პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინდათ უხვი მოსავლის მიღება? - მაშინ სასუქში შემავალ მიკროელემენტებზე უფრო მეტი უნდა გაიგოთ
გინდათ უხვი მოსავლის მიღება? - მაშინ სასუქში შემავალ მიკროელემენტებზე უფრო მეტი უნდა გაიგოთ

ნი­ა­დაგ­ში შე­სა­ტა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბი შე­ი­ცა­ვენ მცე­ნა­რის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის­თვის სა­ჭი­რო საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს სხვა­დას­ხვა მი­ნე­რა­ლუ­რი მა­რი­ლე­ბის სა­ხით. აგ­როს­ფე­რო­ში მსოფ­ლიო ნი­ა­და­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მცე­ნა­რის­თვის საჭ­რო საკ­ვე­ბი ელე­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ერთი ან რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ მცე­ნა­რეს სჭირ­დე­ბა ყო­ველ­თვის არის დე­ფი­ცი­ტში, ან მცე­ნა­რი­სათ­ვის შე­უთ­ვი­სე­ბელ ფორ­მა­ში. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ გარ­და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­სა (N,P,K), მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებ­საც (B, Mn, Fe, Cu, Zn, Mo) უდი­დე­სი როლი აქვთ უხვი მო­სავ­ლის მი­ღე­ბა­ში - ხში­რად მათ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან მცე­ნა­რეს რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნა აქვს, თუმ­ცა ის მცე­ნა­რის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი მცე­ნა­რეს ხდი­ან უფრო გამ­ძლეს აბი­ო­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სტრე­სი­სად­მი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ყინ­ვა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ა.შ. ისი­ნი აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ მე­ტა­ბო­ლიზმს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჰორ­მო­ნე­ბის ბი­ო­სინ­თეზ­ში. ისი­ნი ასე­ვე შე­დი­ან მცე­ნა­რე­უ­ლი ფერ­მენ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რე­ბენ მცე­ნა­რის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. რო­დე­საც მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რი ოდე­ნო­ბით არის მი­წო­დე­ბუ­ლი, მცე­ნა­რე იზ­რდე­ბა უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად, აქვს მეტი ენერ­გია და გვაძ­ლევს მეტ მო­სა­ვალს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია უკე­თე­სი კო­მერ­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

მცე­ნა­რის გე­ნე­ტი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს მა­ღალ მო­სა­ვალს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნი­ა­დაგ­ში უარ­ყო­ფი­თი ბა­ლან­სი, მა­ნამ, სა­ნამ არ მოხ­დე­ბა დე­ფი­ცი­ტის შე­სა­ბა­მი­სი ოდე­ნო­ბის საკ­ვე­ბი ელე­მენ­ტე­ბით შევ­სე­ბა. მა­ღა­ლი მო­სა­ვა­ლი და კარ­გი ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მაკ­რო და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის სრუ­ლი დო­ზით მი­წო­დე­ბა­ზე. თუ რო­მე­ლი­მე ერთი ელე­მენ­ტი არის დე­ფი­ცი­ტში, მთლი­ა­ნი მო­სა­ვა­ლი ან მისი ხა­რის­ხი სე­რი­ო­ზუ­ლად მცირ­დე­ბა. არ­ცერთ საკ­ვებ ელე­მენტს არ შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მე­ო­რე, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მცე­ნა­რეს უნდა მი­ე­წო­დოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად.

მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებ­ში შე­დი­ან ისე­თი ელე­მენ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა:

(Ca)კალ­ცი­უ­მის, (Mg)მაგ­ნი­უ­მი­სა და (S)გო­გირ­დის მნიშ­ვნე­ლო­ბა იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ხში­რად მათ მე­ო­რად მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

(Ca)კალ­ცი­უ­მი- ზრდის ნა­ყო­ფის გამ­ძლე­ო­ბას მოკ­რეფ­ვის შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს უჯრე­დის კედ­ლის შე­ნე­ბა­სა და უჯრე­დის და­ყო­ფა­ში. კალ­ცი­უ­მი მო­ნა­წი­ლე­ობს ცი­ლის სინ­თეზ­ში და ააქ­ტი­უ­რებს უამ­რა­ვი ფერ­მენ­ტის აქ­ტი­ვო­ბას. კალ­ცი­უ­მი ეხ­მა­რე­ბა ფეს­ვებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მცე­ნა­რეს ხდის უფრო მე­დეგს და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ. მუ­შა­ობს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე. ეხ­მა­რე­ბა მცე­ნა­რეს სხვა ელე­მენ­ტე­ბის შეთ­ვი­სე­ბა­ში. ეხ­მა­რე­ბას მცე­ნა­რეს, რომ ფოთ­ლი­დან ფო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ით­ვი­სოს აზო­ტი და და­ა­სინ­თე­ზი­როს ნახ­შირ­წყლე­ბი.

(Mg)მაგ­ნი­უ­მი- მცე­ნა­რე­ში ძი­რი­თა­დი დამ­ხმა­რე მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტია სხვა­დას­ხვა ბი­ო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ში, მათ შო­რის ფო­ტო­სინ­თეზ­ში, სუნ­თქვა­სა და აზო­ტის ასი­მი­ლა­ცი­ა­ში. მისი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლია ქლორო­ფი­ლის უჯრე­დო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. მაგ­ნი­უ­მი შე­დის ქლორო­ფი­ლის მო­ლე­კუ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ააქ­ტი­უ­რებს ფერ­მენ­ტებს, სუბსტრატ­სა და ფერ­მენტს შო­რის სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ას ქმნის.

(S)გო­გირ­დი- შე­დის ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის (ცის­ტე­ი­ნი, ცის­ტი­ნი და მე­თი­ო­ნი­ნი) შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტია მცე­ნა­რე­ებ­ში ცი­ლე­ბის, ფერ­მენ­ტე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და ქლორო­ფი­ლის ფორ­მი­რე­ბის­თვის. ცი­ლის სინ­თე­ზის­თვის სა­ჭი­როა გო­გირ­დის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თესლში ზე­თის წარ­მოქ­მნი­სას.

(B)ბორი- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ყვა­ვი­ლო­ბის­თვის, იგი აუმ­ჯო­ბე­სებს მტვრის მარ­ცვლის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობს შაქ­რე­ბის ტრან­სპორ­ტში, უჯრე­დის კედ­ლის ფორ­მი­რე­ბა­სა და ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის სინ­თეზ­ში.

(Zn)თუ­თია- გვხვდე­ბა მრა­ვა­ლი ფერ­მენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მათ სტრუქ­ტუ­რულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, თუ­თია მო­ნა­წი­ლე­ობს ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში, ფეს­ვის, თეს­ლი­სა და ნა­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. აუმ­ჯო­ბე­სებს ჰორ­მონ აუქ­სი­ნის აქ­ტი­ვო­ბას და აბა­ლან­სებს ზო­გა­დად ჰორ­მო­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბას.

(Fe)რკი­ნა- მო­ნა­წი­ლე­ობს ქლორო­ფი­ლის ბი­ო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს ფო­ტო­სინ­თეზ­ში. რკი­ნა, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ენერ­გი­ის ტრან­სპორ­ტს, აზო­ტის ფიქ­სა­ცი­ა­სა და ლიგ­ნი­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

(Mn)მან­გა­ნუ­მი- მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს ფო­ტო­სინ­თეზ­ში. აად­ვი­ლებს წყლის მო­ლე­კუ­ლე­ბის ფო­ტო­ლიზს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ენერ­გი­ით მცე­ნა­რეს, შე­სა­ბა­მი­სად მან­გა­ნუ­მის დე­ფი­ცი­ტი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ზე. იწ­ვევს მცე­ნა­რის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში ხსნა­დი შაქ­რის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მკვეთრ შემ­ცი­რე­ბას.

(Cu)სპი­ლენ­ძი- მო­ნა­წი­ლე­ობს ლიგ­ნი­ნის სინ­თეზ­ში. სპი­ლენ­ძი ასე­ვე სა­ჭი­როა ფო­ტო­სინ­თე­ზის პრო­ცეს­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მცე­ნა­რე­თა სუნ­თქვის­თვის, ხელს უწყობს ნახ­შირ­წყლე­ბი­სა და ცი­ლე­ბის მე­ტა­ბო­ლიზმს. სპი­ლენ­ძი ასე­ვე ემ­სა­ხუ­რე­ბა ბოსტნე­ულ­ში ნა­ყო­ფის გე­მოს, ხოლო ყვა­ვი­ლებ­ში ფე­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას. სპი­ლენ­ძი მან­გა­ნუ­მი და თუ­თია ერ­თად აუმ­ჯო­ბე­სებს აზო­ტის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას, ზრდის ცი­ლის შემ­ცვე­ლო­ბას თესლსა და მარ­ცვლე­ულ­ში.

(Mo)მო­ლიბ­დე­ნი- მო­ლიბ­დე­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ენ­ზი­მის და­სინ­თე­ზი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აზო­ტის ნიტ­რა­ტუ­ლი ფორ­მი­დან ნიტ­რი­ტულ ფორ­მა­ში გა­დას­ვლა­ში და შემ­დეგ ამი­ა­კად გარ­დაქ­მნა­ში. ასე­ვე, მო­ლიბ­დე­ნი სა­ჭი­როა აზო­ტფიქ­სა­ტო­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ფესვთან მი­მაგ­რე­ბის პრო­ცეს­ში. მცე­ნა­რე­სა და ბაქ­ტე­რი­ას შო­რის ამ­ყა­რებს კავ­შირს. მცე­ნა­რე მო­ლიბ­დენს იყე­ნებს არა­ორ­გა­ნუ­ლი ფოს­ფო­რის ორ­გა­ნულ ფორ­მა­ში გა­და­სას­ვლე­ლა­დაც. იმის გამო, რომ მო­ლიბ­დე­ნი მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აზოტ­თან, მისი დე­ფი­ცი­ტი ად­ვი­ლად ემ­სგავ­სე­ბა აზო­ტის დე­ფი­ციტს. მო­ლიბ­დე­ნი ერ­თა­დერ­თი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტია, რო­მე­ლიც მოძ­რა­ვია მცე­ნა­რე­ში, ამი­ტომ დე­ფი­ცი­ტის სიმპტო­მე­ბი ვლინ­დე­ბა ძველ და შუა ფოთ­ლებ­ზე, შემ­დეგ ის ვრცელ­დე­ბა ღე­რო­სა და ახალ ფოთ­ლებ­ზე.

(Cl)ქლო­რი- ამ ელე­მენ­ტის კონ­ცენ­ტრა­ცია კულ­ტუ­რებ­ში მერ­ყე­ობს 0.2-2.0%, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს 10%-იანი შემ­ცვე­ლო­ბაც. ქლო­რი წარ­მო­ად­გენს აქ­ტი­ურ ოს­მო­სურ აგენტს - მო­ნა­წი­ლე­ობს ოს­მო­სუ­რი და იო­ნუ­რი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრო­ცეს­ში. ფო­ტო­სინ­თეზ­ში - Cl ინარ­ჩუ­ნებს ელექტრო­ნე­იტ­რა­ლო­ბას, რათა მან­გა­ნუმ­მა შეძ­ლოს ელექტრო­ნის გა­ცე­მა, ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გა­რე­შე ფო­ტო­სინ­თე­ზი არ წა­რი­მარ­თე­ბა. ქლო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იზ­რდე­ბა მცე­ნა­რის მიერ წყლის შეთ­ვი­სე­ბის და ტე­ნი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი. ქლო­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის პი­რო­ბებ­ში წყლის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა მცე­ნა­რე­ში ქლო­რის დე­ფი­ციტს, მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი სიმპტო­მე­ბია:

  • მცი­რე ზო­მის ახალ­გაზ­რდა ქლო­რო­ზუ­ლი ფოთ­ლე­ბი.
  • მცე­ნა­რის სრუ­ლი ჭკნო­ბა.
  • ნეკ­რო­ზი - მცე­ნა­რის ზო­გი­ერთ ნა­წი­ლებ­ზე.
  • ფოთ­ლე­ბის და ფეს­ვე­ბის ზრდის შე­ჩე­რე­ბა ან შე­ნე­ლე­ბა.

სან­დო ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზის ჰო­ლან­დი­ა­ში ჩა­სა­ტა­რებ­ლად და სწო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ბა­რა­ქას აგ­როს­პე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­ი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია www.baraka.ge

R

აჩი
0

ბარემ დაგეწერათ, რომელი სასუქი უნდა გამოვიყენოთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გინდათ უხვი მოსავლის მიღება? - მაშინ სასუქში შემავალ მიკროელემენტებზე უფრო მეტი უნდა გაიგოთ

გინდათ უხვი მოსავლის მიღება? - მაშინ სასუქში შემავალ მიკროელემენტებზე უფრო მეტი უნდა გაიგოთ

ნიადაგში შესატანი მინერალური სასუქები შეიცავენ მცენარის მოსავლიანობისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს სხვადასხვა მინერალური მარილების სახით. აგროსფეროში მსოფლიო ნიადაგების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს მცენარისთვის საჭრო საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას. ერთი ან რამდენიმე ელემენტი, რომელიც კონკრეტულ მცენარეს სჭირდება ყოველთვის არის დეფიციტში, ან მცენარისათვის შეუთვისებელ ფორმაში. დადასტურებულია, რომ გარდა მაკროელემენტებისა (N,P,K), მიკროელემენტებსაც (B, Mn, Fe, Cu, Zn, Mo) უდიდესი როლი აქვთ უხვი მოსავლის მიღებაში - ხშირად მათ უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, რადგან მცენარეს რაოდენობრივად ნაკლები მოთხოვნა აქვს, თუმცა ის მცენარის ზრდასა და განვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

მიკროელემენტები მცენარეს ხდიან უფრო გამძლეს აბიოტური ფაქტორებისგან გამოწვეული სტრესისადმი, როგორებიცაა: ყინვა, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. ისინი აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს და მონაწილეობენ ჰორმონების ბიოსინთეზში. ისინი ასევე შედიან მცენარეული ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ მცენარის ზრდასა და განვითარებას. როდესაც მიკროელემენტები ადეკვატური ოდენობით არის მიწოდებული, მცენარე იზრდება უფრო ინტენსიურად, აქვს მეტი ენერგია და გვაძლევს მეტ მოსავალს, რომელსაც გააჩნია უკეთესი კომერციული ღირებულება.

მცენარის გენეტიკური პოტენციალი განაპირობებს მაღალ მოსავალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგში უარყოფითი ბალანსი, მანამ, სანამ არ მოხდება დეფიციტის შესაბამისი ოდენობის საკვები ელემენტებით შევსება. მაღალი მოსავალი და კარგი ხარისხი დამოკიდებულია მაკრო და მიკროელემენტების სრული დოზით მიწოდებაზე. თუ რომელიმე ერთი ელემენტი არის დეფიციტში, მთლიანი მოსავალი ან მისი ხარისხი სერიოზულად მცირდება. არცერთ საკვებ ელემენტს არ შეუძლია შეცვალოს მეორე, თითოეული მათგანი მცენარეს უნდა მიეწოდოს დაბალანსებულად.

მიკროელემენტებში შედიან ისეთი ელემენტები, როგორებიცაა:

(Ca)კალციუმის, (Mg)მაგნიუმისა და (S)გოგირდის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ ხშირად მათ მეორად მაკროელემენტებადაც მოიხსენიებენ.

(Ca)კალციუმი- ზრდის ნაყოფის გამძლეობას მოკრეფვის შემდეგ პერიოდში. მონაწილეობას იღებს უჯრედის კედლის შენებასა და უჯრედის დაყოფაში. კალციუმი მონაწილეობს ცილის სინთეზში და ააქტიურებს უამრავი ფერმენტის აქტივობას. კალციუმი ეხმარება ფესვებს განვითარებაში, მცენარეს ხდის უფრო მედეგს დაავადებების მიმართ. მუშაობს იმუნურ სისტემაზე. ეხმარება მცენარეს სხვა ელემენტების შეთვისებაში. ეხმარებას მცენარეს, რომ ფოთლიდან ფორების საშუალებით შეითვისოს აზოტი და დაასინთეზიროს ნახშირწყლები.

(Mg)მაგნიუმი- მცენარეში ძირითადი დამხმარე მიკროელემენტია სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში, მათ შორის ფოტოსინთეზში, სუნთქვასა და აზოტის ასიმილაციაში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია ქლოროფილის უჯრედოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბება. მაგნიუმი შედის ქლოროფილის მოლეკულის შემადგენლობაში, შესაბამისად ფოტოსინთეზის პროცესში იღებს მონაწილეობას. ააქტიურებს ფერმენტებს, სუბსტრატსა და ფერმენტს შორის საუკეთესო კომბინაციას ქმნის.

(S)გოგირდი- შედის ამინომჟავების (ცისტეინი, ცისტინი და მეთიონინი) შემადგენლობაში, აუცილებელი ელემენტია მცენარეებში ცილების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ქლოროფილის ფორმირებისთვის. ცილის სინთეზისთვის საჭიროა გოგირდის დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით თესლში ზეთის წარმოქმნისას.

(B)ბორი- მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ყვავილობისთვის, იგი აუმჯობესებს მტვრის მარცვლის პროდუქტიულობას. ასევე, მონაწილეობს შაქრების ტრანსპორტში, უჯრედის კედლის ფორმირებასა და ამინომჟავების სინთეზში.

(Zn)თუთია- გვხვდება მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში და პასუხისმგებელია მათ სტრუქტურულ სტაბილურობაზე. გარდა ამისა, თუთია მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში, ფესვის, თესლისა და ნაყოფის განვითარებაში. აუმჯობესებს ჰორმონ აუქსინის აქტივობას და აბალანსებს ზოგადად ჰორმონების მოქმედებას.

(Fe)რკინა- მონაწილეობს ქლოროფილის ბიოსინთეზის პროცესში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი როლი აქვს ფოტოსინთეზში. რკინა, ასევე უზრუნველყოფს ენერგიის ტრანსპორტს, აზოტის ფიქსაციასა და ლიგნინის ჩამოყალიბებას.

(Mn)მანგანუმი- მთავარ როლს ასრულებს ფოტოსინთეზში. აადვილებს წყლის მოლეკულების ფოტოლიზს და უზრუნველყოფს ენერგიით მცენარეს, შესაბამისად მანგანუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ფოტოსინთეზის პროცესზე. იწვევს მცენარის სხვადასხვა ნაწილში ხსნადი შაქრის კონცენტრაციის მკვეთრ შემცირებას.

(Cu)სპილენძი- მონაწილეობს ლიგნინის სინთეზში. სპილენძი ასევე საჭიროა ფოტოსინთეზის პროცესში, აუცილებელია მცენარეთა სუნთქვისთვის, ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმს. სპილენძი ასევე ემსახურება ბოსტნეულში ნაყოფის გემოს, ხოლო ყვავილებში ფერის გაძლიერებას. სპილენძი მანგანუმი და თუთია ერთად აუმჯობესებს აზოტის ეფექტურად გამოყენებას, ზრდის ცილის შემცველობას თესლსა და მარცვლეულში.

(Mo)მოლიბდენი- მოლიბდენი აუცილებელია იმ ორი მნიშვნელოვანი ენზიმის დასინთეზირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ აზოტის ნიტრატული ფორმიდან ნიტრიტულ ფორმაში გადასვლაში და შემდეგ ამიაკად გარდაქმნაში. ასევე, მოლიბდენი საჭიროა აზოტფიქსატორი ბაქტერიების ფესვთან მიმაგრების პროცესში. მცენარესა და ბაქტერიას შორის ამყარებს კავშირს. მცენარე მოლიბდენს იყენებს არაორგანული ფოსფორის ორგანულ ფორმაში გადასასვლელადაც. იმის გამო, რომ მოლიბდენი მჭიდროდ არის დაკავშირებული აზოტთან, მისი დეფიციტი ადვილად ემსგავსება აზოტის დეფიციტს. მოლიბდენი ერთადერთი მიკროელემენტია, რომელიც მოძრავია მცენარეში, ამიტომ დეფიციტის სიმპტომები ვლინდება ძველ და შუა ფოთლებზე, შემდეგ ის ვრცელდება ღეროსა და ახალ ფოთლებზე.

(Cl)ქლორი- ამ ელემენტის კონცენტრაცია კულტურებში მერყეობს 0.2-2.0%, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს 10%-იანი შემცველობაც. ქლორი წარმოადგენს აქტიურ ოსმოსურ აგენტს - მონაწილეობს ოსმოსური და იონური ბალანსის შენარჩუნების პროცესში. ფოტოსინთეზში - Cl ინარჩუნებს ელექტრონეიტრალობას, რათა მანგანუმმა შეძლოს ელექტრონის გაცემა, ამ მანიპულაციის გარეშე ფოტოსინთეზი არ წარიმართება. ქლორის მონაწილეობით იზრდება მცენარის მიერ წყლის შეთვისების და ტენიანობის ხარისხი. ქლორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამარილებული ნიადაგის პირობებში წყლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისთვის.

რაც შეეხება მცენარეში ქლორის დეფიციტს, მისი ვიზუალური სიმპტომებია:

  • მცირე ზომის ახალგაზრდა ქლოროზული ფოთლები.
  • მცენარის სრული ჭკნობა.
  • ნეკროზი - მცენარის ზოგიერთ ნაწილებზე.
  • ფოთლების და ფესვების ზრდის შეჩერება ან შენელება.

სანდო ნიადაგის ანალიზის ჰოლანდიაში ჩასატარებლად და სწორი რეკომენდაციის მისაღებად ბარაქას აგროსპეციალისტებთან გაიარეთ კონსულტაცია www.baraka.ge

R