სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა... თუმცა ისინი მტრებად აღგვიქვამენ" - ვახტანგ მეგრელიშვილი
"ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა... თუმცა ისინი მტრებად აღგვიქვამენ" - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარ­ტია "გირ­ჩის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა მას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მტრად აღიქ­ვამს.

ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­სი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ ისა­უბ­რა.

ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა მის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს.

„მე ძა­ლი­ან მინ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაც­ნო­ბა, ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რაა და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კი­თხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას, მეც ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს. მე მაქვს იქ შეს­ვლის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრი­დან ხომ უნდა იცო­დე, რომ შენი ნახ­ვა უნ­დათ, რაც მე მეს­მის იმ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან, რო­მელ­საც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა აკონ­ტრო­ლებს, ისი­ნი ჩვენ მტრე­ბად აღგ­ვიქ­ვა­მენ მა­შინ, რო­დე­საც ანა­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არას­დროს არ გვქო­ნია.

მე უბ­რა­ლოდ არ მეს­მის, ადა­მი­ა­ნი აგერ არის, არა­ფე­რი არ დაგ­ვი­შა­ვე­ბია, პი­რი­ქით და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გლან­ძღა­ვენ და ეს ხალ­ხი აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს რომ ითხო­ვენ და ასე შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სად მე გან­ცდა მაქვს, რომ ეს ხალ­ხი სა­შიშ­რო­ე­ბაა ჩემ­თვის, მთე­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მთე­ლი კონ­გლო­მე­რა­ტით, თა­ვი­სი სამი ტე­ლე­ვი­ზი­ით. მე რომ მო­ვინ­დო­მო იქ შეს­ვლა ძა­ლი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად გა­მოვ­ჩნდე­ბი, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან რომ იყოს ასე­თი სურ­ვი­ლი, მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ­დი, რად­გან სა­ერ­თოდ მა­ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას კი­დევ ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი გიგა ბო­კე­რია და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ გა­აკ­რი­ტი­კა.

მისი თქმით, გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბა, რომ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის გეგ­მის წარ­მოდ­გე­ნა შე­უძ­ლია, „უც­ნა­უ­რი ამ­ბი­ცი­აა“.

„გი­გას მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეს არის პარ­ტია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში არ არ­სე­ბობს. ისე შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი გაქ­რა. ეს უც­ნა­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბია, მე არ მაქვს ასე­თი ამ­ბი­ცი­ე­ბი. მე ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი იმ შე­დე­გით, რო­მელ­საც ვაჩ­ვე­ნებ და მინ­და, რომ უბ­რა­ლოდ, ის შე­დე­გი გა­ი­ზარ­დოს. ასე არ მგო­ნია, რომ შე­დე­გი იზ­რდე­ბო­დეს, არ მგო­ნია, რომ რო­დე­საც სა­კუ­თარ თავს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად წარ­მო­იდ­გენ, ამის გამო შენ გახ­დე­ბი ის, რო­გო­რა­დაც წარ­მო­იდ­გი­ნე თავი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იურისტი
0

რა გაცნობა გინდა?!მიშამ შენ და ჭიპაშვილს არ დაგავალათ საპენსიო კანონში 25-ე მუხლის (გადაანგარიშების წესი) ამოღება?! აბა კარგად გაიხსენე!!!

ტრისტან დ'აკუნია
7

წადი ჯერ ბრეივიკი გაიცანი, გაიცანი ფილიპინებზე, ტაილანდში, სამხრეთ, კორეაში, პერუში, ჩერნოგორიაში,საფრანგეთში, საბერძნეთში, სომხეთში დაპატიმრებული არამფორთხავი ყოფილი ლიდერები და მერე მიადექი მიშას; აქაა სად გეჩქარება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა... თუმცა ისინი მტრებად აღგვიქვამენ" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა... თუმცა ისინი მტრებად აღგვიქვამენ" - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაცნობის სურვილი აქვს, თუმცა მას „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი მტრად აღიქვამს.

ვახტანგ მეგრელიშვილმა ამის შესახებ „პალიტრასიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

„მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ, რაც მე მესმის იმ მედია საშუალებებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს არ გვქონია.

მე უბრალოდ არ მესმის, ადამიანი აგერ არის, არაფერი არ დაგვიშავებია, პირიქით და დაუმსახურებლად გლანძღავენ და ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ და ასე შემდეგ, შესაბამისად მე განცდა მაქვს, რომ ეს ხალხი საშიშროებაა ჩემთვის, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი კონგლომერატით, თავისი სამი ტელევიზიით. მე რომ მოვინდომო იქ შესვლა ძალიან არაადეკვატურად გამოვჩნდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან რომ იყოს ასეთი სურვილი, მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, რადგან საერთოდ მაინტერესებს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველო“ გააკრიტიკა.

მისი თქმით, გიგა ბოკერიას განცხადება, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის წარმოდგენა შეუძლია, „უცნაური ამბიციაა“.

„გიგას მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ეს არის პარტია, რომელიც პარლამენტში არ არსებობს. ისე შევიდა პარლამენტში, რომ პარლამენტში შესული გაქრა. ეს უცნაური პოლიტიკური ამბიციებია, მე არ მაქვს ასეთი ამბიციები. მე ვკმაყოფილდები იმ შედეგით, რომელსაც ვაჩვენებ და მინდა, რომ უბრალოდ, ის შედეგი გაიზარდოს. ასე არ მგონია, რომ შედეგი იზრდებოდეს, არ მგონია, რომ როდესაც საკუთარ თავს არაადეკვატურად წარმოიდგენ, ამის გამო შენ გახდები ის, როგორადაც წარმოიდგინე თავი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.