საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - გია აბდალაძე
"ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - გია აბდალაძე

"ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი! ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოდ და ცრუ ბრალ­დე­ბით და­ი­ჭი­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს იღებს", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი გია აბ­და­ლა­ძე. დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ამ საქ­მის კი­დევ ერთი ფი­გუ­რან­ტი, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე მუ­შა­ობს, სწო­რედ მას გუ­ლის­ხმობს სა­კუ­თარ პოს­ტში გია აბ­და­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2011 წლის 7 ივ­ლისს ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და­ა­კა­ვა, მათ ჯა­შუ­შო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ ევ­რო­პის პრეს­ფო­ტოს სა­ა­გენ­ტოს ფო­ტოგ­რა­ფი ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, “პრა­იმ ტა­ი­მის” ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი ნა­თია გე­დე­ნი­ძე და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი გია აბ­და­ლა­ძე.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე 2016 წელს გახ­სნა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით ფო­ტოგ­რა­ფე­ბის: გი­ორ­გი აბ­და­ლა­ძის, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის აქ­ტი­უ­რი გა­შუ­ქე­ბის გამო გა­უს­წორ­და.

კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლია ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც იძებ­ნე­ბა.

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ილა­პა­რა­კა და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე.

"2-3 დღის შემ­დეგ, ბად­რაგ­მა გა­მიყ­ვა­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­ში. დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი მი­თხრა და­მე­წე­რა, რომ 2008 წლის ომში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და ჯა­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის გეგ­მებს ვი­თომ ქურ­ცი­კი­ძეს ვაძ­ლევ­დი. ამა­ზე უარი გან­ვა­ცხა­დე, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი და გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­კან­ში. ეს ხდე­ბა მას შემ­დეგ, რაც აღი­ა­რე­ბი­თი უკვე მი­ცე­მუ­ლი მაქვს. სა­კან­შიც ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და გა­და­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში", - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ნი­ძემ.

გე­დე­ნი­ძე ყვე­ბო­და, რომ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლით და ოჯა­ხის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ემუქ­რე­ბო­და და აი­ძუ­ლებ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა გა­მო­გო­ნი­ლი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლენი
31

აჰა, სამართალი ქოცური. თუ ქოცებს ურტყავემენ, ეს ქვეყნის დაქცევაა, სადიზმი, ფაშიზმი, ყველანაირი -იზმი. და თუ სხვებს ურტავენ, ეს სამართლიანობის აღდგენა და დემოკრატიის გამარჯვება. 1991 წლის გადატრიალების მენთალიტეტით მოდიან ისევ ქოცები. ვერ გაიზარდნენ. 

ნინო
6

რა მკრეხლობაა შეადარო 20 ივნისი და 7 ნოემბერი. 20 ივნისს გავეშბული "მომიტინგეების" მოგერიება ხდებოდა, სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, 7 ნოემბერს კი უთენია რამდენიმე ათეული მოშიმშილე დაარბიეს, ხალხი მერე მიაწყდა,იმედის დარბევაზე კი ყველამ ყველაფერი იცით, მაგრამ ამის მნახველი და გადამტანი გრიგოლია, თარგამაძის და სხვათა შემყურე, ფიქრობ რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - გია აბდალაძე

"ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს" - გია აბდალაძე

"ისტორიული კადრი! ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დაკავებული გია აბდალაძე. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე მუშაობს, სწორედ მას გულისხმობს საკუთარ პოსტში გია აბდალაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.

პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ასევე ბრალდებულია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც იძებნება.

ირაკლი გედენიძე ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ილაპარაკა დაპატიმრების შემდეგ ციხეში გადაყვანის თაობაზე.

"2-3 დღის შემდეგ, ბადრაგმა გამიყვანა ადმინისტრაციულში. დევნოზაშვილი მითხრა დამეწერა, რომ 2008 წლის ომში გადაღებულ ფოტოებს და ჯარის გადაადგილების გეგმებს ვითომ ქურციკიძეს ვაძლევდი. ამაზე უარი განვაცხადე, ძალიან ცუდად გავხდი და გადამიყვანეს საკანში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აღიარებითი უკვე მიცემული მაქვს. საკანშიც ძალიან ცუდად ვიყავი და გადამიყვანეს საავადმყოფოში", - განაცხადა გედენიძემ.

გედენიძე ყვებოდა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი შვილების სიცოცხლით და ოჯახის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა და აიძულებდა ეღიარებინა გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდება.