თურქეთის ქალაქ სტამბოლში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ქალაქის ცენტრალურ, თაქსიმის მოედნისკენ მსვლელობა ათასობით ადამიანმა, უმეტესად ქალებმა მოაწყვეს. ისინი თურქეთში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვდნენ.
დემონსტრანტების ნაწილი სკანდირებდა: "გადადგეს მთავრობა“. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები ესროლა. თურქეთის პოლიციის ცნობით, დაშავდა 17 ადამიანი და მათ შორის, 10 ქალი პოლიციელი.
"ამ ქვეყანაში ქალებს საჯაროდ კლავენ. ჩვენ ამას არ მივიღებთ, არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგრძელებთ. ", - უთხრა ერთ-ერთმა დემონტრანტმა სააგენტო "როიტერსის" კორესპონდენტს.
თურქეთის უფლებადამცველთა ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 345 ქალი მოკლეს.
მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის მთავრობამ სტამბოლის კონვენცია დატოვა, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ გადაწყვეტილებამ დასავლეთის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა, ქალთა უფლებების დასაცავად, ადგილობრივ კანონებს გამოიყენებს.
აშშ-ში ფემიციდის შემთხვევების 70 პროცენტი მოდის ორ შტატზე - ტექსასზე და კალიფორნიაზე. ეს ის შტატებია, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება მექსიკას და სწორედ ამ საზღვრის მიმდებარედ იყრიან თავს მექსიკიდან და მთელი ლათინური ამერიკიდან აშშ-ში წასული მიგრანტები. გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობენ და მერე თანდათანობით გადადიან ჩრდილოეთში, სხვა შტატებში. თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც სამხრეთში რჩება. ლათინურ ამერიკაში კი ქალთა მკვლელობები რა მასშტაბებს აღწევს, ეს ჩემზე კარგად გეცოდინება. აქ მთავარი ისაა, როგორ მუშაობს სახელმწიფო ამის აღმოსაფხვრელად. ამერიკაში უზარმაზარი ფული იხარჯება და რეალური პროგრამებია შემუშავებული ფემიციდის შესამცირებლად, თურქეთში კი აი ამ ფორმით უსწორდებიან მათ, ვინც პროტესტს გამოხატავს და სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მსოფლიოში ციხეში მჯდომი მსჯავრდებულების 93% (ოთხმოცდაცამეტი) კაცია, მსხვერპლიც 95% (ოთხმოცდათხუთმეტი) ასევე კაცია, რაც შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, კრიმინალური ფაქტებით და სტატისტიკით მსგავს დანაშაულებზე ოცჯერ მეტი მსჯავრდებული კაცი იხდის სასჯელს. რათქმაუნდა ამ კომენტარში მოყვანილი მონაცემების გადამოწმებაც შეიძლება და აქსიომაა ისიც რომ სანამ კაცობრიობა იარსებებს ამ პლანეტაზე უკლებლივ ყველა ქვეყანაში იყო, არის და იქნება სხვადასხვა მასშტაბით კრიმინალი. აღსაღნიშნავია რომ მიგრანტების დასავლეთის ქვეყნებში მოზღვავებამ ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გააუარესა.