მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამდენი პოლიციაა მობილიზებული, წყლის ჭავლის მანქანები... ეს არ არის სასამართლო, ეს არის "ქაჯეთის ციხე“ - ლევან ხაბეიშვილი
"ამდენი პოლიციაა მობილიზებული, წყლის ჭავლის მანქანები... ეს არ არის სასამართლო, ეს არის "ქაჯეთის ციხე“ - ლევან ხაბეიშვილი

"რას ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს ეზოს­თან პო­ლი­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა, ეზო­ში არ­შეშ­ვე­ბა, წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნი­სა და სპეც­რაზ­მის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ვერ გე­ტყვით. ალ­ბათ, ერ­თა­დერთ რა­მეს, რომ თვი­თონ ზუს­ტად იცი­ან, ეს არის "ქა­ჯე­თის ციხე“- ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც დღეს, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს.

ამას­თან, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დღეს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს მი­მარ­თოს ქარ­თველ ხალ­ხს, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლოს­თან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რისი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლიც არის - თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

"ბლო­კი­რე­ბუ­ლი აქვთ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს არამ­ხო­ლოდ დარ­ბა­ზი, არა­მედ ტე­რი­ტო­რია და სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, მათ შო­რის, მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში გა­და­ად­გილ­დნენ, რაც სრუ­ლი სი­გი­ჟეა და მე­ტყვე­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­ნი­კურ შიშ­ზე, ოღონდ, რისი ეში­ნი­ათ, არ ვიცი. ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ჰყავთ წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნე­ბი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი, ეს არ არის სა­სა­მარ­თლო, ეს არის "ქა­ჯე­თის ციხე“, სა­დაც ბუ­დობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მა­რი­ო­ნე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და ისი­ნი იღე­ბენ პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თა­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დღე­ვან­დე­ლი გარე პე­რი­მეტ­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ეს არის "ქა­ჯე­თის ციხე“ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­შიც კი, ალ­ბათ, ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია იყოს სა­სა­მარ­თლოს ეზოს­თან მი­თუ­მე­ტეს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ჩვენ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად გვაქვს არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცია და ჩვე­ნი აქ­ცი­ე­ბიც ზო­გა­დად, ასე­თია“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
0

აბა სხვა რა უნდა ამ ნაძირალას ?რახან ერთი მუჭა ნაცები ითხოვენ მიშას განთავისუფლებას ,სასამართლომ ეგრევე უნდა გაანთავისუფლოს?ნაცებისთვის საერთოდ კანონი არ არსებობს და ისინი იგნორირებას უკეთებენ მის უზენაესობას.ისინი თვლიან რომ კანონი მარტო გაჭირვებული ადამიანებისთვის არსებობს .

!
0

ნამდვილი ქაჯი!

ავტორი:

"ამდენი პოლიციაა მობილიზებული, წყლის ჭავლის მანქანები... ეს არ არის სასამართლო, ეს არის "ქაჯეთის ციხე“ - ლევან ხაბეიშვილი

"ამდენი პოლიციაა მობილიზებული, წყლის ჭავლის მანქანები... ეს არ არის სასამართლო, ეს არის "ქაჯეთის ციხე“ - ლევან ხაბეიშვილი

"რას ემსახურება სასამართლოს ეზოსთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა, ეზოში არშეშვება, წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება, ვერ გეტყვით. ალბათ, ერთადერთ რამეს, რომ თვითონ ზუსტად იციან, ეს არის "ქაჯეთის ციხე“- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც დღეს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს საშუალება მიეცეს მიმართოს ქართველ ხალხს, ამიტომ სასამართლოსთან შეიკრიბებიან სააკაშვილის გულშემატკივრები, რისი მთავარი გზავნილიც არის - თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.

"ბლოკირებული აქვთ საქალაქო სასამართლოს არამხოლოდ დარბაზი, არამედ ტერიტორია და საშუალება არ აქვთ, მათ შორის, მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში გადაადგილდნენ, რაც სრული სიგიჟეა და მეტყველებს ხელისუფლების პანიკურ შიშზე, ოღონდ, რისი ეშინიათ, არ ვიცი. ამდენი პოლიციაა მობილიზებული, ჰყავთ წყლის ჭავლის მანქანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის "ქაჯეთის ციხე“, სადაც ბუდობს ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მარიონეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოსამართლეები და ისინი იღებენ პოლიტიკურ დაკვეთასა და გადაწყვეტილებას. დღევანდელი გარე პერიმეტრი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის "ქაჯეთის ციხე“ და ჩრდილოეთ კორეაშიც კი, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ მსგავსი სიტუაცია იყოს სასამართლოს ეზოსთან მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დეკლარირებულად გვაქვს არაძალადობრივი აქცია და ჩვენი აქციებიც ზოგადად, ასეთია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.