მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 თვეა წეროვანში, მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ" - როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე?
"4 თვეა წეროვანში,  მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ" -  როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე?

2019 წლის 19 დე­კემ­ბერს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დაჭ­რეს. ჭრი­ლო­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ბევ­რჯერ დად­გა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ მისი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი. ამ უმ­ძი­მე­სი დღი­დან მალე 2 წელი გავა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტ­ნეს გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია მე­უღ­ლე, ანა ჯა­ბა­უ­რი. ანა პრო­ფე­სი­ით ექი­მი-კარ­დი­ო­ლო­გია. ქალ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში აწყო­ბი­ლი კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ცოტ­ნე და ანა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ.

რო­გო­რია ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სად ცხოვ­რობს ახლა წყვი­ლი, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ანა ჯა­ბა­უ­რი ესა­უბ­რა.

- ანა, პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდით, დიდი ხა­ნია, არა­ფე­რი და­გი­წე­რი­ათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ყო­ველ­თვის გვა­ტყო­ბი­ნებ­დით ხოლ­მე ბა­ტონ ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ…

- მად­ლო­ბა თქვენ, რომ ინ­ტე­რეს­დე­ბით ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით. 4 თვეა წე­რო­ვან­ში ვართ და ვცხოვ­რობთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო - სუფ­თა ჰა­ე­რი და ულა­მა­ზე­სი ტყე-პარ­კი გვაკ­რავს გარს. არ გვაკ­ლია არც სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა. აქვე ახ­ლოს, ამა­ვე შე­მო­სა­ზღვრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­გაკ­ვირ­ვებთ ყვე­ლაფ­რით - თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი დარ­ბა­ზე­ბი­თა და უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით, მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი გუნ­დი­თა და მო­ტო­რულ-კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ბევ­რი სი­ახ­ლით. სწო­რედ ამ ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უტა­რე­ბენ ცოტ­ნეს ყვე­ლა ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ულ პრო­ცე­დუ­რას, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზეა სა­ჭი­რო.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­რა­პი­ი­სა, ცოტ­ნეს ორ­ჯე­რა­დი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, გვყოფ­ნის გამ­ბე­და­ო­ბა გავ­ზარ­დოთ მას­თან მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტთა რი­ცხვი და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­მა­ტე­ბით ჩავ­რთოთ ისე­თი მე­თო­დე­ბიც, რო­გო­რი­ცაა ჰა­ი­ლე­უ­რით­მია და ჩი­ნუ­რი მე­დი­ცი­ნა. ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ცოტ­ნეს­თან მუ­შა­ობს, ცხა­დია, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და მკაც­რად ეკი­პი­რე­ბუ­ლია. ცოტ­ნეს ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გი საკ­მა­ოდ იმე­დის­მომ­ცე­მი და თვალ­სა­ჩი­ნო იყო - მან და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, ყო­ველ­დღე ამ­ბობ­და ახალ სი­ტყვებს, აწყობ­და წი­ნა­და­დე­ბებს, ჰქონ­და სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი გო­ნე­ბა, იცი­ნო­და, ხუმ­რობ­და, თან­და­თან აუმ­ჯო­ბე­სებ­და მო­ტო­რულ ფუნ­ქცი­ებ­საც. მე და ცოტ­ნეს ძმე­ბი სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის დავფრი­ნავ­დით, ზე­ი­მი გვქონ­და ყო­ველ­დღი­უ­რად.

მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცოტ­ნეს ძა­ლი­ან მძი­მე ეპი­ლეფ­სი­უ­რი სტა­ტუ­სი და­ე­წყო, რომ­ლის მოხ­სნაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ გერ­მა­ნელ პრო­ფე­სო­რებს. ორ­ჯერ გა­და­იყ­ვა­ნეს ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში, და­უ­ნიშ­ნეს უძ­ლი­ე­რე­სი ან­ტი­კონ­ვულ­სი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დაგ­ვხია უკან - აპ­რილ­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის უმ­ძი­მე­სი 15 თვის შემ­დეგ, ისევ ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. დღეს­დღე­ო­ბით ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა ახ­ლი­დან უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ჯერ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მი­ვაღ­წი­ეთ ეპი­ლეფ­სი­ურ სტა­ტუ­სამ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ გო­ნე­ბა ისევ ნა­თე­ლი აქვს, და­ი­წყო კი­დუ­რე­ბის ამოძ­რა­ვე­ბა, აქ­ტი­უ­რად მე­კონ­ტაქ­ტე­ბა ბგე­რე­ბით და ვა­ტყობ, რომ უკვე ლა­პა­რა­კის და­წყე­ბას ცდი­ლობს.

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, აწყო­ბი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კა­რი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად დრო­ე­ბით ყვე­ლა­ფერ­ზე უარი თქვით და დღემ­დე არ მო­შო­რე­ბი­ხართ ცოტ­ნეს გვერ­დი­დან...

- ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის დიდ ნა­წილს ცოტ­ნეს მოვ­ლა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და მას­ზე ზრუნ­ვა შე­ად­გენს. მის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი­სა და სფე­როს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, გერ­მა­ნელ პრო­ფე­სორ­თან ერ­თად მკურ­ნა­ლო­ბი­სა და კვე­ბის სქე­მის შედ­გე­ნა და კო­რექ­ტი­რე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხმე­ვის, პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბის დრო­უ­ლი გან­სა­ზღვრა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­ხმა­რე­ე­ბი მყავს, არის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მელ­საც მხო­ლოდ მე ვუ­ტა­რებ ცოტ­ნეს. მეტ­საც გე­ტყვით - კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო, ცოტ­ნეს­თან და­მა­ტე­ბი­თი პერ­სო­ნა­ლის დაშ­ვე­ბის ში­შით და­ლა­ქო­ბაც კი შე­ვის­წავ­ლე და მე თვი­თონ ვკრეჭ წვერ­საც და თმა­საც. თუმ­ცა, ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს­დღე­ო­ბით, მარ­ტო ამით ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. თურ­ქეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში ასე იყო - უმ­ძი­მე­სი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი პა­ლა­ტა­ში ვი­ცხოვ­რე და ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ახლა უკვე გან­ვა­ახ­ლე მუ­შა­ო­ბა. ინ­ცი­დენ­ტამ­დე სამ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი - კლი­ნი­კა­ში კარ­დი­ო­ლო­გად, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფეს­ო­რად და სა­მე­დი­ცი­ნო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "პულ­სი ტვ“ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად. ნელ-ნელა და­ვი­წყე უკვე სამ­სა­ხუ­რებ­ში გას­ვლა. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წრო - პირ­ველ რიგ­ში ცოტ­ნე იყოს წეს­რიგ­ში, რად­გან დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მას სჭირ­დე­ბა; სამ­სა­ხუ­რებ­შიც ხა­რის­ხი­ა­ნად ვი­მუ­შაო, და, არ მო­ვაკ­ლო ყუ­რა­დღე­ბა არც ჩემს შვილს, შვი­ლიშ­ვილს და მო­ხუც მშობ­ლებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ დიდ ენერ­გი­ას, ძა­ლის­ხმე­ვას და მო­ბი­ლი­ზე­ბას სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად მაძ­ლე­ვენ ამის ენერ­გი­ას.

- თქვენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ გმი­რი ხართ, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი გა­ი­ღო...

- იცით, სა­ერ­თოდ არ მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ გმი­რი ვარ ან რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს ვა­კე­თებ. უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს, რო­დე­საც ამას მე­უბ­ნე­ბი­ან. ასე მგო­ნია, რომ ადა­მი­ან­თა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ჩემ­ნა­ი­რად მო­იქ­ცე­ვა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. აბა, რო­გორ მი­ა­ტო­ვებ ადა­მი­ანს ასეთ სა­ში­ნელ გა­ჭირ­ვე­ბა­ში, გა­ი­ხუ­რავ კარს და გა­აგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა? თან ზუს­ტად იცი, რომ უმ­წეო და სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი შენი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ წუთს გე­ლის და შენს გა­რე­შე სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა­საც არ და­ი­წყებს… დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ შეგ­რძნე­ბის ზიდ­ვა გა­ცი­ლე­ბით უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე ის, რა­საც მე ახლა ვა­კე­თებ. და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვა­კე­თებ არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ ასე მი­მაჩ­ნია სწო­რად, არა­მედ უფრო იმი­ტომ, რომ უბ­რა­ლოდ სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია.

- მას შემ­დეგ რაც ბა­ტო­ნი ცოტ­ნე მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის, ყვე­ლა­ზე მძი­მედ რო­მე­ლი პე­რი­ო­დი გახ­სენ­დე­ბათ...

- ძა­ლი­ან ბევ­რი უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი გვქონ­და. ცოტ­ნეს გა­დარ­ჩე­ნაც კი სას­წა­უ­ლი იყო, იმ­დე­ნად ბევ­რი და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას. ში­შით ვიხ­სე­ნებ იმ პე­რი­ოდს, როცა მე­ტად სა­ხი­ფა­თო დი­აგ­ნოზ­თა და გარ­თუ­ლე­ბა­თა მთე­ლი წყე­ბით თურ­ქე­თის კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა. მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს მა­შინ თურ­ქმა ექი­მებ­მა. იყო სხვა რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მძი­მედ მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ტე­ხი­ლი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი და უმ­ძი­მე­სი ეპი­ლეფ­სი­უ­რი სტა­ტუ­სი მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­მაც წყალ­ში ჩაგ­ვი­ყა­რა 15 თვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

ერთ ეპი­ზოდს გა­ვიხ­სე­ნებ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმ პე­რი­ოდ­ში ვმკურ­ნა­ლობ­დით, უნას ჰოს­პიტ­ლის ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. რო­დე­საც ეპი­ლეფ­სი­უ­რი სტა­ტუ­სი დამ­ძიმ­და და ვერ მოხ­და მისი შე­კა­ვე­ბა, დღის წეს­რიგ­ში დად­გა ცოტ­ნეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო გა­დაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა. დრო კა­თო­ლი­კურ აღ­დგო­მა­სა და იმ დღეს და­წყე­ბულ ხუთ­დღი­ან სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­ყო­ველ­თაო დას­ვე­ნე­ბას და­ემ­თხვა, რომ­ლის დრო­საც კლი­ნი­კის გა­მოც­ვლა ად­ვი­ლი არ არის. მი­თუ­მე­ტეს წი­ნას­წა­რი გა­დახ­და და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი. ჩვე­ნი სა­ელ­ჩოს ჩარ­თუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 30-მდე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უარი გვი­თხრა და­უ­ყოვ­ნე­ბელ მი­ღე­ბა­ზე. არა­და, დრო აღარ ით­მენ­და. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში 31-ე ცენ­ტრს რომ ვე­ძებ­დი, შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი ეპი­ლეფ­სი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტორს გვა­რად გორ­ჯი.

გა­მახ­სენ­და, რომ გორ­ჯი ქარ­თველს ნიშ­ნავს ირა­ნუ­ლად და შე­საძ­ლო სის­ხლის ყი­ვი­ლის იმე­დად სა­ელ­ჩოს მას­თან და­ვა­რეკ­ვა ვთხო­ვე. იმე­დი გა­მარ­თლდა - ბა­ტო­ნი გორ­ჯი ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბის ირა­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა და წი­ნას­წა­რი გა­და­სა­ხა­დის და ყო­ველ­გვა­რი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის გავ­ლის გა­რე­შე, სა­დღე­სას­წა­უ­ლო შვე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გერ­მა­ნი­ა­ში ასეთ გა­მო­ნაკ­ლი­სებს თით­ქმის არ უშ­ვე­ბენ, იმ დღეს­ვე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში, რი­თაც ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლე კი­დევ ერთხელ გა­და­არ­ჩი­ნა.

- ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩანს, რომ მხარ­ში გიდ­გა­ნან ცოტ­ნეს ძმე­ბი...

- დიახ, გი­ორ­გის და კონ­სტან­ტი­ნეს გა­რე­შე, მე და ცოტ­ნე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვუძ­ლებ­დით ამ­დენ უმ­ძი­მეს გა­მოც­დას. ასე­თი ძმო­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი ცოტ­ნეს უწე­ვენ, არც მი­ნა­ხავს და არც გა­მი­გია. ორი წე­ლია ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი ყო­ველ წვრილ­მან­ში. ყვე­ლა წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მას ისი­ნი გვიგ­ვა­რე­ბენ. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია გა­ნუ­ვი­თარ­დათ ცოტ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს წი­ნას­წარ იცი­ან დღეს რა გაგ­ვი­ჭირ­და და ხვალ რა დაგ­ვჭირ­დე­ბა. მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი­ვით არი­ან, მოკ­ლედ... სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გვაძ­ლი­ე­რებს ამ სა­ერ­თო გან­საც­დელ­ში მე და ცოტ­ნეს ძმებს - და­უშ­რე­ტე­ლი ოპ­ტი­მიზ­მი და რწმე­ნა ცოტ­ნეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სა, და მძი­მე პე­რი­ო­დებ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩარ­თუ­ლი ერ­თმა­ნე­თის გამ­ხნე­ვე­ბის უნა­რი…

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
2

სასწაული ადამიანები ხართ...ზვიადი ხალხს უყვარდა და მისი შვილებიც ხალხს უყვარს....უფსლი იყის თქვენი დამხმარე. ბრავო ქალბატონო თქვენ... 

ნინო
5

თქვენნარ რძალს დედამთილი უნდა აღმერთებდეს.ბარაქალა თქვენ და ცოტნეს ჯანმრთელობა.

ავტორი:

"4 თვეა წეროვანში, მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ" - როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე?

"4 თვეა წეროვანში,  მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ" -  როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე?

2019 წლის 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი გადარჩენის საკითხი. ამ უმძიმესი დღიდან მალე 2 წელი გავა. ამ პერიოდის განმავლობაში ცოტნეს გვერდიდან არ მოშორებია მეუღლე, ანა ჯაბაური. ანა პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ქალმა საქართველოში აწყობილი კარიერა მიატოვა და მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა. რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის შემდეგ ცოტნე და ანა საქართველოში დაბრუნდნენ.

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად ცხოვრობს ახლა წყვილი, ამის შესახებ Ambebi.ge-ს ანა ჯაბაური ესაუბრა.

- ანა, პირველ რიგში მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით, დიდი ხანია, არაფერი დაგიწერიათ სოციალურ ქსელში, ყოველთვის გვატყობინებდით ხოლმე ბატონ ცოტნეს მდგომარეობის შესახებ…

- მადლობა თქვენ, რომ ინტერესდებით ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობით. 4 თვეა წეროვანში ვართ და ვცხოვრობთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. არაჩვეულებრივი გარემო - სუფთა ჰაერი და ულამაზესი ტყე-პარკი გვაკრავს გარს. არ გვაკლია არც სითბო და ყურადღება. აქვე ახლოს, ამავე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზეა განთავსებული მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ ყველაფრით - თანამედროვე, მაღალი სტანდარტებით გამორჩეული დარბაზებითა და უახლესი აპარატურით, მაღალპროფესიული გუნდითა და მოტორულ-კოგნიტური უნარების განვითარებისთვის საჭირო ბევრი სიახლით. სწორედ ამ ცენტრის სპეციალისტები უტარებენ ცოტნეს ყველა ფიზიოთერაპიულ პროცედურას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭირო.

გარდა აღნიშნული თერაპიისა, ცოტნეს ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ, გვყოფნის გამბედაობა გავზარდოთ მასთან მომუშავე სპეციალისტთა რიცხვი და რეაბილიტაციის პროცესში დამატებით ჩავრთოთ ისეთი მეთოდებიც, როგორიცაა ჰაილეურითმია და ჩინური მედიცინა. ყველა სპეციალისტი, რომელიც ცოტნესთან მუშაობს, ცხადია, სრულად ვაქცინირებული და მკაცრად ეკიპირებულია. ცოტნეს ამჟამინდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ამა წლის თებერვალ-მარტში რეაბილიტაციის შედეგი საკმაოდ იმედისმომცემი და თვალსაჩინო იყო - მან დაიწყო ლაპარაკი, ყოველდღე ამბობდა ახალ სიტყვებს, აწყობდა წინადადებებს, ჰქონდა სრულიად ნათელი გონება, იცინოდა, ხუმრობდა, თანდათან აუმჯობესებდა მოტორულ ფუნქციებსაც. მე და ცოტნეს ძმები სიხარულისგან ლამის დავფრინავდით, ზეიმი გვქონდა ყოველდღიურად.

მაგრამ, სამწუხაროდ, მოულოდნელად ცოტნეს ძალიან მძიმე ეპილეფსიური სტატუსი დაეწყო, რომლის მოხსნაც ძალიან გაუჭირდათ გერმანელ პროფესორებს. ორჯერ გადაიყვანეს ხელოვნურ კომაში, დაუნიშნეს უძლიერესი ანტიკონვულსიური მედიკამენტები, რამაც მნიშვნელოვნად დაგვხია უკან - აპრილში, რეაბილიტაციის უმძიმესი 15 თვის შემდეგ, ისევ ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. დღესდღეობით ცოტნეს მდგომარეობა ახლიდან უმჯობესდება. ჯერ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ ეპილეფსიურ სტატუსამდელ მდგომარეობას, მაგრამ გონება ისევ ნათელი აქვს, დაიწყო კიდურების ამოძრავება, აქტიურად მეკონტაქტება ბგერებით და ვატყობ, რომ უკვე ლაპარაკის დაწყებას ცდილობს.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, აწყობილი სამედიცინო კარიერის მიუხედავად დროებით ყველაფერზე უარი თქვით და დღემდე არ მოშორებიხართ ცოტნეს გვერდიდან...

- ჩემი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ცოტნეს მოვლა, რეაბილიტაცია და მასზე ზრუნვა შეადგენს. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და სფეროს მეთვალყურეობა, კოორდინირება, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევებისა და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, გერმანელ პროფესორთან ერთად მკურნალობისა და კვების სქემის შედგენა და კორექტირება, დამატებითი ძალისხმევის, პროცედურებისა და სპეციალისტების ჩართვის საჭიროების დროული განსაზღვრა - ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობაა.

მიუხედავად იმისა, რომ დამხმარეები მყავს, არის პროცედურები, რომელსაც მხოლოდ მე ვუტარებ ცოტნეს. მეტსაც გეტყვით - კოვიდპანდემიის გამო, ცოტნესთან დამატებითი პერსონალის დაშვების შიშით დალაქობაც კი შევისწავლე და მე თვითონ ვკრეჭ წვერსაც და თმასაც. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, მარტო ამით ჩემი ყოველდღიურობა არ შემოიფარგლება. თურქეთსა და გერმანიაში ასე იყო - უმძიმესი წელიწადნახევარი პალატაში ვიცხოვრე და ჩამოშორებული ვიყავი ყველას და ყველაფერს, მაგრამ ახლა უკვე განვაახლე მუშაობა. ინციდენტამდე სამ ადგილას ვმუშაობდი - კლინიკაში კარდიოლოგად, ევროპის უნივერსიტეტში პროფესორად და სამედიცინო ტელევიზიაში "პულსი ტვ“ გადაცემის წამყვანად. ნელ-ნელა დავიწყე უკვე სამსახურებში გასვლა. ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო - პირველ რიგში ცოტნე იყოს წესრიგში, რადგან დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე მეტი ყურადღება მას სჭირდება; სამსახურებშიც ხარისხიანად ვიმუშაო, და, არ მოვაკლო ყურადღება არც ჩემს შვილს, შვილიშვილს და მოხუც მშობლებს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ენერგიას, ძალისხმევას და მობილიზებას საჭიროებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მოცემულობა და ეს ადამიანები თავად მაძლევენ ამის ენერგიას.

- თქვენზე ამბობენ, რომ გმირი ხართ, რომელმაც საყვარელი ადამიანისთვის ამხელა მსხვერპლი გაიღო...

- იცით, საერთოდ არ მაქვს შეგრძნება, რომ გმირი ვარ ან რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ. უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც ამას მეუბნებიან. ასე მგონია, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა სწორედ ჩემნაირად მოიქცევა მსგავს სიტუაციაში. აბა, როგორ მიატოვებ ადამიანს ასეთ საშინელ გაჭირვებაში, გაიხურავ კარს და გააგრძელებ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა? თან ზუსტად იცი, რომ უმწეო და საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი შენი უახლოესი ადამიანი ყოველ წუთს გელის და შენს გარეშე სიცოცხლისთვის ბრძოლასაც არ დაიწყებს… დარწმუნებული ვარ, ამ შეგრძნების ზიდვა გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც მე ახლა ვაკეთებ. და, სიმართლე გითხრათ, ვაკეთებ არა მარტო იმიტომ, რომ ასე მიმაჩნია სწორად, არამედ უფრო იმიტომ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია.

- მას შემდეგ რაც ბატონი ცოტნე მკურნალობას გადის, ყველაზე მძიმედ რომელი პერიოდი გახსენდებათ...

- ძალიან ბევრი უმძიმესი პერიოდი გვქონდა. ცოტნეს გადარჩენაც კი სასწაული იყო, იმდენად ბევრი და მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული რამდენიმე ადგილას. შიშით ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა მეტად სახიფათო დიაგნოზთა და გართულებათა მთელი წყებით თურქეთის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. მართლაც შეუძლებელი შეძლეს მაშინ თურქმა ექიმებმა. იყო სხვა რთული პერიოდებიც, მაგრამ ყველაზე მძიმედ მაინც მოულოდნელად თავს დატეხილი, დაუსრულებელი და უმძიმესი ეპილეფსიური სტატუსი მახსენდება, რომელმაც წყალში ჩაგვიყარა 15 თვის რეაბილიტაცია.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ამასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ვმკურნალობდით, უნას ჰოსპიტლის ნეირორეაბილიტაციის განყოფილებაში. როდესაც ეპილეფსიური სტატუსი დამძიმდა და ვერ მოხდა მისი შეკავება, დღის წესრიგში დადგა ცოტნეს სპეციალიზებულ კლინიკაში სასწრაფო გადაყვანის საჭიროება. დრო კათოლიკურ აღდგომასა და იმ დღეს დაწყებულ ხუთდღიან სადღესასწაულო საყოველთაო დასვენებას დაემთხვა, რომლის დროსაც კლინიკის გამოცვლა ადვილი არ არის. მითუმეტეს წინასწარი გადახდა და ბიუროკრატიული საფეხურებია გასავლელი. ჩვენი საელჩოს ჩართულობის მიუხედავად, 30-მდე სპეციალიზებულმა დაწესებულებამ უარი გვითხრა დაუყოვნებელ მიღებაზე. არადა, დრო აღარ ითმენდა. სასოწარკვეთილი ინტერნეტში 31-ე ცენტრს რომ ვეძებდი, შემთხვევით წავაწყდი ეპილეფსიის ცენტრის დირექტორს გვარად გორჯი.

გამახსენდა, რომ გორჯი ქართველს ნიშნავს ირანულად და შესაძლო სისხლის ყივილის იმედად საელჩოს მასთან დავარეკვა ვთხოვე. იმედი გამართლდა - ბატონი გორჯი ქართული ფესვების ირანელი აღმოჩნდა და წინასწარი გადასახადის და ყოველგვარი ბიუროკრატიული საფეხურების გავლის გარეშე, სადღესასწაულო შვებულების მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში ასეთ გამონაკლისებს თითქმის არ უშვებენ, იმ დღესვე გადაგვიყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში, რითაც ცოტნეს სიცოცხლე კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

- ამ თვეების განმავლობაში ჩანს, რომ მხარში გიდგანან ცოტნეს ძმები...

- დიახ, გიორგის და კონსტანტინეს გარეშე, მე და ცოტნე ნამდვილად ვერ გავუძლებდით ამდენ უმძიმეს გამოცდას. ასეთი ძმობა, რომელსაც ისინი ცოტნეს უწევენ, არც მინახავს და არც გამიგია. ორი წელია ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართული ყოველ წვრილმანში. ყველა წარმოქმნილ პრობლემას ისინი გვიგვარებენ. საოცარი ინტუიცია განუვითარდათ ცოტნესთან დაკავშირებით, თითქოს წინასწარ იციან დღეს რა გაგვიჭირდა და ხვალ რა დაგვჭირდება. მფარველი ანგელოზებივით არიან, მოკლედ... სიყვარულის გარდა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაძლიერებს ამ საერთო განსაცდელში მე და ცოტნეს ძმებს - დაუშრეტელი ოპტიმიზმი და რწმენა ცოტნეს გამოჯანმრთელებისა, და მძიმე პერიოდებში ავტომატურად ჩართული ერთმანეთის გამხნევების უნარი…