"ბრძოლა დაიწყო მაშინ, როდესაც რეჟიმმა მიიტაცა არჩევნები და მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე ეს ორივე მოცემულობა არ შეიცვლება, არავინ, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ლოდინს "ციური მანანა" გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს თუ დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმის საკრებულოსთან მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თითოეული მათგანი მუდმივად იბრძვის და ამის პარალელურად იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა, რომელიც ახალ არჩევნებს დაუკავშირდება.
"თუ არ ხარ მიკერძოებული, აუცილებლად უნდა ითხოვდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილი-მურუსიძეს ჰყავს ტყვეობაში აყვანილი და ვერასდროს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თითოეული ჩვენგანი მუდმივად ვიბრძვით, ამ ყველაფრის პარალელურად იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა, რომელიც დაუკავშირდება ახალ არჩევნებს. ბრძოლა დაიწყო როდესაც რეჟიმმა მიიტაცა არჩევნები და მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი, სანამ ეს ორივე მოცემულობა არ შეიცვლება, არავინ, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ლოდინს "ციური მანანა" გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს თუ დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) და მისი ბელადი სააკაშვილი (სააკიანი) უნდა გასამართლდეს როგორც:
1. ბოროტების ჩამდენი პარტია, რომლის კისერზეა უამრავი ფიზიკურად და მორალურად განადგურებული ადამიანი.
2. წინასწარ განძრახული ან კიდევ უგუნური ქმედებების გამო (არასწორად წარმოებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა) დაკარგული ტერიტორიები!
SXVAM KVEKANA SHEJAMOS DA MISHA DAIJIROM WADIT GAMOIDZIET DGEVANDELI MTAVROBA KVELANAIRad da mere miaxtit mishas