მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახურმა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია სამი პირი
საგამოძიებო სამსახურმა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია სამი პირი

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს ექ­ვსი პირი, რო­მელ­თა­გა­ნაც სამი და­კა­ვე­ბუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უკა­ნო­ნო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, 2019-2021 წლებ­ში, მათი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხე­ლით, და­ამ­ზა­დეს და გა­ა­სა­ღეს ყალ­ბი სა­ხელ­ფა­სო ცნო­ბე­ბი, ასე­ვე გა­ა­ყალ­ბეს სხვა­დას­ხვა მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის თით­ქოს­და მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, 58 მო­ქა­ლა­ქის მიერ, უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბულ იქნა კრე­დი­ტი, რომ­ლის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა მი­ლი­ონ ნა­ხე­ვარ ლარს აღე­მა­ტე­ბა.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქის სა­ხელ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ასე­ვე მათ და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყალ­ბი ბეჭ­დე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 208-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tt
1

ასეთ დანაშაულზე უნდა იყოს დიდი სასჯელი. მინიმუმ 20 წელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საგამოძიებო სამსახურმა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია სამი პირი

საგამოძიებო სამსახურმა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია სამი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ექვსი პირი, რომელთაგანაც სამი დაკავებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც, საქართველოში არსებული სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან, 58 მოქალაქის მიერ, უკანონოდ მიღებულ იქნა კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონ ნახევარ ლარს აღემატება.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.