მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საპარტნიორო ფონდმა“ ადგილობრივ მოსახლეობას ხონში ჩაის განვითარების პროექტი და ახალი საწარმოს კონცეფცია გააცნო
„საპარტნიორო ფონდმა“ ადგილობრივ მოსახლეობას ხონში ჩაის განვითარების პროექტი და ახალი საწარმოს კონცეფცია გააცნო

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ და სს „ჰან­თან­გი­უ­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოლ­დინ­გუ­რი ჯგუ­ფის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა მე­ნე­ჯერ­მა გი­ორ­გი სი­მონ­გუ­ლაშ­ვილ­მა, ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­თან ლადო ჯურ­ხა­ძეს­თან ერ­თად, ხონ­ში ჩაის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი­სა და ჩაის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ახა­ლი სა­წარ­მოს შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

ჩაის ნა­ხე­ვარ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი, ინ­დუსტრი­ულ-კო­მერ­ცი­უ­ლი და კულ­ტუ­რულ-ტუ­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა­სა და გა­შე­ნე­ბას, ჩაის კულ­ტუ­რულ გა­და­მუ­შა­ვე­ბას, მრეწ­ვე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ჩაის მუ­ზე­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბას, ჩაის ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს პრო­ექ­ტში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დატ­ვირ­თვა ენი­ჭე­ბა ინ­დუსტრი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­შა­ხე­ლის და­საქ­მე­ბას, მათ­თვის ჩაის კულ­ტუ­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის სწავ­ლე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გა­დამ­ზა­დე­ბას.

„ჩვე­ნი ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი იყო ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც აქვთ ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ჩვენს ახალ სა­წარ­მო­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, გა­და­ა­მუ­შა­ვონ თა­ვი­სი ნა­წარ­მი. ინ­ვეს­ტო­რი, ჩი­ნუ­რი ჰოლ­დინ­გი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ უკვე ხუთი წე­ლია ახორ­ცი­ე­ლებს ჩაის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექტს, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად წარ­მარ­თავს ჩაის კულ­ტუ­რის აღორ­ძი­ნე­ბის საქ­მეს. მათ და­ი­წყეს წა­ლენ­ჯი­ხი­დან, გა­ნაგ­რძეს აჭა­რის რე­გი­ო­ნით, ახლა უკვე შე­მო­ვიდ­ნენ იმე­რეთ­შიც, იგი­ვე იგეგ­მე­ბა ოზურ­გეთ­შიც. მო­მა­ვა­ლი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩაის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად, ნა­ხე­ვარ მი­ლი­არ­დამ­დე ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვას ვგეგ­მავთ, რაც ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, გუ­ლის­ხმობს ჩაის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ად­გი­ლობ­რი­ვი მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბის ჩარ­თვას, ჩაის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩაის ბა­ღე­ბის მო­წყო­ბას, მცი­რე სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და კო­ტე­ჯე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, და ცხა­დია ამ კულ­ტუ­რის­თვის ჩი­ნე­თის უზარ­მა­ზა­რი ბაზ­რის გახ­სნას, ვი­ნა­ი­დან ჩი­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს აღიქ­ვამს, რო­გორც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, პრე­მი­ა­ლუ­რი ხა­რის­ხის ჩაის მწარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნას. ეს იდე­ე­ბი გა­ვა­ცა­ნით მო­სახ­ლე­ო­ბას. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ მათი შე­ფა­სე­ბე­ბი­თა და დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბით,“ გა­ნა­ცხა­და „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ფაზა მო­ი­ცავს 60 ჰექ­ტარ­ზე ჩაის ბა­ღის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ფარ­თო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, გა­შე­ნე­ბას და ორ­გა­ნუ­ლი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ჩაის წარ­მო­ე­ბას. ხოლო მე­ო­რე ეტა­პი მო­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით, 4.8 ჰექ­ტარ­ზე ჩაის თე­მა­ტუ­რი ვი­ლე­ბის აშე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩაის პლან­ტა­ცი­ებ­თან, და­იტ­ვირ­თე­ბა ჰიდ­რო­თე­რა­პი­ი­სა და სა­რე­ლაქ­სა­ციო-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ით. პარ­კი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ცხე­ნის ფერ­მით, პა­ტა­რა ლან­დშაფ­ტუ­რი პარ­კით და პა­ნო­რა­მუ­ლი კოშ­კით. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბიზ­ნესს ექ­ნე­ბა შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი: მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი გან­სახ­ლე­ბა ჩაის ბა­ღის დამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბის­თვის, ოჯა­ხუ­რი სტი­ლის დას­ვე­ნე­ბა, ხან­დაზ­მუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა და ფი­ზი­ო­თე­რა­პია, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.

„ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ვა­ცა­ნით ინ­ვეს­ტო­რის გეგ­მე­ბი და ის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ახა­ლი პრო­ექ­ტი მო­ი­აზ­რებს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო ინ­ვეს­ტი­ცია ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ხონი ის­ტო­რი­უ­ლად ჩაის მწარ­მო­ე­ბე­ლი იყო და ასე­თი ფლაგ­მა­ნი კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლა ჩაის კულ­ტუ­რის აღ­დგე­ნის სა­წინ­და­რია, რაც მცი­რე მე­წარ­მე­ებ­საც მის­ცემს სტი­მულს, თა­ვან­თი პრო­დუქ­ცია ამ ქარ­ხა­ნა­ში ჩა­ა­ბა­რონ, გა­და­ა­მუ­შა­ვონ, შე­ფუ­თონ და ფარ­თო ბაზ­რებ­ზე გა­ი­ტა­ნონ სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ,“ აღ­ნიშ­ნა ხო­ნის მერ­მა ლადო ჯურ­ხა­ძემ.

ხონ­ში 1,500 კვ.მ ფარ­თზე არ­სე­ბუ­ლი ჩაის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და და­მა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ხოლო მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა-და­ნად­გა­რე­ბი - უკვე შეს­ყი­დუ­ლი.

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ „ქარ­თუ­ლი ჩაის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექტთან“ და­კავ­ში­რე­ბით სს „ჰან­თან­გი­უ­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოლ­დინ­გურ ჯგუფ­თან“ 2016 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს. კომ­პა­ნი­ას ჯამ­ში უკვე ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი აქვს 1 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი, ამუ­შა­ვებს 70 ჰექ­ტა­რამ­დე ჩაის პლან­ტა­ცი­ას და უმოკ­ლეს დრო­ში და­ას­რუ­ლებს 300 ჰა ჩაის პლან­ტა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­სავ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თვის სამ­ყო­ფი სიმ­ძლავ­რის სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბას. და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სე­ზონ­ზე 80 ადა­მი­ანს აჭარ­ბებს.

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
1

საგანელიძემ ისევ საკუთარი ჯიბის გასასქელებელი პროექტი წამოიწყო, ამის ნათესავი, ნაციონალების "დიდი ექიმი" სოფო ჯაფარიძე რას ამბობს, ნათლიმამობა არაა ნათესაობაო?

დგ
0

მატყუარა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

„საპარტნიორო ფონდმა“ ადგილობრივ მოსახლეობას ხონში ჩაის განვითარების პროექტი და ახალი საწარმოს კონცეფცია გააცნო

„საპარტნიორო ფონდმა“ ადგილობრივ მოსახლეობას ხონში ჩაის განვითარების პროექტი და ახალი საწარმოს კონცეფცია გააცნო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის“ ადმინისტრაციულმა მენეჯერმა გიორგი სიმონგულაშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, ხონში ჩაის განვითარების პროექტისა და ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ჩაის ნახევარმილიარდიანი, ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული პროექტი მოიცავს საქართველოს მასშტაბით ჩაის პლანტაციების აღდგენასა და გაშენებას, ჩაის კულტურულ გადამუშავებას, მრეწველობის გაძლიერებას, ჩაის მუზეუმის მშენებლობას, ჩაის ეკოტურიზმის განვითარებასა და პროფესიული გადამზადების სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფას.

ხონის მუნიციპალიტეტს პროექტში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება ინდუსტრიის რეაბილიტაციისა და განვითარების მიმართულებით და ითვალისწინებს ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას, მათთვის ჩაის კულტურული დამუშავების სწავლებასა და პროფესიულ გადამზადებას.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ჩაის პლანტაციების განვითარების პოტენციალი და ჩვენს ახალ საწარმოში საშუალება მიეცემათ, გადაამუშავონ თავისი ნაწარმი. ინვესტორი, ჩინური ჰოლდინგი, რომელთან ერთადაც „საპარტნიორო ფონდი“ უკვე ხუთი წელია ახორციელებს ჩაის რეაბილიტაციის პროექტს, ძალიან წარმატებულად წარმართავს ჩაის კულტურის აღორძინების საქმეს. მათ დაიწყეს წალენჯიხიდან, განაგრძეს აჭარის რეგიონით, ახლა უკვე შემოვიდნენ იმერეთშიც, იგივე იგეგმება ოზურგეთშიც. მომავალი 15 წლის განმავლობაში, ჩაის კულტურის განვითარების შედეგად, ნახევარ მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას ვგეგმავთ, რაც ჩაის პლანტაციების განვითარებასთან ერთად, გულისხმობს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას, ადგილობრივი მცირე მეწარმეების ჩართვას, ჩაის ტურიზმის განვითარებას. ასევე, საჩვენებელი ჩაის ბაღების მოწყობას, მცირე სასტუმროებისა და კოტეჯების მშენებლობას, და ცხადია ამ კულტურისთვის ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის გახსნას, ვინაიდან ჩინეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც ყველაზე მაღალი, პრემიალური ხარისხის ჩაის მწარმოებელ ქვეყანას. ეს იდეები გავაცანით მოსახლეობას. მოხარულები ვართ მათი შეფასებებითა და დიდი დაინტერესებით,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 60 ჰექტარზე ჩაის ბაღის გამოსაყენებელი ფართობის რეაბილიტაციას, გაშენებას და ორგანული, მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახეობის ჩაის წარმოებას. ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს დაახლოებით, 4.8 ჰექტარზე ჩაის თემატური ვილების აშენებას, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ჩაის პლანტაციებთან, დაიტვირთება ჰიდროთერაპიისა და სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელი ფუნქციით. პარკი აღჭურვილი იქნება ცხენის ფერმით, პატარა ლანდშაფტური პარკით და პანორამული კოშკით. პროექტის დასრულების შემდეგ ბიზნესს ექნება შემდეგი მიმართულებები: მოკლევადიანი ტურისტული განსახლება ჩაის ბაღის დამქირავებლებისთვის, ოჯახური სტილის დასვენება, ხანდაზმული პაციენტების ჯანმრთელობის დაცვა და ფიზიოთერაპია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და მოგზაურობა.

„ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანით ინვესტორის გეგმები და ის პერსპექტივები, რომლებსაც ახალი პროექტი მოიაზრებს რეგიონის განვითარებისთვის. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ხონი ისტორიულად ჩაის მწარმოებელი იყო და ასეთი ფლაგმანი კომპანიის შემოსვლა ჩაის კულტურის აღდგენის საწინდარია, რაც მცირე მეწარმეებსაც მისცემს სტიმულს, თავანთი პროდუქცია ამ ქარხანაში ჩააბარონ, გადაამუშავონ, შეფუთონ და ფართო ბაზრებზე გაიტანონ სარეალიზაციოდ,“ აღნიშნა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.

ხონში 1,500 კვ.მ ფართზე არსებული ჩაის გადამამუშავებელი და დამაკომპლექტებელი ქარხნის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ხოლო მისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა-დანადგარები - უკვე შესყიდული.

„საპარტნიორო ფონდი“ „ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით სს „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურ ჯგუფთან“ 2016 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიას ჯამში უკვე ინვესტირებული აქვს 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, ამუშავებს 70 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციას და უმოკლეს დროში დაასრულებს 300 ჰა ჩაის პლანტაციიდან მიღებული მოსავლის გადამუშავებისთვის სამყოფი სიმძლავრის საწარმოს მშენებლობას. დასაქმებულთა რაოდენობა სეზონზე 80 ადამიანს აჭარბებს.

NS