პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდის ეპოქაში მომრავლდნენ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები... თუმცა, „სიცხის“ განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს" - რას წერს მაია ბუწაშვილი
"კოვიდის ეპოქაში მომრავლდნენ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები... თუმცა, „სიცხის“ განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს" - რას წერს მაია ბუწაშვილი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხე­უ­ლის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს. სპე­ცი­ა­ლის­ტის შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით შე­წუ­ხე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. ბუ­წაშ­ვი­ლის თქმით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, და­ბა­ლი სი­ცხე ნო­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა და ღელ­ვის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა.

"ჩვენ­თან ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უსა­ფუძ­ვლოდ შფო­თავს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ექიმ­თან ვი­ზი­ტე­ბის გა­უ­მარ­თლებ­ლად დიდი რი­ცხვი სწო­რედ „სი­ცხის“ გამო ხდე­ბა. თუმ­ცა, „სი­ცხის“ გან­მარ­ტე­ბა გან­სხვავ­დე­ბა იმ წარ­მოდ­გე­ნე­ბის­გან, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს. ზო­გა­დად, 37C ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ღე­ბუ­ლია სხე­უ­ლის ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლად. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს რო­ბო­ტი­ვით აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თნა­ი­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა ჰქონ­დეს და რომ ეს ციფ­რი აუ­ცი­ლებ­ლად 37-ს ქვე­მოთ უნდა იყოს. მი­ღე­ბუ­ლია, რომ სი­ცხედ ით­ვლე­ბა იღ­ლი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.5-ზე მეტი და პი­რის ღრუ­ში გა­ზო­მი­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.8-38-ზე მეტი.სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა იღ­ლი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა, თუმ­ცა ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში პი­რის ღრუს ტემ­პე­რა­ტუ­რის ზო­მა­ვენ და შე­და­რე­ბით უფრო ზუს­ტი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ვიდ­რე იღ­ლი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რა.სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ (მათ შო­რის კო­ვი­დის), სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზო­მი­ე­რი მო­მა­ტე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და ამან არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს იმ მას­შტა­ბით ღელ­ვა, რაც ჩვენ­თან შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ, კი­დევ ვი­მე­ო­რებ, 37.5-მდე ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი სუ­ლაც არ იყოს.ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა მერ­ყე­ობ­დეს დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­შიც. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია უფრო მა­ღა­ლი ციფ­რე­ბი, ვიდ­რე დი­ლით. ასე­ვე მკვეთ­რად მერ­ყე­ობს ემო­ცი­ურ ფონ­ზე და ა.შ.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ვი­თა­რი პა­თო­ლო­გია არა აქვს, ამის და­ჯე­რე­ბა ძა­ლი­ან უჭირთ და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვენ რა­ი­მე დი­აგ­ნოზს. პა­ცი­ენ­ტის მხრი­დან ეს ზე­წო­ლა და ასე­ვე ზოგ­ჯერ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იმის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს, რა­საც ყო­ველ­დღე ვხე­დავთ - ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის უზარ­მა­ზა­რი შეკ­ვრით, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტი იყო და არა­სა­ჭი­როდ შე­ი­წი­რა პა­ცი­ენ­ტის დრო და ფული.არა­და, ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან რთუ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია. მეც, ისე­ვე რო­გორც რი­გი­თი ქარ­თვე­ლი ექი­მი, რო­მელ­საც ასე­ვე უჭირს პა­ცი­ენ­ტის წნეხ­თან გამ­კლა­ვე­ბა, რა­ღაც სა­ბა­ზი­სო კვლე­ვებს ვუ­ნიშ­ნავ, რომ გარ­კვე­უ­ლი ზო­გა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­ვიქ­მნა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ეს კვლე­ვე­ბი ზედ­მე­ტი ალ­ბათ არა­ვის­თვის არ არის. ამის შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტმა უნდა და­ი­ჯე­როს, რომ აღარ არის სა­ჭი­რო რა­ღაც უსას­რუ­ლო და გა­ურ­კვე­ვე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. არა­და, და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს გა­რან­ტი­ას, რომ „არა­ფე­რი ჭირს“. იმის გა­რან­ტია, რომ „არა­ფე­რი ჭირს“, არა­ვის არა­სო­დეს არა აქვს - არც ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის და არც ე.წ. და­ბა­ლი სი­ცხის მქო­ნეს (ანუ 37-37.5). ზოგი პა­ცი­ენ­ტი უხა­ლი­სოდ თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ კვლე­ვე­ბი აღარ ჭირ­დე­ბა, ზო­გიც სხვა, „უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ან“ ექიმ­თან ინაც­ვლებს, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს გა­მოკ­ვლე­ვებს და სა­ბო­ლო­ოდ შე­დე­გამ­დე ვერ მი­დის, თუმ­ცა შე­დე­გი, ანუ დი­აგ­ნო­ზი, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, იმი­ტომ რომ პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლია, უბ­რა­ლოდ მას ამის და­ჯე­რე­ბა უჭირს.ამ­დე­ნი კვლე­ვის დროს ზოგ­ჯერ რა­ღაც, სრუ­ლი­ად ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან კავ­ში­რის არმ­ქო­ნე, პა­თო­ლო­გი­აც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, მაგ­რამ ამ ლო­გი­კით ადა­მი­ა­ნებ­მა მუდ­მი­ვად ხომ არ უნდა იკ­ვლი­ონ ყვე­ლა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა.მოკ­ლედ, სი­ტყვა ძა­ლი­ან გა­მიგ­რძელ­და, მაგ­რამ ამ კო­ვი­დის ეპო­ქა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­რავ­ლდნენ ამ ე.წ. და­ბა­ლი სი­ცხით და­ტან­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტო­მაც, რომ სი­ცხის ზომ­ვის ასე­თი მას­შტა­ბი ალ­ბათ ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. არა­და, მათ­გან ნა­წილს შე­იძ­ლე­ბა პოსტ-კო­ვი­დი აქვს, ნა­წი­ლი კი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია და რა­ტომ­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა 37-ზე ნაკ­ლე­ბი ქონ­დეს. და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აშ­კა­რად ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბი­ან, თა­ნაც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ." - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხაზალია ლანა
0

უკვე ერთი თვეა დაბალი სიცხე მაქვს35და ესეც ნორმურია?გამარკვიეთ გთხოვთ გაციებული ვიყავი მას შემდეგ ხშირად მაქვს ასეთი სიცხე

მშობელი
2

ქ.ბ მაიასთან შეხება მომიწია 18 წლის წინ როდესაც 14 ექიმის ( უმრავლესობა პროფესორი) უშედეგეო მკურნალობის შემდეგ ინფექციურში , ჩახედა 4 წლის ბავშვის ანალიზს და მომცა სწორი რჩევა დარიგება ჯერ კიდევ პატარა გოგომ. იქიდან მახსოვს ეს ნათელი წერტილი ჩვენს სამედიცინო სფეროში. მადლობა მას კიდევ ერთხელ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"კოვიდის ეპოქაში მომრავლდნენ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები... თუმცა, „სიცხის“ განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს" - რას წერს მაია ბუწაშვილი

"კოვიდის ეპოქაში მომრავლდნენ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები... თუმცა, „სიცხის“ განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს" - რას წერს მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სხეულის დაბალი ტემპერატურის თავისებურებების შესახებ წერს. სპეციალისტის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, დაბალი ტემპერატურით შეწუხებული პაციენტების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. ბუწაშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში, დაბალი სიცხე ნომალური მოვლენაა და ღელვის საფუძველს არ იძლევა.

"ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი უსაფუძვლოდ შფოთავს სხეულის ტემპერატურის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ექიმთან ვიზიტების გაუმართლებლად დიდი რიცხვი სწორედ „სიცხის“ გამო ხდება. თუმცა, „სიცხის“ განმარტება განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც საზოგადოებაში არსებობს. ზოგადად, 37C ტემპერატურა მიღებულია სხეულის ნორმალური ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლად. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს რობოტივით აუცილებლად ერთნაირი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს და რომ ეს ციფრი აუცილებლად 37-ს ქვემოთ უნდა იყოს. მიღებულია, რომ სიცხედ ითვლება იღლიის ტემპერატურა 37.5-ზე მეტი და პირის ღრუში გაზომილი ტემპერატურა 37.8-38-ზე მეტი.საქართველოში ყველაზე დამკვიდრებული პრაქტიკაა იღლიის ტემპერატურის გაზომვა, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში პირის ღრუს ტემპერატურის ზომავენ და შედარებით უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, ვიდრე იღლიის ტემპერატურა.სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ (მათ შორის კოვიდის), სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან არ უნდა გამოიწვიოს იმ მასშტაბით ღელვა, რაც ჩვენთან შეინიშნება, მითუმეტეს, რომ, კიდევ ვიმეორებ, 37.5-მდე ტემპერატურა შეიძლება პათოლოგიური სულაც არ იყოს.ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს დღე-ღამის განმავლობაშიც. საღამოს საათებში სრულიად ჩვეულებრივი ამბავია უფრო მაღალი ციფრები, ვიდრე დილით. ასევე მკვეთრად მერყეობს ემოციურ ფონზე და ა.შ.მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას არავითარი პათოლოგია არა აქვს, ამის დაჯერება ძალიან უჭირთ და დაჟინებით მოითხოვენ რაიმე დიაგნოზს. პაციენტის მხრიდან ეს ზეწოლა და ასევე ზოგჯერ არაკეთილსინდისიერება შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რასაც ყოველდღე ვხედავთ - ადამიანები გამოკვლევების შედეგების უზარმაზარი შეკვრით, რომელთა უდიდესი ნაწილი სრულიად ზედმეტი იყო და არასაჭიროდ შეიწირა პაციენტის დრო და ფული.არადა, ასეთ ადამიანებთან ზოგჯერ ძალიან რთულია კომუნიკაცია. მეც, ისევე როგორც რიგითი ქართველი ექიმი, რომელსაც ასევე უჭირს პაციენტის წნეხთან გამკლავება, რაღაც საბაზისო კვლევებს ვუნიშნავ, რომ გარკვეული ზოგადი შთაბეჭდილება შევიქმნა პაციენტის ჯანმრთელობაზე და ეს კვლევები ზედმეტი ალბათ არავისთვის არ არის. ამის შემდეგ კი პაციენტმა უნდა დაიჯეროს, რომ აღარ არის საჭირო რაღაც უსასრულო და გაურკვეველი გამოკვლევების ჩატარება. არადა, დაჟინებით მოითხოვს გარანტიას, რომ „არაფერი ჭირს“. იმის გარანტია, რომ „არაფერი ჭირს“, არავის არასოდეს არა აქვს - არც ნორმალური ტემპერატურის და არც ე.წ. დაბალი სიცხის მქონეს (ანუ 37-37.5). ზოგი პაციენტი უხალისოდ თანხმდება იმაზე, რომ კვლევები აღარ ჭირდება, ზოგიც სხვა, „უფრო ყურადღებიან“ ექიმთან ინაცვლებს, რომელიც აგრძელებს გამოკვლევებს და საბოლოოდ შედეგამდე ვერ მიდის, თუმცა შედეგი, ანუ დიაგნოზი, უმრავლეს შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ პაციენტი რეალურად ჯანმრთელია, უბრალოდ მას ამის დაჯერება უჭირს.ამდენი კვლევის დროს ზოგჯერ რაღაც, სრულიად ტემპერატურასთან კავშირის არმქონე, პათოლოგიაც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ამ ლოგიკით ადამიანებმა მუდმივად ხომ არ უნდა იკვლიონ ყველა ორგანოთა სისტემა.მოკლედ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ კოვიდის ეპოქაში განსაკუთრებით მომრავლდნენ ამ ე.წ. დაბალი სიცხით დატანჯული ადამიანები. პირველ რიგში იმიტომაც, რომ სიცხის ზომვის ასეთი მასშტაბი ალბათ ისტორიას არ ახსოვს. არადა, მათგან ნაწილს შეიძლება პოსტ-კოვიდი აქვს, ნაწილი კი სრულიად ჯანმრთელია და რატომღაც აუცილებლად უნდა, რომ ტემპერატურა 37-ზე ნაკლები ქონდეს. და ეს ადამიანები აშკარად ძალიან იტანჯებიან, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ." - წერს "ფეისბუქში" მაია ბუწაშვილი.