგან თუ ა.შ. არის გამოშვებული. ლევან ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ აბსოლუტურად სხვა გარემოებებში, მაგრამ უპატრონოა, ის ზის 9 წელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მან ყურადღება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩვენ შეიძლება მოველოდოთ სხვადასხვა ტიპის ელემენტებს მისგან, რადგან სააკაშვილი არის და რჩება აქტიურ პოლიტიკოსად და მუშაობს საკუთარ ელექტორატზე.

"არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ თემაზე, თან მის პიროვნებას რომ ვიცნობთ. პრობლემა სწორედ იმაშია, ჩვენ, როგორც ერი რომ გავიზარდოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიულ ჭრილში შევძლოთ ხალხის შეფასება, განსაკუთრებით ლიდერების შეფასება, რასაც დღეს ვერ მოვახერხებთ, იმიტომ, რომ ემოციური დაძაბულობის და ემოციური მუხტის დონე ძალიან მაღალია სააკაშვილის პროცესთან მიმართებით. ჩვენ შეიძლება მოველოდოთ სხვადასხვა ტიპის ელემენტებს, იმიტომ, რომ ის არის და რჩება აქტიურ პოლიტიკოსად და მუშაობს საკუთარ ელექტორატზე და საკუთარ მომხრეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მოქალაქე არ არის, აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად რჩება, მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს კარგია თუ ცუდი? - ის პროცესი, რაც ხდება, ცალსახად ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ უკეთესი გაკვეთილები ამ პროცესიდან რა გამოაქვს?!“- განაცხადა ანა დოლიძემ.