საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჩემი დიაგნოზი არ დამიმალავს... და მე გავიმარჯვე! არ შეგეშინდეთ! არ შეგრცხვეთ!..  თქვენც გაიმარჯვებთ!"
"ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჩემი დიაგნოზი არ დამიმალავს... და მე გავიმარჯვე! არ შეგეშინდეთ! არ შეგრცხვეთ!..  თქვენც გაიმარჯვებთ!"

2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "გი­ლი­არ­დის“ თა­ნად­გო­მით, უნი­კა­ლუ­რი C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის უფა­სო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა და­ი­წყო, რო­მელ­მაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იხ­სნა ტან­ჯვის­გან და სიკ­ვდი­ლის­გან, მაგ­რამ 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­გან სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ მა­ინც ვერ შეძ­ლო. არა­და, ამ უხი­ლა­ვი და ვე­რა­გი მტრის - ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა სულ ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხავს, აქვს თუ არა C ჰე­პა­ტი­ტი და აღ­მო­ა­ჩენს, რომ ვე­რა­ფერს პა­სუ­ხობს. სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა მო­ქა­ლა­ქის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლას წი­ნა­შე - გა­ი­კე­თებს თუ არა შე­სა­ბა­მისს ტესტს C ვირუს­ზე და, მისი აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნაგ­რძობს თუ არა მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უფა­სოა!

ჩემი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი არის თე­მურ რა­დი­ა­ნი - გან­კურ­ნე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა ასო­ცი­ა­ცია "ჩვენ და­ვა­მარ­ცხეთ C “-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც C ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბულ სხვა პა­ცი­ენ­ტებ­თან და პა­ცი­ენ­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად ცდი­ლობს, ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მი­სა და C-ჰე­პა­ტი­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის თა­ნად­გო­მას:

- ვვა­რა­უ­დობ, რომ C ჰე­პა­ტი­ტი1996 წელს, ფეხ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­მე­მარ­თა. ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცო­დი, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა ამ და­ა­ვა­დე­ბით. ჩემი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მა­შინ არ­სე­ბუ­ლი წამ­ლე­ბით - ინ­ტერ­ფე­რო­ნი­თა და რი­ბა­ვე­რი­ნით მკურ­ნა­ლობ­და და სა­ში­ნელ დღე­ებს გა­დი­ო­და. მათი ყუ­რე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო. ჩემი დი­აგ­ნო­ზი 2008 წელს, შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე და მახ­სოვს, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ამ დი­აგ­ნო­ზის მი­ღე­ბა. ვი­ცო­დი, მის მკურ­ნა­ლო­ბას ფი­ნან­სუ­რად ვერ შევწვდე­ბო­დი - და­ახ­ლო­ე­ბით, 20 ათას ლა­რამ­დე ჯდე­ბო­და და ვერც თა­ვად მკურ­ნა­ლო­ბას გა­ვუძ­ლებ­დი. თა­ნაც, გან­კურ­ნე­ბის შან­სი 50/50-ზე იყო. ამი­ტომ ვცა­დე, ჯან­სა­ღად მე­ცხოვ­რა, რომ რო­გორ­მე იმ 5%-ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, ვინც ამ­გვა­რი ცხოვ­რე­ბით გა­ნი­კურ­ნა - მო­გეს­ხე­ნე­ბათ, რომ ღვიძლს, თუ შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს შე­უქ­მნი, რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი გა­აჩ­ნია. ვი­ნა­ი­დან მკურ­ნა­ლო­ბას არც და ვერც ვა­პი­რებ­დი, ვირუ­სის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და თვი­სობ­რი­ვი ანა­ლი­ზიც არ გა­მი­კე­თე­ბია, რად­გან ესეც საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბო­და.

მხო­ლოდ 2011 წელს გა­ვი­გე, რომ პირ­ვე­ლი გე­ნო­ტი­პი მქონ­და, ვირუ­სის რა­ო­დე­ნო­ბა კი დიდი არ იყო, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, ღვიძ­ლის მე­სა­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მქონ­და. მკურ­ნა­ლო­ბას ვერც მა­შინ ვა­ხერ­ხებ­დი, ამი­ტომ კვლავ ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვფიქ­რობ­დი ვირუს­თან ბრძო­ლას - ბევ­რს დავ­დი­ო­დი სუფ­თა ჰა­ერ­ზე, ტყე­ში, ბევ­რს ვვარ­ჯი­შობ­დი და და­ა­ვა­დე­ბას არ ვე­პუ­ე­ბო­დი, მაგ­რამ... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ორ­გა­ნიზმს, ალ­ბათ, ყვე­ლა რე­სურ­სი ამო­ე­წუ­რა და ერთ-ერთი გას­ვლი­სას დაღ­ლა ვიგ­რძე­ნი. ამის შემ­დეგ, 2012 წელს ნაღ­ვლის ბუშ­ტის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ქი­რურ­გმა მე­რაბ კი­ლა­ძემ გა­მაფრ­თხი­ლა, ღვიძ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გაქვს და უნდა მი­ხე­დოო. მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი იმ კრი­ტი­კულ ზღვარ­თან, რა­საც სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა ჰქვია.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ჩემი დი­აგ­ნო­ზი არ და­მი­მა­ლავს. მხო­ლოდ მათი მხარ­და­ჭე­რით შე­მეძ­ლო ახალ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა. და­ვი­წყე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ვირუ­სის, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და იმ პრე­პა­რა­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ჩემი გა­დარ­ჩე­ნა შე­ეძ­ლო.

საშ­ვე­ლი რომ აღარ იყო, 2013 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მე­რი­ი­სა და გამ­გე­ო­ბის დახ­მა­რე­ბით 10 ათა­სი ლარი ვი­შო­ვე და მკურ­ნა­ლო­ბა ინ­ტერ­ფე­რო­ნი­თა და რი­ბა­ვე­რი­ნით და­ვი­წყე. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 12-თვი­ა­ნი იყო, სამი თვის შემ­დეგ რომ გა­და­ვი­მოწ­მე, ვირუ­სი პი­რი­ქით - გამ­რავ­ლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე კი ამ მძი­მე მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. მტერს არ ვუ­სურ­ვებ იმას, რაც მე მჭირ­და, ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით და ჩემი 3-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბაც უშე­დე­გო იყო. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­წე­რა. ჩემ­მა, მარ­თლაც გა­და­სა­რევ­მა ექიმ­მა, პრო­ფე­სორ­მა თა­მარ გე­გე­ში­ძემ მი­თხრა, რომ აზრი აღარ ჰქონ­და ამ მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და მეც თავი და­ვა­ნე­ბე. რა­ღაც ხნის შემ­დეგ მან­ვე შე­მა­ტყო­ბი­ნა ახალ ამე­რი­კულ წა­მალ­ზე, მაგ­რამ გა­ხა­რე­ბა ვერც მო­ვას­წა­რი, რომ ამიხ­სნა, ისე­თი ძვი­რი იქ­ნე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი ამას ვერ შეწვდე­ბი­თო...

წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ელი­მი­ნა­ცი­ის უფა­სო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა და­ი­წყო და მე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტით - ჰარ­ვო­ნით გან­ვი­კურ­ნე, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, და­ლე­ვამ­დე პირ­ვე­ლი აბით ფო­ტოც გა­და­ვი­ღე. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი ელი­მი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას მა­ინც ეჭ­ვით უყუ­რებ­და, ამი­ტო­მაც დავ­წე­რე "წე­რი­ლი პა­ცი­ენ­ტებს“ (დღე­საც შე­გიძ­ლი­ათ მისი "წა­კი­თხვა“ "იუ­თუბ­ზე“). იქ მივ­მარ­თე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვინც მო­მა­ვალ­ში ჩა­ერ­თვე­ბო­და პრო­ექ­ტში "სა­ქარ­თვე­ლო C ჰე­პა­ტი­ტის გა­რე­შე“. იმ წე­რილს რომ ვწერ­დი, თით­ქოს, კი­დევ ერთხელ გა­ვი­ა­რე მთე­ლი სა­ტან­ჯვე­ლი - გზა ვირუ­სის აღ­მო­ჩე­ნი­დან მის და­მარ­ცხე­ბამ­დე და ყურ­ში ჩა­მეს­მო­და ჩემი ექი­მის სი­ტყვე­ბი ახალ პრე­პა­რატ­ზე, ისე­თი ძვი­რი იქ­ნე­ბა, ვერ შეწვდე­ბიო...

  • ნა­წყვე­ტი თე­მურ რა­დი­ა­ნის პა­ცი­ენ­ტე­ბი­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი­დან

"...ისევ სა­სო­წარ­კვე­თა... ისევ უი­მე­დო­ბა... ფიქ­რი ოჯახ­ზე, ახ­ლობ­ლებ­ზე და იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც ასე გვჭირ­დე­ბო­და ახა­ლი პრე­პა­რა­ტი. თავ­ში მხო­ლოდ ორი სი­ტყვა მიტ­რი­ა­ლებ­და - იქ­ნებ, ოდეს­მე... და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მე თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე. ის, რა­ზეც ვერც კი ვი­ოც­ნე­ბებ­დი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­და­უ­ზო­გა­ვი ძა­ლის­ხმე­ვით რე­ა­ლო­ბად იქცა. ის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტით სრუ­ლი­ად უფა­სოდ შე­უძ­ლია ამ ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბა, პრო­ექტს უნი­კა­ლურს ხდის. მე ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ექ­ტით მე­ო­რე სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა - მად­ლო­ბა ყვე­ლას!“

......

- ალ­ბათ, ჩემი გან­წყო­ბის ან გუ­ლახ­დი­ლო­ბის გამო - C ჰე­პა­ტი­ტის გამო არას­დროს გამ­ჩე­ნია კომ­პლექ­სი, არას­დროს მი­ფიქ­რია, და­ა­ვა­დე­ბა ვინ­მეს­თან და­მე­მა­ლა. ასე რომ, სულ მო­წო­დე­ბებ­ში ვი­ყა­ვი, რომ ვირუ­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რამ­დე მი­სუ­ლი­ყო ამ პროგ­რა­მის ამ­ბა­ვი და მას­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბევ­რმა დღე­საც არ იცის, აქვს თუ არა ვირუ­სი. მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე და მას მე­რეც ბევრ გა­და­ცე­მა­ში დამ­პა­ტი­ჟეს. მა­ში­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და დღე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლას მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა, ყვე­ლა რა­ი­ონ­სა თუ სო­ფელ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მა­ინც არის, ვინც იცის, C ჰე­პა­ტი­ტი რომ აქვს, მაგ­რამ არ მი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ და ვინ იცის, კი­დევ რამ­დენს გა­დას­დო!

- ამას უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მავ­ნებ­ლო­ბა ჰქვია და ამი­ტო­მა­ცაა, რომ მა­ინც ვერ მი­ვაღ­წი­ეთ მი­ზანს - ვი­ხი­ლოთ "სა­ქარ­თვე­ლო C ჰე­პა­ტი­ტის გა­რე­შე!“ ალ­ბათ, ამი­ტო­მაც გახ­და სა­ჭი­რო C ჰე­პა­ტი­ტის პრე­ვენ­ცი­ის ახა­ლი კამ­პა­ნი­ის წა­მო­წყე­ბა სლო­გა­ნით "იCოდე, C ჰე­პა­ტი­ტი არ იც­დის“, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით პა­ცი­ენ­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩა­უ­დე­ქით სა­თა­ვე­ში. რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს კამ­პა­ნია?

- ყვე­ლა­ნი მად­ლი­ე­რე­ბამ და სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვილ­მა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა. ასე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. მა­გა­ლი­თად, მე 2017 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ოფის­ში, ჩემს მე­გო­ბარ­თან მი­ვე­დი და გა­ვა­ცა­ნი სურ­ვი­ლი, რომ გან­კურ­ნე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს გვინ­დო­და, გვერ­დში ამოვ­დგო­მო­დით C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას - ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი გზა­ზე დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბა­ტონ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა აი­ტა­ცა და 2018 წელს უკვე დავ­რე­გის­ტრირ­დით, გზა­დაგ­ზა კი პა­ცი­ენ­ტთა სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც გა­ვი­ცა­ნით.

ზო­გა­დად, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ ჩვენ, ყვე­ლას ერთი ის­ტო­რია გვქონ­და - სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ბრძო­ლა! არ გვინ­დო­და, სხვებ­საც ეს გზა გა­ევ­ლოთ და ამი­ტომ ვურ­ჩევ­დით, დრო­უ­ლად ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ პროგ­რა­მა­ში, ხოლო C ჰე­პა­ტი­ტის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად ემ­კურ­ნა­ლათ, თა­ნაც უფა­სოდ, ვიდ­რე ვირუ­სის­გან სრუ­ლად არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ. თქვენ იცით, რომ ელი­მი­ნა­ცი­ის უფა­სო სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას გან­სა­ზღვრუ­ლი ვადა აქვს - 2015 წელს და­ი­წყო და 2025 წელს დას­რულ­დე­ბა, ამი­ტო­მაც მი­ვიჩ­ნი­ეთ აუ­ცი­ლებ­ლად პროგ­რა­მის და პა­ცი­ენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

ახ­ლან­დე­ლი კამ­პა­ნია - "იCოდე, C ჰე­პა­ტი­ტი არ იც­დის“ პა­ცი­ენ­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ერ­თად და­ვი­წყეთ. წი­ნას­წარ ვარ­ჩევთ ად­გი­ლებს დე­და­ქა­ლაქ­ში და რე­გი­ო­ნებ­ში და ვა­ტყო­ბი­ნებთ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას. აქე­დან მიგ­ვყავს მო­ბი­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, ჩავ­დი­ვართ ქა­ლა­ქებ­სა თუ სოფ­ლებ­ში და ვუ­ტა­რებთ ტეს­ტი­რე­ბას არა მარ­ტო C ჰე­პა­ტიტ­ზე, არა­მედ - B ჰე­პა­ტიტ­ზე, შიდსზე და სი­ფი­ლის­ზეც, ასე­ვე, ვე­სა­უბ­რე­ბით, ვუხ­სნით, ვუ­რი­გებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტებს, ვჩუქ­ნით ჩან­თებს, ნიღ­ბებს, მა­ი­სუ­რებს და ა.შ. ძა­ლი­ან შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გვხვდე­ბი­ან და ძა­ლი­ან უხა­რი­ათ ჩვე­ნი ჩას­ვლა. მათ­თვის ძნე­ლია, თუნ­დაც ტეს­ტი­რე­ბის­თვის, სოფ­ლე­ბი­დან ქა­ლაქ­ში წა­მოს­ვლა, უჭირთ სოფ­ლის სა­მუ­შა­ო­ზე მოც­დე­ნა, გა­და­ად­გი­ლე­ბა, ამი­ტომ ჩვე­ნი ჩას­ვლა მათ­თვის კომ­ფორ­ტია და ამას გვე­უბ­ნე­ბი­ან კი­დეც.

- ტეს­ტი­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა ვი­თა­რე­ბაა ინ­ფექ­ცი­ე­ბის კუ­თხით?

- სხვა­თა შო­რის, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი ნაკ­ლე­ბა­დაა. მაგ­რამ სიფრ­თხი­ლე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის მთა­ვა­რი სი­კე­თე, გარ­და სა­უ­კე­თე­სო სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა, ის არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოა - ვირუ­სის დად­გე­ნი­დან მის გან­კურ­ნე­ბამ­დე. არა­და, მე ინ­ტერ­ფე­რო­ნით რომ ვმკურ­ნა­ლობ­დი, კვი­რა­ში ვიხ­დი­დი 607 ლარს და 2011 წელს ორ ანა­ლიზ­ში - ვირუ­სის გე­ნო­ტი­პი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა­ში 850 ლარი გა­და­ვი­ხა­დე. თა­ნაც ვერ გან­ვი­კურ­ნე და მკურ­ნა­ლო­ბაც უმ­ძი­მე­სი იყო, ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა კი უფა­სოა, შე­დე­გი­ა­ნი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბიც თით­ქმის არ აქვს! ამი­ტომ უნდა მი­ვი­დეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და შე­მოწ­მდეს, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, იმ­კურ­ნა­ლოს კი­დეც, რად­გან ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, მისი სა­ახ­ლობ­ლოს­თვის, ქვეყ­ნის­თვის - ჯან­მრთე­ლი მო­მა­ვა­ლი, ხომ, გვინ­და?! ამი­ტომ, რო­გორც წლე­ბის წინ ჩემს წე­რილ­ში დავ­წე­რე, ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ: არ შე­გე­შინ­დეთ! არ შეგრცხვეთ! მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი ად­ვი­ლია, ვირუ­სი და­მარ­ცხდე­ბა! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გავა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი და ყვე­ლა­ნი მი­ვუ­ლო­ცავთ ერ­თმა­ნეთს C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

მე და­ვა­მარ­ცხე! და­ა­მარ­ცხებ შენც! გახ­სოვ­დეს - მო­მა­ვა­ლი C-ს გა­რე­შე!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
7

მიშამ კბილები ჩასმა დააპირა, მაგრამ ამოძრობით დაასრულა და დატოვა გაღიმებული ხალხი

ლიკა
2

მადლობა ხელისუფლებას ამ პროგრამის ამოქმედებისა და ამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, ის, რაც სხვა ქვეყნების მოსახლეობისთვის მიუწვდომელია, ჩვენ უფასოდ გვაქვს და ამისთვის მადლობის გადახდა არ უნდა დავიშუროთ, ასე მგონია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჩემი დიაგნოზი არ დამიმალავს... და მე გავიმარჯვე! არ შეგეშინდეთ! არ შეგრცხვეთ!..  თქვენც გაიმარჯვებთ!"

"ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჩემი დიაგნოზი არ დამიმალავს... და მე გავიმარჯვე! არ შეგეშინდეთ! არ შეგრცხვეთ!..  თქვენც გაიმარჯვებთ!"

2015 წლიდან საქართველოში, ამერიკული კომპანია "გილიარდის“ თანადგომით, უნიკალური C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომელმაც ბევრი ადამიანი იხსნა ტანჯვისგან და სიკვდილისგან, მაგრამ 6 წლის განმავლობაში მისგან სრულიად გათავისუფლება ჩვენმა მოსახლეობამ მაინც ვერ შეძლო. არადა, ამ უხილავი და ვერაგი მტრის - ვირუსის დამარცხება სულ ადვილად შეიძლება, თუკი საქართველოს ყოველი მოქალაქე საკუთარ თავს ჰკითხავს, აქვს თუ არა C ჰეპატიტი და აღმოაჩენს, რომ ვერაფერს პასუხობს. სწორედ აქედან იწყება მოქალაქის პასუხისმგებლობა ყველას წინაშე - გაიკეთებს თუ არა შესაბამისს ტესტს C ვირუსზე და, მისი აღმოჩენის შემთხვევაში, განაგრძობს თუ არა მკურნალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფასოა!

ჩემი დღევანდელი რესპონდენტი არის თემურ რადიანი - განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია "ჩვენ დავამარცხეთ C “-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც C ვირუსისგან განკურნებულ სხვა პაციენტებთან და პაციენტთა ორგანიზაციებთან ერთად ცდილობს, ელიმინაციის პროგრამისა და C-ჰეპატიტიანი პაციენტების თანადგომას:

- ვვარაუდობ, რომ C ჰეპატიტი1996 წელს, ფეხზე გაკეთებული რთული ოპერაციის შემდეგ დამემართა. ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი გარდამეცვალა ამ დაავადებით. ჩემი რამდენიმე მეგობარი მაშინ არსებული წამლებით - ინტერფერონითა და რიბავერინით მკურნალობდა და საშინელ დღეებს გადიოდა. მათი ყურება საკმაოდ მძიმე იყო. ჩემი დიაგნოზი 2008 წელს, შემთხვევით გავიგე და მახსოვს, რამდენად რთული იყო ამ დიაგნოზის მიღება. ვიცოდი, მის მკურნალობას ფინანსურად ვერ შევწვდებოდი - დაახლოებით, 20 ათას ლარამდე ჯდებოდა და ვერც თავად მკურნალობას გავუძლებდი. თანაც, განკურნების შანსი 50/50-ზე იყო. ამიტომ ვცადე, ჯანსაღად მეცხოვრა, რომ როგორმე იმ 5%-ში მოვხვედრილიყავი, ვინც ამგვარი ცხოვრებით განიკურნა - მოგესხენებათ, რომ ღვიძლს, თუ შესაბამის პირობებს შეუქმნი, რეგენერაციის უნარი გააჩნია. ვინაიდან მკურნალობას არც და ვერც ვაპირებდი, ვირუსის რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზიც არ გამიკეთებია, რადგან ესეც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

მხოლოდ 2011 წელს გავიგე, რომ პირველი გენოტიპი მქონდა, ვირუსის რაოდენობა კი დიდი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ღვიძლის მესამე ხარისხის დაზიანება მქონდა. მკურნალობას ვერც მაშინ ვახერხებდი, ამიტომ კვლავ ჩემი ცხოვრების წესით ვფიქრობდი ვირუსთან ბრძოლას - ბევრს დავდიოდი სუფთა ჰაერზე, ტყეში, ბევრს ვვარჯიშობდი და დაავადებას არ ვეპუებოდი, მაგრამ... ერთ მშვენიერ დღეს ორგანიზმს, ალბათ, ყველა რესურსი ამოეწურა და ერთ-ერთი გასვლისას დაღლა ვიგრძენი. ამის შემდეგ, 2012 წელს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთე და ქირურგმა მერაბ კილაძემ გამაფრთხილა, ღვიძლის სერიოზული პრობლემა გაქვს და უნდა მიხედოო. მივხვდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავი იმ კრიტიკულ ზღვართან, რასაც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჰქვია.

ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჩემი დიაგნოზი არ დამიმალავს. მხოლოდ მათი მხარდაჭერით შემეძლო ახალ რეალობაში ცხოვრება. დავიწყე ამომწურავი ინფორმაციის მოძიება ვირუსის, საქართველოში დაავადებულების რაოდენობის და იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ჩემი გადარჩენა შეეძლო.

საშველი რომ აღარ იყო, 2013 წლის გაზაფხულზე მერიისა და გამგეობის დახმარებით 10 ათასი ლარი ვიშოვე და მკურნალობა ინტერფერონითა და რიბავერინით დავიწყე. მკურნალობის კურსი 12-თვიანი იყო, სამი თვის შემდეგ რომ გადავიმოწმე, ვირუსი პირიქით - გამრავლებული აღმოჩნდა, მე კი ამ მძიმე მკურნალობის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე მჭირდა, ყველა თვალსაზრისით და ჩემი 3-თვიანი მკურნალობაც უშედეგო იყო. შეუძლებელია იმ მდგომარეობის აღწერა. ჩემმა, მართლაც გადასარევმა ექიმმა, პროფესორმა თამარ გეგეშიძემ მითხრა, რომ აზრი აღარ ჰქონდა ამ მკურნალობის გაგრძელებას და მეც თავი დავანებე. რაღაც ხნის შემდეგ მანვე შემატყობინა ახალ ამერიკულ წამალზე, მაგრამ გახარება ვერც მოვასწარი, რომ ამიხსნა, ისეთი ძვირი იქნება, ქართველები ამას ვერ შეწვდებითო...

წლების შემდეგ, როდესაც 2015 წლიდან საქართველოში ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ახალი მედიკამენტით - ჰარვონით განვიკურნე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, დალევამდე პირველი აბით ფოტოც გადავიღე. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას მაინც ეჭვით უყურებდა, ამიტომაც დავწერე "წერილი პაციენტებს“ (დღესაც შეგიძლიათ მისი "წაკითხვა“ "იუთუბზე“). იქ მივმართე საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მომავალში ჩაერთვებოდა პროექტში "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“. იმ წერილს რომ ვწერდი, თითქოს, კიდევ ერთხელ გავიარე მთელი სატანჯველი - გზა ვირუსის აღმოჩენიდან მის დამარცხებამდე და ყურში ჩამესმოდა ჩემი ექიმის სიტყვები ახალ პრეპარატზე, ისეთი ძვირი იქნება, ვერ შეწვდებიო...

  • ნაწყვეტი თემურ რადიანის პაციენტებისადმი მიწერილი წერილიდან

"...ისევ სასოწარკვეთა... ისევ უიმედობა... ფიქრი ოჯახზე, ახლობლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასე გვჭირდებოდა ახალი პრეპარატი. თავში მხოლოდ ორი სიტყვა მიტრიალებდა - იქნებ, ოდესმე... და ერთ მშვენიერ დღეს მე თავიდან დავიბადე. ის, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი, ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი ძალისხმევით რეალობად იქცა. ის, რომ დღეს საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა მოქალაქეს ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატით სრულიად უფასოდ შეუძლია ამ ვირუსისგან განკურნება, პროექტს უნიკალურს ხდის. მე ჩემი მოკრძალებული მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტით მეორე სიცოცხლე მაჩუქა - მადლობა ყველას!“

......

- ალბათ, ჩემი განწყობის ან გულახდილობის გამო - C ჰეპატიტის გამო არასდროს გამჩენია კომპლექსი, არასდროს მიფიქრია, დაავადება ვინმესთან დამემალა. ასე რომ, სულ მოწოდებებში ვიყავი, რომ ვირუსის მქონე ადამიანების ყურამდე მისულიყო ამ პროგრამის ამბავი და მასში ჩართულიყვნენ. წარმოიდგინეთ, ბევრმა დღესაც არ იცის, აქვს თუ არა ვირუსი. მკურნალობის პერიოდშივე და მას მერეც ბევრ გადაცემაში დამპატიჟეს. მაშინაც აუცილებელი იყო და დღესაც აუცილებელია, ყველას მივაწვდინოთ ხმა, ყველა რაიონსა თუ სოფელში. სამწუხაროდ, 25 ათასი ადამიანი მაინც არის, ვინც იცის, C ჰეპატიტი რომ აქვს, მაგრამ არ მიდის სამკურნალოდ და ვინ იცის, კიდევ რამდენს გადასდო!

- ამას უპასუხისმგებლობა და მავნებლობა ჰქვია და ამიტომაცაა, რომ მაინც ვერ მივაღწიეთ მიზანს - ვიხილოთ "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!“ ალბათ, ამიტომაც გახდა საჭირო C ჰეპატიტის პრევენციის ახალი კამპანიის წამოწყება სლოგანით "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის“, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით პაციენტთა ორგანიზაციები ჩაუდექით სათავეში. როგორ მიმდინარეობს კამპანია?

- ყველანი მადლიერებამ და სხვების დახმარების სურვილმა გაგვაერთიანა. ასე გავიცანით ერთმანეთი. მაგალითად, მე 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში არსებულ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ოფისში, ჩემს მეგობართან მივედი და გავაცანი სურვილი, რომ განკურნებულ პაციენტებს გვინდოდა, გვერდში ამოვდგომოდით C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას - ჩვენი გამოცდილების გაზიარებით ადამიანები გზაზე დაგვეყენებინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ ჩემი ინიციატივა აიტაცა და 2018 წელს უკვე დავრეგისტრირდით, გზადაგზა კი პაციენტთა სხვა ორგანიზაციებიც გავიცანით.

ზოგადად, ყველა ადამიანს საკუთარი ისტორია აქვს, მაგრამ ჩვენ, ყველას ერთი ისტორია გვქონდა - სიცოცხლისათვის ბრძოლა! არ გვინდოდა, სხვებსაც ეს გზა გაევლოთ და ამიტომ ვურჩევდით, დროულად ჩართულიყვნენ პროგრამაში, ხოლო C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად ემკურნალათ, თანაც უფასოდ, ვიდრე ვირუსისგან სრულად არ გათავისუფლდებოდნენ. თქვენ იცით, რომ ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამას განსაზღვრული ვადა აქვს - 2015 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება, ამიტომაც მივიჩნიეთ აუცილებლად პროგრამის და პაციენტების მხარდაჭერა.

ახლანდელი კამპანია - "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის“ პაციენტთა ორგანიზაციებმა ერთად დავიწყეთ. წინასწარ ვარჩევთ ადგილებს დედაქალაქში და რეგიონებში და ვატყობინებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც თავად უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას. აქედან მიგვყავს მობილური ლაბორატორია, ჩავდივართ ქალაქებსა თუ სოფლებში და ვუტარებთ ტესტირებას არა მარტო C ჰეპატიტზე, არამედ - B ჰეპატიტზე, შიდსზე და სიფილისზეც, ასევე, ვესაუბრებით, ვუხსნით, ვურიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს, ვჩუქნით ჩანთებს, ნიღბებს, მაისურებს და ა.შ. ძალიან შეგნებული ადამიანები გვხვდებიან და ძალიან უხარიათ ჩვენი ჩასვლა. მათთვის ძნელია, თუნდაც ტესტირებისთვის, სოფლებიდან ქალაქში წამოსვლა, უჭირთ სოფლის სამუშაოზე მოცდენა, გადაადგილება, ამიტომ ჩვენი ჩასვლა მათთვის კომფორტია და ამას გვეუბნებიან კიდეც.

- ტესტირებიდან გამომდინარე, რა ვითარებაა ინფექციების კუთხით?

- სხვათა შორის, დადებითი პასუხი ნაკლებადაა. მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია. ელიმინაციის პროგრამის მთავარი სიკეთე, გარდა საუკეთესო სამკურნალო მედიკამენტებისა, ის არის, რომ ყველაფერი უფასოა - ვირუსის დადგენიდან მის განკურნებამდე. არადა, მე ინტერფერონით რომ ვმკურნალობდი, კვირაში ვიხდიდი 607 ლარს და 2011 წელს ორ ანალიზში - ვირუსის გენოტიპისა და რაოდენობის დადგენაში 850 ლარი გადავიხადე. თანაც ვერ განვიკურნე და მკურნალობაც უმძიმესი იყო, ელიმინაციის პროგრამა კი უფასოა, შედეგიანი და უკუჩვენებებიც თითქმის არ აქვს! ამიტომ უნდა მივიდეს ყველა ადამიანი და შემოწმდეს, თუ საჭირო იქნება, იმკურნალოს კიდეც, რადგან ეს მნიშვნელოვანია მისი ოჯახის წევრებისთვის, მისი საახლობლოსთვის, ქვეყნისთვის - ჯანმრთელი მომავალი, ხომ, გვინდა?! ამიტომ, როგორც წლების წინ ჩემს წერილში დავწერე, ახლაც გავიმეორებ: არ შეგეშინდეთ! არ შეგრცხვეთ! მკურნალობის პროცესი ადვილია, ვირუსი დამარცხდება! დარწმუნებული ვარ, რომ გავა რამდენიმე წელიწადი და ყველანი მივულოცავთ ერთმანეთს C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხებას ჩვენს ქვეყანაში.

მე დავამარცხე! დაამარცხებ შენც! გახსოვდეს - მომავალი C-ს გარეშე!

ავტორი: ირმა ხარშილაძე