მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში  კერასკოს  მეთოდით  მოყვანილი  ლოკოკინა  იტალიის  ბაზარზე  შედის
საქართველოში  კერასკოს  მეთოდით  მოყვანილი  ლოკოკინა  იტალიის  ბაზარზე  შედის

მსოფ­ლი­ო­ში ლო­კო­კი­ნას წარ­მო­ე­ბა საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ან და პერ­სპექ­ტი­ულ ბიზ­ნე­სად მი­იჩ­ნე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მო­ლუს­კე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში, მათი საკ­ვე­ბად მოხ­მა­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც კი გვაქვს. „ლუ­მა­კე­რია იტა­ლი­ა­ნა­სა“ და „სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰე­ლი­სი­კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის“ პრე­ზი­დენ­ტი, "ევ­რო­პუ­ლი ლო­კო­კი­ნის მეფე", სი­მო­ნე სამ­პო დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა

ეს ვი­ზი­ტი ახ­ლე­ბუ­რი შე­მარ­თე­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით ადას­ტუ­რებს ერთი წლის წინ და­წყე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს, წარ­მო­ა­ჩენს იმ ბრენ­დის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბა­სა და სან­დო­ო­ბას, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი სამ­პო წარ­მო­ად­გენს.

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თვალ­საზ­რი­სით, გა­ი­მარ­თა ტრე­ნინ­გე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ად­გი­ლებ­ზე ვი­ზი­ტე­ბი. ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი იყო ქარ­თუ­ლი ბაზ­რის შეს­წავ­ლა და სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის, ქვე­ყა­ნა­ზე მორ­გე­ბი­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვით და რა თქმა უნდა, წარ­მა­ტე­ბის სურ­ვი­ლით.

უკვე თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წა­მო­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი და­დე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა, რაც იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ თბი­ლის­ში, და­ვით ყი­ფი­ა­ნის 2/ბ-ში გა­იხ­სნა ჰე­ლი­კო­კულ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის ოფი­სი, ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა იმის გა­რან­ტი­აა, რომ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუდ­მი­ვად იმუ­შა­ვე­ბენ ლო­კო­კი­ნის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით და დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ მათ.

რა არის ახა­ლი გა­სულ თვე­ებ­თან შე­და­რე­ბით?

მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ჯა­როდ შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ მი­ვაღ­წი­ეთ მი­ზანს, რომ­ლის­თვი­საც რამ­დე­ნი­მე თვე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვმუ­შა­ობ­დით, რო­გორც იტა­ლი­ურ, ასე­ვე ქარ­თულ ფრონტზე. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მი­ვი­ღეთ მო­სა­ვა­ლი და პირ­და­პირ ვყი­დუ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლო­დან კე­რას­კოს მე­თო­დით მო­შე­ნე­ბულ ლო­კო­კი­ნას. და­ვი­წყეთ დი­ა­ლო­გი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, სა­ბა­ჟოს­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ებ­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად, რო­მე­ლიც გამ­ძლე და სან­დო სა­ძირ­კველ­ზეა და­შე­ნე­ბუ­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ავი­ღოთ კონ­კრე­ტუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც ხორ­ცის, ასე­ვე ლორ­წოს ექ­სპორტზე სა­ქარ­თვე­ლო­დან იტა­ლი­ა­ში. თუ აქამ­დე ეს ერ­თგვა­რად აბ­რკო­ლებ­და ქარ­თველ ინ­ვეს­ტო­რებს, ახლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს მუხ­რუ­ჭი აღარ არ­სე­ბობს.

რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში?

ამ ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში ჩას­ვლით და­ი­წყო და გუ­ლის­ხმობს ქვეყ­ნის სხვა ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­საც, თბი­ლი­სის ინ­სტი­ტუ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დი, სი­მო­ნე სამ­პოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გეგ­მავს პირ­ველ ექ­სპორ­ტს იტა­ლი­ა­ში, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია ვე­ლო­დით.

ამ ნედ­ლე­ულ­ზე სულ უფრო მზარ­დი მო­თხოვ­ნაა იტა­ლი­ა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ნედ­ლე­უ­ლი გარ­კვე­ულ გა­და­მუ­შა­ვე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე იტა­ლი­ის კო­მერ­ცი­ულ ქსელ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

მხო­ლოდ გას­ტრო­ნო­მი­ულ პრო­ექ­ტე­ბი, თუ...?

უკვე შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ დარგთა­შო­რის co-branding-ზე, რო­მე­ლიც გას­ტრო­ნო­მი­ის გარ­და მო­ი­ცავს კოს­მე­ტი­კი­სა და ფარ­მა­ცევ­ტულ სფე­რო­ებ­საც. ამ დღე­ებ­ში შედ­გა სწო­რედ „სა­გა­პო“|-ს კოს­მე­ტი­კის იმ ხა­ზის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც მი­ე­ძღვნა სა­ხი­სა და სხე­უ­ლის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ასე­ვე უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სირო­ფე­ბი­სა და კვე­ბი­თი და­ნა­მა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და გა­ყიდ­ვას.

ეს პრო­დუქ­ცია მზად­დე­ბა სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ლო­კო­კი­ნის („კოს­მო­სის“) ლორ­წოს­გან, რო­მე­ლიც მოყ­ვა­ნი­ლია კე­რას­კოს მე­თო­დით გა­შე­ნე­ბულ მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში.

მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვაც­ნობთ ქარ­თველ ინ­ვეს­ტო­რებს, ის არის, რომ მალე იარ­სე­ბებს ქარ­თუ­ლი ლო­კო­კი­ნით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ცია. ეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ას შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია.

რა მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია თვე­ნი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში?

ჩვენ გვექნდა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი სა­ინ­ფე­რო­მა­ციო დღე ქუ­თა­ის­ში 21 ნო­ემ­ბერს, ახლა უახ­ლო­ე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­დე­ბა 28 ნო­ემ­ბერს, 11 სა­ათ­ზე „დი­დუ­ბე პლა­ზა­ში“, წე­რეთ­ლის 116-ში.

დას­წრე­ბა უფა­სოა, მსურ­ვე­ლებ­მა უნდა დარ­ე­კონ მი­თი­თე­ბულ ნომ­რებ­ზე:

+ 995 599 306 306 ან +39 342 516 4844 trade@istitutodielicicoltura.com

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
1

თქვენ კამანჩების მეთოდით გამოყვანილი მეგრული ხვლიკები უნდა ნახოთ, ლარის კურსივით როგორ დახტუნავენ და მერე ისაუბრეთ ეკონომიკაზე... 

ხვლიკი ჩვენი ქვეყნის მომავალია! მისი კუდი კი. ჩვენი არსებობის გარანტი...

გრიგოლი1408
5

ლოკოკინა? რა ,თქვენ აღმოაჩინეთ პირველად? რის პროპაგანდას ეწევით. საქმეს მიხედეთ საქმესს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველოში  კერასკოს  მეთოდით  მოყვანილი  ლოკოკინა  იტალიის  ბაზარზე  შედის

საქართველოში  კერასკოს  მეთოდით  მოყვანილი  ლოკოკინა  იტალიის  ბაზარზე  შედის

მსოფლიოში ლოკოკინას წარმოება საკმაოდ მომგებიან და პერსპექტიულ ბიზნესად მიიჩნევა. საქართველოში ამ მოლუსკების პოპულარობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა ცალკეულ რეგიონებში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში, მათი საკვებად მოხმარების ისტორიული გამოცდილებაც კი გვაქვს. „ლუმაკერია იტალიანასა“ და „საერთაშორისო ჰელისიკულტურის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, "ევროპული ლოკოკინის მეფე", სიმონე სამპო დაბრუნდა საქართველოში და დეტალურად გვესაუბრება

ეს ვიზიტი ახლებური შემართებითა და კონკრეტული ფაქტებით ადასტურებს ერთი წლის წინ დაწყებული მუშაობის შედეგებს, წარმოაჩენს იმ ბრენდის პრესტიჟულობასა და სანდოობას, რომელსაც ბატონი სამპო წარმოადგენს.

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა საგანმანათლებლო თვალსაზრისით, გაიმართა ტრენინგები, კონფერენციები, ადგილებზე ვიზიტები. ამ ყველაფრის მიზანი იყო ქართული ბაზრის შესწავლა და საუკეთესო ხარისხის, ქვეყანაზე მორგებილი კომერციული სერვისის განვითარება, ტერიტორიისა და დასაქმებული ადამიანების დაცვით და რა თქმა უნდა, წარმატების სურვილით.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ წამოწყებული პროცესი დადებითი მიმართულებით ვითარდება, რაც იმის დამსახურებაცაა, რომ თბილისში, დავით ყიფიანის 2/ბ-ში გაიხსნა ჰელიკოკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტის ოფისი, ადგილობრივი წარმომადგენლობა იმის გარანტიაა, რომ ქართველი სპეციალისტები მუდმივად იმუშავებენ ლოკოკინის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების გვერდით და დახმარებას გაუწევენ მათ.

რა არის ახალი გასულ თვეებთან შედარებით?

მოხარულები ვართ, რომ საჯაროდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მივაღწიეთ მიზანს, რომლისთვისაც რამდენიმე თვე თავდაუზოგავად ვმუშაობდით, როგორც იტალიურ, ასევე ქართულ ფრონტზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მივიღეთ მოსავალი და პირდაპირ ვყიდულობთ საქართველოდან კერასკოს მეთოდით მოშენებულ ლოკოკინას. დავიწყეთ დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთან, საბაჟოსთან, საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებთან ორმხრივი ურთიერთობის გასამყარებლად, რომელიც გამძლე და სანდო საძირკველზეა დაშენებული და საშუალებას გვაძლევს, ავიღოთ კონკრეტული ვალდებულება როგორც ხორცის, ასევე ლორწოს ექსპორტზე საქართველოდან იტალიაში. თუ აქამდე ეს ერთგვარად აბრკოლებდა ქართველ ინვესტორებს, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუხრუჭი აღარ არსებობს.

რა მოხდება მომავალში?

ამ ვიზიტის განმავლობაში, რომელიც ქუთაისში ჩასვლით დაიწყო და გულისხმობს ქვეყნის სხვა ადგილების მონახულებასაც, თბილისის ინსტიტუტის საერთაშორისო გუნდი, სიმონე სამპოს ხელმძღვანელობით, გეგმავს პირველ ექსპორტს იტალიაში, რომელსაც დიდი ხანია ველოდით.

ამ ნედლეულზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა იტალიაში და საქართველოდან იმპორტირებული ნედლეული გარკვეულ გადამუშავებას დაექვემდებარება მანამ, ვიდრე იტალიის კომერციულ ქსელში გაიყიდება.

მხოლოდ გასტრონომიულ პროექტები, თუ...?

უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ დარგთაშორის co-branding-ზე, რომელიც გასტრონომიის გარდა მოიცავს კოსმეტიკისა და ფარმაცევტულ სფეროებსაც. ამ დღეებში შედგა სწორედ „საგაპო“|-ს კოსმეტიკის იმ ხაზის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების, ასევე უმაღლესი ხარისხის სიროფებისა და კვებითი დანამატების წარმოებასა და გაყიდვას.

ეს პროდუქცია მზადდება სერთიფიცირებული ლოკოკინის („კოსმოსის“) ლორწოსგან, რომელიც მოყვანილია კერასკოს მეთოდით გაშენებულ მეურნეობებში.

მომდევნო ნაბიჯი, რომელსაც სიამოვნებით ვაცნობთ ქართველ ინვესტორებს, ის არის, რომ მალე იარსებებს ქართული ლოკოკინით დამზადებული პირველი კოსმეტიკური პროდუქცია. ეს საქართველოსა და იტალიას შორის მჭიდრო კავშირის კიდევ ერთი დასტურია.

რა მიმდინარე ღონისძიებებია თვენი ვიზიტის ფარგლებში?

ჩვენ გვექნდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საინფერომაციო დღე ქუთაისში 21 ნოემბერს, ახლა უახლოესი ღონისძიება და საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 28 ნოემბერს, 11 საათზე „დიდუბე პლაზაში“, წერეთლის 116-ში.

დასწრება უფასოა, მსურველებმა უნდა დარეკონ მითითებულ ნომრებზე:

+ 995 599 306 306 ან +39 342 516 4844 trade@istitutodielicicoltura.com

R