მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს მათ შორის ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება" - პროკურორი
"სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს მათ შორის ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება" - პროკურორი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლა საქ­მეს არ ეხე­ბო­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ვერ მო­ის­მი­ნეს ვერც ერთი გან­მარ­ტე­ბა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ზე.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბევ­რი ისა­უბ­რა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ზე: უკ­რა­ი­ნა­ზე, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ზე, ასე­ვე იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც არ ეხე­ბო­და საქ­მეს, მაგ­რამ ვერც ერთი გან­ცხა­დე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნეთ "ტე­ლე­ი­მე­დის“ დარ­ბე­ვა­ზე, მა­გა­ლი­თად, რაც არის მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა დღეს გან­სა­ხილ­ვე­ლი საქ­მის. ვერც ერთი გან­მარ­ტე­ბა ჩვენ, ბრალ­დე­ბის მხა­რემ ვერ მო­ვის­მი­ნეთ თუნ­დაც იმ ძა­ლა­დო­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც არის ძი­რი­თა­დი ეპი­ზო­დი ბრალ­დე­ბის.

ასე­ვე, ჩვენ ვერც ერთი გან­მარ­ტე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნეთ, რა­ტომ წა­არ­თვეს პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს ქო­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ორ უმ­ძი­მეს და უსას­ტი­კეს და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას მა­ნი­ა­კა­ლუ­რი და "პი­ა­რუ­ლი“ უწო­და.

"ჩვენ როცა ასეთ მძი­მე საქ­მე­ებ­ზე გვი­წევს წარ­მო­ვად­გენ­დეთ სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მი­ნი­მუმ სი­ნა­ნულს მა­ინც და­ვი­ნა­ხავთ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან. ამის სა­ნაც­ვლოდ ვნა­ხეთ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ორ უმ­ძი­მეს და უსას­ტი­კეს და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ბრალ­დე­ბულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­ნი­ა­კა­ლუ­რი და "პი­ა­რუ­ლი“ უწო­და.

ბრალ­დე­ბულ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე არ არ­სე­ბობს და პი­ა­რუ­ლად და­ვარ­ქვით. ამ უსას­ტი­კე­სი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბას ასე აფა­სებს ამ საქ­მის ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
0

ღირსი იყო და იმიტომ, გაწყობთ?

ვახო ხო
3

პატარკაციშვილი არ იყო სახელმწიფო და თქვენ რატომ ედავებით თუ ქონება წაართვა,ეს პატარკაციშვილის ოჯახას უნდა შექოდეს სარჩელი და არა სახელმწიფოს

ავტორი:

"სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს მათ შორის ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება" - პროკურორი

"სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყველაფერი, გარდა იმისა, რატომ იძალადეს 7 ნოემბერს მათ შორის ჟურნალისტებზე, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება" - პროკურორი

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ვერ მოისმინეს ვერც ერთი განმარტება წარდგენილ ბრალდებაზე.

"მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაზე: უკრაინაზე, ვენესუელაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა საქმეს, მაგრამ ვერც ერთი განცხადება ვერ მოვისმინეთ "ტელეიმედის“ დარბევაზე, მაგალითად, რაც არის მთავარი ბრალდება დღეს განსახილველი საქმის. ვერც ერთი განმარტება ჩვენ, ბრალდების მხარემ ვერ მოვისმინეთ თუნდაც იმ ძალადობაზე ჟურნალისტების მიმართ, რომელიც არის ძირითადი ეპიზოდი ბრალდების.

ასევე, ჩვენ ვერც ერთი განმარტება ვერ მოვისმინეთ, რატომ წაართვეს პატარკაციშვილის ოჯახს ქონება“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკალური და "პიარული“ უწოდა.

"ჩვენ როცა ასეთ მძიმე საქმეებზე გვიწევს წარმოვადგენდეთ სახელმწიფო ბრალდებას, გვაქვს მოლოდინი, რომ მინიმუმ სინანულს მაინც დავინახავთ ბრალდებულის მხრიდან. ამის სანაცვლოდ ვნახეთ დღევანდელ პროცესზე, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებულმა სააკაშვილმა მანიაკალური და "პიარული“ უწოდა.

ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და პიარულად დავარქვით. ამ უსასტიკესი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას ასე აფასებს ამ საქმის ბრალდებული სააკაშვილი“, - განაცხადა პროკურორმა.