მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა" - ადვოკატი

"დღეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფურ­ცე­ლი ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა რო­გორც ღა­ლა­ტის კი­დევ ერთი ფურ­ცე­ლი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ბა­სი­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­მარ­თლე­ბა და ამ ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნა, ეს არის ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის სირ­ცხვი­ლი.

"ამ სირ­ცხვი­ლის გაგ­რძე­ლე­ბაა ის, რომ მას დღე­საც არ მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის უფ­ლე­ბა აღედ­გი­ნა. ამ სა­კი­თხის სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექ­ტი მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნაა სა­ა­კაშ­ვი­ლის იზო­ლა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ამ მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვან სა­კითხს, კი­დევ ერთხელ მოხ­და დღეს ლუსტრა­ცია, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა უარს ამ­ბობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე თუკი სა­კი­თხზე წი­ნას­წარ არ არის მწვა­ნე ან­თე­ბუ­ლი ბრე­გა­ძის მხრი­დან.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს აქ მო­იყ­ვა­ნეს იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე იყო ძა­ლი­ან დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხი, თო­რემ ეს სა­სა­მარ­თლო თითს თით­ზე არ და­ა­დებ­და და შე­ფა­სე­ბა­საც არ გა­ა­კე­თებ­და. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­ზეც არ აქვთ მი­თი­თე­ბა და ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ ამ სა­კითხს ვერ გან­ვი­ხი­ლავთ. აბა, ვინ უნდა გა­ნი­ხი­ლოს? როცა ადა­მი­ანს სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­ერ­თვა ეს უფ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლო დუმს და ჩვენს სა­ჩი­ვარს არც კი იხი­ლავს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აპა არა
0

ალბათ მასაჟისტებს თუ გამოიძახებს თორე სხვა არაფერი აკლია, ყველა კომფორტი შეუქმნა ოცნებამ (((

ალექს
0

რომელი ? ვეჩე , სატრიალებელი სახელურით , სმოლნი , სმოლნი, პოსკრებიშევ ? ჰა ? 

ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა" - ადვოკატი

"დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფურცელი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება და ამ ფორმით წარმოდგენა, ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი.

"ამ სირცხვილის გაგრძელებაა ის, რომ მას დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მეათეხარისხოვანია, რადგან ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილის იზოლაცია. რაც შეეხება ამ მეათეხარისხოვან საკითხს, კიდევ ერთხელ მოხდა დღეს ლუსტრაცია, რომ ქართული მართლმსაჯულება უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე თუკი საკითხზე წინასწარ არ არის მწვანე ანთებული ბრეგაძის მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილი დღეს აქ მოიყვანეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი, თორემ ეს სასამართლო თითს თითზე არ დაადებდა და შეფასებასაც არ გააკეთებდა. სატელეფონო ზარებზეც არ აქვთ მითითება და ამბობენ, რომ ჩვენ ამ საკითხს ვერ განვიხილავთ. აბა, ვინ უნდა განიხილოს? როცა ადამიანს სრულიად უკანონოდ ჩამოერთვა ეს უფლება, სასამართლო დუმს და ჩვენს საჩივარს არც კი იხილავს“, - განაცხადა ბასილაიამ.