მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­ი­დან პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ-დი­აგ­ნოს­ტი­კურ სერ­ვი­სებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად და კლი­ნი­კუ­რად გა­ნახ­ლე­ბულ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში მი­ი­ღე­ბენ.

იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს ბა­ზა­ზე გახ­სნი­ლი ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი ერთ სივ­რცე­ში 17 მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებს აერ­თი­ა­ნებს. მათ შო­რის არის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სრულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ რა­დი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს უზ­რუნ­ველ­ყოფს. პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ექი­მე­ბის გუნ­დის მიერ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით ან ერ­თობ­ლი­ვი კონ­სი­ლი­უ­მე­ბის შე­დე­გად იგეგ­მე­ბა. რთუ­ლი კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვა­ში ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტთა საბ­ჭოს პე­დი­ატ­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ერ­თვე­ბა, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჰოს­პიტ­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჰო­ლან­დი­ა­ში არ­სე­ბულ პა­თო­მორ­ფო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ბა­ზას­თან, სა­დაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ანა­ტო­მი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბის კომ­ფორტზე მაქ­სი­მა­ლუ­რად არის მორ­გე­ბუ­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა მულ­ტიპრო­ფი­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ერთ სივ­რცე­ში. ამის მა­გა­ლი­თია პულ­მო­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრი, სა­დაც პე­დი­ატ­რი, ბავ­შვთა პულ­მო­ნო­ლო­გი, ფთი­ზი­ატ­რი, გულ­მკერ­დის ქი­რურ­გი და ფილ­ტვის ფუნ­ქცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით სა­ზღვრა­ვენ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრში მო­სულ პა­ცი­ენ­ტებს მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო დახ­ვდე­ბათ. მო­ე­წყო გა­სარ­თო­ბი და მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი. ცენ­ტრში გა­მარ­თუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით გა­მარ­ტივ­და წამ­ყვან ექი­მებ­თან ვი­ზი­ტის და­ჯავ­შნა. სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის დროს სტრე­სის შე­სამ­ცი­რებ­ლად პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კი VR სათ­ვა­ლით ნაჩ­ვე­ნებ ანი­მა­ცი­ას და­ეთ­მო­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში 45-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი მე­სა­მე დო­ნის რე­ფე­რა­ლუ­რი ცენ­ტრია და კლი­ნი­კუ­რად ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­დი­ატ­რი­ულ სეგ­მენტს მარ­თავს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევექ­სის ჰოს­პი­ტა­ლურ­მა ქსელ­მა გა­სუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვა ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის, ურო­ნეფ­რო­ლო­გი­ის, ნევ­რო­ლო­გი­ის, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ი­სა და ახალ­შო­ბილ­თა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი. ასე­ვე, გა­იხ­სნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პე­დი­ატ­რი­უ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა. პრო­ექ­ტის და­სას­რულს კლი­ნი­კა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო სტან­დარტს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე - უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2023 წელს დას­რულ­დე­ბა, რის­თვი­საც, ჯამ­ში, 14 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­აა გა­მო­ყო­ფი­ლი.

ავტორი:

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება გრძელდება. დღეიდან პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ინფრასტრუქტურულად და კლინიკურად განახლებულ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მიიღებენ.

იაშვილის საავადმყოფოს ბაზაზე გახსნილი ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ერთ სივრცეში 17 მიმართულებით სამედიცინო სერვისებს აერთიანებს. მათ შორის არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც სრულ ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევებს უზრუნველყოფს. პაციენტების მკურნალობა ექიმების გუნდის მიერ ინდივიდუალური მიდგომით ან ერთობლივი კონსილიუმების შედეგად იგეგმება. რთული კლინიკური შემთხვევების მართვაში ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს პედიატრიული მიმართულება ერთვება, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტებისგან. აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც ხორციელდება რთული შემთხვევების ანატომიური დიაგნოსტიკა.

ინფრასტრუქტურული ცვლილებების პაციენტების კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული და ემსახურება მულტიპროფილურ სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში. ამის მაგალითია პულმონოლოგიის ცენტრი, სადაც პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფთიზიატრი, გულმკერდის ქირურგი და ფილტვის ფუნქციების სპეციალისტი ერთობლივი მუშაობით საზღვრავენ პაციენტის მდგომარეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მოსულ პაციენტებს მათზე მორგებული, კომფორტული გარემო დახვდებათ. მოეწყო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. ცენტრში გამართული ოპერატიული სისტემის მეშვეობით გამარტივდა წამყვან ექიმებთან ვიზიტის დაჯავშნა. სამედიცინო მანიპულაციების დროს სტრესის შესამცირებლად პატარა პაციენტების ყურადღება კი VR სათვალით ნაჩვენებ ანიმაციას დაეთმობა.

სამედიცინო სფეროში 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს.

აღსანიშნავია, რომ ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა გასული 4 წლის განმავლობაში იაშვილის საავადმყოფოში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად აღჭურვა ონკო-ჰემატოლოგიის, ურონეფროლოგიის, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები. ასევე, გაიხსნა განახლებული პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილება. პროექტის დასასრულს კლინიკა ყველა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებით მუშაობენ როგორც ქართველი, ასევე - უცხოელი ექსპერტები.

ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი იაშვილის საავადმყოფოში 2023 წელს დასრულდება, რისთვისაც, ჯამში, 14 მლნ ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.